პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აბა, რა უნდა მექნა, შეიძლება იქ ჩემი შვილიც ყოფილიყო... ჩემი თვალებიდან არასდროს წაიშლება იმ ბავშვების სახეები, განსაკუთრებით, ანგელოზივით მარიტასი" - ჩვენი დროის გმირი მებაღე
"აბა, რა უნდა მექნა, შეიძლება იქ ჩემი შვილიც ყოფილიყო... ჩემი თვალებიდან არასდროს წაიშლება იმ ბავშვების სახეები, განსაკუთრებით, ანგელოზივით მარიტასი" - ჩვენი დროის გმირი მებაღე

დღეს ჩვე­უ­ლებ­რივ სამ­სა­ხურ­შია, თუმ­ცა 13 ოქ­ტომ­ბერს ვა­კის პარკში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მისი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა. სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად შად­რე­ვან­ში ბავ­შვე­ბის საშ­ვე­ლად შე­სუ­ლი "ეკო­სერ­ვის ჯგუ­ფის" (აწარ­მო­ებს დე­და­ქა­ლა­ქის გამ­წვა­ნე­ბის სა­მუ­შა­ო­ებს) თა­ნამ­შრო­მე­ლი დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი ჩვე­ნი დრო­ის გმი­რია. წყლი­დან ორი ბავ­შვის გა­მოყ­ვა­ნა შეძ­ლო, ძა­ლი­ან გა­ნიც­დის მე­სა­მეს - მა­რი­ტას გა­დარ­ჩე­ნა რომ ვერ მო­ა­ხერ­ხა... "ჩემი თვა­ლე­ბი­დან არას­დროს წა­იშ­ლე­ბა იმ ბავ­შვე­ბის სა­ხე­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ან­გე­ლო­ზი­ვით მა­რი­ტა­სი, ახ­ლაც მე­ტი­რე­ბა, რომ მახ­სენ­დე­ბა“ - გვე­უბ­ნე­ბა ვა­კის პარ­კის მთა­ვა­რი მე­ბა­ღე. კა­მე­რებ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად იკა­ვებს თავს, მაგ­რამ ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ემო­ცი­ებს ვე­ღარ გა­უძ­ლო და ატირ­და.

დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი:

"შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ დროს მი­ვე­დი, ბავ­შვე­ბი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აუზ­ში ჩა­ძი­რუ­ლე­ბი რომ იყ­ვნენ. ყვი­რი­ლის ხმა გა­ვი­გე, ხალ­ხი შვე­ლას ითხოვ­და, ჩქა­რა, ბავ­შვე­ბი ვერ გა­მო­დი­ან წყლი­და­ნო. ზოგი ყვი­რო­და, - ბავ­შვე­ბი და­ი­ხოც­ნე­ნო. გა­მო­ვი­ქე­ცი, ხალ­ხი იყო შეკ­რე­ბი­ლი, ვე­რა­ვინ ბე­დავ­და ჩას­ვლას. ეგ­რე­ვე ჩავ­ხტი წყალ­ში, რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, დე­ნის ამ­ბა­ვი თუ იყო. მერე კი მივ­ხვდი, რა­შიც იყო საქ­მე... რაც უფრო ახ­ლოს მივ­დი­ო­დი, დე­ნის დარ­ტყმა უფრო ძლი­ერ­დე­ბო­და, მა­ინც შევ­ძე­ლი დე­ნის ატა­ნა და ორი ბავ­შვის გა­მოყ­ვა­ნა. მა­ინც გავ­რის­კე, აბა, რა უნდა მექ­ნა, შე­იძ­ლე­ბა იქ ჩემი შვი­ლიც ყო­ფი­ლი­ყო. შე­იძ­ლე­ბა ერ­თის ამოყ­ვა­ნის შემ­დეგ აღარც გა­მე­რის­კა, მაგ­რამ იმ დროს იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, ყვე­ლა გა­და­მერ­ჩი­ნა, რა­ღაც­ნა­ი­რად მო­ვა­ხერ­ხე, ორ­გა­ნიზმს გა­ვაძ­ლე­ბი­ნე, რათა ერ­თის მერე, მე­ო­რეც გა­მო­მეყ­ვა­ნა, მათ­თვის უნდა მეშ­ვე­ლა, მარ­ტო ამა­ზე ვფიქ­რობ­დი. ორ­ჯერ ხელი გა­ვუშ­ვი კი­დეც, უკან ვე­ღარ ვბრუნ­დე­ბო­დი, ძლივს გა­დავ­რჩი, ისე­თი ძაბ­ვა იყო. გო­გო­ნას ამოყ­ვა­ნა შად­რევ­ნის გა­თიშ­ვამ­დე შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, რად­გან ის შორს, შად­რევ­ნის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში იყო, დენი არ მიშ­ვებ­და იქამ­დე.

როცა ამო­ვიყ­ვა­ნე, არც ერთი არ იყო კონ­ტაქ­ტუ­რი, ერთი ბიჭი, შუ­ა­ში რო­მე­ლიც იყო, ოდ­ნავ რე­ა­გი­რებ­და, თავს აქ­ნევ­და და გა­მოყ­ვა­ნის შემ­დეგ მა­ლე­ვე გა­მო­ვი­და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. მე­ო­რე ბიჭი არ სუნ­თქავ­და. სა­უ­ბე­დუ­როდ, გო­გო­ნამ­დე მალე ვერ მი­ვე­დი, ვერ მივ­დი­ო­დი. შად­რე­ვა­ნიც მა­ლე­ვე გა­ი­თი­შა, მაგ­რამ ვიდ­რე ეს ორი ბიჭი გა­მო­ვიყ­ვა­ნე, დროც ხომ გა­დი­ო­და. ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნიც ვერ გაძ­ლებს ამ­დენ ხანს წყალ­ში ჩაყ­ვინ­თვას. დენი მარ­ტყამ­და, წყა­ლი მი­ზი­დავ­და, მაგ­რამ რა­საც გა­ვუ­ძე­ლი, გა­ვუ­ძე­ლი და ამი­ტომ შევ­ძე­ლი ორის გა­მოყ­ვა­ნა. გო­გო­ნაც მე გა­მო­ვიყ­ვა­ნე, მაგ­რამ, სა­უ­ბე­დუ­როდ...

ბავ­შვე­ბის გა­მოყ­ვა­ნის მერე ბევ­რჯერ ვი­ტი­რე, ახ­ლაც მე­ტი­რე­ბა, ეს რომ მახ­სენ­დე­ბა. ჩემ­მა შვი­ლებ­მაც ტი­რი­ლით და­მი­რე­კეს, იმ და­ღუ­პულ გო­გო­ნას ტი­როდ­ნენ, - ნე­ტავ ეგეც გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყოო.

ალ­ბათ ჩემი თვა­ლე­ბი­დან არც არას­დროს ამო­ვა იმ ბავ­შვე­ბის სა­ხე­ე­ბი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვე­ბა, მით უმე­ტეს ან­გე­ლო­ზი­ვით მა­რი­ტა­სი, აღარ სუნ­თქავ­და (ტი­რის). ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, სას­წრა­ფოც მალე მო­ვი­და, ად­გილ­ზე ბევ­რი ხალ­ხი იყო, ბავ­შვებს ყვე­ლა ეხ­მა­რე­ბო­და. ყვე­ლა თა­ვი­სი მე­თო­დით ცდი­ლობ­და პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვას, ოღონდ ამ ბავ­შვებს ამო­ე­სუნ­თქათ. ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იღო­ნა, მაგ­რამ ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. მერე გა­ვი­გე, ის გო­გო­ნა აღარ იყო, ვერ გა­დარ­ჩა, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო და... რომ გა­ვი­გე, გული გა­მის­კდა, ნე­ტავ ისიც გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო...

თვი­თონ სამი შვი­ლის მამა ვარ, პა­ტა­რა ბიჭი 17 წლის მყავს, გო­გო­ნე­ბი 28 და 29 წლი­სა­ნი. წი­ნან­დალ­ში და­ვი­ბა­დე და 7 წე­ლია, რაც თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ.

5 წე­ლია, ვა­კის პარკში ვმუ­შა­ობ, მა­ნამ­დე და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი - "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­ში“. მას მერე, რაც "ეკო სერ­ვი­სი“ შე­იქ­მნა, აქ გად­მო­ვე­დი და ამ­ჟა­მად უფ­რო­სი მე­ბა­ღე ვარ..."

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაგრამ?
0

რა თქმა უნდა ამ ადამიანისთვის უნდა მიგვენიჭებინა ეს საპატიო წოდება, მაგრამ ვერ გავიგე სააკაშვილს ვინ "მოუგროვა" ლაშა ტალახაძეზე მეტი ხმა????

მარიამი
0

ეს მამაცი კაცი ნამდვილად იმსახურებს ჯილდოს

ავტორი:

"აბა, რა უნდა მექნა, შეიძლება იქ ჩემი შვილიც ყოფილიყო... ჩემი თვალებიდან არასდროს წაიშლება იმ ბავშვების სახეები, განსაკუთრებით, ანგელოზივით მარიტასი" - ჩვენი დროის გმირი მებაღე

"აბა, რა უნდა მექნა, შეიძლება იქ ჩემი შვილიც ყოფილიყო... ჩემი თვალებიდან არასდროს წაიშლება იმ ბავშვების სახეები, განსაკუთრებით, ანგელოზივით მარიტასი" - ჩვენი დროის გმირი მებაღე

დღეს ჩვეულებრივ სამსახურშია, თუმცა 13 ოქტომბერს ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ მისი ცხოვრება შეცვალა. საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შადრევანში ბავშვების საშველად შესული "ეკოსერვის ჯგუფის" (აწარმოებს დედაქალაქის გამწვანების სამუშაოებს) თანამშრომელი დევი მეზურნიშვილი ჩვენი დროის გმირია. წყლიდან ორი ბავშვის გამოყვანა შეძლო, ძალიან განიცდის მესამეს - მარიტას გადარჩენა რომ ვერ მოახერხა... "ჩემი თვალებიდან არასდროს წაიშლება იმ ბავშვების სახეები, განსაკუთრებით, ანგელოზივით მარიტასი, ახლაც მეტირება, რომ მახსენდება“ - გვეუბნება ვაკის პარკის მთავარი მებაღე. კამერებთან მაქსიმალურად იკავებს თავს, მაგრამ ჩვენთან საუბრისას ემოციებს ვეღარ გაუძლო და ატირდა.

