პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხრისტო გროზევი ქართველ სამართალდამცავებს მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში დახმარებას სთავაზობს
ხრისტო გროზევი ქართველ სამართალდამცავებს მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში დახმარებას სთავაზობს

Bellingcat-ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ხრის­ტო გრო­ზევ­მა „დოჟ­დის“ ეთერ­ში სა­ჯა­როდ მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს და შეს­თა­ვა­ზა დახ­მა­რე­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­წამ­ვლის საქ­მე­ში გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ისი­ნი [სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი] არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ამ გა­მო­ძი­ე­ბით. ჩვენ მზად ვართ და­ვეხ­მა­როთ, თუ მათ სურთ გაგ­ვი­ზი­ა­რონ მო­ნა­ცე­მე­ბი - სა­ეჭ­ვო ადა­მი­ა­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­ად­გი­ლე­ბი­სა და სა­ზღვრის კვე­თის შე­სა­ხებ, რაც მათი აზ­რით, სა­ჭი­რო­ებს და­მა­ტე­ბით გა­და­მოწ­მე­ბას“ - გა­ნუ­ცხა­და გრო­ზევ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას.

გრო­ზე­ვის თქმით, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გა­ეც­ნენ ამე­რი­კე­ლი ტოქ­სი­კო­ლო­გის დას­კვნას, რო­მელ­მაც გა­მო­იკ­ვლია პო­ლი­ტი­კო­სის ნი­მუ­შე­ბი, გა­ი­ა­რა კონ­სულ­ტა­ცია რუს ექ­სპერ­ტებ­თან ქი­მი­ურ ია­რაღ­ზე და მი­ვიდ­ნენ დას­კვნამ­დე, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მძი­მე ლი­თო­ნე­ბით მო­წამ­ვლის ვერ­სია, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ­სე­ბობ­და.

გარ­და ამი­სა, გრო­ზე­ვის თქმით, არ­სე­ბობს მო­ტი­ვი - სა­ა­კაშ­ვი­ლი „შეყ­ვა­ნი­ლია „ეფ-ეს-ბე“-სა და „სა­ხელ­მწი­ფო დაზ­ვერ­ვის სამ­მარ­თვე­ლოს“ მტრე­ბის წრე­ში, რომ­ლებ­საც შე­ეძ­ლოთ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა“.

ცნო­ბის­თვის, 4 იან­ვარს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ხრის­ტო გრო­ზევს მი­მარ­თა. სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­მარ­თვა­ში სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ „სა­წამ­ლა­ვი და მძი­მე მე­ტა­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდა» მის თმა­სა და ფრჩხი­ლებ­ში და გრო­ზევს მო­უ­წო­დებს, თუ შე­უძ­ლია გა­მო­ი­ძი­ოს რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი და ოლი­გარ­ქი­უ­ლი სქე­მე­ბი, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მისი სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადამიანი
1

საკუთარ მამიდას რომ მიჰხედოს,მაგანაც,ზელენსკიმაც,არახამიამაც,პადალიაკმაც...არ იქნებ? ჩამოეთრნენ და მოლაშვილის საფლავზე აეთრნენ,მამა-შვილი ვაზაგაშვილების,დედა-შვილი გირგვლიანების,აი ზუსტად რუსეთთან ნაბრძოლი პოლკოვნიკი თეთრაძის,რობაქიძის,გამცემლიზის,შარაძის და ა.შ. დაუსრულებლად,ეგ კანიბალები

ზურაბ
1

უფრო დამაჯერებელია პუტინი სააკაშვილის მეშვეობით ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას და იმ ტერიტორიების მითვისებასაც რაც მიშამ 2008 წლის ომში უკვე მიართვა.

ავტორი:

ხრისტო გროზევი ქართველ სამართალდამცავებს მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში დახმარებას სთავაზობს

ხრისტო გროზევი ქართველ სამართალდამცავებს მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში დახმარებას სთავაზობს

Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხრისტო გროზევმა „დოჟდის“ ეთერში საჯაროდ მიმართა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს და შესთავაზა დახმარება და თანამშრომლობა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმეში გამოძიებასთან დაკავშირებით.

"დარწმუნებული ვარ, რომ ისინი [საქართველოს ძალოვანი უწყებები] არიან დაინტერესებული ამ გამოძიებით. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ, თუ მათ სურთ გაგვიზიარონ მონაცემები - საეჭვო ადამიანების ნებისმიერი გადაადგილებისა და საზღვრის კვეთის შესახებ, რაც მათი აზრით, საჭიროებს დამატებით გადამოწმებას“ - განუცხადა გროზევმა ტელეკომპანიას.

გროზევის თქმით, ჟურნალისტები გაეცნენ ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნას, რომელმაც გამოიკვლია პოლიტიკოსის ნიმუშები, გაიარა კონსულტაცია რუს ექსპერტებთან ქიმიურ იარაღზე და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სააკაშვილის მძიმე ლითონებით მოწამვლის ვერსია, სავარაუდოდ, არსებობდა.

გარდა ამისა, გროზევის თქმით, არსებობს მოტივი - სააკაშვილი „შეყვანილია „ეფ-ეს-ბე“-სა და „სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს“ მტრების წრეში, რომლებსაც შეეძლოთ ასეთი გადაწყვეტილების მიღება“.

ცნობისთვის, 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა ხრისტო გროზევს მიმართა. სააკაშვილი მიმართვაში საუბრობს იმაზე, რომ „საწამლავი და მძიმე მეტალები აღმოჩნდა» მის თმასა და ფრჩხილებში და გროზევს მოუწოდებს, თუ შეუძლია გამოიძიოს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ფარული და ოლიგარქიული სქემები, რაც სააკაშვილის შეფასებით მნიშვნელოვანი იქნება მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის.