სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიდევ ერთხელ გათამაშდა "კავკასიური ცარცის წრე“ - როცა დავინახეთ, რომ "ნაცმოძრაობა“ "ბავშვს სასიკვდილოდ იმეტებდა“, ხელისუფლებამ მყისიერად გაუშვა მას ხელი" - კობახიძე
"კიდევ ერთხელ გათამაშდა "კავკასიური ცარცის წრე“ - როცა დავინახეთ, რომ "ნაცმოძრაობა“ "ბავშვს სასიკვდილოდ იმეტებდა“, ხელისუფლებამ მყისიერად გაუშვა მას ხელი" - კობახიძე

ღრმად გვწამს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა არა ღირ­სე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დათ­მო­ბის ხარ­ჯზე, მო­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თა და ცალ ფეხ­ზე დგო­მით, არა­მედ მხო­ლოდ ღირ­სე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, კა­ნონპ­რო­ექ­ტმა "უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ“ ამოქ­მე­დე­ბის გა­რე­შე მო­ი­ტა­ნა იმა­ზე დიდი შე­დე­გი, ვიდ­რე თუნ­დაც ამოქ­მე­დე­ბით შე­ეძ­ლო მო­ე­ტა­ნა.

"პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლამ აღი­ა­რა, რომ აგენ­ტო­ბა სა­თა­კი­ლოა, ვისი აგენ­ტიც არ უნდა იყო - ჩრდი­ლო­ე­თის, და­სავ­ლე­თის, სამ­ხრე­თის თუ აღ­მო­სავ­ლე­თის; სა­ზო­გა­დო­ე­ბა ახლა უკვე ერ­თმა­ნე­თის­გან უკეთ არ­ჩევს უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტებს ხალ­ხის გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის­გან. ყვე­ლას­თვის ცხა­დი გახ­და, რომ ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ "ბა­კუ­რი­ა­ნის გეგ­მის“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, სცე­ნი­დან ითხოვ­დნენ მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მას, ცდი­ლო­ბენ ეკ­ლე­სი­ის რე­პუ­ტა­ცი­ის შერ­ყე­ვას, აწარ­მო­ე­ბენ ლგბტ პრო­პა­გან­დას, უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ქვეყ­ნის ენერ­გე­ტი­კულ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და ა.შ. - სი­ნამ­დვი­ლე­ში, არა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, არა­მედ უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბი არი­ან; გარ­და ამი­სა, კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის გარ­შე­მო გაშ­ლი­ლი დის­კუ­სია მო­მა­ვალ­შიც ეფექ­ტი­ა­ნად აგ­ვა­ცი­ლებს თა­ვი­დან ბა­კუ­რი­ა­ნის გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ანუ "ენ­ჯე­ო­ე­ბის“ ჩარ­თუ­ლო­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბას. შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ენ­ჯე­ო­ე­ბის“ მეშ­ვე­ო­ბით ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 2003 წელს უკვე შედ­გა რე­ვო­ლუ­ცია, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკუს­ვლა, ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი, ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბა, ბიზ­ნე­სის რე­კე­ტი, მე­დი­ის მი­ტა­ცე­ბა და ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20 პრო­ცენ­ტის ოკუ­პა­ცია მო­უ­ტა­ნა. ხაზ­გას­მით ვა­ცხა­დებთ, რომ უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის ხე­ლით "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას ჩვენ არა­სო­დეს და­ვუშ­ვებთ.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა იყო, ამოქ­მე­დე­ბის გა­რე­შეც გახ­და ნამ­დვი­ლი აგენ­ტე­ბის ლუსტრა­ცი­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ინ­სტრუ­მენ­ტი.

