სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ყველაზე ცუდ სიზმარს ჰგავს... წარმოუდგენლად რთულია" - შაკირა პიკესთან განშორებაზე, შვილებზე და სიყვარულზე, რომელიც ღალატით დასრულდა
"ეს ყველაზე ცუდ სიზმარს ჰგავს... წარმოუდგენლად რთულია" - შაკირა პიკესთან განშორებაზე, შვილებზე და სიყვარულზე, რომელიც ღალატით დასრულდა

სამი თვე გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც მომ­ღე­რა­ლი შა­კი­რა და ეს­პა­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, ჟერ­არ პიკე და­შორ­დნენ. მე­დი­ის ცნო­ბით, და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ პი­კემ შა­კი­რას უღა­ლა­ტა.

ამ თე­მა­ზე შა­კი­რამ ჟურ­ნალ Elle-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა და იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, რო­მე­ლიც მის ოჯახს და­ა­ტყდა თავს ასე­თი სკან­და­ლის შემ­დეგ.

შა­კი­რას თქმით, ჯერ კი­დევ არ აქვს სი­ტუ­ა­ცია ბო­ლომ­დე გა­აზ­რე­ბუ­ლი და მხო­ლოდ იმა­ზე ფიქ­რობს, შვი­ლე­ბი ჭო­რე­ბის­გან და­იც­ვას.

"ვფიქ­რობ, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბის ამ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე რთულ მო­მენ­ტში, მუ­სი­კამ სი­ნათ­ლე შე­მო­ი­ტა­ნა. ჩუ­მად ვი­ყა­ვი და ვცდი­ლობ­დი ყვე­ლა­ფე­რი გა­და­მე­ხარ­შა. ახ­ლაც რთუ­ლია ამა­ზე სა­უ­ბა­რი, იმი­ტომ, რომ ჯერ კი­დევ გა­აზ­რე­ბის პრო­ცეს­ში ვარ, ასე­ვე იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყო­ველ­თვის მაკ­ვირ­დე­ბა. ამავდრო­უ­ლად, ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ჩვე­ნი გან­შო­რე­ბა არ ჰგავს ჩვე­უ­ლებ­რივ და­შო­რე­ბას. ასე რომ, ეს არა მხო­ლოდ ჩემ­თვის, ჩემი შვი­ლე­ბის­თვი­საც რთუ­ლი იყო. წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი", - ამ­ბობს შა­კი­რა.

მომ­ღე­რა­ლი ყვე­ბა, რა რთუ­ლია მის­თვის და მისი შვი­ლე­ბის­თვის სიმ­შვი­დის მო­პო­ვე­ბა მა­შინ, როცა პა­პა­რა­ცე­ბი მის სახ­ლთან არი­ან ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი და 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თვალს ადევ­ნე­ბენ:

"ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია ვი­სე­ირ­ნოთ პარკში, ან ნა­ყი­ნის საჭ­მე­ლად გა­ვი­დეთ ისე, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხე­ბი აკე­თე­ბენ ამას, რად­გან სულ პა­პა­რა­ცე­ბი დაგ­ვყვე­ბი­ან. ამი­ტომ ძნე­ლია. ვცდი­ლობ, ჩემი შვი­ლე­ბი და­ვიც­ვა, ეს ჩემი უპირ­ვე­ლე­სი მი­სი­აა ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ შემ­დეგ ისი­ნი სკო­ლა­ში მი­დი­ან და მე­გობ­რე­ბის­გან ამ­ბებს იგე­ბენ, ან ინ­ტერ­ნეტ­ში აწყდე­ბი­ან უსი­ა­მოვ­ნო ჭო­რებს და შემ­დეგ ეს მათ­ზე აი­სა­ხე­ბა, ხომ გეს­მით?!" - აღ­ნიშ­ნავს მომ­ღე­რა­ლი.

რო­გორც შა­კი­რა ამ­ბობს, მის­თვის მთე­ლი სი­ტუ­ა­ცია ცუდ სიზ­მარს ჰგავს, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია მის­თვის წმინ­და და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ვულ­გა­რი­ზე­ბი­თა და გა­უ­ფა­სუ­რე­ბით.

ის გარ­კვე­ულ­წი­ლად მე­დი­ა­საც ადა­ნა­შა­უ­ლებს. მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ორ­მა­გად ძნე­ლი გა­და­სა­ტა­ნი გახ­და მის­თვის, რად­გან ორ ფრონტზე უწევ­და ბრძო­ლა: "ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ მოხ­და, როცა მა­მა­ჩე­მი ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და... მაგ­რამ ამ დროს სხვა ქა­ლებ­ზეც ვფიქ­რობ ხოლ­მე, რომ­ლე­ბიც მსგავს, ან ჩემ­ზე უა­რეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან", - ამ­ბობს შა­კი­რა.

