პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილის სია“ ხვალ-ზეგ გახდება ცნობილი - პოლიტიკოსები სიაში არ იქნებიან, რატი ბრეგაძე იქნება, მასზე ვმსჯელობთ" - შალვა ხაჭაპურიძე
"სააკაშვილის სია“ ხვალ-ზეგ გახდება ცნობილი - პოლიტიკოსები სიაში არ იქნებიან, რატი ბრეგაძე იქნება, მასზე ვმსჯელობთ" - შალვა ხაჭაპურიძე

სია ხვალ-ზეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, ეს იქ­ნე­ბა ცო­ცხა­ლი სია, რო­მელ­საც მი­ე­მა­ტე­ბი­ან ის პი­რე­ბი, ვინც მო­მა­ვალ­ში ჩა­ი­დე­ნენ კა­ნონ­დარ­ღვე­ვას - პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სი­ა­ში არ იქ­ნე­ბი­ან, რატი ბრე­გა­ძე იქ­ნე­ბა, მას­ზე ვმსჯე­ლობთ,- ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, პარ­ლა­მენ­ტში ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძეს­თან და იუ­რის­ტებ­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ხა­ჭა­პუ­რი­ძე აცხა­დებს, დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და გა­ი­ა­რეს ის გვა­რე­ბიც, ვინც სი­ა­ში მოხ­ვდე­ბა.

"სია ხვალ-ზეგ გახ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა, ეს არ იქ­ნე­ბა სა­ბო­ლოო, ეს იქ­ნე­ბა ცო­ცხა­ლი სია და ის ადა­მი­ა­ნე­ბი და ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­იდ­ნენ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ და­ნა­შა­ულს, შემ­დგომ­ში მი­ე­მა­ტე­ბი­ან ამ სიას. პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რე­ბი, იქ­ნე­ბი­ან ეს დე­პუ­ტა­ტე­ბი თუ ა.შ. ამ სი­ა­ში არ მოხ­ვდე­ბი­ან, რად­გან ამ სიას აქვს თა­ვის სტან­დარ­ტი. ვის­მენთ პო­ლი­ტი­კოს­თა ბევრ კა­ნო­ნის დამ­რღვევ თუ უხეშ გა­მო­ნათ­ქვამს, თუმ­ცა, ისი­ნი სი­ა­ში არ მოხ­ვდე­ბა და არ მოხ­ვდე­ბა არც ერთი ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­ზეც არ იქ­ნე­ბა უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. რატი ბრე­გა­ძე მოხ­ვდე­ბა ამ სი­ა­ში, ის არის ჩი­ნოვ­ნი­კი, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი. ის არის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბა მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში და ამე­რი­კე­ლი ექ­სპერ­ტის სმი­ტის დას­კვნის მი­ხედ­ვით, სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­წამ­ლუ­ლია პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ადა­მი­ა­ნი მოხ­ვდე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მი­დის მსჯე­ლო­ბა მას­ზე და ვნა­ხოთ”, - გა­ნა­ცხა­და ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე რა
0

მაინტერესებს: ხომ ჩაივლის მიშას ამბავიც, ნაცებიც ჩაივლიან და ქოცებიც. მაგრამ ხომ დარჩება ეს საზოგადოება -- ამ ყველაფრის მაყურებელი და დამმახსოვრებელი -- არ შერცხვებათ ამათ, ამდენი რამის მკადრებლებს, საზოგადოებაში გამოჩენა?

ბაზი
0

გუბაზი, მ დოლიძე, ბესელია, ოქრიაშვილი გასაგებია, მაგრამ ეს სულ სხვა დონის და მიმართულების კ ყორღანაშვილია

საჩინოც გამოჩნდება აუცილებლად და მერე ფრთხილად მედროვეებო!

ავტორი:

"სააკაშვილის სია“ ხვალ-ზეგ გახდება ცნობილი - პოლიტიკოსები სიაში არ იქნებიან, რატი ბრეგაძე იქნება, მასზე ვმსჯელობთ" - შალვა ხაჭაპურიძე

"სააკაშვილის სია“ ხვალ-ზეგ გახდება ცნობილი - პოლიტიკოსები სიაში არ იქნებიან, რატი ბრეგაძე იქნება, მასზე ვმსჯელობთ" - შალვა ხაჭაპურიძე

სია ხვალ-ზეგ გახდება ცნობილი, ეს იქნება ცოცხალი სია, რომელსაც მიემატებიან ის პირები, ვინც მომავალში ჩაიდენენ კანონდარღვევას - პოლიტიკოსები სიაში არ იქნებიან, რატი ბრეგაძე იქნება, მასზე ვმსჯელობთ,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან, პარლამენტში ხატია დეკანოიძესთან და იურისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ხაჭაპურიძე აცხადებს, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს მტკიცებულებები და გაიარეს ის გვარებიც, ვინც სიაში მოხვდება.

"სია ხვალ-ზეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუმცა, ეს არ იქნება საბოლოო, ეს იქნება ცოცხალი სია და ის ადამიანები და ჩინოვნიკები, რომლებიც ჩაიდნენ სააკაშვილის მიმართ დანაშაულს, შემდგომში მიემატებიან ამ სიას. პოლიტიკური პირები, იქნებიან ეს დეპუტატები თუ ა.შ. ამ სიაში არ მოხვდებიან, რადგან ამ სიას აქვს თავის სტანდარტი. ვისმენთ პოლიტიკოსთა ბევრ კანონის დამრღვევ თუ უხეშ გამონათქვამს, თუმცა, ისინი სიაში არ მოხვდება და არ მოხვდება არც ერთი ისეთი ადამიანი, რომელზეც არ იქნება უტყუარი მტკიცებულებები. რატი ბრეგაძე მოხვდება ამ სიაში, ის არის ჩინოვნიკი, მაღალი თანამდებობის პირი. ის არის იუსტიციის მინისტრი, სააკაშვილი იმყოფება მის დაქვემდებარებულ პენიტენციურ სამსახურში და ამერიკელი ექსპერტის სმიტის დასკვნის მიხედვით, სააკაშვილი მოწამლულია პენიტენციურ სისტემაში. შესაბამისად, ეს ადამიანი მოხვდება, ყოველ შემთხვევაში, მიდის მსჯელობა მასზე და ვნახოთ”, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.