პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდათ, საქართველო ჩართული იყოს ომში" - ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის მიერ ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებაზე
"უნდათ, საქართველო ჩართული იყოს ომში" - ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის მიერ ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებაზე

უნ­დათ, სა­ქარ­თვე­ლო ჩარ­თუ­ლი იყოს ომში - ეს უსუ­სუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მი­მარ­თუ­ლია იქით­კენ, რომ კი­დევ ერთხელ მო­ახ­დი­ნონ შან­ტა­ჟი და ზე­წო­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ზე, თან ცოტა კო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბაც არის, თუ რამე ზე­გავ­ლე­ნა უნ­დათ ამით, ვთქვათ, შე­იძ­ლე­ბა ეთ­ქვათ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ჯერ რა კავ­შირ­შია, მაგ­რამ მა­ინც, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა უკ­რა­ი­ნის მიერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვის და­სან­ქცი­რე­ბას.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უსა­ფუძ­ვლოა და არ­გუ­მენ­ტებს მოკ­ლე­ბუ­ლი.

"მთე­ლი ამ ომის გან­მავ­ლო­ბა­ში და ომამ­დე პე­რი­ოდ­შიც უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მოკ­ლე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტებს და ფაქ­ტებს და ამის ბევ­რი ნა­თე­ლი სუ­რა­თი და­ვი­ნა­ხეთ, და­წყე­ბუ­ლი იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლო აია­რა­ღებს რუ­სეთს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, კონ­ტრა­ბან­და და ა.შ. ამ ყვე­ლა ნა­ბი­ჯის ში­ნა­არ­სი არის ერ­თა­დერ­თი რამ - მათ უნ­დათ სა­ქარ­თვე­ლო ჩარ­თუ­ლი იყოს ომში რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. ამით თვლი­ან, რომ მათი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა ფრონტზე შემ­სუ­ბუქ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო ამ ვი­თა­რე­ბა­ში ბუ­ნებ­რი­ვია, ასეთ ნა­ბიჯს არ დგამს. ეს უსუ­სუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მი­მარ­თუ­ლია იქით­კენ, რომ კი­დევ ერთხელ მო­ახ­დი­ნონ შან­ტა­ჟი და ზე­წო­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ზე. თან ცოტა კო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბაც არის, თუ რამე ზე­გავ­ლე­ნა უნ­დათ ამით, ვთქვათ, შე­იძ­ლე­ბა ეთ­ქვათ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ჯერ რა კავ­შირ­შია, მაგ­რამ მა­ინც და ახლა ივა­ნიშ­ვი­ლის დე­ი­დაშ­ვი­ლი და ბი­ძაშ­ვი­ლი და ა.შ... ანუ ამით იმის თქმა უნდა, რომ იმ­დე­ნად უსა­ფუძ­ვლო და უსუ­სუ­რია მათი პო­ზი­ცია, პირ­და­პირ მი­ზან­საც ვერ ასა­ხე­ლე­ბენ,"- გა­ნა­ცხა­და ქა­და­გიშ­ვილ­მა.

  • ცნო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნის მიერ და­სან­ქცი­რე­ბულ პირ­თა სი­ა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვის 4 წევ­რი მოხ­ვდა.

კერ­ძოდ, უკ­რა­ი­ნამ სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძმას, ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვილს და მის მე­უღ­ლეს, ქე­თე­ვან ხა­რა­ი­ძეს, დე­ი­დაშ­ვილს უჩა მა­მა­ცაშ­ვილს და მის შვილს - ტიტე მა­მა­ცაშ­ვილს. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში ასე­ვე მოხ­ვდა რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, კერ­ძოდ: და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლი, ალექ­სან­დრე და გი­ორ­გი ჯა­ფა­რი­ძე­ე­ბი.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნია
57

კიდე ბევრი რო გვყავდეს ასეთი ხალხი, ქვეყანა ასეთი არ იქნებოდა

ლაშა
14

ეს ედიკას დროინდელი მებაჟე , მექრთამე ნახე რა...

ავტორი:

"უნდათ, საქართველო ჩართული იყოს ომში" - ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის მიერ ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებაზე

"უნდათ, საქართველო ჩართული იყოს ომში" - ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის მიერ ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებაზე

უნდათ, საქართველო ჩართული იყოს ომში - ეს უსუსური გადაწყვეტილებაც მიმართულია იქითკენ, რომ კიდევ ერთხელ მოახდინონ შანტაჟი და ზეწოლა საქართველოზე, თან ცოტა კომიკური ვითარებაც არის, თუ რამე ზეგავლენა უნდათ ამით, ვთქვათ, შეიძლება ეთქვათ ბიძინა ივანიშვილი, ჯერ რა კავშირშია, მაგრამ მაინც, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებას.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულება უსაფუძვლოა და არგუმენტებს მოკლებული.

"მთელი ამ ომის განმავლობაში და ომამდე პერიოდშიც უკრაინის ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლების დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით არის აბსოლუტურად მოკლებული არგუმენტებს და ფაქტებს და ამის ბევრი ნათელი სურათი დავინახეთ, დაწყებული იმით, რომ საქართველო აიარაღებს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ, კონტრაბანდა და ა.შ. ამ ყველა ნაბიჯის შინაარსი არის ერთადერთი რამ - მათ უნდათ საქართველო ჩართული იყოს ომში რუსეთის წინააღმდეგ. ამით თვლიან, რომ მათი მძიმე მდგომარეობა ფრონტზე შემსუბუქდება, საქართველო ამ ვითარებაში ბუნებრივია, ასეთ ნაბიჯს არ დგამს. ეს უსუსური გადაწყვეტილებაც მიმართულია იქითკენ, რომ კიდევ ერთხელ მოახდინონ შანტაჟი და ზეწოლა საქართველოზე. თან ცოტა კომიკური ვითარებაც არის, თუ რამე ზეგავლენა უნდათ ამით, ვთქვათ, შეიძლება ეთქვათ ბიძინა ივანიშვილი, ჯერ რა კავშირშია, მაგრამ მაინც და ახლა ივანიშვილის დეიდაშვილი და ბიძაშვილი და ა.შ... ანუ ამით იმის თქმა უნდა, რომ იმდენად უსაფუძვლო და უსუსურია მათი პოზიცია, პირდაპირ მიზანსაც ვერ ასახელებენ,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

  • ცნობისთვის, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა.

კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

ნახეთ ასევე: