ვაკის პარკის მებაღის, დევი მეზურნიშვილის სახელი მთელმა საქართველომ იცის. ის გმირია, რომელმაც ვაკის პარკში ორი მოზარდის სიცოცხლე გადაარჩინა. მან ამოიყვანა შადრევნიდან 13 წლის მარიტა მეფარიშვილიც. გოგონას გამოყვანას ცდილობდა მაშინ, როცა დენი არტყამდა და წყალში შესვლა სიცოცხლის გარისკვას ნიშნავდა. მოზარდი გამოიყვანა, თუმცა სამწუხაროდ, გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დევი მეზურნიშვილი: ეს არ იყო გმირობა, რაც შევძელი გავაკეთე, მეტი არაფერი. სამი შვილის მამა ვარ და იმ წუთებში მხოლოდ ბავშვების გადარჩენაზე ვფიქრობდი. ბედნიერი ვიქნებოდი გოგონაც რომ ცოცხალი იყოს. ამ დღის გახსენებაზე სულ ვტირი.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში ბავშვები ბურთის ამოსატანად ჩავიდნენ, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მარიტა შადრევანში თავისი მეგობრების გადასარჩენად ჩავიდა.
მარიტას გარდა, დაშავებული იყო ორი ბავშვი, რომელთა გადარჩენაც მოხერხდა და ისინი უკვე კლინიკიდან გაწერეს.
Გაივლის დრო. Მაგრამ ეს კაცი არ დაივიწყო კახი. Ეს არის კაცი, რომელიც იმსახურებს თბილისის საპატიო მოქალაქის სახელს.
ძალიან ცუდი ფაქტია, მტერს არ ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ კახისთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო ჯერ მარტო იმიტომ რომ მშობელია, მეორე იმიტომ რომ წინა დღით თვითონ გახსნა საზეიმოდ და ა.შ. თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ცუდად გრძნობს თავს, მაგრამ შესაბამისი ნაბიჯებიც უნდა გადადგას, ვიღაცეების დაკავება არ უშველის ამ საქმეს, კახიმ უნდა იღოს პასუხისმგებლობა, ძალიან ცუდი და მძიმე ფაქტი მოხდა, ვუსამძიმრებ ანგელოზის ოჯახს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული პატარა ანგელოზო pensive