ფოტოგრაფი მირიან მელაძე სოციალურ ქსელში ლარსის საბაჟოზე წუხელ გადაღებულ სურათებს აქვეყნებს, ფოტოებზე ჩანს, როგორ მოემართებიან რუსეთის მოქალაქეები ფეხით საქართველოს საზღვრისკენ.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთის მოქალაქეები ომში წასვლისთვის თავის ასარიდებლად, მასობრივად ტოვებენ ქვეყანას.
26 სექტემებრს, რუსეთში დაასახელეს მოქალაქეთა რიცხვი, რომელთაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველო-რუსეთის საზღვარი ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადაკვეთეს. ამის თაობაზე ინფორმაცია ekhokavkaza.com ავრცელებს. მათი ცნობით, ორივე მიმართულებით 37 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ და 115 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი. ამის თაობაზე განაცხადა ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა. მისი თქმით, ეს 23,3%-ით აღემატება ბოლოს წინა კვირის მაჩვენებელს. მას არ დაუდასტურებია ამ მონაცემებიდან რამდენია ის ხალხი, ვინც რუსეთიდან შევიდა საქართველოში.
იხილეთ ასევე:
ჭუბერზე გადმოსვლა და ის ყველაფერი, არის დიდი სირცხვილი და საშინელება. ვისაც ახსოვს. 2008 წელს გორი თბილისის გზაზე ბენზინს რომ ყიდდნენ და საჭმელს, ისიც სირცხვილი და დიდი ტკივილი. ასევე ვინც მაშინ ტაქსაობდა , მასაც ქართველი ერქვა. არ ვაკონკრეტებ რაც ხდებოდა. გამომცემლობაში ჩასახლებული დევნილებისთვის განკუთვნილი პროდუქტი სად მიდიოდა? ჩვენ, მოსახლეობა ვეზიდებოდით გამოქცეულებისთვის რაც შეგვეძლო. მოკლედ ყველას თავისი ცოდვა აქვს მოსანანიებელი . სანამ სხვას ანათემაზე გადავცემთ, ჩვენს გულებში ჩავიხედოთ. გეტოები რომ ავაშენებთ ლტოლვილებისთვის, რა ფული დაიხარჯა? რამდენი მოტეხეს და სველ კედლებიან სახლებში შეყარეს ხალხი. ყველა ერს აქვს თავისი საკმარისი ცოდვები და ფრთების ამოსვლას ჩვენც ნუ და ელოდებით.
მონანიებაც არ გვაწყენდა, გაიხსენეთ ჭუბერის უღლტეხილზე რაც მოხდა !