პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში, ნუ გამოვიყენებთ პოლიტიკური ქულების დასაწერად!.. ელენე გააგრძელებს ვარჯიშს" - რას წერს სამბოს ფედერაცია ელენე ქებაძეზე?
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში, ნუ გამოვიყენებთ პოლიტიკური ქულების დასაწერად!.. ელენე გააგრძელებს ვარჯიშს" - რას წერს სამბოს ფედერაცია ელენე ქებაძეზე?

სამ­ბისტ ელე­ნე ქე­ბა­ძის პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სპორ­ტსმე­ნი წერ­და:

"სამ­წუ­ხა­როა, რო­დე­საც მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი ხდე­ბი უკვე მე­ო­რედ და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­დან აე­რო­პორ­ტშიც კი არა­ვინ გხვდე­ბა, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ პი­რა­დად შეხ­ვედ­რა­ზე, მით უმე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც სპორ­ტის მი­ნის­ტრი ქალ­ბა­ტო­ნია. კარ­გი, ალ­ბათ არ სცა­ლი­ათ, ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ახ­სნა მო­ვუ­ძებ­ნოთ, მაგ­რამ იმ ფაქ­ტზე რას იტყვით, რო­დე­საც სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო მო­გი­ლო­ცავს "ფე­ის­ბუქ­ზე" და დღეს ვნა­ხუ­ლობთ, რომ ეს პოს­ტი წაშ­ლი­ლია?! ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნოა, რომ მი­ლოც­ვა უკან წა­ი­ღეს.

არა­უ­შავს, მე ვაგ­რძლებ ვარ­ჯიშს და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ჩემი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო კი­დევ ბევ­რჯერ გა­ვა­ხა­რო და ვა­სა­ხე­ლო!"

ამას სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ელე­ნეს შე­ახ­სე­ნეს ის ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას, რაც სა­ხელ­მწი­ფოს­გან მისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ას­პა­რე­ზო­ბე­ბის­თვის მი­უ­ღია. (იხი­ლეთ სრუ­ლად)

ამ სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს სამ­ბოს ფერ­დე­რა­ცი­აც:

"მსოფ­ლიო ორგზის ჩემ­პი­ონ­მა ელე­ნე ქე­ბა­ძემ თა­ვის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" გა­მო­ხა­ტა წყე­ნა და გუ­ლის­ტკი­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს მი­მართ, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

სამ­ბოს ფე­დე­რა­ცია თხოვ­ნით მოგ­მარ­თავთ ყვე­ლას, ნუ გა­და­ვი­ტანთ ამ ყვე­ლა­ფერს პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში და ნუ გა­მო­ვი­ყე­ნებთ პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის და­სა­წე­რად!

ელე­ნე გა­აგ­რძე­ლებს ვარ­ჯიშს და გა­აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის­თვის, კი­დევ ბევ­რჯერ ასა­ხე­ლებს ჩვენს ქვე­ყა­ნას და გა­ა­ხა­რებს გულ­შე­მატ­კი­ვარს. სამ­ბოს ფე­დე­რა­ცია დგას და ყო­ველ­თვის იდ­გე­ბა მის გვერ­დით!"

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰჰჰ
0

პოლიტიკურად ჩაგრავთ, ჩვენიანებად და მტრებად ყოფთ ხალხს თუ ვინმე ქოცი არაა და ეხლა გამოდიხართ და პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადაგვაქვსო ?:) ვინმეს თქვენს ფედერაციაში ორი წიგნი მაინც ააქვს წაკითხული? არამგონია 

11111
20

სამარცხვინო ხალხი ხართ კულტურის და სპორტის სამინისტრო თუ რაც ხართ 1000 ლარიან ხელფას ამადლით თქვე არასწორებო და თქვენ რამდენს იღებთ პრემიებს თან რაში რას აკეთებთ თან ეგ ხომ ყველა გადასახადის გადამხდელის ფულია ნაცია ქოცია თუ ლეიბორისტია 

ავტორი:

"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში, ნუ გამოვიყენებთ პოლიტიკური ქულების დასაწერად!.. ელენე გააგრძელებს ვარჯიშს" - რას წერს სამბოს ფედერაცია ელენე ქებაძეზე?

"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში, ნუ გამოვიყენებთ პოლიტიკური ქულების დასაწერად!.. ელენე გააგრძელებს ვარჯიშს" - რას წერს სამბოს ფედერაცია ელენე ქებაძეზე?

სამბისტ ელენე ქებაძის პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სპორტსმენი წერდა:

"სამწუხაროა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი ხდები უკვე მეორედ და სპორტის სამინისტროდან აეროპორტშიც კი არავინ გხვდება, აღარაფერს ვამბობ პირადად შეხვედრაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სპორტის მინისტრი ქალბატონია. კარგი, ალბათ არ სცალიათ, ყველაფერი გასაგებია. შესაძლებელია, რომ ყველაფერს თავისი ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ იმ ფაქტზე რას იტყვით, როდესაც სპორტის სამინისტრო მოგილოცავს "ფეისბუქზე" და დღეს ვნახულობთ, რომ ეს პოსტი წაშლილია?! ძალიან სამარცხვინოა, რომ მილოცვა უკან წაიღეს.

არაუშავს, მე ვაგრძლებ ვარჯიშს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი გულშემატკივარი და სრულიად საქართველო კიდევ ბევრჯერ გავახარო და ვასახელო!"

ამას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან გამოეხმაურა და ელენეს შეახსენეს ის ფინანსურ მხარდაჭერას, რაც სახელმწიფოსგან მისი წარმატებული ასპარეზობებისთვის მიუღია. (იხილეთ სრულად)

ამ საკითხზე განცხადებას ავრცელებს სამბოს ფერდერაციაც:

"მსოფლიო ორგზის ჩემპიონმა ელენე ქებაძემ თავის "ფეისბუქგვერდზე" გამოხატა წყენა და გულისტკივილი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართ, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სამბოს ფედერაცია თხოვნით მოგმართავთ ყველას, ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში და ნუ გამოვიყენებთ პოლიტიკური ქულების დასაწერად!

ელენე გააგრძელებს ვარჯიშს და გააგრძელებს ბრძოლას მომავალი წარმატებებისთვის, კიდევ ბევრჯერ ასახელებს ჩვენს ქვეყანას და გაახარებს გულშემატკივარს. სამბოს ფედერაცია დგას და ყოველთვის იდგება მის გვერდით!"