სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პედაგოგი, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში მოსწავლეზე ფიზიკურად ძალადობს, სამსახურიდან გაათავისუფლეს - რა მოხდა გორში? (ვიდეო)
პედაგოგი, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში მოსწავლეზე ფიზიკურად ძალადობს, სამსახურიდან გაათავისუფლეს - რა მოხდა გორში? (ვიდეო)

პე­და­გო­გი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში მოს­წავ­ლე­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობს, სკო­ლა­ში აღარ მუ­შა­ობს, - ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს გო­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ნანა ტერ­მა­კო­ზაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გე­ოგ­რა­ფი­ის აღ­ნიშ­ნუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის სკო­ლი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით დი­რექ­ტორს დის­ციპ­ლი­ნურ­მა კო­მი­ტეტ­მა მი­მარ­თა.

"მას შემ­დეგ, რაც გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთი სოფ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი მოს­წავ­ლე­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობს - ხელს ურტყამს, სკო­ლის დის­ციპ­ლი­ნურ­მა კო­მი­ტეტ­მა და­ი­წყო საქ­მის წარ­მო­ე­ბა. დის­ციპ­ლი­ნურ­მა კო­მი­ტეტ­მა გა­მო­იკ­ვლია საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბა, და­ად­გი­ნა დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მა და გა­დაც­დო­მის სიმ­ძი­მის ხა­რის­ხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორს მი­მარ­თა მას­წავ­ლებ­ლის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით. დი­რექ­ტორ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­ტე­ტის აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია და მი­ი­ღო შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნანა ტერ­მა­კო­ზაშ­ვილ­მა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლით.

ცნო­ბის­თვის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ასა­ხუ­ლია მას­წავ­ლებ­ლის მიერ მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლი მოს­წავ­ლის ცე­მის ფაქ­ტი.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი.
4

როდესაც ადამიანს, თუნდაც მოზარდს არ აქვს შეგნება, არ იცის თავისზე უფროსს როგორ მიმართოს და იმისთვის რომ თანატოლები გააცინოს და თავისნაირ დეგრადირებულებთან ,,მაგარი ბიჭის" სახელი დაიმკვიდროს, და ღვაწლმოსილი პედაგოგს, რომელსაც თაობებიჰყავს აღზრდილი, საჯაროდ უწმაწური სიტყვებით მიმართავს, ნამდვილად საცემია, რამდენადაც პირუტყვს ადამიანის ენა არ ესმის. არასრულწლოვანი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ასე სჯობს-შეიძლება გადარჩეს და სოციუმს.ადამიანის სახით დაუბრუნდეს.

Nn
7

რა უფლება აქვს სხვისი შვილი სცემოს, მაგის შვილი რომ სცემოს სხვამ მოეწონება?თუ ცელქია ბავშვი ამისთვის არსებობს სხვა მეთოდები და არა ცემა. მარტო განთავისუფლება არაა საკმარისი მაგისთვის ჯარიმაც უნდა იყოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

პედაგოგი, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში მოსწავლეზე ფიზიკურად ძალადობს, სამსახურიდან გაათავისუფლეს - რა მოხდა გორში? (ვიდეო)

პედაგოგი, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში მოსწავლეზე ფიზიკურად ძალადობს, სამსახურიდან გაათავისუფლეს - რა მოხდა გორში? (ვიდეო)

პედაგოგი, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში მოსწავლეზე ფიზიკურად ძალადობს, სკოლაში აღარ მუშაობს, - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა განუცხადა.

ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, გეოგრაფიის აღნიშნული მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლების რეკომენდაციით დირექტორს დისციპლინურმა კომიტეტმა მიმართა.

"მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგი მოსწავლეზე ფიზიკურად ძალადობს - ხელს ურტყამს, სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დაიწყო საქმის წარმოება. დისციპლინურმა კომიტეტმა გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, დაადგინა დისციპლინური გადაცდომა და გადაცდომის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით, საჯარო სკოლის დირექტორს მიმართა მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლების რეკომენდაციით. დირექტორმა გაითვალისწინა დისციპლინური კომიტეტის აღნიშნული რეკომენდაცია და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია მასწავლებლის მიერ მეშვიდეკლასელი მოსწავლის ცემის ფაქტი.

ნახეთ ვიდეო: