პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს" - გია ვოლსკი
"ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს" - გია ვოლსკი

"ფონ კრა­მო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს",- ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი შე­ა­ფა­სა.

  • მი­სი­ვე თქმით, ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნი იმის­თვის ჩა­მო­ვი­და, რომ და­სავ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის დის­კრე­დი­ტა­ცია მო­ახ­დი­ნოს.

"ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნი ამ სა­დის­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რით ყვე­ლა­ფერს ხაზს უს­ვამს. იგი იმის­თვის ჩა­მო­ვი­და, რომ და­სავ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის დის­კრე­დი­ტა­ცია მო­ახ­დი­ნოს, რა­ზეც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ხმა­მა­ღალ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­და.

ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გახ­და. ეს არის სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც აქ­ცი­ე­ბი­დან უნდა გა­და­ი­ზარ­დოს ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­სა და ისე­თი სა­ხის სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სის­ხლთან, ადა­მი­ა­ნურ მსხვერ­პლთან. ფონ კრა­მო­ნი არის ერთ-ერთი მათ შო­რის, ვინც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან ამას უჭერს მხარს. სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს ფონ კრა­მო­ნი და ასე­ვე, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში რე­ზო­ლუ­ცი­ის შემ­ქმნე­ლე­ბი, ლო­ბის­ტე­ბი არი­ან და სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ არი­ან მი­მარ­თუ­ლე­ბი“,- აღ­ნიშ­ნავს ვოლ­სკი.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა. ის გუ­შინ, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან, ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის მხარ­და­სა­ჭე­რად მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე მი­ვი­და. რო­გორც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა კრა­მონ­მა აღ­ნიშ­ნა, მი­უ­ღე­ბე­ლია პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მიერ, ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის „იმი­ჯის გა­მო­ცალ­კე­ვე­ბა და აშ­კა­რად სპე­კუ­ლი­რე­ბა, რომ იგი და ხალ­ხის კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფი ძირს უთხრი­ან ამ პრო­ტესტს“.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქ-ნ ვიოლას!
0

"ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება... " ასე გგონიად ქ-ნო ვიოლა, მაგრამ არაფერი გამოგივად, ეს კარგად დაიმახსოვრეთ., თქვენ და თქვენნაირებმა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ბენდუქა
1

ვიოლა შე ქალო ჩადი საფრანგეთში უფრო ახლოსაა თქვენთან და იქ დაუდექი პროტესტში მონაწილე ხალხს გვერდში ესეთი უფლება დამცველი თუ ხარ, შენმა მზემ )))))

ავტორი:

"ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს" - გია ვოლსკი

"ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს" - გია ვოლსკი

"ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს",- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის საქართველოში ვიზიტი შეაფასა.

  • მისივე თქმით, ვიოლა ფონ კრამონი იმისთვის ჩამოვიდა, რომ დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაცია მოახდინოს.

"ვიოლა ფონ კრამონი ამ სადისტური მოქმედებების მხარდაჭერით ყველაფერს ხაზს უსვამს. იგი იმისთვის ჩამოვიდა, რომ დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაცია მოახდინოს, რაზეც სალომე ზურაბიშვილი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა.

ყველაფერი ნათელი გახდა. ეს არის სტრატეგია, რომელიც აქციებიდან უნდა გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებასა და ისეთი სახის სამოქალაქო დაპირისპირებაში, რომელიც დაკავშირებულია სისხლთან, ადამიანურ მსხვერპლთან. ფონ კრამონი არის ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ამას უჭერს მხარს. საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს ფონ კრამონი და ასევე, ის ადამიანები, ვინც ევროპარლამენტში რეზოლუციის შემქმნელები, ლობისტები არიან და საქართველოს წინააღმდეგ არიან მიმართულები“,- აღნიშნავს ვოლსკი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში იმყოფება. ის გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად მიმდინარე აქციაზე მივიდა. როგორც ევროპარლამენტარმა კრამონმა აღნიშნა, მიუღებელია პარლამენტარების მიერ, ლაზარე გრიგორიადისის „იმიჯის გამოცალკევება და აშკარად სპეკულირება, რომ იგი და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს“.