პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მენატრებიან, მალე შევხვდებით და იქ გავაგრძელებ ჩემს ოინებს" - მარჯანიშვილის თეატრის ექსდირექტორის მოგონებები: გოგი გელოვანის, ვახტანგ ნინუას, იაკობ ტრიპოლსკისა და სხვათა ამბები
"მენატრებიან, მალე შევხვდებით და იქ გავაგრძელებ ჩემს ოინებს" - მარჯანიშვილის თეატრის ექსდირექტორის მოგონებები: გოგი გელოვანის, ვახტანგ ნინუას, იაკობ ტრიპოლსკისა და სხვათა ამბები

უფ­რო­სი თა­ო­ბის თბი­ლი­სე­ლი კო­ლო­რი­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, თუ თბი­ლი­სე­ლო­ბა და აქ ცხოვ­რე­ბა გინ­და, მა­შინ ამ ქა­ლა­ქის წე­სე­ბი უნდა და­იც­ვა, პა­ტი­ვი სცე და­უ­წე­რელ კა­ნო­ნებს და გა­მო­ი­მუ­შა­ვო ის ქცე­ვე­ბი, რაც ნაღდ თბი­ლი­სელს ეკად­რე­ბაო. ვინც ამ ქა­ლაქ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, უამ­რავ ძველ თბი­ლი­სელ­თან უწევ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი სტუ­მა­რიც, ნაღ­დი, კო­ლო­რი­ტი თბი­ლი­სე­ლი ბა­ტო­ნი ნეს­ტორ ჭი­ლა­ძე გახ­ლავთ. მან წლე­ბი გა­ა­ტა­რა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში, იმ ოქ­როს თა­ო­ბას­თან ერ­თად, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი უმაღ­ლეს მწვერ­ვა­ლამ­დე აიყ­ვა­ნა. ბა­ტო­ნი ნეს­ტო­რი "პლე­ხა­ნოვ­ზე" ცხოვ­რობს და ძა­ლი­ან ამა­ყობს ამით.

- ბა­ტო­ნო ნეს­ტორ, თქვენ ის ადა­მი­ა­ნი ხართ, ვინც ოქ­როს წლე­ბი გა­ა­ტა­რა, ოქ­როს ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად.. იქ­ნებ გა­იხ­სე­ნოთ ის წლე­ბი, როცა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მიხ­ვე­დით დი­რექ­ტო­რად..

- მე, ალ­ბათ, მე­ო­რე ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყე, რო­დე­საც მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მი­ვე­დი სა­მუ­შა­ოდ. სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან ჩხარ­ტიშ­ვი­ლი გად­მო­იყ­ვა­ნეს და მე და ჩხარ­ტიშ­ვი­ლი ერ­თად ვმარ­თავ­დით თე­ატრს. ჩემი მოღ­ვა­წე­ო­ბა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში და­ი­წყო სა­დად­გმო ნა­წი­ლის გამ­გე­ო­ბით და ძა­ლი­ან მალე მთა­ვარ ად­მი­ნის­ტრა­ტო­რად გა­და­მიყ­ვა­ნეს. ამ თე­ატ­რში იყო მსა­ხი­ობ­თა რა­ღაც­ნა­ი­რი შერ­წყმა. ერ­თმა­ნეთ­ზე უფრო ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხი მო­ვი­და იმ პე­რი­ოდ­ში.

ტაბ­ლი­აშ­ვილ­მა დად­გა "ან­ტო­ნი­უ­სი და კლე­ო­პატ­რა“. ეს იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი იყო მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში და მთელ იმ­ჟა­მინ­დელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში. ამის შემ­დეგ და­იდ­გა "მე­დეა“... შემ­დეგ შე­მო­ვი­და დუმ­ბა­ძე, რო­გორც ავ­ტო­რი და მისი რამ­დე­ნი­მე ნა­წარ­მო­ე­ბი და­იდ­გა. ეს იყო ისე­თი დო­ნის სპექ­ტაკ­ლე­ბი, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­მუდ­მე­ბით, ორი - სამი თვით ადრე ყი­დუ­ლობ­და ბი­ლე­თებს, რომ მოხ­ვედ­რი­ლი­ყო თე­ატ­რში.