გარ­და ამი­სა, გა­სუ­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა პრო­ცე­სებ­მა კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნა კო­ლექ­ტი­უ­რი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ - გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის აგენ­ტე­ბის ნამ­დვი­ლი სახე. ამ პრო­ცე­სებ­მა კი­დევ ერთხელ შეგ­ვახ­სე­ნა, რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ უდ­რის ძა­ლა­დო­ბას. სა­ზო­გა­დო­ე­ბას წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­შიც ახ­სოვს სპეც­რაზ­მი­სა და მო­მი­ტინ­გე­ე­ბის ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი. 2012 წლამ­დე სპეც­რაზ­მი ძა­ლა­დობ­და მო­მი­ტინ­გე­ებ­ზე, ხოლო ახლა მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ძა­ლა­დობ­დნენ სპეც­რაზმზე. ამას აქვს ერ­თა­დერ­თი ლო­გი­კუ­რი ახ­სნა - 2012 წლამ­დე "ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ იდგა მო­ძა­ლა­დე სპეც­რაზ­მის უკან, ხოლო ახლა "ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ იდგა მო­ძა­ლა­დე მო­მი­ტინ­გე­ე­ბის უკან.

იგი­ვე ლო­გი­კით, 2012 წლამ­დე "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ მიერ მარ­თუ­ლი სპეც­რაზ­მი ძა­ლა­დობ­და სა­ხალ­ხო დამ­ცველ­ზე, ახლა კი, სა­ხალ­ხო დამ­ცველ­ზე "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ მიერ მარ­თულ­მა მო­მი­ტინ­გე­ებ­მა იძა­ლა­დეს. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ომ­ბუდსმენ­ზე თავ­დას­ხმა დღემ­დე არ­ცერთ დიპ­ლო­მატს, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პო­ლი­ტი­კოსს ან უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენტს არ და­უგ­მია“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­დაც არის "ნაც­მოძ­რა­ო­ბა“, იქ არის ძა­ლა­დო­ბა, იქ­ნე­ბა ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა თუ ოპო­ზი­ცი­ა­ში.

"გა­სულ კვი­რა­ში, სპეც­რაზ­მი­სა და მო­მი­ტინ­გე­ე­ბის ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბა­ში ევ­რო­პა იყო არა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის, არა­მედ სპეც­რაზ­მის მხა­რეს. კი­დევ ერთხელ ვუხ­დით მად­ლო­ბას თი­თო­ე­ულ პო­ლი­ცი­ელს და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, პი­რა­დად ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს ამი­სათ­ვის.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­სულ კვი­რა­ში კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნა თა­ვი­სი ჰუ­მა­ნუ­რი სახე. ამის კი­დევ ერთი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო კა­ნონპ­რო­ექ­ტის გაწ­ვე­ვა იმ დროს, რო­დე­საც სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებს მო­ძა­ლა­დე ოპო­ზი­ცი­უ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის მი­მართ სრუ­ლი ძა­ლის­მი­ე­რი და მო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა ჰქონ­დათ.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბა­ში კი­დევ ერთხელ გა­თა­მაშ­და "კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრე“. რო­დე­საც ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ, რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ "ბავ­შვს სა­სიკ­ვდი­ლოდ იმე­ტებ­და“, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მყი­სი­ე­რად გა­უშ­ვა მას ხელი. ჩვენ მკა­ფი­ოდ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ რის­კის ქვეშ ვერ და­ვა­ყე­ნებ­დით ვერ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნის, ვერ­ცერ­თი ახალ­გაზ­რდის ჯან­მრთე­ლო­ბას და მით უმე­ტეს, სი­ცო­ცხლეს იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ნე­ბის­მი­ე­რი უმ­ძი­მე­სი პრო­ვო­კა­ცი­აც კი იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­მართ პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის გულ­წრფელ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მაც. თუმ­ცა გა­სუ­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა, ჩვენ მოგ­ვცა ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის გა­შიფვ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც. სწო­რედ ამ დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ. თა­ვად "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“, "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან“, "სირ­ცხვი­ლი­ას­თან“ და "დრო­ას­თან“ ერ­თად, გა­სულ კვი­რა­ში გა­მო­იკ­ვე­თა "ფრანკლი­ნის კლუ­ბის“ აქ­ტი­უ­რო­ბა. "ფრანკლი­ნის კლუ­ბი“ არის უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტი, რო­მე­ლიც ასე­უ­ლო­ბით ათა­სი ლა­რით ფი­ნანსდე­ბა. მისი მხარ­დამ­ჭე­რია ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ატ­ლას ნეთ­ვორ­ქი“, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში არა­ძა­ლა­დობ­რივ და ძა­ლა­დობ­რივ პრო­ტესტს აორ­გა­ნი­ზებ­და მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, ასე­ვე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და "ბრექ­სიტ­ზე“, ანუ ევ­რო­კავ­ში­რი­დან დიდი ბრი­ტა­ნე­თის გა­მო­ყო­ფა­ზე.

