პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოთხ დღეში 300 კაცამდე დაგვეღუპა, დაგვეჭრა და უგზო-უკვალოდ დაგვეკარგა. გენერლებმა მურადოვმა და ახმედოვმა გაგვწირეს" - საზღვაო ქვეითები პუტინს ალყიდან გამოყვანას ეხვეწებიან
"ოთხ დღეში 300 კაცამდე დაგვეღუპა, დაგვეჭრა და უგზო-უკვალოდ დაგვეკარგა. გენერლებმა მურადოვმა და ახმედოვმა გაგვწირეს" - საზღვაო ქვეითები პუტინს ალყიდან გამოყვანას ეხვეწებიან
  • "არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

წყნა­რი ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­რო­ზე უპ­რობ­ლე­მო დე­სან­ტი­რე­ბას დაჩ­ვე­უ­ლი რუსი სა­ზღვაო ქვე­ი­თე­ბი, ეხლა უკ­რა­ი­ნის სტე­პებ­ში ალ­ყი­დან სას­წრა­ფო გა­მოყ­ვა­ნას ეხ­ვე­წე­ბი­ან პუ­ტინს...

უკ­რა­ი­ნის მი­წა­ზე მიმ­დი­ნა­რე ცხრათ­ვი­ან­მა ომმა, რო­მელ­საც კრემლში "მორ­ცხვად" "სპე­ცი­ა­ლურ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას" ეძა­ხი­ან (თუმ­ცა ამ მას­შტა­ბის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი ევ­რო­პას მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დგომ არც უნა­ხავს), რუ­სე­თის არ­მი­ის ძა­ლი­ან ბევ­რი მიჩ­ქმა­ლუ­ლი პრობ­ლე­მა გა­მო­ავ­ლი­ნა, რო­მელ­თა ნა­წი­ლი ჯერ კი­დევ აგ­ვის­ტოს ომში გა­მომ­ჟღავ­ნდა.

მათ შო­რი­საა რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სხვა­დას­ხვა დო­ნის მე­თა­უ­რე­ბის მიერ და­ნა­ყო­ფე­ბი­სა და შე­ნა­ერ­თე­ბის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის ისეთ პირ­და­პირ იე­რი­შებ­ზე გაგ­ზავ­ნა, სა­დაც თა­ვი­დან­ვე ცხა­დია, რომ დიდი მსხვერ­პლი ექ­ნე­ბათ...

მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლი­ტე­ტი ვერ "ღა­ლა­ტობს" ჯერ კი­დევ ბოლ­შე­ვი­კი კო­მის­რე­ბის ტრა­დი­ცი­ას, რო­დე­საც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში ათა­სო­ბით წი­თე­ლარ­მი­ელს (მათ შო­რის - ჩვენს პა­პებ­საც) შე­აკ­ლავ­დნენ რა­ღაც უსა­ხე­ლო სი­მაღ­ლის ჯი­უ­ტად რამ­დენ­ჯერ­მე იე­რიშს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ გო­რაკ­ზე წი­თე­ლი დრო­შის აფ­რი­ა­ლე­ბას არა­ფე­რი ტაქ­ტი­კუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა არ მოჰ­ქონ­და, თუმ­ცა, სა­მა­გი­ე­როდ, ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ბრძა­ნე­ბის გამ­ცე­მი კო­მის­რე­ბი მო­რიგ ორ­დენს ჩა­მო­ი­კი­დებნდნენ ...

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ცხრათ­ვი­ა­ნი ომის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ასე­თი ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და, რომ­ლე­ბიც რუსი ოკუ­პან­ტე­ბის პრო­პა­გან­დის­ტე­ბის მიერ სა­გულ­და­გუ­ლოდ იჩ­ქმა­ლე­ბო­და, მაგ­რამ ბოლო შემ­თხვე­ვამ თვით ისი­ნიც კი ღიად აა­ლა­პა­რა­კა, მას შემ­დეგ, რაც რუს­მა სა­ზღვაო ქვე­ი­თებ­მა მუ­და­რის წე­რი­ლი გა­აგ­ზავ­ნეს ხვეწ­ნით... ჩვე­ნი გე­ნერ­ლე­ბის­გან გან­წი­რუ­ლებს იქ­ნებ თა­ვად პუ­ტინ­მა გვიშ­ვე­ლოს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ალ­ყი­დან გა­მო­საღ­წე­ვა­დო...

...ოთხ დღე­ში მარ­ტო ჩვე­ნი ბრი­გა­დი­დან 300 კა­ცამ­დე დაგ­ვე­ღუ­პა, დაგ­ვეჭ­რა და უგზო-უკ­ვა­ლოდ დაგ­ვე­კარ­გა, საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კის 50% გაგ­ვი­ნად­გუ­რეს, გე­ნერ­ლებ­მა მუ­რა­დოვ­მა და ახ­მე­დოვ­მა გაგ­ვწი­რეს, იმის­თვის, რომ თვი­თონ რუ­სე­თის გმი­რის ორ­დე­ნი ჩა­მო­ი­კი­დონ, შეგვყა­რეს პავ­ლოვ­კა­ში, რო­მელ­საც ზე­მო­დან უგ­ლე­და­რი გა­მოჰ­ყუ­რებს და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი დღე­და­ღამ გვცხრი­ლა­ვენ... გთხოვთ, მი­მარ­თოთ უმაღ­ლეს მთა­ვარ­სარ­დალს, რომ გვიშ­ვე­ლოს და ამ ალ­ყი­დან გა­მოგ­ვიყ­ვა­ნო­სო - და­ახ­ლო­ე­ბით ამ ში­ნა­არ­სის წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნეს რუ­სე­თის პრი­მორსკო­ეს მხა­რის გუ­ბერ­ნა­ტორს წყნა­რი ოკე­ა­ნის ფლო­ტის 155-ე ცალ­კე­უ­ლი სა­ზღვაო ქვე­ით­თა ბრი­გა­დის იმ მებ­რძო­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის ფრონ­ტის დო­ნეც­კის მო­ნაკ­ვეთ­ზე, უგ­ლე­და­რის შე­ტე­ვი­სას სო­ფელ პავ­ლოვ­კას­თან, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ალ­ყა­ში სა­სიკ­ვდი­ლოდ გან­წი­რულ "ტო­მა­რა­ში" აღ­მოჩ­ნდნენ.

არა­და, ამ ბრი­გა­დის მებ­რძო­ლებს მშიშ­რებს ვერ უწო­დებ, რად­გან ომის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი­დან იბ­რძვი­ან და უკვე 28 მარტს ანუ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რი­დან ერთი თვის თავ­ზე, რუ­სე­თის შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის უმაღ­ლეს­მა მთა­ვარ­სარ­დალ­მა - პუ­ტინ­მა ამ ბრი­გა­დას "გვარ­დი­უ­ლის" სა­პა­ტიო სა­ხე­ლიც კი მი­ა­ნი­ჭა.

ვინ არი­ან გე­ნერ­ლე­ბი მუ­რა­დო­ვი და ახ­მე­დო­ვი, ვი­საც რუსი სა­ზღვაო ქვე­ი­თე­ბი სა­საკ­ლა­ო­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­რეკ­ვის­თვის ბრალს ასე ღიად სდე­ბენ?

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
..
34

მიშას ბედი ჰქონია, თორემ იქ რომ დარჩენილიყო თავს შეაკლავდა უკვე

მ.მ.
6

უხვი მოსავალია, ვერაფერს იტყვი, ოკუპანტებს სიკვდილი მსოფლიოს ყველა წერტილში.

ავტორი:

"ოთხ დღეში 300 კაცამდე დაგვეღუპა, დაგვეჭრა და უგზო-უკვალოდ დაგვეკარგა. გენერლებმა მურადოვმა და ახმედოვმა გაგვწირეს" - საზღვაო ქვეითები პუტინს ალყიდან გამოყვანას ეხვეწებიან

"ოთხ დღეში 300 კაცამდე დაგვეღუპა, დაგვეჭრა და უგზო-უკვალოდ დაგვეკარგა. გენერლებმა მურადოვმა და ახმედოვმა გაგვწირეს" - საზღვაო ქვეითები პუტინს ალყიდან გამოყვანას ეხვეწებიან
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

წყნარი ოკეანის სანაპიროზე უპრობლემო დესანტირებას დაჩვეული რუსი საზღვაო ქვეითები, ეხლა უკრაინის სტეპებში ალყიდან სასწრაფო გამოყვანას ეხვეწებიან პუტინს...

უკრაინის მიწაზე მიმდინარე ცხრათვიანმა ომმა, რომელსაც კრემლში "მორცხვად" "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" ეძახიან (თუმცა ამ მასშტაბის საბრძოლო მოქმედებები ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არც უნახავს), რუსეთის არმიის ძალიან ბევრი მიჩქმალული პრობლემა გამოავლინა, რომელთა ნაწილი ჯერ კიდევ აგვისტოს ომში გამომჟღავნდა.

მათ შორისაა რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დონის მეთაურების მიერ დანაყოფებისა და შენაერთების პირადი შემადგენლობის ისეთ პირდაპირ იერიშებზე გაგზავნა, სადაც თავიდანვე ცხადია, რომ დიდი მსხვერპლი ექნებათ...

მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის გენერალიტეტი ვერ "ღალატობს" ჯერ კიდევ ბოლშევიკი კომისრების ტრადიციას, როდესაც მეორე მსოფლიო ომში ათასობით წითელარმიელს (მათ შორის - ჩვენს პაპებსაც) შეაკლავდნენ რაღაც უსახელო სიმაღლის ჯიუტად რამდენჯერმე იერიშს, მიუხედავად იმისა, რომ იმ გორაკზე წითელი დროშის აფრიალებას არაფერი ტაქტიკური უპირატესობა არ მოჰქონდა, თუმცა, სამაგიეროდ, ამ დანაშაულებრივი ბრძანების გამცემი კომისრები მორიგ ორდენს ჩამოიკიდებნდნენ ...

რუსეთ-უკრაინის ცხრათვიანი ომის განმავლობაში არაერთი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, რომლებიც რუსი ოკუპანტების პროპაგანდისტების მიერ საგულდაგულოდ იჩქმალებოდა, მაგრამ ბოლო შემთხვევამ თვით ისინიც კი ღიად აალაპარაკა, მას შემდეგ, რაც რუსმა საზღვაო ქვეითებმა მუდარის წერილი გააგზავნეს ხვეწნით... ჩვენი გენერლებისგან განწირულებს იქნებ თავად პუტინმა გვიშველოს უკრაინელების ალყიდან გამოსაღწევადო...

...ოთხ დღეში მარტო ჩვენი ბრიგადიდან 300 კაცამდე დაგვეღუპა, დაგვეჭრა და უგზო-უკვალოდ დაგვეკარგა, საბრძოლო ტექნიკის 50% გაგვინადგურეს, გენერლებმა მურადოვმა და ახმედოვმა გაგვწირეს, იმისთვის, რომ თვითონ რუსეთის გმირის ორდენი ჩამოიკიდონ, შეგვყარეს პავლოვკაში, რომელსაც ზემოდან უგლედარი გამოჰყურებს და უკრაინელები დღედაღამ გვცხრილავენ... გთხოვთ, მიმართოთ უმაღლეს მთავარსარდალს, რომ გვიშველოს და ამ ალყიდან გამოგვიყვანოსო - დაახლოებით ამ შინაარსის წერილი გაუგზავნეს რუსეთის პრიმორსკოეს მხარის გუბერნატორს წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბრიგადის იმ მებრძოლებმა, რომლებიც უკრაინის ფრონტის დონეცკის მონაკვეთზე, უგლედარის შეტევისას სოფელ პავლოვკასთან, უკრაინელების ალყაში სასიკვდილოდ განწირულ "ტომარაში" აღმოჩნდნენ.

არადა, ამ ბრიგადის მებრძოლებს მშიშრებს ვერ უწოდებ, რადგან ომის პირველი დღეებიდან იბრძვიან და უკვე 28 მარტს ანუ უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის თავზე, რუსეთის შეირაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა - პუტინმა ამ ბრიგადას "გვარდიულის" საპატიო სახელიც კი მიანიჭა.

ვინ არიან გენერლები მურადოვი და ახმედოვი, ვისაც რუსი საზღვაო ქვეითები სასაკლაოზე სპეციალურად შერეკვისთვის ბრალს ასე ღიად სდებენ?