მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წელს სკოლის მიღმა 5 ათასზე მეტი ბავშვი რჩება
წელს სკოლის მიღმა 5 ათასზე მეტი ბავშვი რჩება

2022-2023 სას­წავ­ლო წელს, სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­ნათ­ლე­ბას 5 183 ვერ მი­ი­ღებს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან, სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის მო­თხოვ­ნის სა­პა­სუ­ხოდ აც­ნო­ბეს, აქე­დან 4 362 ბავ­შვის შე­სა­ხებ არც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის და არც ჯან­დაც­ვის და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლო­ბენ, 821 ბავ­შვს კი სწავ­ლა­ზე ხელი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო არ მი­უწ­ვდე­ბა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, უწყე­ბის მიერ სა­ა­გენ­ტოს­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ 2022 წლის 1-ელი აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, "4,362 ბავ­შვი­დან უმე­ტე­სი მათ­გა­ნი არ არის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა­ში, რე­გის­ტრა­ცი­ის მი­სა­მარ­თზე არა­ვინ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას მათ შე­სა­ხებ, ან ნა­წილს არ აქვს რე­გის­ტრა­ცი­ის მი­სა­მარ­თი, ან რე­გის­ტრა­ცი­ის მი­სა­მარ­თი არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბავ­შვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა კვლავ გრძელ­დე­ბა“.

"გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს და შე­სა­ბა­მი­სი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ბავ­შვის დაც­ვი­სა და მხარ­და­ჭე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ორ­გა­ნო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის/სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბით 1863 უკვე და­რე­გის­ტრირ­და სკო­ლა­ში და გახ­და მოს­წავ­ლე. მათ­გან 399 "ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვით ასა­კის შე­სა­ბა­მის კლა­სებ­ში, ხოლო 1464 პირ­ველ კლას­ში, რო­მელ­თა­გან სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნის დრო­ე­ბი­თი მი­ზე­ზი ძი­რი­თა­დად იყო სკო­ლა­ში მიყ­ვა­ნის და­ყოვ­ნე­ბა.

821 შემ­თხვე­ვა­ში ვერ ხერ­ხდე­ბა ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცია. უმე­ტე­სი მათ­გა­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო გან­თავ­სე­ბუ­ლია ან პა­ლი­ა­ტი­უ­რი ზრუნ­ვის სერ­ვი­სებ­ში, ან უმ­ძი­მე­სი და მრავ­ლო­ბი­თი დარ­ღვე­ვე­ბის გამო ოჯახ­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­უძ­ლებ­ლად მი­აჩ­ნი­ათ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ში, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში კი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თათ­ვის მოქ­მედ სხვა მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ში ჩარ­თვაც კი. სქე­სი­სა და ასა­კის მი­ხედ­ვით მეტ­ნაკ­ლე­ბად თა­ნა­ბა­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბაა.

4,362 პირ­თან და­კავ­ში­რე­ბით გაც­ნობთ, რომ უმე­ტე­სი მათ­გა­ნი არ არის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა­ში, რე­გის­ტრა­ცი­ის მი­სა­მარ­თზე არა­ვინ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას მათ შე­სა­ხებ, ან ნა­წილს არ აქვს რე­გის­ტრა­ცი­ის მი­სა­მარ­თი, ან რე­გის­ტრა­ცი­ის მი­სა­მარ­თი არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბავ­შვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა კვლავ გრძელ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა მო­ნა­ცე­მებს, 2022 წლის 1-ელი აგ­ვის­ტოს მდგო­მა­რე­ო­ბით, 1912 ბავ­შვი არ იმ­ყო­ფე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ან სა­ხელ­მწი­ფოს მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

გარ­და ამი­სა, მა­თი­ვე ცნო­ბით, 1446 შემ­თხვე­ვა­ში შეს­წორ­და სხვა­დას­ხვა უწყე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზებ­ში და­ცუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ძი­რი­თა­დად გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ბავ­შვე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო მო­ნა­ცე­მე­ბით, 150-მდე შემ­თხვე­ვა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი არ იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

ამას­თან, გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, პრობ­ლე­მის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, 2022 წლის სექ­ტემ­ბრი­დან და­გეგ­მი­ლია მო­ნი­ტო­რინ­გის მო­რი­გი ციკ­ლის ჩა­ტა­რე­ბა.

"სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბის დრო­უ­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის "ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სის" სა­ფუძ­ველ­ზე ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შექ­მნი­ლია ბავ­შვის დაც­ვი­სა და მხარ­და­ჭე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ორ­გა­ნო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი/სამ­სა­ხუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ კარ­და­კარ ვი­ზი­ტებს და დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლი­ან ბავ­შვთა უფ­ლებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას. ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დო­ნე­ზე კი და­გეგ­მი­ლია "სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის“ სის­ტე­მა­ტუ­რი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის დი­ნა­მი­კა­ში ვა­დევ­ნოთ თვა­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ 2020 წლის 10 სექ­ტემ­ბე­რის N573 დად­გე­ნი­ლე­ბით დამ­ტკიც­და "სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა“. პროგ­რა­მამ შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და ჩარ­თულ უწყე­ბებს შო­რის მო­ნა­ცე­მე­ბის გაც­ვლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლი­ყო 6-დან 16 წლის ასა­კის სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი მო­ზარ­დე­ბი.

პროგ­რა­მა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ შე­ი­მუ­შა­ვა შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით სსიპ სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნიტ­როს­თან და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის აპა­რატ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით. 2020 წლამ­დე ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობ­და სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი იმ ბავ­შვე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა, რომ­ლე­ბიც არას­დროს ჩა­რი­ცხუ­ლან სკო­ლა­ში, არ აქვთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ის­ტო­რია და მათ­ზე მო­ნა­ცე­მე­ბი არ არ­სე­ბობს გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში. პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სსიპ სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან და სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან მო­ნა­ცე­მე­ბის მი­მოც­ვლის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ 10,404 ბავ­შვის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მი (პი­რა­დი ნო­მე­რი, სა­ხე­ლი და გვა­რი, და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი) არ ფიქ­სირ­დე­ბო­და გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ დიდი მო­ცუ­ლო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში”, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სათაური გაუგებარია
0

სამინისტროს ინფორმაციით საწყისი 10 404 მონაცემიდან, 4362 - ბავშვის მისამართი უცნობია ან არის ოკუპ.ტერიტორიები და მოძიება შეუძლებელიაო, 1863 - დარეგისტრირდა სკოლაში, მხოლოდ 821 არის სკოლის მიღმა, მათი უდიდესი ნაწილი მძიმე ჯანმრთ.მდგომარეობის მქონე შშმ პირია; ასევე 1912 - დადგინდაო, რომ არ იმყოფება ქვეყანაში ან იმყოფება ოკუპ. ტერიტორიებზე; 1446 - მონაცემი შესწორდა ბაზებში რეგისტრირებული ინფორმაცია და 150 - გარდაცვლილი აღმოჩნდაო. 

საიდან გაკეთდა დასკვნა, რომ ,,წელს სკოლის მიღმა 5 ათასზე მეტი ბავშვი რჩება"?! 

სანერვიულო ერთი ბავშვის სკოლის მიღმა ყოფნაცაა, მაგრამ ეს აპოკალიფტური სურათის დახატვა რა საჭიროა?

საქართველო
0

განათლების სისტემა საქართველოში სამწუხაროდ ყველაზე სუსტია ალბათ მთელ ევროპაში. სკოლა ფაქტობრივად ვერ აძლებს განათლებას ბავშვებს და მშობლების უმეტესობას დამატები სჭირდება ბავშვების მომზადება ყველა ძირითადა საგანში,მაშინ რაღა საჭიროა სკოლა?!

ავტორი:

წელს სკოლის მიღმა 5 ათასზე მეტი ბავშვი რჩება

წელს სკოლის მიღმა 5 ათასზე მეტი ბავშვი რჩება

2022-2023 სასწავლო წელს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლებას 5 183 ვერ მიიღებს. როგორც "ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროდან, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონაცემების მოთხოვნის საპასუხოდ აცნობეს, აქედან 4 362 ბავშვის შესახებ არც საქართველოს განათლების და არც ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები ინფორმაციას არ ფლობენ, 821 ბავშვს კი სწავლაზე ხელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მიუწვდება.

