პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უახლოეს მომავალში პუტინის რუსეთი დაგვიპირისპირდება ჩვენ - ნატო-სა და ევროკავშირს... აღარ არის ეჭვი იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ" - გერმანიის კანცლერი
"უახლოეს მომავალში პუტინის რუსეთი დაგვიპირისპირდება ჩვენ - ნატო-სა და ევროკავშირს... აღარ არის ეჭვი იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ" - გერმანიის კანცლერი

გერ­მა­ნი­ამ და ევ­რო­პამ პუ­ტი­ნის ამ­ბი­ცი­ებს ძლი­ე­რი ჯა­რე­ბი უნდა და­უ­პი­რის­პი­როს, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ოლაფ შოლცმა ბუნ­დეს­ვე­რის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მძი­მედ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბირ­თვუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რუ­სე­თის სა­ხით, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ცდი­ლობს ევ­რო­პა­ში სა­ზღვრე­ბის შეც­ვლას და ეს რომ გა­მო­სუ­ლი­ყო, ევ­რო­პა მრა­ვა­ლი წლით და­ი­ხევ­და უკან.

"ამა­ში ეჭ­ვის შე­ტა­ნა მხო­ლოდ იმათ შე­უძ­ლი­ათ, ვი­საც არ გა­უ­გია და არ წა­უ­კი­თხავს რას ამ­ბობს და წერს პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი, რო­მელ­საც სურს რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ლურ ძა­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და ამავდრო­უ­ლად თავ­ში ცა­რის­ტუ­ლი რუ­სე­თი­სა და სსრკ-ის დრო­ინ­დე­ლი რუ­კე­ბი აქვს“, - გა­ნა­ცხა­და კან­ცლერ­მა.

რო­გორც შოლცმა აღ­ნიშ­ნა, ამას­თან და­სა­პი­რის­პი­რებ­ლად გერ­მა­ნი­ა­სა და მთლი­ა­ნად ევ­რო­პას სჭირ­დე­ბა ძლი­ე­რი ჯა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

"უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში პუ­ტი­ნის რუ­სე­თი დაგ­ვი­პი­რის­პირ­დე­ბა ჩვენ, ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირს, რო­მელ­საც პუ­ტი­ნი, სხვა­თა შო­რის, არა­სო­დეს აღიქ­ვამ­და სე­რი­ო­ზულ პო­ლი­ტი­კურ მო­თა­მა­შედ სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე და ვის წი­ნა­აღ­მდე­გაც იბ­რძო­და“, - თქვა შოლცმა.

კან­ცლერ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ცივი ომის შემ­დგომ წლებ­ში ბევ­რმა პო­ლი­ტი­კოს­მა, ბიზ­ნეს­მენ­მა და მო­ქა­ლა­ქემ ირ­წმუ­ნა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან მე­გობ­რო­ბი­სა და დღეს აქე­დან გაკ­ვე­თი­ლი გა­მო­ი­ტა­ნა.

"რუ­სე­თის მო­ტი­ვე­ბის სი­ცხა­დეს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში სა­ნამ პუ­ტი­ნი პრე­ზი­დენ­ტია, კი­დევ ერთი შე­დე­გი აქვს: აღარ არის ეჭვი იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა ვი­მოქ­მე­დოთ. პუ­ტი­ნის რუ­სე­თი კი ნა­ტოს­თვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს“, - აღ­ნიშ­ნა შოლცმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დეიღალა კაცი
18

მიაწოდეთ ამას სკამი, იქნებ ცოტა ეამოს 😂

ნიკუცელა
22

მაგრად კი ჭყლიტავს ეგ გერმანიის კანცლერი ))

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"უახლოეს მომავალში პუტინის რუსეთი დაგვიპირისპირდება ჩვენ - ნატო-სა და ევროკავშირს... აღარ არის ეჭვი იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ" - გერმანიის კანცლერი

"უახლოეს მომავალში პუტინის რუსეთი დაგვიპირისპირდება ჩვენ - ნატო-სა და ევროკავშირს... აღარ არის ეჭვი იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ" - გერმანიის კანცლერი

გერმანიამ და ევროპამ პუტინის ამბიციებს ძლიერი ჯარები უნდა დაუპირისპიროს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესვერის კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მძიმედ შეიარაღებული ბირთვული სახელმწიფო, რუსეთის სახით, ძალის გამოყენებით ცდილობს ევროპაში საზღვრების შეცვლას და ეს რომ გამოსულიყო, ევროპა მრავალი წლით დაიხევდა უკან.

"ამაში ეჭვის შეტანა მხოლოდ იმათ შეუძლიათ, ვისაც არ გაუგია და არ წაუკითხავს რას ამბობს და წერს პრეზიდენტი პუტინი, რომელსაც სურს რუსეთის იმპერიალურ ძალად ჩამოყალიბება და ამავდროულად თავში ცარისტული რუსეთისა და სსრკ-ის დროინდელი რუკები აქვს“, - განაცხადა კანცლერმა.

როგორც შოლცმა აღნიშნა, ამასთან დასაპირისპირებლად გერმანიასა და მთლიანად ევროპას სჭირდება ძლიერი ჯარების ჩამოყალიბება.

"უახლოეს მომავალში პუტინის რუსეთი დაგვიპირისპირდება ჩვენ, ნატო-სა და ევროკავშირს, რომელსაც პუტინი, სხვათა შორის, არასოდეს აღიქვამდა სერიოზულ პოლიტიკურ მოთამაშედ საერთაშორისო არენაზე და ვის წინააღმდეგაც იბრძოდა“, - თქვა შოლცმა.

კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ცივი ომის შემდგომ წლებში ბევრმა პოლიტიკოსმა, ბიზნესმენმა და მოქალაქემ ირწმუნა რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და დღეს აქედან გაკვეთილი გამოიტანა.

"რუსეთის მოტივების სიცხადეს, ყოველ შემთხვევაში სანამ პუტინი პრეზიდენტია, კიდევ ერთი შედეგი აქვს: აღარ არის ეჭვი იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. პუტინის რუსეთი კი ნატოსთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს“, - აღნიშნა შოლცმა.

"ინტერპრესნიუსი"