პი­კემ და შა­კი­რამ ერ­თმა­ნე­თი 2010 წელს გა­იც­ნეს და ერ­თმა­ნე­თი მა­ლე­ვე შე­უყ­ვარ­დათ. მათ ორი შვი­ლი ჰყავთ. ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლად. როცა 2014 წელს შა­კი­რას ჰკი­თხეს, რა­ტომ არ სურ­და და­ქორ­წი­ნე­ბა, მან უპა­სუ­ხა: "ჩვენ უკვე ყვე­ლა­ფე­რი გვაქვს, რაც სა­ჭი­როა".

წყა­რო: Elle

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
2

მშვენიერი ქალია,დიდხანს უნუგეშოდ არ დარჩება

სიმართლე
2

ეჰ პიკე, პიკე, რა მაგარი ქალი გააბრაზე...

ავტორი:

"ეს ყველაზე ცუდ სიზმარს ჰგავს... წარმოუდგენლად რთულია" - შაკირა პიკესთან განშორებაზე, შვილებზე და სიყვარულზე, რომელიც ღალატით დასრულდა

"ეს ყველაზე ცუდ სიზმარს ჰგავს... წარმოუდგენლად რთულია" - შაკირა პიკესთან განშორებაზე, შვილებზე და სიყვარულზე, რომელიც ღალატით დასრულდა

სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მომღერალი შაკირა და ესპანელი ფეხბურთელი, ჟერარ პიკე დაშორდნენ. მედიის ცნობით, დაშორების მიზეზი ის გახდა, რომ პიკემ შაკირას უღალატა.

ამ თემაზე შაკირამ ჟურნალ Elle-სთან ინტერვიუში პირველად ისაუბრა და იმ სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მის ოჯახს დაატყდა თავს ასეთი სკანდალის შემდეგ.

შაკირას თქმით, ჯერ კიდევ არ აქვს სიტუაცია ბოლომდე გააზრებული და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, შვილები ჭორებისგან დაიცვას.

"ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრების ამ ერთ-ერთ ყველაზე რთულ მომენტში, მუსიკამ სინათლე შემოიტანა. ჩუმად ვიყავი და ვცდილობდი ყველაფერი გადამეხარშა. ახლაც რთულია ამაზე საუბარი, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ გააზრების პროცესში ვარ, ასევე იმიტომ, რომ საზოგადოება ყოველთვის მაკვირდება. ამავდროულად, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი განშორება არ ჰგავს ჩვეულებრივ დაშორებას. ასე რომ, ეს არა მხოლოდ ჩემთვის, ჩემი შვილებისთვისაც რთული იყო. წარმოუდგენლად რთული", - ამბობს შაკირა.

მომღერალი ყვება, რა რთულია მისთვის და მისი შვილებისთვის სიმშვიდის მოპოვება მაშინ, როცა პაპარაცები მის სახლთან არიან ჩასაფრებულები და 24 საათის განმავლობაში თვალს ადევნებენ:

"ჩვენ არ შეგვიძლია ვისეირნოთ პარკში, ან ნაყინის საჭმელად გავიდეთ ისე, როგორც ჩვეულებრივი ოჯახები აკეთებენ ამას, რადგან სულ პაპარაცები დაგვყვებიან. ამიტომ ძნელია. ვცდილობ, ჩემი შვილები დავიცვა, ეს ჩემი უპირველესი მისიაა ცხოვრებაში, მაგრამ შემდეგ ისინი სკოლაში მიდიან და მეგობრებისგან ამბებს იგებენ, ან ინტერნეტში აწყდებიან უსიამოვნო ჭორებს და შემდეგ ეს მათზე აისახება, ხომ გესმით?!" - აღნიშნავს მომღერალი.

როგორც შაკირა ამბობს, მისთვის მთელი სიტუაცია ცუდ სიზმარს ჰგავს, იმედგაცრუებულია მისთვის წმინდა და განსაკუთრებული ურთიერთობის ვულგარიზებითა და გაუფასურებით.

ის გარკვეულწილად მედიასაც ადანაშაულებს. მომღერალი ამბობს, რომ ყველაფერი ორმაგად ძნელი გადასატანი გახდა მისთვის, რადგან ორ ფრონტზე უწევდა ბრძოლა: "ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა მამაჩემი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა... მაგრამ ამ დროს სხვა ქალებზეც ვფიქრობ ხოლმე, რომლებიც მსგავს, ან ჩემზე უარეს სიტუაციაში იმყოფებიან", - ამბობს შაკირა.

პიკემ და შაკირამ ერთმანეთი 2010 წელს გაიცნეს და ერთმანეთი მალევე შეუყვარდათ. მათ ორი შვილი ჰყავთ. ოფიციალურად არ დაქორწინებულად. როცა 2014 წელს შაკირას ჰკითხეს, რატომ არ სურდა დაქორწინება, მან უპასუხა: "ჩვენ უკვე ყველაფერი გვაქვს, რაც საჭიროა".

წყარო: Elle

მოამზადა: ანა სიბოშვილმა