"ფრანკლი­ნის კლუ­ბი“ პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვიზ­მის­თვის ახორ­ცი­ე­ლებს რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბის, ისე არას­რულ­წლო­ვა­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის რეკ­რუ­ტი­რე­ბას. სტუ­დენ­ტე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია წარ­მო­ებს არ­სე­ბი­თად ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე. ესე­ნია - კახა ბენ­დუ­ქი­ძის მიერ თა­ვის დრო­ზე 1 ლა­რად მით­ვი­სე­ბუ­ლი "თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი“ და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას მიერ ასე­ვე 1 ლა­რად მით­ვი­სე­ბუ­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი“. აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სათ­ვის "ფრანკლი­ნის კლუ­ბი“ აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს "სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას. კლუ­ბის მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს წევ­რე­ბი არი­ან ორი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რე­ბი, ვატო ლეჟა­ვა და კონ­სტან­ტი­ნე თო­ფუ­რია, აგ­რეთ­ვე სხვა რე­აქ­ცი­ო­ნე­რი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ლე­ვან რა­მიშ­ვი­ლი, გია ნო­დია და სხვე­ბი. "ფრანკლი­ნის კლუბ­ში“ ტრე­ნინ­გებს ატა­რე­ბენ ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე, გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძე, გი­ორ­გი მე­ლა­ძე და ოპო­ზი­ცი­ის სხვა ექ­სტრე­მის­ტი ლი­დე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მსმე­ნე­ლებს რე­ვო­ლუ­ცი­ურ გეგ­მებ­ზე და­უ­ფა­რა­ვად ესა­უბ­რე­ბი­ან“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გა­სულ კვი­რა­ში არ­სე­ბი­თად სწო­რედ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ელ­და.

"ექ­სტრე­მის­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ძი­რი­თა­დად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ჯინ შარ­პი­სა და პი­ტერ აკერ­მა­ნის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. მათ შო­რის, სწო­რედ ამ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­შია აღ­წე­რი­ლი ისე­თი სიმ­ბო­ლუ­რი აქ­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა წყლის ჭავლთან დრო­ში­ა­ნი მო­მი­ტინ­გის და­პი­რის­პი­რე­ბა, სპეც­რაზ­მე­ლებ­თან ყვა­ვი­ლე­ბის მი­ტა­ნა და ა.შ.

აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბულ პრო­ტესტს წი­თელ ხა­ზად გას­დევ­და კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მის "სა­უ­კე­თე­სო“ ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იყო და­გეგ­მი­ლი. ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და უპ­რე­ცე­დენ­ტო ზე­წო­ლა პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე, ცნო­ბად სა­ხე­ებ­ზე და მათი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, მათ შო­რის არას­რულ­წლო­ვა­ნებ­ზე. გარ­და ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი­სა, ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მის კამ­პა­ნი­ა­ში დღემ­დე აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ყო­ფი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ენ­ჯე­ო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ისე­ვე, რო­გორც რი­გი­თი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი. ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მი ნაც­მოძ­რა­ო­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი ბუ­ნე­ბის კი­დევ ერთი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა.

გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ფა­შის­ტუ­რი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა და სკო­ლებ­ში წარ­მო­ებ­და. და­ფიქ­სირ­და ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც კი, რო­გო­რი­ცაა სკო­ლის პე­და­გო­გე­ბის მიერ სა­კუ­თა­რი მცი­რე­წლო­ვა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლე­ბის მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად მოხ­სე­ნი­ე­ბა, რაც ფა­შიზ­მი­სა და ბოლ­შე­ვიზ­მის უმ­ძი­მე­სი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. აგ­რეთ­ვე და­ფიქ­სირ­და კამ­პა­ნია სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­დან პრო­ფე­სო­რე­ბის ჩა­მო­შო­რე­ბის მო­თხოვ­ნით. ამ­გვა­რი კამ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლოს წარ­მო­ებ­და ზუს­ტად ერთი სა­უ­კუ­ნის წინ ახალ­გაზ­რდა ბოლ­შე­ვი­კე­ბის მიერ, რომ­ლებ­მაც სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ხე­დუ­ლე­ბის მქო­ნე პრო­ფე­სო­რე­ბი (მათ შო­რის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი) უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­ა­ძე­ვეს.

შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი იყო ნა­ცი­ო­ნა­ლი ლექ­ტო­რე­ბის მიერ სა­ხელ­მწი­ფო თუ კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­პა­გან­დის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა, რაც აკა­დე­მი­უ­რი ეთი­კის უხე­ში დარ­ღვე­ვაა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლი ლექ­ტო­რე­ბი თა­ვად შლიდ­ნენ სას­წავ­ლო პრო­ცესს, სტუ­დენ­ტებს აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­ნაც­ვლოდ სთა­ვა­ზობ­დნენ ნიშ­ნე­ბის მო­მა­ტე­ბას და ა.შ. უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბაც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის უც­ვლე­ლი ხელ­წე­რაა.

და­სას­რულს, კი­დევ ერთხელ სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გვინ­და გან­ვა­ცხა­დოთ, რომ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს არა­ფე­რი ჰქონ­და სა­ერ­თო რუ­სულ კა­ნონ­თან. ამ­გვა­რი კა­ნო­ნე­ბი დიდი ხა­ნია მოქ­მე­დებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში, ახალ ზე­ლან­დი­ა­სა და ის­რა­ელ­ში. ამ­ჟა­მად, აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა ანა­ლო­გი­უ­რი კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და კა­ნა­და­ში. შე­სა­ბა­მი­სად, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ი­სა და მისი მფარ­ვე­ლე­ბის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი კამ­პა­ნია ე.წ. რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის შე­სა­ხებ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე სიც­რუ­ე­ზე იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ათა­სო­ბით ადა­მი­ანს გა­აპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნეს წა­უ­კი­თხა­ვი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ენ­ჯე­ო­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ მა­თი­ვე ინ­ფორ­მი­რე­ბას ისა­ხავ­და ერ­თა­დერთ მიზ­ნად. ეს იყო ერ­თგვა­რი "სა­უ­კუ­ნის პიარ-თაღ­ლი­თო­ბა“, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბა იყო. ეს გეგ­მა ჩა­ვარ­და, რად­გან მას და­უ­პი­რის­პირ­და ჰუ­მა­ნუ­რი, მაგ­რამ ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც დგას და კვლა­ვაც მყა­რად იდ­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სულ ფაქ­ტორს: სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გვინ­და გან­ვა­ცხა­დოთ, რომ რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას შარ­შან­წინ, შარ­შან ან წელს თა­ვი­სი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი რომ აღეს­რუ­ლე­ბი­ნა, თბი­ლის­ში დღეს რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი იდ­გე­ბო­და. ისი­ნი ზუს­ტად ისე­ვე შე­მო­უ­ძღვე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სულ ტან­კებს, რო­გორც ეს 2008 წელს გა­ა­კე­თეს.

დღეს სწო­რედ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა იმის გა­რან­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მე­ო­რე ფრონ­ტის სცე­ნა­რი, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნას რუ­სულ სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ ინ­ტერ­ვენ­ცი­ას და უკ­რა­ი­ნა­ზე მძი­მე შე­დე­გებს მო­უ­ტან­და.

ჩვენ ვართ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს მშვი­დო­ბას და გა­ნაგ­რძობს სწრაფ ეკო­ნო­მი­კურ ზრდას ჩვე­ნი ქვეყ­ნის ჭეშ­მა­რი­ტად ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

ჩვენ ვივ­ლით წინ ღირ­სე­ბით ევ­რო­პის­კენ! ღრმად გვწამს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა არა ღირ­სე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დათ­მო­ბის ხარ­ჯზე, მო­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თა და ცალ ფეხ­ზე დგო­მით, არა­მედ მხო­ლოდ ღირ­სე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი!“- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Baduri
1

