პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2022 წელს KTW ჯგუფის ვენახების საერთო ფართობმა 1500 ჰექტარს გადააჭარბა
2022 წელს KTW ჯგუფის ვენახების საერთო ფართობმა 1500 ჰექტარს გადააჭარბა

კომ­პა­ნია „კა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბა“ 2022 წელს ვე­ნა­ხე­ბის გა­შე­ნე­ბის ხუთ წლი­ა­ნი გეგ­მის შე­ჯა­მე­ბით ას­რუ­ლებს. სტრა­ტე­გი­ის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც KTW ჯგუფ­მა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვა, ახა­ლი ვე­ნა­ხე­ბი 1180 ჰექ­ტარ მი­წის ფარ­თობ­ზე გა­ა­შე­ნა. სა­ერ­თო ჯამ­ში, კომ­პა­ნი­ის ვე­ნა­ხე­ბის ფარ­თობ­მა 1500 ჰექ­ტარს გა­და­ა­ჭარ­ბა.

კა­ხე­თი, ქარ­თლი, იმე­რე­თი, რაჭა და გუ­რია - KTW ჯგუფ­მა ახა­ლი ვე­ნა­ხე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში გა­ა­ფარ­თო­ვა. კერ­ძოდ, კა­ხეთ­ში: ახ­მე­ტის მიკ­რო­ზო­ნა­ში - ხიხ­ვი და ქისი, წი­ნან­დლის მიკ­რო­ზო­ნა­ში - კა­ხუ­რი მწვა­ნე, მა­ნა­ვის მიკ­რო­ზო­ნა­ში - მა­ნა­ვის მწვა­ნე, ხაშ­მის მიკ­რო­ზო­ნა­ში - ბუ­დე­შუ­რი­სე­ბუ­რი, გრძელ­მარ­ცვა­ლა სა­ფე­რა­ვი, რო­მე­ლიც მცი­რედ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჯი­შია, ახა­შე­ნის მიკ­რო­ზო­ნა­ში - სა­ფე­რა­ვი, ქინ­ძმა­რა­უ­ლის მიკ­რო­ზო­ნა­ში - ქინ­ძმა­რა­უ­ლი, ხოლო ზი­ა­რის მიკ­რო­ზო­ნა­ში - სა­ფე­რა­ვი გა­ა­შე­ნა.

ქარ­თლში - სო­ფელ მა­რა­ნა­სა და ფლა­ვის­მან­ში, - შავ­კა­პი­ტო, გო­რუ­ლი მწვა­ნე, ბუზა, და­ნა­ხა­რუ­ლი და ის სხვა ენ­დე­მუ­რი ყუ­რძნის ჯი­შე­ბი აღად­გი­ნა-გა­ა­შე­ნა, რომ­ლის­გა­ნაც მშრალ ღვი­ნო­ებს აწარ­მო­ებს.

გო­რუ­ლი მწვა­ნე, შავ­კა­პი­ტო, ქისი, კა­ბერ­ნე სო­ვი­ნი­ო­ნი, მერ­ლო, შარ­დო­ნე და სხვა სა­კო­ლექ­ციო ყუ­რძნის ჯი­შე­ბით ვე­ნა­ხი გა­ა­ფარ­თო­ვა სა­გუ­რა­მო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა დუ­შე­თის რა­ი­ონ, სო­ფელ მჭა­დი­ჯვარს - ამ გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ა­და­გის მქო­ნე 100 ჰექ­ტარ ფარ­თო­ბის მი­წა­ზე KTW ჯგუფ­მა შავ­კა­პი­ტოს, ხიხ­ვის და გო­რუ­ლი მწვა­ნის ვა­ზის ჯი­შე­ბი დარ­გო. იმე­რეთ­ში - ციცქას, ცო­ლი­კო­უ­რის, კრა­ხუ­ნას, ოცხა­ნუ­რი სა­ფე­რეს და ჩხა­ვე­რის, რა­ჭა­ში - ალექ­სან­დრო­ულ-მუ­ჯუ­ლე­თუ­რის ვე­ნა­ხი გა­ა­ფარ­თო­ვა. გუ­რი­ა­ში კი, ჩხა­ვე­რის ყუ­რძნის ჯი­შის გა­შე­ნე­ბა და­ი­წყო.

რო­გორც KTW ჯგუ­ფის პრე­ზი­დენ­ტი, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძე გვიყ­ვე­ბა, მის­თვის მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ის რე­გი­ო­ნე­ბია მიმ­ზიდ­ვე­ლი, რო­მელ­საც დიდ ის­ტო­რი­ას­თან ერ­თად, სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სპექ­ტი­ვა აქვს. ერთ-ერთი მათ­გა­ნია - ქარ­თლი.

„მა­ღალმჟა­ვი­ა­ნო­ბა, სიმ­სუ­ბუ­ქე, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არო­მა­ტე­ბი - ის ძი­რი­თა­დი თვი­სე­ბე­ბია, რო­მე­ლიც ქარ­თლის ყუ­რძნის ჯი­შებს სხვა რე­გი­ო­ნის ჯი­შე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევს. კა­ხე­თი - ეს ქარ­თუ­ლი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის აკ­ვა­ნი, დედა-ენაა. ქარ­თლი, კი, ვფიქ­რობ, ის ჯერ კი­დევ ბო­ლომ­დე ამო­უც­ნო­ბი მხა­რეა, სა­დაც ჯი­შობ­რი­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით, სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ.

ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ო­ში მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნო­ე­ბის უძ­ვე­ლეს კე­რად და მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვა­ნი ღვი­ნო­ე­ბის ზო­ნად არის მიჩ­ნე­უ­ლი - არ ახა­ლია. მთა­ვა­რი, ამ ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა და ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მთი­სა და ბა­რის მეღ­ვი­ნე­ო­ბა გვაქვს, არ­სე­ბუ­ლის ავ­თენ­ტუ­რად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას­თან ერ­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თი­თო­ე­უ­ლი რე­გი­ო­ნის პო­ტენ­ცი­ა­ლის მაქ­სი­მა­ლურ წარ­მო­ჩე­ნა­ზე, ახა­ლი გე­მო­ე­ბის, არო­მა­ტე­ბის ძი­ე­ბა­სა და და­კარ­გუ­ლის აღ­დგე­ნა­ზე ვიზ­რუ­ნოთ,“ - ზუ­რაბ ჩხა­ი­ძე, KTW ჯგუ­ფის პრე­ზი­დენ­ტი.

2023 წელს კი, KTW ჯგუ­ფი ახა­ლი გეგ­მე­ბით იწყებს და წარ­მო­ე­ბის მას­შტა­ბის კი­დევ უფრო გა­ფარ­თო­ე­ბას აა­ნონ­სებს.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანი
0

ჩვენ უბრალო ხალხს ერთი ჰექტარი ვერ გვიყიდია :( 

გიორგი
0

გაიხარეთ, ვაზის ძალა მოგცათ ღმერთმა!

ავტორი:

2022 წელს KTW ჯგუფის ვენახების საერთო ფართობმა 1500 ჰექტარს გადააჭარბა

2022 წელს KTW ჯგუფის ვენახების საერთო ფართობმა 1500 ჰექტარს გადააჭარბა

კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ 2022 წელს ვენახების გაშენების ხუთ წლიანი გეგმის შეჯამებით ასრულებს. სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც KTW ჯგუფმა დარგის სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავა, ახალი ვენახები 1180 ჰექტარ მიწის ფართობზე გააშენა. საერთო ჯამში, კომპანიის ვენახების ფართობმა 1500 ჰექტარს გადააჭარბა.

კახეთი, ქართლი, იმერეთი, რაჭა და გურია - KTW ჯგუფმა ახალი ვენახები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გააფართოვა. კერძოდ, კახეთში: ახმეტის მიკროზონაში - ხიხვი და ქისი, წინანდლის მიკროზონაში - კახური მწვანე, მანავის მიკროზონაში - მანავის მწვანე, ხაშმის მიკროზონაში - ბუდეშურისებური, გრძელმარცვალა საფერავი, რომელიც მცირედ გავრცელებული ჯიშია, ახაშენის მიკროზონაში - საფერავი, ქინძმარაულის მიკროზონაში - ქინძმარაული, ხოლო ზიარის მიკროზონაში - საფერავი გააშენა.

ქართლში - სოფელ მარანასა და ფლავისმანში, - შავკაპიტო, გორული მწვანე, ბუზა, დანახარული და ის სხვა ენდემური ყურძნის ჯიშები აღადგინა-გააშენა, რომლისგანაც მშრალ ღვინოებს აწარმოებს.

გორული მწვანე, შავკაპიტო, ქისი, კაბერნე სოვინიონი, მერლო, შარდონე და სხვა საკოლექციო ყურძნის ჯიშებით ვენახი გააფართოვა საგურამოში.

რაც შეეხება დუშეთის რაიონ, სოფელ მჭადიჯვარს - ამ გამორჩეული ნიადაგის მქონე 100 ჰექტარ ფართობის მიწაზე KTW ჯგუფმა შავკაპიტოს, ხიხვის და გორული მწვანის ვაზის ჯიშები დარგო. იმერეთში - ციცქას, ცოლიკოურის, კრახუნას, ოცხანური საფერეს და ჩხავერის, რაჭაში - ალექსანდროულ-მუჯულეთურის ვენახი გააფართოვა. გურიაში კი, ჩხავერის ყურძნის ჯიშის გაშენება დაიწყო.

როგორც KTW ჯგუფის პრეზიდენტი, ზურაბ ჩხაიძე გვიყვება, მისთვის მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით, განსაკუთრებულად ის რეგიონებია მიმზიდველი, რომელსაც დიდ ისტორიასთან ერთად, საინტერესო პერსპექტივა აქვს. ერთ-ერთი მათგანია - ქართლი.

„მაღალმჟავიანობა, სიმსუბუქე, მრავალფეროვანი არომატები - ის ძირითადი თვისებებია, რომელიც ქართლის ყურძნის ჯიშებს სხვა რეგიონის ჯიშებისგან გამოარჩევს. კახეთი - ეს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის აკვანი, დედა-ენაა. ქართლი, კი, ვფიქრობ, ის ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუცნობი მხარეა, სადაც ჯიშობრიობის თვალსაზრისით, საინტერესო აღმოჩნები შეიძლება გავაკეთოთ.

ის, რომ საქართველო მსოფლიოში მევენახეობა-მეღვინოების უძველეს კერად და მაღალხარისხოვანი ღვინოების ზონად არის მიჩნეული - არ ახალია. მთავარი, ამ ხარისხის შენარჩუნებაა და ქვეყანაში, სადაც მთისა და ბარის მეღვინეობა გვაქვს, არსებულის ავთენტურად შენარჩუნებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული რეგიონის პოტენციალის მაქსიმალურ წარმოჩენაზე, ახალი გემოების, არომატების ძიებასა და დაკარგულის აღდგენაზე ვიზრუნოთ,“ - ზურაბ ჩხაიძე, KTW ჯგუფის პრეზიდენტი.

2023 წელს კი, KTW ჯგუფი ახალი გეგმებით იწყებს და წარმოების მასშტაბის კიდევ უფრო გაფართოებას აანონსებს.

R