პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პანდემიის პერიოდში ომბუდსმენის ინსტიტუტი ჩავარდა - ღვანკითის და მარნეულის მოსახლეობის წინაშე დისკრიმინაცია ჩავიდინეთ, როცა ვაკე არ ჩაგვიკეტავს და ისინი ჩავკეტეთ" - იაგო ხვიჩია
"პანდემიის პერიოდში ომბუდსმენის ინსტიტუტი ჩავარდა - ღვანკითის და მარნეულის მოსახლეობის წინაშე დისკრიმინაცია ჩავიდინეთ, როცა ვაკე არ ჩაგვიკეტავს და ისინი ჩავკეტეთ" - იაგო ხვიჩია

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლო­ბის კან­დი­და­ტის, იაგო ხვი­ჩი­ას შე­ფა­სე­ბით, კო­ვი­დის პე­რი­ოდ­ში ომ­ბუდსმე­ნის ინ­სტი­ტუ­ტი სრუ­ლად ჩა­ვარ­და. რო­გორც იაგო ხვი­ჩი­ამ პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გა­სა­უბ­რე­ბი­სას გან­მარ­ტა, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ კო­ვი­დის პე­რი­ოდ­ში და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი იყო.

მი­სი­ვე თქმით, კო­ვი­დის პე­რი­ოდ­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი "უცო­დი­ნა­რო­ბა“ ბევ­რს შე­იძ­ლე­ბა ეპა­ტი­ოს, მაგ­რამ არა სა­ხალ­ხო დამ­ცველს.

"და­ვი­წყებ ჩვე­ნი სა­ფირ­მო კი­თხვით - ეკუთ­ვნის თუ არა ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი? - მარ­ტი­ვად გი­პა­სუ­ხებთ, ადა­მი­ანს ეკუთ­ვნის სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი. ჩვენ სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლით ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბებ­ზე ვა­გებთ პა­სუხს და ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ი­დან მო­დის თუ ჩვენ სხე­ულ­ზე უფ­ლე­ბა არ გვაქვს?! წეს­რი­გი, სა­დაც ადა­მი­ანს სხე­უ­ლი არ ეკუთ­ვნის და სა­და­ვო ხდე­ბა, ვის ეკუთ­ვნის სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის სხე­უ­ლი, ასე­თი ტი­პის სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ნო­ბა ეწო­დე­ბა. ვე­რა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის გა­გე­ბამ­დე ვერ მი­ვალთ, თუ არ ვა­ღი­ა­რებთ, რომ ადა­მი­ა­ნი მონა არაა და მას სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი ეკუთ­ვნის.

კო­რო­ნას პე­რი­ოდ­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ინ­სტი­ტუ­ტის და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით გა­მოც­და დად­გა. ამ პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნის მთა­ვა­რი უფ­ლე­ბა, რაც და­ირ­ღვა, იყო ეჭ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბა. ჩვენ იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი ხალ­ხი კა­რან­ტინ­ში ჩავ­სვით. რა­ტომ ჩავ­სვით ცი­ხე­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ეჭ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე? - ეჭვი გვქონ­და, რომ მათ სხე­ულ­ში იყო ვირუ­სი. შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა, შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო მე­დი­ცი­ნა, გა­მო­სავ­ლად კი ვი­პო­ვეთ ის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი წაგ­ვეყ­ვა­ნა ცი­ხე­ში, გა­მოგ­ვე­კე­ტა სახ­ლში და სა­კუ­თა­რი უცო­დი­ნა­რო­ბა ასე "გაგ­ვეპ­რა­ვე­ბი­ნა“. ბევ­რს შე­იძ­ლე­ბა ეს ეპა­ტი­ოს, მაგ­რამ სა­ხალ­ხო დამ­ცველს - არა! რო­გორც მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მე­ბი ჩა­ვარ­და სამ­ყა­რო­ში ბევ­რგან, ჩვენ­თან სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ინ­სტი­ტუ­ტი სრუ­ლად ჩა­ვარ­და მა­შინ, როცა მად­ლო­ბას უხ­დი­და მთავ­რო­ბას გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის. ჩემი გან­სხვა­ვე­ბაც ეს იქ­ნე­ბო­და, არ­ცერთ შემ­ზღუ­დავ ღო­ნის­ძი­ე­ბას მხარს არ და­ვუ­ჭერ­დი. არ და­ვუ­ჭერ­დი მხარს ჯერ ომად გა­მო­ცხა­დე­ბას ვირუს­თან ბრძო­ლის და მერე ავ­ტო­მა­ტე­ბით დგო­მას რო­მე­ლი­ღაც სა­ზღვრებ­ზე.