ჩემს კა­ბი­ნეტ­ში ბევ­რი იუ­მო­რის­ტუ­ლი ამ­ბა­ვი გა­დამ­ხდა თავს, რომ­ლის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე გახ­ლდით. ჩემს მე­გობ­რებს, მარ­თლაც რომ უნი­კა­ლურ მსა­ხი­ო­ბებს, შე­ვარ­ქვი "შე­მოდ­გო­მის აზ­ნა­უ­რე­ბი“. ესე­ნი გახ­ლდნენ: ია­კობ ტრი­პოლ­სკი, ედი­შერ მა­ღა­ლაშ­ვი­ლი, გოგი გე­ლო­ვა­ნი, გუ­გუ­ლა ლა­ფე­რა­ძე, გოგი ტა­ტიშ­ვი­ლი, ტა­რი­ელ საყ­ვა­რე­ლი­ძე და ჩვე­ნი და­სის გამ­გე ნო­დარ მა­ხა­თე­ლი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ვახ­ტანგ ნი­ნუა.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­ერ­თი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბა გა­კავ­ში­რებთ მათ­თან...

- ნამ­დვი­ლად. ერთ დღე­საც გა­ვი­გეთ, რომ ჩვე­ნი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ნუნუ ხე­თე­რე­ლი გა­თხოვ­და, რო­მე­ლიც, რუს­თა­ვის თე­ატ­რის მსა­ხი­ობს თაზო ქვა­რი­ანს გაჰ­ყვა. ნუ­ნუმ დაგვპა­ტი­ჟა, წა­ვე­დით, თუმ­ცა ნი­ნუა ჩვენ­თან ერ­თად არ იყო. კარ­გი დრო გა­ვა­ტა­რეთ და დი­ლით კაი მთვრა­ლე­ბი წა­მო­ვე­დით. მო­ვე­დით თე­ატ­რში, წა­ვი­და მო­გო­ნე­ბე­ბი, - რა კარ­გი ქორ­წი­ლი იყო და ასე შემ­დეგ. თან სპექ­ტაკ­ლია და­ნიშ­ნუ­ლი, რო­მელ­შიც ზოგი თა­მა­შობს, ზოგი - არა. სა­ღა­მოს ჩვე­უ­ლებ­რივ გა­ი­ღო კარი და - ეს ჩემი "შე­მოდ­გო­მის აზ­ნა­უ­რე­ბი“, უცებ მო­მი­ვი­და თავ­ში ასე­თი რამ და ვუ­თხა­რი, - და­ი­წყეთ "მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რის" სიმ­ღე­რა-მეთ­ქი - ცა­რი­ელ სუფ­რა­ზე რო­გო­რო... მოკ­ლედ, ხათ­რი ვერ გა­მი­ტე­ხეს და ამა­თი "მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რის“ ფონ­ზე, და­ვუ­რე­კე ვახ­ტანგ ნი­ნუ­ას და ვუ­თხა­რი, - რუს­თავ­ში ვართ, თაზო ქვა­რი­ა­ნის ოჯახ­ში, გვაკ­ლი­ხარ და სას­წრა­ფოდ ჩა­მო­დი-მეთ­ქი! - ბიჭო, ღა­მის 12 სა­ათ­ზე სად უნდა წა­მო­ვი­დეო - მი­პა­სუ­ხა, თუ ფული არ გაქვს, მე მოგ­ცემ, რომ ჩა­მოხ­ვალ-მეთ­ქი...- ვის უნდა მკვდა­რო, შენი ფუ­ლიო... მოკ­ლედ, შევ­თან­ხმდით და მა­შინ­ვე გავ­თი­შე ტე­ლე­ფო­ნი. ამათ­მა ატე­ხეს ყა­ყა­ნი, მკი­თხა­ობ­დნენ, - წავა, არ წა­ვაო... სა­ბო­ლო­ოდ და­ვი­შა­ლეთ. ღა­მის ოთხის ნა­ხე­ვა­რია და სახ­ლში ზა­რია, მე­უღ­ლემ ვი­ღაც ქალი გკი­თხუ­ლობ­სო. ვახ­ტანგ ნი­ნუ­ას მე­უღ­ლე მი­რე­კავს, - ნეს­ტორ, ვახ­ტან­გი წა­ვი­და რუს­თავ­ში, არ ჩანს და ხომ არ იცი, სად არი­სო? თით­ქოს მე არ გა­მეგ­ზავ­ნოს, ისე ვუ­თხა­რი - რა უნდა ღა­მის 3 სა­ათ­ზე რუს­თავ­ში, ვერ და­ე­ტე­ვა სახ­ლში - მეთ­ქი...თურ­მე, მე­ო­რე ხა­ზით მის­მენს ვახ­ტან­გი, რო­მე­ლიც უცებ აფეთ­ქდა, - ჩათ­ვა­ლე, ხვალ მკვდა­რი ხარ, მოხ­ვალ თე­ატ­რში, სა­ი­და­ნაც გა­გას­ვე­ნე­ბე­ნო! მთე­ლი ერთი თვე ამ ამ­ბავ­ზე იცი­ნო­და მთე­ლი თე­ატ­რი...

