პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად კლავენ ჩემს შვილს, სამაგალითოდ დაისაჯონ" - გიული ალასანიას საგანგებო მიმართვა
"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად კლავენ ჩემს შვილს, სამაგალითოდ დაისაჯონ" - გიული ალასანიას საგანგებო მიმართვა

ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­ლექ­ტი­უ­რად კლა­ვენ ჩემს შვილს, სა­მა­გა­ლი­თოდ და­ი­სა­ჯონ, - ამის შე­სა­ხებ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დამ გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ალა­სა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა დღეს კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში“ გო­ნე­ბა და­კარ­გა და ეს იყო უკვე გო­ნე­ბის და­კარ­გვის მე­ო­რე შემ­თხვე­ვა. მი­სი­ვე თქმით, მე­სა­მე შემ­თხვე­ვა ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა გან­მე­ორ­დეს, რაც შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რად დამ­თავ­რდეს.

ალა­სა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო მკვლე­ლო­ბა ხდე­ბა ყვე­ლას თვალ­წინ, რა­შიც დამ­ნა­შა­ვე ის­ტებ­ლიშ­მენ­ტი იქ­ნე­ბა.

"ბო­დი­ში, რომ შე­გა­წუ­ხეთ, მაგ­რამ სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა მაქვს. დღეს, "ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კა­ში ჩემ­მა შვილ­მა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გო­ნე­ბა და­კარ­გა. ეს იყო გო­ნე­ბის და­კარ­გვის მე­ო­რე შემ­თხვე­ვა გლ­და­ნის ცი­ხის მერე. ამ ორი ეპი­ზო­დის შუ­ა­ლედ­ში იყო პა­ტა­რა ეპი­ზო­დი, მაგ­რამ არ იყო ასე­თი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა. დღეს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ ადა­მი­ა­ნის მო­სუ­ლი­ე­რე­ბა. ბად­რა­გე­ბი ჩა­ერ­თნენ. ია­ტაკ­ზე იყო დაგ­დე­ბუ­ლი და აიყ­ვა­ნეს. სა­თა­ნა­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­უ­ტარ­და და რო­გორც იქნა მო­ა­სუ­ლი­ე­რეს. მე­სა­მე შემ­თხვე­ვა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გან­მე­ორ­დეს და ფა­ტა­ლუ­რად დამ­თავ­რდეს. ძა­ლი­ან მძი­მე რე­ა­ლო­ბა გვაქვს.

ის კი არ არის, რომ ჩემი შვი­ლი აღარ იქ­ნე­ბა, არ იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო. არ არის ის, რომ წელ­ში გა­და­ტყდე­ბა დე­მოკ­რა­ტია ან სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბაც აქ ნაკ­ლე­ბად ეს­მით, გან­სა­კუთ­რე­ბით ეს არ ეს­მის ის­ტებ­ლიშ­მენტს, რო­მე­ლიც დღეს ჩემს შვილს კლავს. ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო მკვლე­ლო­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო მკვლე­ლო­ბა ხდე­ბა ყვე­ლას თვალ­წინ. მთე­ლი მსოფ­ლიო დგას ფეხ­ზე. უამ­რავ გა­ზეთ­ში და­ი­ბეჭ­და უკვე. უამ­რა­ვი ტე­ლე­ვი­ზია აშუ­ქებს ჩვენ გა­სა­ჭირს.

გუ­შინ, მსოფ­ლიო მას­შტა­ბის აქ­ცია ჩა­ტარ­და, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. არა­მარ­ტო ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ, იყ­ვნენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, პო­ლო­ნე­ლე­ბი და სხვე­ბი, მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­თხოვ­დნენ ჩემი შვი­ლის გა­დაყ­ვა­ნას და შვე­ლას. ჩვე­ნი ქვეყ­ნი­დან არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ არის. ვის­კენ გა­ვიშ­ვი­რო ხელი? ვინა რის დამ­ნა­შა­ვე? ის­ტებ­ლიშ­მენ­ტი მთლი­ა­ნად. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­ლექ­ტი­უ­რად კლა­ვენ ჩემს შვილს, სა­მა­გა­ლი­თოდ და­ი­სა­ჯონ", - გა­ნა­ცხა­და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ახია
4

ჩემი არს შურისგებაი და მე მივაგო... ირინა ენუქიძემ ვერც შვილის გადარჩენა შეძლო და ვერც სამართალი იპოვა, ისე წავიდა მკვლელების დასჯას ვერ მოესწრო

კუ
1

ვირგლა!

ავტორი:

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად კლავენ ჩემს შვილს, სამაგალითოდ დაისაჯონ" - გიული ალასანიას საგანგებო მიმართვა

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად კლავენ ჩემს შვილს, სამაგალითოდ დაისაჯონ" - გიული ალასანიას საგანგებო მიმართვა

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად კლავენ ჩემს შვილს, სამაგალითოდ დაისაჯონ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ალასანიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს კლინიკა "ვივამედში“ გონება დაკარგა და ეს იყო უკვე გონების დაკარგვის მეორე შემთხვევა. მისივე თქმით, მესამე შემთხვევა ნებისმიერ დროს შეიძლება განმეორდეს, რაც შეიძლება ფატალურად დამთავრდეს.

ალასანიას განცხადებით, საერთაშორისო მკვლელობა ხდება ყველას თვალწინ, რაშიც დამნაშავე ისტებლიშმენტი იქნება.

"ბოდიში, რომ შეგაწუხეთ, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობა მაქვს. დღეს, "ვივამედის“ კლინიკაში ჩემმა შვილმა, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. ეს იყო გონების დაკარგვის მეორე შემთხვევა გლდანის ციხის მერე. ამ ორი ეპიზოდის შუალედში იყო პატარა ეპიზოდი, მაგრამ არ იყო ასეთი მძიმე მდგომარეობა. დღეს ძალიან გაუჭირდათ ადამიანის მოსულიერება. ბადრაგები ჩაერთნენ. იატაკზე იყო დაგდებული და აიყვანეს. სათანადო ღონისძიება ჩაუტარდა და როგორც იქნა მოასულიერეს. მესამე შემთხვევა ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს და ფატალურად დამთავრდეს. ძალიან მძიმე რეალობა გვაქვს.

ის კი არ არის, რომ ჩემი შვილი აღარ იქნება, არ იქნება სახელმწიფო. არ არის ის, რომ წელში გადატყდება დემოკრატია ან სიტყვის თავისუფლება, რომლის მნიშვნელობაც აქ ნაკლებად ესმით, განსაკუთრებით ეს არ ესმის ისტებლიშმენტს, რომელიც დღეს ჩემს შვილს კლავს. ეს არის საერთაშორისო მკვლელობა. საერთაშორისო მკვლელობა ხდება ყველას თვალწინ. მთელი მსოფლიო დგას ფეხზე. უამრავ გაზეთში დაიბეჭდა უკვე. უამრავი ტელევიზია აშუქებს ჩვენ გასაჭირს.

გუშინ, მსოფლიო მასშტაბის აქცია ჩატარდა, სადაც ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. არამარტო ქართველები იყვნენ, იყვნენ უკრაინელები, პოლონელები და სხვები, მათ შორის, პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც მოითხოვდნენ ჩემი შვილის გადაყვანას და შველას. ჩვენი ქვეყნიდან არანაირი რეაქცია არ არის. ვისკენ გავიშვირო ხელი? ვინა რის დამნაშავე? ისტებლიშმენტი მთლიანად. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად კლავენ ჩემს შვილს, სამაგალითოდ დაისაჯონ", - განაცხადა გიული ალასანიამ.