სპეცრაზმელების გამოკითხვები გაასაჯაროვეთ რატომ მალავთ ოჩოპინტრე, ეგრევე აცნობეს ხელმძღვანელობას ბავშვები გვიწევენ წინააღმდეგობას ამათ ჩვენ არ დაუპირისპირდებითო, ერთ-ერთ სპეცრაზმელს შვილი მოყვა ხელებში კაცი გადარეული იყო შვილო შენ რა გინდა აქაო, რა მინდაო და ევროპაო

ვახო
2

მზეო, მზეოოო

ავტორი:

"კიდევ ერთხელ გათამაშდა "კავკასიური ცარცის წრე“ - როცა დავინახეთ, რომ "ნაცმოძრაობა“ "ბავშვს სასიკვდილოდ იმეტებდა“, ხელისუფლებამ მყისიერად გაუშვა მას ხელი" - კობახიძე

"კიდევ ერთხელ გათამაშდა "კავკასიური ცარცის წრე“ - როცა დავინახეთ, რომ "ნაცმოძრაობა“ "ბავშვს სასიკვდილოდ იმეტებდა“, ხელისუფლებამ მყისიერად გაუშვა მას ხელი" - კობახიძე

ღრმად გვწამს, რომ ევროკავშირის წევრობა არა ღირსებისა და დამოუკიდებლობის დათმობის ხარჯზე, მონური დამოკიდებულებითა და ცალ ფეხზე დგომით, არამედ მხოლოდ ღირსებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებით არის შესაძლებელი, - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტმა "უცხოელი აგენტების შესახებ“ ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით შეეძლო მოეტანა.

"პირველ რიგში, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა, ვისი აგენტიც არ უნდა იყო - ჩრდილოეთის, დასავლეთის, სამხრეთის თუ აღმოსავლეთის; საზოგადოება ახლა უკვე ერთმანეთისგან უკეთ არჩევს უცხოური გავლენის აგენტებს ხალხის გავლენის აგენტებისგან. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობდნენ "ბაკურიანის გეგმის“ განხორციელებას, სცენიდან ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ცდილობენ ეკლესიის რეპუტაციის შერყევას, აწარმოებენ ლგბტ პროპაგანდას, უპირისპირდებიან ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და ა.შ. - სინამდვილეში, არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური გავლენის აგენტები არიან; გარდა ამისა, კანონპროექტების გარშემო გაშლილი დისკუსია მომავალშიც ეფექტიანად აგვაცილებს თავიდან ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, ანუ "ენჯეოების“ ჩართულობით ხელისუფლების გადატრიალებას. შეგახსენებთ, რომ "ენჯეოების“ მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში 2003 წელს უკვე შედგა რევოლუცია, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, ავტორიტარიზმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოუტანა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ უცხოური გავლენის აგენტების ხელით "ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას ჩვენ არასოდეს დავუშვებთ.

კანონპროექტი, რომლის ერთადერთი მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო, ამოქმედების გარეშეც გახდა ნამდვილი აგენტების ლუსტრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი.

გარდა ამისა, გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ აჩვენა კოლექტიური "ნაცმოძრაობის“ - გლობალური ომის პარტიის აგენტების ნამდვილი სახე. ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ "ნაცმოძრაობა“ უდრის ძალადობას. საზოგადოებას წინა ხელისუფლების პირობებშიც ახსოვს სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირების მაგალითები. 2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობდა მომიტინგეებზე, ხოლო ახლა მომიტინგეები ძალადობდნენ სპეცრაზმზე. ამას აქვს ერთადერთი ლოგიკური ახსნა - 2012 წლამდე "ნაცმოძრაობა“ იდგა მოძალადე სპეცრაზმის უკან, ხოლო ახლა "ნაცმოძრაობა“ იდგა მოძალადე მომიტინგეების უკან.

იგივე ლოგიკით, 2012 წლამდე "ნაცმოძრაობის“ მიერ მართული სპეცრაზმი ძალადობდა სახალხო დამცველზე, ახლა კი, სახალხო დამცველზე "ნაცმოძრაობის“ მიერ მართულმა მომიტინგეებმა იძალადეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომბუდსმენზე თავდასხმა დღემდე არცერთ დიპლომატს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ან უცხოური გავლენის აგენტს არ დაუგმია“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სადაც არის "ნაცმოძრაობა“, იქ არის ძალადობა, იქნება ის ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში.

