პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დონარას ამერიკაში ჩამოსვლიდან მალევე დაუსვეს არასასიამოვნო დიაგნოზი... ის არაფერს ითხოვს" - რას წერენ ამერიკაში მყოფ ქართველ მსახიობზე?
"დონარას  ამერიკაში ჩამოსვლიდან მალევე დაუსვეს არასასიამოვნო დიაგნოზი... ის არაფერს ითხოვს" - რას წერენ ამერიკაში მყოფ ქართველ მსახიობზე?

წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ობ­მა დო­ნა­რა გვრი­ტიშ­ვილმა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ ემიგ­რან­ტთა რი­გებს შე­უ­ერ­თდა. შტა­ტებ­ში ჩას­ვლი­დან მალე საკ­მა­ოდ მძი­მე დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, თუმ­ცა რო­გორც რამ­დე­ნი­მე თვის წინ ქარ­თულ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი აქვს და ამე­რი­კე­ლი ექი­მე­ბის მად­ლი­ე­რია...

დო­ნა­რა გვრი­ტიშ­ვი­ლი:

- ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა გაჩ­ნდა და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს, არ მინ­და, და­ვა­კონ­კრე­ტო, მაგ­რამ საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი სნე­უ­ლე­ბა იყო და ოპე­რა­ცი­აც გა­ვი­კე­თე.

მკურ­ნა­ლო­ბა ახ­ლა­ხან და­ვას­რუ­ლე და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი მაქვს, შემ­დგომ კი ალ­ბათ გავ­ყვე­ბი მოვ­ლე­ნებს და ღმერ­თის დიდ სა­ჩუ­ქარს, რომ იმ დროს, რო­დე­საც თურ­მე ეს ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბო­და, აღ­მოვ­ჩნდი სას­წა­უ­ლი ექი­მე­ბის ხელ­ში…

დღეს, ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა ელე­ნე ბე­რი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხო­ვა, რათა ქალ­ბა­ტო­ნი დო­ნა­რას­თვის სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა შეძ­ლონ...

ელე­ნე ბე­რი­ძე:

ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო! ამე­რი­კის ქარ­თულ იმიგ­რა­ცი­ას 8 თვის უკან შე­მო­უ­ერ­თდა ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი, კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი დო­ნა­რა გვრი­ტიშ­ვი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ჩა­მოს­ვლი­დან მა­ლე­ვე შე­ექ­მნა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა და და­უს­ვეს არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო დი­აგ­ნო­ზი. ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია და ქი­მი­ო­თე­რა­პია, (ყვე­ლა­ფე­რი და­ფა­რა და­ზღვე­ვამ). რის­თვი­საც მად­ლო­ბას უხ­დის ამ ქვე­ყა­ნას და თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს ვინც გულ­თან მი­ი­ტა­ნა და გვერ­დზე და­უდ­გა ულა­მა­ზეს ქალ­ბა­ტონს.

ჩვენ­გან არა­ფერს ითხოვს ქალ­ბა­ტო­ნი დო­ნა­რა. სა­ბო­ლო­ოდ მალე და­ას­რუ­ლებს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. ამ­ჟა­მად არის უმუ­შე­ვა­რი და ბოლო თან­ხე­ბით შვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან ეხ­მა­რე­ბი­ან.

უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ ყვე­ლას, იქ­ნებ ვინ­მეს გე­გუ­ლე­ბათ რა­მე­ნა­ი­რი სამ­სა­ხუ­რი და გა­გიჩ­ნდეთ დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
1

წარმატებები და ჯამრთელობა ქალბატონ დონარას

დავით
182

როგორ ვივა მედში ვითომ არ შეიძლებოდა განკურნება???

ამას ვერ დავიჯერებ!!!!

ავტორი:

"დონარას ამერიკაში ჩამოსვლიდან მალევე დაუსვეს არასასიამოვნო დიაგნოზი... ის არაფერს ითხოვს" - რას წერენ ამერიკაში მყოფ ქართველ მსახიობზე?

"დონარას  ამერიკაში ჩამოსვლიდან მალევე დაუსვეს არასასიამოვნო დიაგნოზი... ის არაფერს ითხოვს" - რას წერენ ამერიკაში მყოფ ქართველ მსახიობზე?

წელიწადზე მეტია, რაც ქართული კინოსა და თეატრის მსახიობმა დონარა გვრიტიშვილმა საქართველო დატოვა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა რიგებს შეუერთდა. შტატებში ჩასვლიდან მალე საკმაოდ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა როგორც რამდენიმე თვის წინ ქართულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რეაბილიტაციის პერიოდი აქვს და ამერიკელი ექიმების მადლიერია...

დონარა გვრიტიშვილი:

- ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა გაჩნდა და არასასიამოვნო დიაგნოზი დამისვეს, არ მინდა, დავაკონკრეტო, მაგრამ საკმაოდ სერიოზული სნეულება იყო და ოპერაციაც გავიკეთე.

მკურნალობა ახლახან დავასრულე და რეაბილიტაციის პერიოდი მაქვს, შემდგომ კი ალბათ გავყვები მოვლენებს და ღმერთის დიდ საჩუქარს, რომ იმ დროს, როდესაც თურმე ეს ძალიან მჭირდებოდა, აღმოვჩნდი სასწაული ექიმების ხელში…

დღეს, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ელენე ბერიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას დახმარებას სთხოვა, რათა ქალბატონი დონარასთვის სამსახურის პოვნა შეძლონ...

ელენე ბერიძე:

ძვირფასო მეგობრებო! ამერიკის ქართულ იმიგრაციას 8 თვის უკან შემოუერთდა ყველასათვის საყვარელი, კინოსა და თეატრის მსახიობი დონარა გვრიტიშვილი. სამწუხაროდ, ჩამოსვლიდან მალევე შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და დაუსვეს არასასიამოვნო დიაგნოზი. ჩაუტარდა ოპერაცია და ქიმიოთერაპია, (ყველაფერი დაფარა დაზღვევამ). რისთვისაც მადლობას უხდის ამ ქვეყანას და თითოეულ ადამიანს ვინც გულთან მიიტანა და გვერდზე დაუდგა ულამაზეს ქალბატონს.

ჩვენგან არაფერს ითხოვს ქალბატონი დონარა. საბოლოოდ მალე დაასრულებს რეაბილიტაციას. ამჟამად არის უმუშევარი და ბოლო თანხებით შვილები საქართველოდან ეხმარებიან.

უმორჩილესად გთხოვთ ყველას, იქნებ ვინმეს გეგულებათ რამენაირი სამსახური და გაგიჩნდეთ დახმარების სურვილი.