უფრო კონკრეტულად, უწყების მიერ სააგენტოსთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში განმარტებულია, რომ 2022 წლის 1-ელი აგვისტოს მონაცემებით, "4,362 ბავშვიდან უმეტესი მათგანი არ არის რეგისტრირებული საყოველთაო ჯანდაცვაში, რეგისტრაციის მისამართზე არავინ ფლობს ინფორმაციას მათ შესახებ, ან ნაწილს არ აქვს რეგისტრაციის მისამართი, ან რეგისტრაციის მისამართი არის ოკუპირებული ტერიტორები. აღნიშნული ბავშვების შესახებ ინფორმაციის მოძიება კვლავ გრძელდება“.

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შესაბამისი მუნიციპალიტეტების ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების/სამსახურების წარმომადგენელთა აქტიური მუშაობით 1863 უკვე დარეგისტრირდა სკოლაში და გახდა მოსწავლე. მათგან 399 "ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით ასაკის შესაბამის კლასებში, ხოლო 1464 პირველ კლასში, რომელთაგან სკოლის მიღმა დარჩენის დროებითი მიზეზი ძირითადად იყო სკოლაში მიყვანის დაყოვნება.

821 შემთხვევაში ვერ ხერხდება ზოგად განათლებაში ინტეგრაცია. უმეტესი მათგანი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო განთავსებულია ან პალიატიური ზრუნვის სერვისებში, ან უმძიმესი და მრავლობითი დარღვევების გამო ოჯახსა და მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებს შეუძლებლად მიაჩნიათ ზოგადი განათლების მომსახურებებში, ზოგ შემთხვევაში კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მოქმედ სხვა მომსახურებებში ჩართვაც კი. სქესისა და ასაკის მიხედვით მეტნაკლებად თანაბარი გადანაწილებაა.

4,362 პირთან დაკავშირებით გაცნობთ, რომ უმეტესი მათგანი არ არის რეგისტრირებული საყოველთაო ჯანდაცვაში, რეგისტრაციის მისამართზე არავინ ფლობს ინფორმაციას მათ შესახებ, ან ნაწილს არ აქვს რეგისტრაციის მისამართი, ან რეგისტრაციის მისამართი არის ოკუპირებული ტერიტორები. აღნიშნული ბავშვების შესახებ ინფორმაციის მოძიება კვლავ გრძელდება“, - ნათქვამია "ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, 2022 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით, 1912 ბავშვი არ იმყოფება ქვეყანაში ან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, მათივე ცნობით, 1446 შემთხვევაში შესწორდა სხვადასხვა უწყების საინფორმაციო ბაზებში დაცული ინფორმაცია. როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული ძირითადად გამოწვეული იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე ბავშვების განსხვავებული საიდენტიფიკაციო მონაცემებით, 150-მდე შემთხვევაში გარდაცვალების ფაქტი არ იყო რეგისტრირებული.

ამასთან, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, პრობლემის აღმოსაფხვრელად, 2022 წლის სექტემბრიდან დაგეგმილია მონიტორინგის მორიგი ციკლის ჩატარება.

"სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების დროული იდენტიფიცირებისთვის "ბავშვის უფლებათა კოდექსის" საფუძველზე ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები/სამსახურები, რომლებიც ახორციელებენ კარდაკარ ვიზიტებს და დეტალურად შეისწავლიან ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას. ცენტრალური ხელისუფლების დონეზე კი დაგეგმილია "სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის“ სისტემატური განხორციელება, რაც შესაძლებელს გახდის დინამიკაში ვადევნოთ თვალი. საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 10 სექტემბერის N573 დადგენილებით დამტკიცდა ,,სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“. პროგრამამ შესაძლებელი გახადა ჩართულ უწყებებს შორის მონაცემების გაცვლის საფუძველზე გამოვლენილიყო 6-დან 16 წლის ასაკის სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდები.

პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროსთან და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან თანამშრომლობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით. 2020 წლამდე ქვეყანაში არ არსებობდა სკოლის მიღმა დარჩენილი იმ ბავშვების მონიტორინგის სისტემა, რომლებიც არასდროს ჩარიცხულან სკოლაში, არ აქვთ საგანმანათლებლო ისტორია და მათზე მონაცემები არ არსებობს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში. პროგრამის ფარგლებში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მონაცემების მიმოცვლის შედეგად გამოვლინდა, რომ 10,404 ბავშვის შესახებ მონაცემი (პირადი ნომერი, სახელი და გვარი, დაბადების თარიღი) არ ფიქსირდებოდა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში. გასათვალისწინებელია, რომ დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავება მიმდინარეობდა პანდემიის პერიოდში”, - ნათქვამია უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.