"გასულ კვირაში, სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირებაში ევროპა იყო არა მომიტინგეების, არამედ სპეცრაზმის მხარეს. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცავებს, პირადად შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ამისათვის.

ხელისუფლებამ გასულ კვირაში კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ჰუმანური სახე. ამის კიდევ ერთი გამოხატულება იყო კანონპროექტის გაწვევა იმ დროს, როდესაც სამართალდამცავ სტრუქტურებს მოძალადე ოპოზიციური დაჯგუფებების მიმართ სრული ძალისმიერი და მორალური უპირატესობა ჰქონდათ.

ხელისუფლებისა და "ნაცმოძრაობის“ ურთიერთდაპირისპირებაში კიდევ ერთხელ გათამაშდა "კავკასიური ცარცის წრე“. როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ "ნაცმოძრაობა“ "ბავშვს სასიკვდილოდ იმეტებდა“, ხელისუფლებამ მყისიერად გაუშვა მას ხელი. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდით ვერცერთი ადამიანის, ვერცერთი ახალგაზრდის ჯანმრთელობას და მით უმეტეს, სიცოცხლეს იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი უმძიმესი პროვოკაციაც კი იყო მოსალოდნელი.

უნდა აღინიშნოს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიმართ პროტესტი გამოხატეს ჩვენი ქვეყნის გულწრფელმა მოქალაქეებმაც. თუმცა გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, ჩვენ მოგვცა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებების გაშიფვრის შესაძლებლობაც. სწორედ ამ დაჯგუფებების მეშვეობით იყო ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ. თავად "ნაციონალურ მოძრაობასთან“, "გირჩი - მეტი თავისუფლებასთან“, "სირცხვილიასთან“ და "დროასთან“ ერთად, გასულ კვირაში გამოიკვეთა "ფრანკლინის კლუბის“ აქტიურობა. "ფრანკლინის კლუბი“ არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ფინანსდება. მისი მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია "ატლას ნეთვორქი“, რომელიც წარსულში არაძალადობრივ და ძალადობრივ პროტესტს აორგანიზებდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ასევე აქტიურად მუშაობდა "ბრექსიტზე“, ანუ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოყოფაზე.

"ფრანკლინის კლუბი“ პოლიტიკური აქტივიზმისთვის ახორციელებს როგორც სტუდენტების, ისე არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას. სტუდენტების მობილიზაცია წარმოებს არსებითად ორი უნივერსიტეტის ბაზაზე. ესენია - კახა ბენდუქიძის მიერ თავის დროზე 1 ლარად მითვისებული "თავისუფალი უნივერსიტეტი“ და გიული ალასანიას მიერ ასევე 1 ლარად მითვისებული "საქართველოს უნივერსიტეტი“. აქტივობებისათვის "ფრანკლინის კლუბი“ აქტიურად იყენებს "საქართველოს უნივერსიტეტის“ ინფრასტრუქტურას. კლუბის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ორივე ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის რექტორები, ვატო ლეჟავა და კონსტანტინე თოფურია, აგრეთვე სხვა რეაქციონერი ნაციონალები, როგორებიც არიან ლევან რამიშვილი, გია ნოდია და სხვები. "ფრანკლინის კლუბში“ ტრენინგებს ატარებენ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მშვენიერაძე, გიორგი მელაძე და ოპოზიციის სხვა ექსტრემისტი ლიდერები, რომლებიც მსმენელებს რევოლუციურ გეგმებზე დაუფარავად ესაუბრებიან“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, გასულ კვირაში არსებითად სწორედ რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი აქტები, რომლებიც სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ განხორციელდა.

"ექსტრემისტული აქტივობები ძირითადად ხორციელდებოდა ჯინ შარპისა და პიტერ აკერმანის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების შესაბამისად. მათ შორის, სწორედ ამ სახელმძღვანელოებშია აღწერილი ისეთი სიმბოლური აქტები, როგორიცაა წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება, სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანა და ა.შ.

