მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს განცხადებას ავრცელებს და პარლამენტთან შეკრებილებს აფრთხილებს
შსს განცხადებას ავრცელებს და პარლამენტთან შეკრებილებს აფრთხილებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და აფრ­თხი­ლებს პარ­ლა­მენ­ტთა შეკ­რე­ბი­ლებს, რომ თუ არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბი­ან პო­ლი­ცი­ელ­თა კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს გა­უ­წე­ვენ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, პო­ლი­ცია გა­მო­ი­ყე­ნებს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­პორ­ცი­ულ ძა­ლას, მათ შო­რის, სპე­ცი­ა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბებს.

"თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ამ მი­ი­ღო ძა­ლა­დობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მხრი­დან მოხ­და პარ­ლა­მენ­ტის ერთ-ერთი შე­სას­ვლე­ლის ბლო­კი­რე­ბის მცდე­ლო­ბა და სა­მი­ნის­ტროს მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­ზე ად­გი­ლი აქვს ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რო­გორც მარ­თლწეს­რი­გი­სა და მო­ქა­ლა­ქე­თა უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბა, იცავს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბულ მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის გა­მარ­თვის უფ­ლე­ბას, ამას­თა­ნა­ვე, მო­ვუ­წო­დებთ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს, არ და­უშ­ვან ძა­ლა­დო­ბის­კენ მო­წო­დე­ბე­ბი და უზ­რუნ­ველ­ყონ, რომ აქ­ცი­ამ არ მი­ი­ღოს ძა­ლა­დობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი.აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ნე­ბის­მი­ე­რი ფაქ­ტი პო­ლი­ცი­ის მიერ, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქ­ნე­ბა აღ­კვე­თი­ლი.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შეკ­რე­ბი­ლე­ბი არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბი­ან პო­ლი­ცი­ელ­თა კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს გა­უ­წე­ვენ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, პო­ლი­ცია გა­მო­ი­ყე­ნებს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­პორ­ცი­ულ ძა­ლას, მათ შო­რის, სპე­ცი­ა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბებს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნეს.

აქ­ცი­ა­ზე კვლავ ხმა­უ­რი და და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა.

სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი პარ­ლა­მენ­ტის იმ შე­სას­ვლე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ცდი­ლობს, სა­ი­და­ნაც პარ­ლა­მენ­ტი დე­პუ­ტა­ტებ­მა უნდა და­ტო­ვონ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუ აზიზღებთ ხალხს თავს!
8

ეს ცუდია არაფერს კარგს არ მოგიტანთ !

!!!ნინი!!!
14

შინაგან საქმეთა სამინისტროს! მართლა გგონიათ რომ ღმერთი არ არსებობს ?! თუ თავს აჯერებთ რომ შეგრჩებათ ეს სისასტიკე?! ვის შერჩენია თქვენ რომ შეგრჩეთ ყველაფერი დროებითია იმ ქვეყნად ვინ რა წაიღო რომ თქვენ წაიღოთ!!! დაე უფალმა შეგინდოთ ეს სისხლის ღვრა და ხალხის უარესად გამწარება!!!

ავტორი:

შსს განცხადებას ავრცელებს და პარლამენტთან შეკრებილებს აფრთხილებს

შსს განცხადებას ავრცელებს და პარლამენტთან შეკრებილებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აფრთხილებს პარლამენტთა შეკრებილებს, რომ თუ არ დაემორჩილებიან პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწევენ წინააღმდეგობას, პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებული პროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს.

"თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, აქციის მონაწილეების მხრიდან მოხდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირების მცდელობა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ადგილი აქვს ძალადობის ფაქტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას, ამასთანავე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

იმ შემთხვევაში, თუ შეკრებილები არ დაემორჩილებიან პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწევენ წინააღმდეგობას, პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებული პროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს" - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

აქციაზე კვლავ ხმაური და დაძაბული ვითარებაა.

სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტის იმ შესასვლელის მოქალაქეებისგან გათავისუფლებას ცდილობს, საიდანაც პარლამენტი დეპუტატებმა უნდა დატოვონ.