დევი მეზურნიშვილი:

"შემთხვევის ადგილზე იმ დროს მივედი, ბავშვები უგონო მდგომარეობაში აუზში ჩაძირულები რომ იყვნენ. ყვირილის ხმა გავიგე, ხალხი შველას ითხოვდა, ჩქარა, ბავშვები ვერ გამოდიან წყლიდანო. ზოგი ყვიროდა, - ბავშვები დაიხოცნენო. გამოვიქეცი, ხალხი იყო შეკრებილი, ვერავინ ბედავდა ჩასვლას. ეგრევე ჩავხტი წყალში, რას წარმოვიდგენდი, დენის ამბავი თუ იყო. მერე კი მივხვდი, რაშიც იყო საქმე... რაც უფრო ახლოს მივდიოდი, დენის დარტყმა უფრო ძლიერდებოდა, მაინც შევძელი დენის ატანა და ორი ბავშვის გამოყვანა. მაინც გავრისკე, აბა, რა უნდა მექნა, შეიძლება იქ ჩემი შვილიც ყოფილიყო. შეიძლება ერთის ამოყვანის შემდეგ აღარც გამერისკა, მაგრამ იმ დროს იმაზე ვფიქრობდი, ყველა გადამერჩინა, რაღაცნაირად მოვახერხე, ორგანიზმს გავაძლებინე, რათა ერთის მერე, მეორეც გამომეყვანა, მათთვის უნდა მეშველა, მარტო ამაზე ვფიქრობდი. ორჯერ ხელი გავუშვი კიდეც, უკან ვეღარ ვბრუნდებოდი, ძლივს გადავრჩი, ისეთი ძაბვა იყო. გოგონას ამოყვანა შადრევნის გათიშვამდე შეუძლებელი გახდა, რადგან ის შორს, შადრევნის ცენტრალურ ნაწილში იყო, დენი არ მიშვებდა იქამდე.

როცა ამოვიყვანე, არც ერთი არ იყო კონტაქტური, ერთი ბიჭი, შუაში რომელიც იყო, ოდნავ რეაგირებდა, თავს აქნევდა და გამოყვანის შემდეგ მალევე გამოვიდა მდგომარეობიდან. მეორე ბიჭი არ სუნთქავდა. საუბედუროდ, გოგონამდე მალე ვერ მივედი, ვერ მივდიოდი. შადრევანიც მალევე გაითიშა, მაგრამ ვიდრე ეს ორი ბიჭი გამოვიყვანე, დროც ხომ გადიოდა. ჯანმრთელი ადამიანიც ვერ გაძლებს ამდენ ხანს წყალში ჩაყვინთვას. დენი მარტყამდა, წყალი მიზიდავდა, მაგრამ რასაც გავუძელი, გავუძელი და ამიტომ შევძელი ორის გამოყვანა. გოგონაც მე გამოვიყვანე, მაგრამ, საუბედუროდ...

ბავშვების გამოყვანის მერე ბევრჯერ ვიტირე, ახლაც მეტირება, ეს რომ მახსენდება. ჩემმა შვილებმაც ტირილით დამირეკეს, იმ დაღუპულ გოგონას ტიროდნენ, - ნეტავ ეგეც გადარჩენილიყოო.

ალბათ ჩემი თვალებიდან არც არასდროს ამოვა იმ ბავშვების სახეები, მთელი ცხოვრება გამყვება, მით უმეტეს ანგელოზივით მარიტასი, აღარ სუნთქავდა (ტირის). ყველაფერი გავაკეთეთ, სასწრაფოც მალე მოვიდა, ადგილზე ბევრი ხალხი იყო, ბავშვებს ყველა ეხმარებოდა. ყველა თავისი მეთოდით ცდილობდა პირველადი დახმარების გაწევას, ოღონდ ამ ბავშვებს ამოესუნთქათ. ყველამ ყველაფერი იღონა, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. მერე გავიგე, ის გოგონა აღარ იყო, ვერ გადარჩა, დაგვიანებული იყო და... რომ გავიგე, გული გამისკდა, ნეტავ ისიც გადარჩენილიყო...

თვითონ სამი შვილის მამა ვარ, პატარა ბიჭი 17 წლის მყავს, გოგონები 28 და 29 წლისანი. წინანდალში დავიბადე და 7 წელია, რაც თბილისში ვცხოვრობ.

5 წელია, ვაკის პარკში ვმუშაობ, მანამდე დასუფთავების სამსახურში ვიყავი - "თბილსერვის ჯგუფში“. მას მერე, რაც "ეკო სერვისი“ შეიქმნა, აქ გადმოვედი და ამჟამად უფროსი მებაღე ვარ..."

იხილეთ ასევე: