მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბადრი ესებუა ქუთაისში მდებარე საპატიმროში გადაიყვანეს (ვიდეო)
ბადრი ესებუა ქუთაისში მდებარე საპატიმროში გადაიყვანეს (ვიდეო)

ზუგ­დიდ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა ქუ­თა­ის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა, იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ესე­ბუ­ას და­უს­წრებ­ლად წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, პირ­და­პირ ქუ­თა­ის­ში მდე­ბა­რე სა­პა­ტიმ­რო­ში მო­ა­თავ­სეს.

ად­ვო­კა­ტი სხვა დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობს.

ზუგ­დიდ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ და­ა­კა­ვეს. ის ზუგ­დიდ­ში აიყ­ვა­ნეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ესე­ბუ­ას და­კა­ვე­ბა მა­შინ მოხ­და, როცა ის ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში გა­დას­ვლას ცდი­ლობ­და.

ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს შე­იჭ­რა. მას მძევ­ლად 40-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 ათას აშშ დო­ლარს და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ითხოვ­და. თან­ხის გა­და­ცე­მის შემ­დეგ თავ­მდამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
babu
1

სამართალდამცავებს მივმართავ .დანებეთ მაგკაცს თავი თორემ გომელაურს დამის ნაძირლებს უარესი გელოდებათ

მაქარაშვილი-მარქარიანი
1

ბადრის თუ უნდა რომ მინიმალურზე მინიმალური სასჯელი მიუსაჯონ, ანდა საერთოდ გაანთავისუფლონ , თავის ადვოკატებად გელბახიანი და ხაჭაპურიძე უნდა აიყვანოს!

ავტორი:

ბადრი ესებუა ქუთაისში მდებარე საპატიმროში გადაიყვანეს (ვიდეო)

ბადრი ესებუა ქუთაისში მდებარე საპატიმროში გადაიყვანეს (ვიდეო)

ზუგდიდში "საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა ქუთაისში გადაიყვანეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ესებუას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, პირდაპირ ქუთაისში მდებარე საპატიმროში მოათავსეს.

ადვოკატი სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

ზუგდიდში "საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა რამდენიმე საათის წინ დააკავეს. ის ზუგდიდში აიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ესებუას დაკავება მაშინ მოხდა, როცა ის ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას ცდილობდა.

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავმდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.