აგენტების კანონის წინააღმდეგ აგორებულ პროტესტს წითელ ხაზად გასდევდა კამპანია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის "საუკეთესო“ ტრადიციების შესაბამისად იყო დაგეგმილი. ორგანიზებული ჯგუფების მეშვეობით, ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა პოლიტიკოსებზე, ცნობად სახეებზე და მათი ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვანებზე. გარდა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებებისა, ლიბერალური ფაშიზმის კამპანიაში დღემდე აქტიურად არიან ჩართული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ყოფილი სახალხო დამცველი, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ჟურნალისტები, ენჯეოების წარმომადგენლები, ისევე, როგორც რიგითი ნაციონალები. ლიბერალური ფაშიზმი ნაცმოძრაობის ძალადობრივი ბუნების კიდევ ერთი გამოხატულებაა.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაშისტური კამპანია, რომელიც უნივერსიტეტებსა და სკოლებში წარმოებდა. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც კი, როგორიცაა სკოლის პედაგოგების მიერ საკუთარი მცირეწლოვანი მოსწავლეების მშობლების მოღალატეებად მოხსენიება, რაც ფაშიზმისა და ბოლშევიზმის უმძიმესი გამოხატულებაა. აგრეთვე დაფიქსირდა კამპანია საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესიდან პროფესორების ჩამოშორების მოთხოვნით. ამგვარი კამპანია საქართველოში ბოლოს წარმოებდა ზუსტად ერთი საუკუნის წინ ახალგაზრდა ბოლშევიკების მიერ, რომლებმაც საწინააღმდეგო შეხედულების მქონე პროფესორები (მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ივანე ჯავახიშვილი) უნივერსიტეტიდან გააძევეს.

შემაშფოთებელი იყო ნაციონალი ლექტორების მიერ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოყენება, რაც აკადემიური ეთიკის უხეში დარღვევაა. შეგახსენებთ, რომ ნაციონალი ლექტორები თავად შლიდნენ სასწავლო პროცესს, სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნიშნების მომატებას და ა.შ. უნივერსიტეტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაც ნაციონალური მოძრაობის უცვლელი ხელწერაა.

დასასრულს, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს არაფერი ჰქონდა საერთო რუსულ კანონთან. ამგვარი კანონები დიდი ხანია მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ისრაელში. ამჟამად, აქტიურად განიხილება ანალოგიური კანონების მიღება ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციისა და მისი მფარველების მიერ წარმოებული კამპანია ე.წ. რუსული კანონის შესახებ თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო დაფუძნებული. ათასობით ადამიანს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი, რომელიც ენჯეოების დაფინანსების შესახებ მათივე ინფორმირებას ისახავდა ერთადერთ მიზნად. ეს იყო ერთგვარი "საუკუნის პიარ-თაღლითობა“, რომლის მთავარი მიზანი ძალადობრივი გზით ხელისუფლების გადატრიალება იყო. ეს გეგმა ჩავარდა, რადგან მას დაუპირისპირდა ჰუმანური, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო სისტემა, რომელიც დგას და კვლავაც მყარად იდგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე.

რაც შეეხება რუსულ ფაქტორს: სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას შარშანწინ, შარშან ან წელს თავისი რევოლუციური გეგმები რომ აღესრულებინა, თბილისში დღეს რუსული ტანკები იდგებოდა. ისინი ზუსტად ისევე შემოუძღვებოდნენ საქართველოში რუსულ ტანკებს, როგორც ეს 2008 წელს გააკეთეს.

დღეს სწორედ "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა იმის გარანტი, რომ საქართველოში არ განხორციელდება მეორე ფრონტის სცენარი, რაც ჩვენს ქვეყანას რუსულ სამხედრო-პოლიტიკურ ინტერვენციას და უკრაინაზე მძიმე შედეგებს მოუტანდა.

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობას და განაგრძობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტად ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ! ღრმად გვწამს, რომ ევროკავშირის წევრობა არა ღირსებისა და დამოუკიდებლობის დათმობის ხარჯზე, მონური დამოკიდებულებითა და ცალ ფეხზე დგომით, არამედ მხოლოდ ღირსებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებით არის შესაძლებელი!“- განაცხადა კობახიძემ.

ასევე იხილეთ: