პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანონის მიღებით, საქართველო შეუერთდება არადემოკრატიული და ავტორიტარული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სიას" - რას წერენ BBC-ი და CNN-ი?
"კანონის მიღებით, საქართველო შეუერთდება არადემოკრატიული და ავტორიტარული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სიას" - რას წერენ BBC-ი და CNN-ი?

კა­ნო­ნის მი­ღე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო შე­უ­ერ­თდე­ბა არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი პოსტსაბ­ჭო­თა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სიას, რო­გო­რი­ცაა ბე­ლა­რუ­სი, ტა­ჯი­კე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, რომ­ლებ­მაც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ზღუდ­ვის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის ასლი შექ­მნეს, - ამის შე­სა­ხებ

BBC-ი წერს, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში ე.წ. "უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის" კა­ნონპ­რო­ექ­ტის პარ­ლა­მენ­ტი­დან გაწ­ვე­ვის მო­თხოვ­ნით მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ თბი­ლის­ში პო­ლი­ცია მე­ო­რე ღა­მეა წყლის ჭავლსა და ცრემლსა­დენ გაზს იყე­ნებს. ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან რუ­სუ­ლი სტი­ლის სა­კა­მა­თო კა­ნო­ნის გამო, რო­მე­ლიც არა­სამ­თავ­რო­ბო და მე­დია ჯგუ­ფებს „უცხო­ურ აგენ­ტე­ბად“ შე­ა­ფა­სებს, თუ ისი­ნი თა­ვი­ან­თი სახ­სრე­ბის 20%-ზე მეტს სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან მი­ი­ღე­ბენ“, - წერს გა­მო­ცე­მა.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ში­შო­ბენ, ახა­ლი კა­ნო­ნი, მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­ა­ზი­ა­ნებს ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის იმე­დებს.

BBC-ი წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ გა­ი­ზარ­და, რა­საც „ბევ­რი ქარ­თვე­ლი მოს­კო­ვის აგ­რე­სი­ულ ომად აფა­სებს, თუმ­ცა, მთავ­რო­ბამ ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა და უარს აცხა­დებს უკ­რა­ი­ნის მი­მართ მხარ­და­ჭე­რის ღიად გა­მო­ცხა­დე­ბა­სა და რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ზე“.

თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა CNN-იც და იუ­წყე­ბა, რომ საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც უცხო­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბის მიმ­ღე­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან „უცხო­ურ აგენ­ტე­ბად“ და­რე­გის­ტრი­რე­ბას მო­ი­თხოვს.

"კა­ნონპ­რო­ექტს ადა­რე­ბენ რუ­სეთ­ში მი­ღე­ბულ დრა­კო­ნულ კა­ნო­ნებს და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ჯგუ­ფე­ბის მას გმო­ბენ, რო­გორც ქვე­ყა­ნა­ში ძი­რი­თა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვი­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის ჩახ­შო­ბის მცდე­ლო­ბას. მოვ­ლე­ნებ­მა მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია, ათა­სო­ბით დე­მონ­სტრან­ტი შე­იკ­რი­ბა თბი­ლი­სის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ, რომ­ლე­ბიც აფ­რი­ა­ლე­ბენ არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შებ­საც”, - იუ­წყე­ბა CNN-ი.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის შე­ფა­სე­ბით, კა­ნონპ­რო­ექ­ტი შე­ა­ფერ­ხებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მცდე­ლო­ბას.

"კა­ნონპ­რო­ექტს ფარ­თოდ აკ­რი­ტი­კე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ მას სა­ში­ნე­ლი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით ევ­რო­პას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­ინ­ფორ­მა­ციო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის. ეს ასე­ვე შე­ა­ფერ­ხებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მცდე­ლო­ბას. ევ­რო­კავ­ში­რის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ კა­ნო­ნი „შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან და სტან­დარ­ტებ­თან“ და შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გე­ბი სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე“, -იუ­წყე­ბა CNN-ი.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატო
0

რამდენი აგენტი ყოფილა საქართველოში

ლევანი
1

უკანასკნელ კაპიკამდე აანაზღაურებინეთ ყველაფერი

ავტორი:

"კანონის მიღებით, საქართველო შეუერთდება არადემოკრატიული და ავტორიტარული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სიას" - რას წერენ BBC-ი და CNN-ი?

"კანონის მიღებით, საქართველო შეუერთდება არადემოკრატიული და ავტორიტარული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სიას" - რას წერენ BBC-ი და CNN-ი?

კანონის მიღებით, საქართველო შეუერთდება არადემოკრატიული და ავტორიტარული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სიას, როგორიცაა ბელარუსი, ტაჯიკეთი და აზერბაიჯანი, რომლებმაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის შესახებ რუსული კანონის ასლი შექმნეს, - ამის შესახებ

BBC-ი წერს, რომელიც თბილისში ე.წ. "უცხოური აგენტების" კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება.

"საქართველოს დედაქალაქ თბილისში პოლიცია მეორე ღამეა წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს. ადამიანები აღშფოთებულები არიან რუსული სტილის საკამათო კანონის გამო, რომელიც არასამთავრობო და მედია ჯგუფებს „უცხოურ აგენტებად“ შეაფასებს, თუ ისინი თავიანთი სახსრების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან მიიღებენ“, - წერს გამოცემა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეები შიშობენ, ახალი კანონი, მიღების შემთხვევაში, დააზიანებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების იმედებს.

BBC-ი წერს, რომ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაიზარდა, რასაც „ბევრი ქართველი მოსკოვის აგრესიულ ომად აფასებს, თუმცა, მთავრობამ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და უარს აცხადებს უკრაინის მიმართ მხარდაჭერის ღიად გამოცხადებასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე“.

თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება CNN-იც და იუწყება, რომ საპროტესტო გამოსვლები საქართველოში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისგან „უცხოურ აგენტებად“ დარეგისტრირებას მოითხოვს.

"კანონპროექტს ადარებენ რუსეთში მიღებულ დრაკონულ კანონებს და უფლებადამცველი ჯგუფების მას გმობენ, როგორც ქვეყანაში ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობას. მოვლენებმა მასობრივი არეულობა გამოიწვია, ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა თბილისის პარლამენტის შენობის წინ, რომლებიც აფრიალებენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის დროშებსაც”, - იუწყება CNN-ი.

ტელეკომპანიის შეფასებით, კანონპროექტი შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობას.

"კანონპროექტს ფართოდ აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მას საშინელი გავლენა ექნება სამოქალაქო საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით ევროპასთან დაკავშირებული არასამთავრობო და საინფორმაციო ორგანიზაციებისთვის. ეს ასევე შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობას. ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონი „შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან“ და შეიძლება ჰქონდეს სერიოზული შედეგები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე“, -იუწყება CNN-ი.

ნახეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"