თუ რამე მარ­თლა არის დის­კრი­მი­ნა­ცია, ჩვენ დის­კრი­მი­ნა­ცია ჩა­ვი­დი­ნეთ ღვან­კი­თის და მარ­ნე­უ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე, რო­დე­საც ვაკე არ ჩაგ­ვი­კე­ტავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვა­კე­შიც იყო ვირუ­სი, მაგ­რამ ღვან­კით­ში და მარ­ნე­ულ­ში იმა­ვეს ვა­კე­თებ­დით, მაგ­რამ ხმა არა­ვის ამო­უ­ღია. მე რა­საც ვამ­ბობ, ის რომ მარ­თა­ლი იყო, დღეს ცხა­დია. იმ დროს, იმ ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ რაც ვი­ცო­დით, ეს საკ­მა­რი­სი იყო თუნ­დაც იმის­თვის, რომ ჩვენ ყვე­ლა კა­ნო­ნის და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე უარი კი არ გვეთ­ქვა, მი­ნი­მუმ პრო­ცე­დუ­რე­ბი დაგ­ვეც­ვა და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა მოგ­ვე­წყო უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის­თვის და არა ის, რომ კონ­ვე­ი­ე­რუ­ლი წე­სით საკ­ნებ­ში გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა და ამ საკ­ნე­ბის­თვის პა­ლა­ტე­ბი დაგ­ვერ­ქვა. მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში ვი­ცო­დით მხო­ლოდ ის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი იტა­ლი­ა­ში იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი, აე­რო­პორ­ტში ვი­ჭერ­დით მათ და აბას­თუ­მან­ში მიგ­ვყავ­და სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე“, - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ომბუდსმენი აქა გარდანქეშანი უნდა იყოს, ჭინჭრაქა კი არა !

w
0

მეც მარტივად გიპასუხებთ ზოგადად ადამიანს თავისი სხეული უნდა ეკუთვნოდეს მაგრამ საქართველოში ყველა და ყველაფერი, სულიერი და უსულო,მოძრავი და უძრავი ეკუთვნის ამერიკის ელჩს. თქვენ კი ტყუილად ყაყანებთ.

ავტორი:

"პანდემიის პერიოდში ომბუდსმენის ინსტიტუტი ჩავარდა - ღვანკითის და მარნეულის მოსახლეობის წინაშე დისკრიმინაცია ჩავიდინეთ, როცა ვაკე არ ჩაგვიკეტავს და ისინი ჩავკეტეთ" - იაგო ხვიჩია

"პანდემიის პერიოდში ომბუდსმენის ინსტიტუტი ჩავარდა - ღვანკითის და მარნეულის მოსახლეობის წინაშე დისკრიმინაცია ჩავიდინეთ, როცა ვაკე არ ჩაგვიკეტავს და ისინი ჩავკეტეთ" - იაგო ხვიჩია

სახალხო დამცველობის კანდიდატის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, კოვიდის პერიოდში ომბუდსმენის ინსტიტუტი სრულად ჩავარდა. როგორც იაგო ხვიჩიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გასაუბრებისას განმარტა, სახელმწიფოს მიერ კოვიდის პერიოდში დაწესებული შეზღუდვები ადამიანების უფლებების შემლახველი იყო.

მისივე თქმით, კოვიდის პერიოდში გამოჩენილი "უცოდინარობა“ ბევრს შეიძლება ეპატიოს, მაგრამ არა სახალხო დამცველს.

"დავიწყებ ჩვენი საფირმო კითხვით - ეკუთვნის თუ არა ადამიანს საკუთარი სხეული? - მარტივად გიპასუხებთ, ადამიანს ეკუთვნის საკუთარი სხეული. ჩვენ საკუთარი სხეულით ჩადენილ ქმედებებზე ვაგებთ პასუხს და ეს პასუხისმგებლობა საიდან მოდის თუ ჩვენ სხეულზე უფლება არ გვაქვს?! წესრიგი, სადაც ადამიანს სხეული არ ეკუთვნის და სადავო ხდება, ვის ეკუთვნის სხვა ადამიანების სხეული, ასეთი ტიპის საზოგადოებას მონობა ეწოდება. ვერანაირი ადამიანის უფლებების გაგებამდე ვერ მივალთ, თუ არ ვაღიარებთ, რომ ადამიანი მონა არაა და მას საკუთარი სხეული ეკუთვნის.

კორონას პერიოდში სახალხო დამცველის ინსტიტუტის და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით გამოცდა დადგა. ამ პერიოდში ადამიანის მთავარი უფლება, რაც დაირღვა, იყო ეჭვის საფუძველზე ადამიანების დაპატიმრება. ჩვენ იტალიიდან ჩამოსული ხალხი კარანტინში ჩავსვით. რატომ ჩავსვით ციხეში ადამიანები ეჭვის საფუძველზე? - ეჭვი გვქონდა, რომ მათ სხეულში იყო ვირუსი. შეშინებული იყო საზოგადოება, შეშინებული იყო მართლმსაჯულების სისტემა, შეშინებული იყო მედიცინა, გამოსავლად კი ვიპოვეთ ის, რომ ადამიანები წაგვეყვანა ციხეში, გამოგვეკეტა სახლში და საკუთარი უცოდინარობა ასე "გაგვეპრავებინა“. ბევრს შეიძლება ეს ეპატიოს, მაგრამ სახალხო დამცველს - არა! როგორც მართლმსაჯულების სისტემები ჩავარდა სამყაროში ბევრგან, ჩვენთან სახალხო დამცველის ინსტიტუტი სრულად ჩავარდა მაშინ, როცა მადლობას უხდიდა მთავრობას გატარებული ღონისძიებებისთვის. ჩემი განსხვავებაც ეს იქნებოდა, არცერთ შემზღუდავ ღონისძიებას მხარს არ დავუჭერდი. არ დავუჭერდი მხარს ჯერ ომად გამოცხადებას ვირუსთან ბრძოლის და მერე ავტომატებით დგომას რომელიღაც საზღვრებზე.

თუ რამე მართლა არის დისკრიმინაცია, ჩვენ დისკრიმინაცია ჩავიდინეთ ღვანკითის და მარნეულის მოსახლეობის წინაშე, როდესაც ვაკე არ ჩაგვიკეტავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაკეშიც იყო ვირუსი, მაგრამ ღვანკითში და მარნეულში იმავეს ვაკეთებდით, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. მე რასაც ვამბობ, ის რომ მართალი იყო, დღეს ცხადია. იმ დროს, იმ ვირუსთან დაკავშირებით ჩვენ რაც ვიცოდით, ეს საკმარისი იყო თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენ ყველა კანონის და მართლმსაჯულების შესრულებაზე უარი კი არ გვეთქვა, მინიმუმ პროცედურები დაგვეცვა და სამართლიანი სასამართლოს უფლება მოგვეწყო უდანაშაულო ადამიანისთვის და არა ის, რომ კონვეიერული წესით საკნებში გადაგვეყვანა და ამ საკნებისთვის პალატები დაგვერქვა. მოცემულ შემთხვევაში ვიცოდით მხოლოდ ის, რომ ადამიანები იტალიაში იყვნენ წასულები, აეროპორტში ვიჭერდით მათ და აბასთუმანში მიგვყავდა სასამართლოს გარეშე“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.