სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამორიცხულია, რომ ერთ, მეორე ან ორივე კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა იყოს, ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მიიღო" - კობახიძე
"გამორიცხულია, რომ ერთ, მეორე ან ორივე კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა იყოს, ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მიიღო" - კობახიძე

"აპ­რი­ორ­ში გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ერთ, მე­ო­რე ან ორი­ვე კა­ნონპ­რო­ექ­ტზე უარ­ყო­ფი­თი დას­კვნა იყოს, შე­საძ­ლოა, მხო­ლოდ დე­ტა­ლებ­ზე იყოს შე­ნიშ­ვნე­ბი ან რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი - ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია ვერ იტყვის, რომ კა­ნო­ნი არ უნდა მი­ი­ღო",- ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გავ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ "ხალ­ხის ძა­ლის“ ორ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

  • მისი თქმით, ორი­ვე კა­ნონპ­რო­ექ­ტის პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ღე­ბის შემ­დეგ ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ას დას­კვნის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად წარ­მოდ­გე­ნას სთხო­ვენ, რის შემ­დე­გაც პარ­ლა­მენ­ტში მსჯე­ლო­ბა იმ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე გაგ­რძელ­დე­ბა, რომ­ლის თა­ო­ბა­ზეც კო­მი­სი­ას და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა ექ­ნე­ბა.

"ორი­ვე კა­ნონპ­რო­ექტს და­ვუ­ჭერთ მხარს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნე­ბი შედ­გე­ბა, შემ­დეგ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გავა. პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღე­ბა ქარ­თუ­ლი ვერ­სი­აც და ამე­რი­კუ­ლიც, შემ­დეგ ორი­ვე დო­კუ­მენ­ტი ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ა­ში გა­იგ­ზავ­ნე­ბა. დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით ვი­თხოვთ დას­კვნის წარ­მოდ­გე­ნას, სე­სი­ის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­სა­ბა­მი­სი ვერ­სი­ის მი­ღე­ბა. თუ და­დე­ბი­თი დას­კვნა იქ­ნე­ბა ამე­რი­კულ ვა­რი­ან­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, გაგ­რძელ­დე­ბა ამე­რი­კუ­ლი ვა­რი­ან­ტის გან­ხილ­ვა, თუ ქარ­თულ­თან და­კავ­ში­რე­ბით იქ­ნე­ბა და­დე­ბი­თი დას­კვნა, გაგ­რძელ­დე­ბა ქარ­თუ­ლის გან­ხილ­ვა.

ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში დას­კვნა იქ­ნე­ბა კა­ნონპ­რო­ექ­ტის დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვე­რა­ვინ იტყვის, რომ გამჭვირ­ვა­ლო­ბა არ ვარ­გა, შე­იძ­ლე­ბა ცალ­კე­უ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი იყოს ერთ, მე­ო­რე ან ორი­ვე კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც მსჯე­ლო­ბა გვექ­ნე­ბა, მაგ­რამ აპ­რი­ორ­ში გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ერთ, მე­ო­რე ან ორი­ვე კა­ნონპ­რო­ექ­ტზე უარ­ყო­ფი­თი დას­კვნა იყოს. შე­საძ­ლოა მხო­ლოდ დე­ტა­ლებ­ზე იყოს შე­ნიშ­ვნე­ბი ან რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერთ ან მე­ო­რე კა­ნონს ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში მი­ვი­ღებთ, მა­ნამ­დე ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დას­კვნას და­ვე­ლო­დე­ბით. ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია, პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნო არ არის, სა­მარ­თლებ­რი­ვი ექ­სპერ­ტი­ზის და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბუ­ნებ­რი­ვია, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია ვერ იტყვის, რომ კა­ნო­ნი არ უნდა მი­ი­ღო, მი­თუ­მე­ტეს, აქ სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ გამჭვირ­ვა­ლო­ბა­ზე“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

  • კი­თხვა­ზე, რა­ტომ აპი­რე­ბენ კა­ნონპ­რო­ექ­ტის პირ­ვე­ლის მოს­მე­ნით მი­ღე­ბას ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ა­ში გაგ­ზავ­ნამ­დე, კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ ქარ­თუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის ვა­რი­ან­ტში გარ­კვე­უ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბია შე­სა­ტა­ნი.

"პრინ­ცი­პე­ბის დო­ნე­ზე ხდე­ბა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა. პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით ორი­ვე მი­ი­ღე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ ერთს ან მე­ო­რეს არ მი­ვი­ღებთ და არ­ჩე­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დას­კვნა­ზე. გარ­კვე­ულ ტექ­ნი­კურ სა­კი­თხებ­ზე გვქონ­და მსჯე­ლო­ბა, რაც ამე­რი­კულს არ ეხე­ბა, რად­გან ეს პირ­და­პი­რი თარ­გმა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ ვერ­სი­ას, აქ გარ­კვე­უ­ლი ტექ­ნი­კუ­რი შეს­წო­რე­ბე­ბი უნდა შე­ვი­დეს, სა­ნამ ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ა­ში გა­იგ­ზავ­ნე­ბა. ამის­თვის სა­კო­მი­ტე­ტო და პლე­ნა­რუ­ლი მოს­მე­ნე­ბი უნდა გა­ი­მარ­თოს. ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია პრინ­ცი­პე­ბის დო­ნე­ზე ვერ და­ი­წუ­ნებს, რად­გან, კა­ნო­ნი არა­სა­მე­წარ­მეო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბას ად­გენს, მი­თუ­მე­ტეს მე­ო­რე კა­ნო­ნი ამე­რი­კუ­ლის ზუს­ტი ას­ლია, 85 წე­ლია მოქ­მე­დებს და დროს გა­უძ­ლო“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სალი
1

აღარ გვინდა ვენეცია, დააბრუნეთ ლენინგრადი და თეთრი ღამეები. 

ურო
5

ვენეციის კომისია საკონტროლო ნაწერის შემფასებელი და გამსწორებელი პედაგოგია? გერმანია, საფრანგეთი და იტალია თუ აგზავნიან იქ კანონპროექტებს?

ავტორი:

"გამორიცხულია, რომ ერთ, მეორე ან ორივე კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა იყოს, ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მიიღო" - კობახიძე

"გამორიცხულია, რომ ერთ, მეორე ან ორივე კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა იყოს, ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მიიღო" - კობახიძე

"აპრიორში გამორიცხულია, რომ ერთ, მეორე ან ორივე კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა იყოს, შესაძლოა, მხოლოდ დეტალებზე იყოს შენიშვნები ან რეკომენდაციები - ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მიიღო",- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გავლენების შესახებ "ხალხის ძალის“ ორ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

  • მისი თქმით, ორივე კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ ვენეციის კომისიას დასკვნის დაჩქარებულად წარმოდგენას სთხოვენ, რის შემდეგაც პარლამენტში მსჯელობა იმ კანონპროექტზე გაგრძელდება, რომლის თაობაზეც კომისიას დადებითი შეფასება ექნება.

"ორივე კანონპროექტს დავუჭერთ მხარს პირველი მოსმენით, უახლოეს დღეებში საკომიტეტო მოსმენები შედგება, შემდეგ პლენარულ სხდომაზე გავა. პირველი მოსმენით მიიღება ქართული ვერსიაც და ამერიკულიც, შემდეგ ორივე დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. დაჩქარებული წესით ვითხოვთ დასკვნის წარმოდგენას, სესიის ბოლომდე დასრულდება კანონპროექტის შესაბამისი ვერსიის მიღება. თუ დადებითი დასკვნა იქნება ამერიკულ ვარიანტთან დაკავშირებით, გაგრძელდება ამერიკული ვარიანტის განხილვა, თუ ქართულთან დაკავშირებით იქნება დადებითი დასკვნა, გაგრძელდება ქართულის განხილვა.

ყველა შემთხვევაში დასკვნა იქნება კანონპროექტის დეტალებთან დაკავშირებით, ვერავინ იტყვის, რომ გამჭვირვალობა არ ვარგა, შეიძლება ცალკეული კომენტარები იყოს ერთ, მეორე ან ორივე კანონთან დაკავშირებით, რაზეც მსჯელობა გვექნება, მაგრამ აპრიორში გამორიცხულია, რომ ერთ, მეორე ან ორივე კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა იყოს. შესაძლოა მხოლოდ დეტალებზე იყოს შენიშვნები ან რეკომენდაციები. აქედან გამომდინარე, ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ, მანამდე ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდებით. ვენეციის კომისია, პოლიტიკური ორგანო არ არის, სამართლებრივი ექსპერტიზის დაწესებულებაა, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მიიღო, მითუმეტეს, აქ საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • კითხვაზე, რატომ აპირებენ კანონპროექტის პირველის მოსმენით მიღებას ვენეციის კომისიაში გაგზავნამდე, კობახიძე ამბობს, რომ ქართული კანონპროექტის ვარიანტში გარკვეული ტექნიკური ცვლილებებია შესატანი.

"პრინციპების დონეზე ხდება პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღება. პირველი მოსმენით ორივე მიიღება, საბოლოოდ ერთს ან მეორეს არ მივიღებთ და არჩევანი დამოკიდებული იქნება ვენეციის კომისიის დასკვნაზე. გარკვეულ ტექნიკურ საკითხებზე გვქონდა მსჯელობა, რაც ამერიკულს არ ეხება, რადგან ეს პირდაპირი თარგმანია. რაც შეეხება ქართულ ვერსიას, აქ გარკვეული ტექნიკური შესწორებები უნდა შევიდეს, სანამ ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამისთვის საკომიტეტო და პლენარული მოსმენები უნდა გაიმართოს. ვენეციის კომისია პრინციპების დონეზე ვერ დაიწუნებს, რადგან, კანონი არასამეწარმეო იურიდიული პირების გამჭვირვალობას ადგენს, მითუმეტეს მეორე კანონი ამერიკულის ზუსტი ასლია, 85 წელია მოქმედებს და დროს გაუძლო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.