კი­დევ ერთ ამ­ბავს მოვ­ყვე­ბი: სამ­სა­ხურ­ში მი­ვი­ღეთ გო­გო­ნა, რო­მელ­საც სკო­ლა ახალ­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, მისი მო­ვა­ლე­ო­ბა თე­ატ­რში შე­მო­სუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის პა­სუ­ხი იყო. სა­ო­ცა­რად ლა­მა­ზი ხმა ჰქონ­და. ერთ დღე­საც, მი­რე­კავს, - ბა­ტო­ნო ნეს­ტორ, არა­ვინ რე­კავს თე­ატ­რში და წა­ვალ თუ შე­იძ­ლე­ბა შინო. - კი, შვი­ლო, მაგ­რამ მა­ნამ­დე რა­ღაც მინ­და გთხო­ვო-მეთ­ქი. ვუ­თხა­რი, და­ე­რე­კა სამ მსა­ხი­ობ­თან და ეთ­ქვა ერთი და იგი­ვე ტექ­სტი: რომ მო­ხიბ­ლუ­ლი იყო მი­სით, რო­გორც მსა­ხი­ო­ბით, უყ­ვარ­და და და­ე­ნიშ­ნა პა­ე­მა­ნი... გა­და­ი­რია, რას მე­უბ­ნე­ბით, ბა­ტო­ნო ნეს­ტო­რო... სა­ბო­ლო­ოდ და­ვი­თან­ხმე, პირ­ვე­ლად დავ­რე­კეთ გოგი გე­ლო­ვან­თან, გო­გი­ამ რომ გა­ი­გო­ნა ასე­თი რამ, კი, გე­ნაც­ვა­ლეო, შეგ­ხვდე­ბიო... და მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ზე, ყო­ფი­ლი უნი­ვერ­მა­ღის წინ და­ვა­ნიშ­ნი­ნე შეხ­ვედ­რა. ამის შემ­დეგ ვახ­ტანგ ნი­ნუ­ას­თან და­ვა­რე­კი­ნე და მას უნი­ვერ­სი­ტე­ტის წინ და­ვუთ­ქვით შეხ­ვედ­რა და ბო­ლოს კუ­კუ­რი ლა­ფე­რა­ძეს­თან დავ­რე­კეთ და მას ამ­ჟა­მინ­დელ მე-9 სა­ა­ვად­მყო­ფოს წინ ვთხო­ვეთ მო­სუ­ლი­ყო. მე­ო­რე დღეს სამ­სა­ხურ­ში რომ მო­ვე­დი, მა­შინ­ვე ჩემი კა­ბი­ნე­ტი­დან გა­დავ­წიე ფარ­და და რას ვხე­დავ, უნი­ვერ­მაღ­თან გო­გია გე­ლო­ვა­ნი და­დის წინ და უკან. ვუ­ყუ­რე, ვუ­ყუ­რე და ბო­ლოს გა­ვე­დი, - რა­შია საქ­მე - მეთ­ქი, - არა­ფე­რიო. ვთხო­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­თან გა­მომ­ყე­ვი, რა­ღაც საქ­მე მაქვს-მეთ­ქი და წა­ვე­დით, ნი­ნუა, ეს ორ­მეტ­რი­ა­ნი კაცი დგას უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, ისე­დაც ნერ­ვებ­ზე იყო მოშ­ლი­ლი და აშ­კა­რად არ ესი­ა­მოვ­ნა ჩვე­ნი და­ნახ­ვა, ვთხო­ვეთ, გაგ­ვყო­ლო­და მე-9 სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან. ლა­ფე­რა­ძეც თა­ვის მან­ქა­ნით დგას და ელო­დე­ბა ამ ბავ­შვს. რომ არა­ვინ მო­ვი­და, რა ექნა, წა­მო­ვე­დით უკან. იმ დღეს არა­ვის არა­ფე­რი დას­ცდე­ნია ჩემ­თან. გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე დღე და კუ­კუ­რა ლა­ფე­რა­ძე შე­მო­ვი­და და მე­უბ­ნე­ბა, - ბიჭო, ამას წი­ნათ ერ­თმა ბავ­შვმა და­მი­რე­კა, რა­ღაც სა­ო­ცა­რი ხმა ჰქონ­და, პა­ე­მა­ნი და­მი­ნიშ­ნა და არ მო­სუ­ლაო. აი, იმ დღეს, თქვენ რომ გნა­ხეთ, ერთი სა­ა­თი ვი­დე­ქი და ვე­ლო­დე და შენ ხომ არ გა­მი­კე­თეო?! - მე რა, ქა­ლი­ვით და­ვი­წყე ლა­პა­რა­კი - მეთ­ქი? - შე­ვი­ცხა­დე... და­მი­ჯე­რა... გა­ვი­და დრო, ერთ დღე­საც გა­ვი­ხე­დე და ჩემ­თან მო­ვი­და ძა­ლი­ან კარ­გი კაცი, ბონ­დო მეს­ხი, ძა­ლი­ან ინ­ტე­ლი­გენ­ტი და კულ­ტუ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ჩემს ბი­ჭებ­თან ერ­თად თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე დამ­პა­ტი­ჟა. სა­ღა­მოს 11 სა­ათ­ზე ყვე­ლა ერ­თად მი­ვე­დით რეს­ტო­რან­ში. შუა ქე­ი­ფი­სას გა­მახ­სენ­და ეს ჩემი ოინი და მი­ვუტ­რი­ალ­დი იუ­ბი­ლარს და ხმა­მაღ­ლა ვე­უბ­ნე­ბი, - ბა­ტო­ნო ბონ­დო, მე მაქვს თქვენ­თან შე­კი­თხვა, აი, შენ რო­გორც მა­მა­კაცს, 16 წლის გო­გო­ნამ პა­ე­მა­ნი რომ და­გი­ნიშ­ნოს, წახ­ვალ-მეთ­ქი? - "რო­გორ გე­კად­რე­ბათ, მა­გას რო­გორ ვი­კად­რებ, მაგ ასა­კის ქა­ლიშ­ვი­ლი მყავ­სო... აქ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც 16 წლის ბავ­შვს "სვი­და­ნი­ას“ უნიშ­ნა­ვენ - მეთ­ქი. წა­უხ­და სა­მი­ვეს ხა­სი­ა­თი, ბო­ლოს კუ­კუ­რამ თქვა, - მარ­თა­ლია მაგ ამ­ბა­ვი და ახლა ნეს­ტორს გავ­ყვე­ბი შინ და მოვ­კლა­ვო... ნი­ნუ­ას და გე­ლო­ვან­საც ძლივს აკა­ვებ­დნენ... მე­ო­რე დღეს უნდა გე­ნა­ხათ რა ხდე­ბო­და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში, ვასო გო­ძი­აშ­ვილ­მა მთლი­ან კო­ლექ­ტივს მოს­დო ეს ამ­ბა­ვი და და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იცი­ნო­და ყვე­ლა.

- რო­გორც ვიცი, ახლო მე­გობ­რო­ბა გა­კავ­ში­რებ­დათ ია­კობ ტრი­პოლ­სკის­თან...

- ია­შამ, ძა­ლი­ან კარ­გი მოლ­ხე­ნა და სიმ­ღე­რა იცო­და. ბევ­რს ვერ სვამ­და. სუფ­რას­თან ცო­ტას და­ლევ­და და მერე იპა­რე­ბო­და. სა­დაც უნდა წა­ეყ­ვა­ნათ, დი­ღომ­სა თუ მან­გლის­ში, გა­პარ­ვას მა­ინც ახერ­ხებ­და. მერე ჭკუა იხ­მა­რეს, ზამ­თარ­ში ხან ქურ­თუკს ჩა­უ­კე­ტავ­დნენ კა­რა­და­ში, ხან ფეხ­საც­მელს გახ­დიდ­ნენ და მა­ლავ­დნენ. ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ, რომ ქე­ი­ფის ბო­ლომ­დე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ის კი მო­მენტს ნა­ხავ­და და მა­ინც იპა­რე­ბო­და. გა­ი­ხე­დავ­დნენ, ქურ­თუ­კი ად­გილ­ზე ეკი­და, ფეხ­საც­მე­ლიც იქ იყო, მაგ­რამ კაცი აღარ­სად ჩან­და. მის სახ­ლშიც ხში­რად ვიკ­რი­ბე­ბო­დით.

