ქუთაისიდან პარიზისკენ გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი უკან დაბრუნდა. როგორც Ambebi.ge-ს ავიაკომპანია Wizz Air-ში განუცხადეს, თვითმფრინავის აფრენიდან 10 წუთში მგზავრი, 60 წლის მამაკაცი ცუდად გახდა.
მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაჯდა.
ადგილზეა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიცია.
როგორც Wizz Air-ის პრესსამსახურში გვითხრეს, მგზავრი ქართველია. დამატებით დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.
ვისაც პრობლემა გაქვთ ფრენის დროს.. ძაან ბევრი მედიკამენტი არსებობს რომლითაც ვერც კი გაიგებთ მგზავრობას.. ძირითადად ფსიქოტროპული წამლებია.. ასევე პრგ და გაბა ჯგუფები... ზოგი მართლა სიცოცხლით რისკავს. მაგას მსგავსი პრეპარატის მიღება ჯობს.. თუ ახალგაზრდა არ ხართ სასმელი არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ.. სამწუხარო ფაქტია.. ღმერთმა ნათელში ამყოფოს.
იერემიას-არ იფრინო შე კაცო.