პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ" - რას აცხადებს მარია ზახაროვა
"ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ" - რას აცხადებს მარია ზახაროვა

"15 წლის წინ აფხა­ზე­თი­სა და "სამ­ხრეთ ოსე­თის“ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ უზ­რუნ­ველ­ყო მათი სა­ი­მე­დო დაც­ვა და პროგ­რე­სუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, გახ­დნენ თა­ნა­მედ­რო­ვე და თვითკმა­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი", - ასე უპა­სუ­ხა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მა­რია ზა­ხა­რო­ვამ კი­თხვას, - რო­გორ აფა­სებს რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ამ­ჟა­მინ­დელ დო­ნეს აფხა­ზეთ­თან და "სამ­ხრეთ ოსეთ­თან“ და რო­გორ გეგ­მავს მოს­კო­ვი ამ რეს­პუბ­ლი­კებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბას?

  • მისი თქმით, აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას აქვს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და მხარს უჭერს რუ­სეთ­თან ალი­ან­სის გაღ­რმა­ვე­ბის პო­ლი­ტი­კას.

ამას­თან, ზა­რა­ხა­რო­ვა აცხა­დებს, რომ რუ­სე­თი ითხოვს სა­ქარ­თვე­ლოს­გან "სა­ვალ­დე­ბუ­ლო შე­თან­ხმე­ბებს ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ“ და აცხა­დებს, რომ ეს არის რე­გი­ონ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტია.

"ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გე­ბი იქნა მიღ­წე­უ­ლი ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში, რა­მაც შექ­მნა პი­რო­ბე­ბი სო­ხუ­მი­სა და ცხინ­ვა­ლის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბის­თვის. ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.

მათ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი, ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრე­ბის ერ­თობ­ლი­ვი დაც­ვა გა­რე­დან შე­საძ­ლო პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის აღ­კვე­თის მიზ­ნით, რაც აქ­ტუ­ა­ლუ­რია ახალ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბებ­ში.

  • ჩვენ ვი­თხოვთ სა­ქარ­თვე­ლოს­გან სა­ვალ­დე­ბუ­ლო შე­თან­ხმე­ბებს ამ ქვეყ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. ჩვენ ამას ვხე­დავთ, რო­გორც რე­გი­ონ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტი­ას.

რუ­სე­თი რჩე­ბა რეს­პუბ­ლი­კე­ბის მთა­ვარ სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რად. ორ­მხრი­ვი ვაჭ­რო­ბა იზ­რდე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ენი­ჭე­ბა სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბას. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა ხელს უწყობს მშპ-ს პროგ­რე­სულ ზრდას და მო­ქა­ლა­ქე­თა კე­თილ­დღე­ო­ბას, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­ჯე­ტე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბის მხა­რის ზრდას. ეს არის ჩვე­ნი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი, ქმნის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის სარ­ტყელს, აფარ­თო­ებს ბაზ­რებს და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ტუ­რის­ტუ­ლი და საქ­მი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის... ჩვე­ნი მი­ზა­ნია გა­ვაგ­რძე­ლოთ კურ­სი ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ახალ­გაზ­რდა რეს­პუბ­ლი­კებ­თან სა­მო­კავ­ში­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­კენ“ , - გა­ნა­ცხა­და ზა­ხა­რო­ვამ

მკითხველის კომენტარები / 128 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

ჩვენ რომ ახლა ნატოს და ევროკავშირის წევრი ვიყოთ, აფხაზები და ოსები ჩვენთან იქნებოდნენ !

ქეთი
21

შეთანხმება უნდა დაიდოს ორივე მხრიდან. მათგან რომ თავს არ დაგვესხმებიან და ჩვენგან, რომ არცერთი უცხო ქვეყნის ჯარი არ განლაგდება აქ, თორემ ძალიან კარგად იციან, რომ თავისთავად ჩვენ მათთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოვადგენთ. ამ შეთანხმების გარანტი კი უნდა იყვნენ დიდი და ანგარიშგასაწევი ქვეყნები

ავტორი:

"ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ" - რას აცხადებს მარია ზახაროვა

"ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ" - რას აცხადებს მარია ზახაროვა

"15 წლის წინ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთის ფედერაციამ უზრუნველყო მათი საიმედო დაცვა და პროგრესული განვითარება, გახდნენ თანამედროვე და თვითკმარი სახელმწიფოები", - ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კითხვას, - როგორ აფასებს რუსეთის ურთიერთობების ამჟამინდელ დონეს აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან“ და როგორ გეგმავს მოსკოვი ამ რესპუბლიკებთან ურთიერთობების შემდგომ განვითარებას?

  • მისი თქმით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს რუსეთის მოქალაქეობა და მხარს უჭერს რუსეთთან ალიანსის გაღრმავების პოლიტიკას.

ამასთან, ზარახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი ითხოვს საქართველოსგან "სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ და აცხადებს, რომ ეს არის რეგიონში სტაბილურობის გარანტია.

"ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში, რამაც შექმნა პირობები სოხუმისა და ცხინვალის საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების განმტკიცებისთვის. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

მათ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რუსული სამხედრო ბაზები, ხორციელდება სახელმწიფო საზღვრების ერთობლივი დაცვა გარედან შესაძლო პროვოკაციების აღკვეთის მიზნით, რაც აქტუალურია ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებში.

  • ჩვენ ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებებს ამ ქვეყნების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც რეგიონში სტაბილურობის გარანტიას.

რუსეთი რჩება რესპუბლიკების მთავარ სავაჭრო პარტნიორად. ორმხრივი ვაჭრობა იზრდება. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. ამ ღონისძიებების ერთობლიობა ხელს უწყობს მშპ-ს პროგრესულ ზრდას და მოქალაქეთა კეთილდღეობას, ინვესტიციების მიმზიდველობის გაუმჯობესებას და ეროვნული ბიუჯეტების შემოსავლების მხარის ზრდას. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესები, ქმნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სარტყელს, აფართოებს ბაზრებს და შესაძლებლობებს ტურისტული და საქმიანი მოგზაურობისთვის... ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ კურსი ამიერკავკასიის ახალგაზრდა რესპუბლიკებთან სამოკავშირეო ურთიერთობების ყოვლისმომცველი განვითარებისკენ“ , - განაცხადა ზახაროვამ