ერთ დღეს, იაშა სახ­ლში გულ­შე­ღო­ნე­ბუ­ლი მი­ვი­და, მე­უღ­ლეს უთხრა, - ცუ­დად ვარ, წნე­ვა გა­მი­სინ­ჯე, ფე­ხე­ბი და­მი­სივ­დაო. არა­და, აი, რაში იყო საქ­მე: იმ დღეს, სცე­ნა­ზე რომ გა­ვი­და, საგ­რი­მი­ო­რო­ში შე­ვე­დი და თა­ვი­სის ნაც­ვლად, ჩემი ორი ზო­მით პა­ტა­რა ფეხ­საც­მე­ლი და­ვუ­ტო­ვე, თან ბამ­ბე­ბი ჩა­ვუ­ტე­ნე... და წა­ვე­დი შინ. (ერ­თნა­ი­რი ფეხ­საც­მე­ლი გვქონ­და). ია­შას ფეხი რომ არ ჩა­ე­ტია, თქვა, - ნეს­ტო­რი იხუმ­რებ­დაო. ჩაყო ხელი და ბამ­ბე­ბი ამო­ი­ღო. მის­თვის ამით "დას­რულ­და” ჩემი ხუმ­რო­ბა. რო­გორ­ღაც ჩა­ტე­ნა ფეხი ორი ზო­მით პა­ტა­რა ფეხ­საც­მელ­ში, შე­დე­გად კი ცუ­დად გახ­და. გვი­ან, შინ და­ვუ­რე­კე, საყ­ვე­დუ­რით ვუ­თხა­რი, ჩემი ფეხ­საც­მე­ლე­ბი რა­ტომ წა­ი­ღე, უკან და­მიბ­რუ­ნე - მეთ­ქი, გა­და­ი­რია, მე­გო­ნა, - შენ გა­მი­კე­თე... ამ ამ­ბი­დან, დიდი დრო გა­ვი­და. ერთხე­ლაც წლე­ბის მერე, მე­ხუმ­რა და მა­გის მერე გა­ვუმ­ჟღავ­ნე, რომ წლე­ბის წინ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვა­ტა­რე ორი ზო­მით პა­ტა­რა ფეხ­საც­მლით...

სა­ო­ცა­რი ხალ­ხი იყო, სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რა და­სა­ნა­ნია, რომ დღეს არ­ცერ­თი მათ­გა­ნი ცო­ცხა­ლი აღარ არის... თი­თო­ე­უ­ლი მე­ნატ­რე­ბა და ალ­ბათ მალე შევ­ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს და იქ გა­ვაგ­რძე­ლებ ჩემს ოი­ნებს.

თე­ატ­რი სა­ო­ცა­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა. აი, სცე­ნა ხომ არის და იქ ფარ­და კი­დია, როცა ეს ფარ­და იხ­სნე­ბა, სას­წა­უ­ლი ხდე­ბა. არ­სე­ბობს სცე­ნის მტვე­რი და ფარ­დის მტვე­რი, მათი შე­ზა­ვე­ბა არის სუ­ნა­მო და ამ სუ­ნა­მოს რომ იყ­ნო­სებ, დამ­თავ­რე­ბუ­ლია, ამის იქით ვე­ღარ­სად წახ­ვალ...

  • ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერაბ მაღლაკელიძე
0

ტინგიცა ცანცარა.

გიორგი
4

ხუმრობას და მასხარად აგდებას შორის განსხვავებას თუ გრძნობს?

ავტორი:

"მენატრებიან, მალე შევხვდებით და იქ გავაგრძელებ ჩემს ოინებს" - მარჯანიშვილის თეატრის ექსდირექტორის მოგონებები: გოგი გელოვანის, ვახტანგ ნინუას, იაკობ ტრიპოლსკისა და სხვათა ამბები

"მენატრებიან, მალე შევხვდებით და იქ გავაგრძელებ ჩემს ოინებს" - მარჯანიშვილის თეატრის ექსდირექტორის მოგონებები: გოგი გელოვანის, ვახტანგ ნინუას, იაკობ ტრიპოლსკისა და სხვათა ამბები

უფროსი თაობის თბილისელი კოლორიტები ამბობენ, თუ თბილისელობა და აქ ცხოვრება გინდა, მაშინ ამ ქალაქის წესები უნდა დაიცვა, პატივი სცე დაუწერელ კანონებს და გამოიმუშავო ის ქცევები, რაც ნაღდ თბილისელს ეკადრებაო. ვინც ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა, უამრავ ძველ თბილისელთან უწევდა ურთიერთობა. დღევანდელი ჩვენი სტუმარიც, ნაღდი, კოლორიტი თბილისელი ბატონი ნესტორ ჭილაძე გახლავთ. მან წლები გაატარა მარჯანიშვილის თეატრში, იმ ოქროს თაობასთან ერთად, რომელმაც ქართული თეატრი უმაღლეს მწვერვალამდე აიყვანა. ბატონი ნესტორი "პლეხანოვზე" ცხოვრობს და ძალიან ამაყობს ამით.

- ბატონო ნესტორ, თქვენ ის ადამიანი ხართ, ვინც ოქროს წლები გაატარა, ოქროს ადამიანებთან ერთად.. იქნებ გაიხსენოთ ის წლები, როცა მარჯანიშვილის თეატრში მიხვედით დირექტორად..

- მე, ალბათ, მეორე ცხოვრება დავიწყე, როდესაც მარჯანიშვილის თეატრში მივედი სამუშაოდ. სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, რუსთაველის თეატრიდან ჩხარტიშვილი გადმოიყვანეს და მე და ჩხარტიშვილი ერთად ვმართავდით თეატრს. ჩემი მოღვაწეობა მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო სადადგმო ნაწილის გამგეობით და ძალიან მალე მთავარ ადმინისტრატორად გადამიყვანეს. ამ თეატრში იყო მსახიობთა რაღაცნაირი შერწყმა. ერთმანეთზე უფრო ნიჭიერი ხალხი მოვიდა იმ პერიოდში.

ტაბლიაშვილმა დადგა "ანტონიუსი და კლეოპატრა“. ეს იყო არაჩვეულებრივი სპექტაკლი, რომელიც ცნობილი იყო მთელ საქართველოში და მთელ იმჟამინდელ საბჭოთა კავშირში. ამის შემდეგ დაიდგა "მედეა“... შემდეგ შემოვიდა დუმბაძე, როგორც ავტორი და მისი რამდენიმე ნაწარმოები დაიდგა. ეს იყო ისეთი დონის სპექტაკლები, რომ მაყურებელი გამუდმებით, ორი - სამი თვით ადრე ყიდულობდა ბილეთებს, რომ მოხვედრილიყო თეატრში.

ჩემს კაბინეტში ბევრი იუმორისტული ამბავი გადამხდა თავს, რომლის უშუალო მონაწილე გახლდით. ჩემს მეგობრებს, მართლაც რომ უნიკალურ მსახიობებს, შევარქვი "შემოდგომის აზნაურები“. ესენი გახლდნენ: იაკობ ტრიპოლსკი, ედიშერ მაღალაშვილი, გოგი გელოვანი, გუგულა ლაფერაძე, გოგი ტატიშვილი, ტარიელ საყვარელიძე და ჩვენი დასის გამგე ნოდარ მახათელი და განუმეორებელი ვახტანგ ნინუა.

- დარწმუნებული ვარ, არაერთი სასიამოვნო მოგონება გაკავშირებთ მათთან...

- ნამდვილად. ერთ დღესაც გავიგეთ, რომ ჩვენი თეატრის მსახიობი ნუნუ ხეთერელი გათხოვდა, რომელიც, რუსთავის თეატრის მსახიობს თაზო ქვარიანს გაჰყვა. ნუნუმ დაგვპატიჟა, წავედით, თუმცა ნინუა ჩვენთან ერთად არ იყო. კარგი დრო გავატარეთ და დილით კაი მთვრალები წამოვედით. მოვედით თეატრში, წავიდა მოგონებები, - რა კარგი ქორწილი იყო და ასე შემდეგ. თან სპექტაკლია დანიშნული, რომელშიც ზოგი თამაშობს, ზოგი - არა. საღამოს ჩვეულებრივ გაიღო კარი და - ეს ჩემი "შემოდგომის აზნაურები“, უცებ მომივიდა თავში ასეთი რამ და ვუთხარი, - დაიწყეთ "მრავალჟამიერის" სიმღერა-მეთქი - ცარიელ სუფრაზე როგორო... მოკლედ, ხათრი ვერ გამიტეხეს და ამათი "მრავალჟამიერის“ ფონზე, დავურეკე ვახტანგ ნინუას და ვუთხარი, - რუსთავში ვართ, თაზო ქვარიანის ოჯახში, გვაკლიხარ და სასწრაფოდ ჩამოდი-მეთქი! - ბიჭო, ღამის 12 საათზე სად უნდა წამოვიდეო - მიპასუხა, თუ ფული არ გაქვს, მე მოგცემ, რომ ჩამოხვალ-მეთქი...- ვის უნდა მკვდარო, შენი ფულიო... მოკლედ, შევთანხმდით და მაშინვე გავთიშე ტელეფონი. ამათმა ატეხეს ყაყანი, მკითხაობდნენ, - წავა, არ წავაო... საბოლოოდ დავიშალეთ. ღამის ოთხის ნახევარია და სახლში ზარია, მეუღლემ ვიღაც ქალი გკითხულობსო. ვახტანგ ნინუას მეუღლე მირეკავს, - ნესტორ, ვახტანგი წავიდა რუსთავში, არ ჩანს და ხომ არ იცი, სად არისო? თითქოს მე არ გამეგზავნოს, ისე ვუთხარი - რა უნდა ღამის 3 საათზე რუსთავში, ვერ დაეტევა სახლში - მეთქი...თურმე, მეორე ხაზით მისმენს ვახტანგი, რომელიც უცებ აფეთქდა, - ჩათვალე, ხვალ მკვდარი ხარ, მოხვალ თეატრში, საიდანაც გაგასვენებენო! მთელი ერთი თვე ამ ამბავზე იცინოდა მთელი თეატრი...

