საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინდელი სასამართლო პროცესის თაობაზე პოსტს აქვეყნებს.
"გუშინდელი სასამართლო პროცესიდან, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების გამოსვლიდან, მე გავიგე რამდენიმე რამ:
1. სამინისტრო არ ენდობა არცერთი მისი შერჩეული ექიმის დასკვნას
2. ის, რომ ჩავარდნები მაქვს მეხსიერებაში, 50 კილო დავიკელი, ვერ დავდივარ და ა.შ. 2017 წლის კიევის მოვლენების ბრალი ყოფილა.
ჩემი აზრით, 4 წლის ასაკში ველოსიპედიდან რომ გადმოვვარდი და სამი კბილი მოვიტეხე - სინამდვილეში ესაა ყველაფერში დამნაშავე და არა ის, რომ მირტყეს, ასფალტზე და იატაკზე მათრიეს, შუმოკი მომიწყვეს და მომწამლეს თბილისში. ვინმე ნიკოლაიშვილი ეუბნება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგს, რომ არ ვენდობი შენს დიაგნოზსო, ოღონდ ამ ნიკოლაიშვილს გორის იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და პრაქტიკულად გენიოს ლაჰანს (რომელიც 12 წლის ასაკში გახდა სტუდენტი, დაჯილდოებულია ამერიკის ყველა მთავარი ჯილდოთი) ეკამათება მედიცინაზე. ყველაფერი ეს სასაცილო იქნებოდა, საქმე რომ არ გვქონდეს მკვლელობის სცენართან და ურთმელიძე არ იყოს ცივსისხლიანი მკვლელობის კლასიკური წარმომადგენელი.
რაც შეეხება მსგავსი სუბიექტების გლობალური მაგნიტსკის სიაში ჩართვას, მე მოვუწოდებ ამ საქმეში აქტიურად ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინაიდან ეს არაა პარტიული საკითხი" - წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დღეს ჩატარდება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება.
წინა სხდომაზე სააკაშვილის ადვოკატებმა პროცესის ყოველდღიურად ჩატარების შუამდგომლობა დააყენეს.
სწორედ, მაგ გადმოვარდნისას შეგნიშნა "შესაბამისმა" სამსახურმა და როგორც ქალბატონი გიული ამბობს რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში(რასაც არ ამჩნევს ამბები. ge) ,"მე არ ვიცი ამ ჩემს შვილს აქ რა დახვდება. მე არ ვიცი. აი, შეიძლება ისევ თვითონ რუსეთმა არ ჩათვალოს საჭიროდ..."
სმეტანიჩ ველოსიპედს თუ ისე ატარებდი როგორც ბურთს ფეხს ურტყავდი გადარჩენილხარ