კიდევ ერთ ამბავს მოვყვები: სამსახურში მივიღეთ გოგონა, რომელსაც სკოლა ახალდამთავრებული ჰქონდა, მისი მოვალეობა თეატრში შემოსული სატელეფონო ზარების პასუხი იყო. საოცარად ლამაზი ხმა ჰქონდა. ერთ დღესაც, მირეკავს, - ბატონო ნესტორ, არავინ რეკავს თეატრში და წავალ თუ შეიძლება შინო. - კი, შვილო, მაგრამ მანამდე რაღაც მინდა გთხოვო-მეთქი. ვუთხარი, დაერეკა სამ მსახიობთან და ეთქვა ერთი და იგივე ტექსტი: რომ მოხიბლული იყო მისით, როგორც მსახიობით, უყვარდა და დაენიშნა პაემანი... გადაირია, რას მეუბნებით, ბატონო ნესტორო... საბოლოოდ დავითანხმე, პირველად დავრეკეთ გოგი გელოვანთან, გოგიამ რომ გაიგონა ასეთი რამ, კი, გენაცვალეო, შეგხვდებიო... და მარჯანიშვილზე, ყოფილი უნივერმაღის წინ დავანიშნინე შეხვედრა. ამის შემდეგ ვახტანგ ნინუასთან დავარეკინე და მას უნივერსიტეტის წინ დავუთქვით შეხვედრა და ბოლოს კუკური ლაფერაძესთან დავრეკეთ და მას ამჟამინდელ მე-9 საავადმყოფოს წინ ვთხოვეთ მოსულიყო. მეორე დღეს სამსახურში რომ მოვედი, მაშინვე ჩემი კაბინეტიდან გადავწიე ფარდა და რას ვხედავ, უნივერმაღთან გოგია გელოვანი დადის წინ და უკან. ვუყურე, ვუყურე და ბოლოს გავედი, - რაშია საქმე - მეთქი, - არაფერიო. ვთხოვე უნივერსიტეტთან გამომყევი, რაღაც საქმე მაქვს-მეთქი და წავედით, ნინუა, ეს ორმეტრიანი კაცი დგას უნივერსიტეტთან, ისედაც ნერვებზე იყო მოშლილი და აშკარად არ ესიამოვნა ჩვენი დანახვა, ვთხოვეთ, გაგვყოლოდა მე-9 საავადმყოფოსთან. ლაფერაძეც თავის მანქანით დგას და ელოდება ამ ბავშვს. რომ არავინ მოვიდა, რა ექნა, წამოვედით უკან. იმ დღეს არავის არაფერი დასცდენია ჩემთან. გავიდა რამდენიმე დღე და კუკურა ლაფერაძე შემოვიდა და მეუბნება, - ბიჭო, ამას წინათ ერთმა ბავშვმა დამირეკა, რაღაც საოცარი ხმა ჰქონდა, პაემანი დამინიშნა და არ მოსულაო. აი, იმ დღეს, თქვენ რომ გნახეთ, ერთი საათი ვიდექი და ველოდე და შენ ხომ არ გამიკეთეო?! - მე რა, ქალივით დავიწყე ლაპარაკი - მეთქი? - შევიცხადე... დამიჯერა... გავიდა დრო, ერთ დღესაც გავიხედე და ჩემთან მოვიდა ძალიან კარგი კაცი, ბონდო მესხი, ძალიან ინტელიგენტი და კულტურული ადამიანი, რომელმაც ჩემს ბიჭებთან ერთად თავის დაბადების დღეზე დამპატიჟა. საღამოს 11 საათზე ყველა ერთად მივედით რესტორანში. შუა ქეიფისას გამახსენდა ეს ჩემი ოინი და მივუტრიალდი იუბილარს და ხმამაღლა ვეუბნები, - ბატონო ბონდო, მე მაქვს თქვენთან შეკითხვა, აი, შენ როგორც მამაკაცს, 16 წლის გოგონამ პაემანი რომ დაგინიშნოს, წახვალ-მეთქი? - "როგორ გეკადრებათ, მაგას როგორ ვიკადრებ, მაგ ასაკის ქალიშვილი მყავსო... აქ არიან ადამიანები, რომლებიც 16 წლის ბავშვს "სვიდანიას“ უნიშნავენ - მეთქი. წაუხდა სამივეს ხასიათი, ბოლოს კუკურამ თქვა, - მართალია მაგ ამბავი და ახლა ნესტორს გავყვები შინ და მოვკლავო... ნინუას და გელოვანსაც ძლივს აკავებდნენ... მეორე დღეს უნდა გენახათ რა ხდებოდა მარჯანიშვილის თეატრში, ვასო გოძიაშვილმა მთლიან კოლექტივს მოსდო ეს ამბავი და დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იცინოდა ყველა.

- როგორც ვიცი, ახლო მეგობრობა გაკავშირებდათ იაკობ ტრიპოლსკისთან...

- იაშამ, ძალიან კარგი მოლხენა და სიმღერა იცოდა. ბევრს ვერ სვამდა. სუფრასთან ცოტას დალევდა და მერე იპარებოდა. სადაც უნდა წაეყვანათ, დიღომსა თუ მანგლისში, გაპარვას მაინც ახერხებდა. მერე ჭკუა იხმარეს, ზამთარში ხან ქურთუკს ჩაუკეტავდნენ კარადაში, ხან ფეხსაცმელს გახდიდნენ და მალავდნენ. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქეიფის ბოლომდე დარჩენილიყო. ის კი მომენტს ნახავდა და მაინც იპარებოდა. გაიხედავდნენ, ქურთუკი ადგილზე ეკიდა, ფეხსაცმელიც იქ იყო, მაგრამ კაცი აღარსად ჩანდა. მის სახლშიც ხშირად ვიკრიბებოდით.

ერთ დღეს, იაშა სახლში გულშეღონებული მივიდა, მეუღლეს უთხრა, - ცუდად ვარ, წნევა გამისინჯე, ფეხები დამისივდაო. არადა, აი, რაში იყო საქმე: იმ დღეს, სცენაზე რომ გავიდა, საგრიმიოროში შევედი და თავისის ნაცვლად, ჩემი ორი ზომით პატარა ფეხსაცმელი დავუტოვე, თან ბამბები ჩავუტენე... და წავედი შინ. (ერთნაირი ფეხსაცმელი გვქონდა). იაშას ფეხი რომ არ ჩაეტია, თქვა, - ნესტორი იხუმრებდაო. ჩაყო ხელი და ბამბები ამოიღო. მისთვის ამით "დასრულდა” ჩემი ხუმრობა. როგორღაც ჩატენა ფეხი ორი ზომით პატარა ფეხსაცმელში, შედეგად კი ცუდად გახდა. გვიან, შინ დავურეკე, საყვედურით ვუთხარი, ჩემი ფეხსაცმელები რატომ წაიღე, უკან დამიბრუნე - მეთქი, გადაირია, მეგონა, - შენ გამიკეთე... ამ ამბიდან, დიდი დრო გავიდა. ერთხელაც წლების მერე, მეხუმრა და მაგის მერე გავუმჟღავნე, რომ წლების წინ მიზანმიმართულად ვატარე ორი ზომით პატარა ფეხსაცმლით...

საოცარი ხალხი იყო, საოცარი ადამიანები, რა დასანანია, რომ დღეს არცერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის... თითოეული მენატრება და ალბათ მალე შევხვდებით ერთმანეთს და იქ გავაგრძელებ ჩემს ოინებს.

თეატრი საოცარი ორგანიზაციაა. აი, სცენა ხომ არის და იქ ფარდა კიდია, როცა ეს ფარდა იხსნება, სასწაული ხდება. არსებობს სცენის მტვერი და ფარდის მტვერი, მათი შეზავება არის სუნამო და ამ სუნამოს რომ იყნოსებ, დამთავრებულია, ამის იქით ვეღარსად წახვალ...

  • ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი