პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება ბრიტანეთში დედოფლის სიკვდილის შემდეგ - ოპერაცია "ლონდონის ხიდი" და ახალი მეფე: სამეფო ტახტს ჩარლზი დაიკავებს
რა ხდება ბრიტანეთში დედოფლის სიკვდილის შემდეგ - ოპერაცია "ლონდონის ხიდი" და ახალი მეფე: სამეფო ტახტს ჩარლზი დაიკავებს

დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ მე­ო­რე 96 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დია ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბა­ში წე­რია: "დე­დო­ფალ­მა მშვი­დად გა­ნის­ვე­ნა ნა­შუ­ა­დღევს ბალ­მო­რალ­ში. მეფე და დე­დო­ფა­ლი კონ­სორ­ტი ამ სა­ღა­მოს ბალ­მო­რალ­ში დარ­ჩე­ბი­ან და ლონ­დონ­ში ხვალ დაბ­რუნ­დე­ბი­ან".

ელი­სა­ბედ II ტახ­ტზე 70 წლის წინ, 1952 წელს ავი­და და ის ბრი­ტა­ნეთს ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი დრო­ით მარ­თავ­და. ელი­სა­ბედ მე­ო­რე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს გარ­და, კი­დევ 14 და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს, მათ შო­რის კა­ნა­დის, ავ­სტრა­ლი­ი­სა და ახა­ლი ზე­ლან­დი­ის მე­თა­უ­რი იყო.

რა მოხ­დე­ბა ბრი­ტა­ნეთ­ში დე­დოფ­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ... ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი პუნ­ქტე­ბი, "გარ­დი­ან­მა" ჯერ კი­დევ მის სი­ცო­ცხლე­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა...

1. ოპე­რა­ცია "ლონ­დო­ნის ხიდი" ამოქ­მედ­დე­ბა. Guardian-ის ცნო­ბით, ამ გეგ­მას სწო­რედ „ლონ­დო­ნის ხიდი“ ჰქვია.

2. იტყვი­ან კო­დურ სი­ტყვას, "ლონ­დო­ნის ხიდი ჩა­მოშ­ლი­ლია...“ Guardian-ის გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, დე­დოფ­ლის ექი­მის­გან გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე ამ­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მო­ნარ­ქის პი­რა­დი მდი­ვა­ნი - ამ­ჟა­მად ედ­ვარდ იან­გი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ლიზ ტრასს და­უ­რე­კავს და ეტყვის: "ლონ­დო­ნის ხიდი ჩა­მოშ­ლი­ლია". შემ­დეგ ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და­უ­რე­კავს 15 მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს, რო­მელ­თა სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი დე­დო­ფა­ლია და თა­ნა­მე­გობ­რო­ბის 36 სა­ხელ­მწი­ფოს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ყო­ფი­ლი კო­ლო­ნი­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას, სა­დაც ის რჩე­ბა სიმ­ბო­ლურ ფი­გუ­რად, რათა აც­ნო­ბონ სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი...

3. ხალ­ხი გა­ი­გებს რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე, ისე ძვე­ლი გზე­ბით. მე­დია იქ­ნე­ბა სრუ­ლად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. ამავდრო­უ­ლად, სა­მე­ფო ოჯა­ხის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოჩ­ნდე­ბა გან­ცხა­დე­ბა.

4. პრე­სას აქვს სა­კუ­თა­რი გეგ­მე­ბი. უმე­ტეს მსხვილ გა­მო­ცე­მებს წი­ნას­წარ აქვთ ნეკ­რო­ლო­გე­ბი მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რო­მელ­თაც გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ.

5. ქვე­ყა­ნა­ში დრო­შე­ბი და­ეშ­ვე­ბა და ქა­ლა­ქის ეკ­ლე­სი­ებ­ში ზა­რე­ბი და­ი­რე­კე­ბა. ხალ­ხი და­ი­წყებს შეკ­რე­ბას ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლეს­თან, რად­გან ერი დაკ­რძალ­ვის წინ ათ­დღი­ა­ნი გლო­ვის პე­რი­ოდ­ში შე­დის.

6. შე­იკ­რი­ბე­ბა ბრი­ტა­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტი. დე­დოფ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­მენ­ტში პრინ­ცი ჩარლ­ზი გახ­დე­ბა მეფე.

7. სა­მე­ფო ტახტს და­ი­კა­ვებს ჩარლ­ზი, ახა­ლი მო­ნარ­ქის პო­ზი­ცი­ის გა­სამ­ყა­რებ­ლად რამ­დე­ნი­მე რი­ტუ­ა­ლი გა­ი­მარ­თე­ბა. მე­ო­რე დღეს, დი­ლის 11 სა­ათ­ზე, ჩარლ­ზი გა­მო­ცხად­დე­ბა მე­ფედ და ის და­დებს ფიცს, რო­მელ­საც ერ­თო­ბის დეკ­ლა­რა­ცია ეწო­დე­ბა. თუმ­ცა, კო­რო­ნა­ცია რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შედ­გე­ბა, რად­გან გლო­ვის პე­რი­ო­დი გაგ­რძელ­დე­ბა და ცე­რე­მო­ნი­ის მომ­ზა­დე­ბის­თვის დრო არის სა­ჭი­რო.

8. ჩარლ­ზი აირ­ჩევს სა­ხელს - ბრი­ტა­ნე­ლი მო­ნარ­ქე­ბი ტახ­ტზე ას­ვლი­სას უფ­ლე­ბას იტო­ვე­ბენ, აირ­ჩი­ონ სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი. იყო ვა­რა­უ­დი, რომ ჩარლ­ზი სხვა სა­ხელს აირ­ჩევ­და - შე­საძ­ლოა, ჯორ­ჯი - ბა­ბუ­ის პა­ტივ­სა­ცე­მად ან ფი­ლი­პე - მა­მის, რად­გან პირ­ვე­ლი ორი მეფე და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ინ­გლი­სის სა­მო­ქა­ლა­ქო ომებ­თან. მაგ­რამ დიდი შან­სია, ჩარლ­ზი შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს თა­ვის სა­ხელს და გახ­დე­ბა მეფე ჩარლზ III. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე­ვე იყო დე­ბა­ტე­ბი ჩარლ­ზის მე­უღ­ლის ტი­ტუ­ლის შე­სა­ხებ, მას დე­დო­ფა­ლი კა­მი­ლა და­არ­ქვეს.

9. შე­იძ­ლე­ბა თუ არა უი­ლი­ა­მი გახ­დეს მეფე? - არ­სე­ბობს ასე­თი ვა­რა­უ­დიც, რომ ჩარლ­ზი და­ტო­ვებს ტახტს უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი შვი­ლის სა­სარ­გებ­ლოდ. მაგ­რამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩარლ­ზი შე­ას­რუ­ლებს იმ მო­ვა­ლე­ო­ბას, რო­მელ­საც იმა­ზე დიდ­ხანს ელო­და, ვიდ­რე რო­მე­ლი­მე სხვა ბრი­ტა­ნე­ლი მემ­კვიდ­რე. ის 3 წლი­დან მემ­კვიდ­რეა.

10. მეფე ჩარლ­ზი მო­ი­ნა­ხუ­ლებს მშობ­ლი­ურ კუ­თხე­ებს. მას შემ­დეგ, რაც ჩარლ­ზი მე­ფედ გა­მო­ცხად­დე­ბა, ის გეგ­მავს ბრი­ტა­ნე­თის კუნ­ძუ­ლე­ბის, ინ­გლი­სის, შოტ­ლან­დი­ის, უელ­სი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ა­ში ტურ­ნეს და­წყე­ბას, რათა შეხ­ვდეს ლი­დე­რებს და და­ეს­წროს მსა­ხუ­რე­ბებს. ჩარლ­ზი ხალ­ხს შეხ­ვდე­ბა.

11. მას შემ­დეგ რაც ჩარლ­ზი ლონ­დონ­ში დაბ­რუნ­დე­ბა, დე­დოფ­ლის სა­სახ­ლე ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლი­დან ნელი მსვლე­ლო­ბით გა­ემ­გზავ­რე­ბა ვეს­ტმინ­სტერ­ში... ვეს­ტმინ­სტერ­ში ჩას­ვლის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­ცე­მა უფ­ლე­ბა, ეწ­ვი­ოს და პა­ტი­ვი მი­ა­გოს დე­დო­ფალს რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

12. ინ­გლი­სე­ლე­ბის­თვის დე­დოფ­ლის დაკ­რძალ­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეროვ­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი იქ­ნე­ბა. დე­დო­ფალს ვეს­ტმინ­სტე­რის დარ­ბა­ზი­დან ვეს­ტმინ­სტე­რის სა­ა­ბა­ტო­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ წირ­ვის­თვის, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­და­ი­ცე­მა, მაგ­რამ კა­მე­რე­ბი ლოც­ვის დროს სა­მე­ფო ოჯა­ხის დამ­წუხ­რე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბის ჩვე­ნე­ბის­გან თავს შე­ი­კა­ვე­ბენ, იუ­წყე­ბა Guardian. დე­დო­ფალ ელი­სა­ბედს უინ­ძო­რის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში დაკ­რძა­ლა­ვენ, მე­მო­რი­ა­ლურ სამ­ლოც­ვე­ლო­ში.

13. რო­გორც კი ჩარლ­ზი ხდე­ბა მეფე, უი­ლი­ა­მი და­ი­კა­ვებს მემ­კვიდ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას. ის ასე­ვე მი­ი­ღებს უელ­სის პრინ­ცის ტი­ტულს, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლად ენი­ჭე­ბა ტახ­ტის შემ­დე­გი ხა­ზის მემ­კვიდ­რეს. ეს ქე­ითს უელ­სის პრინ­ცე­სად აქ­ცევს, მაგ­რამ იმის გამო, რომ ეს იყო დი­ა­ნას ტი­ტუ­ლი, მან შე­საძ­ლოა სხვა აირ­ჩი­ოს თა­ვი­სი გარ­დაც­ვლი­ლი დე­დამ­თი­ლის პა­ტი­ვის­ცე­მის გამო. დე­დოფ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა უი­ლი­ა­მი­სა და ქე­ი­თის შვი­ლებს სა­მე­ფო ტახ­ტზე ასე გა­და­ა­ნა­წი­ლებს - მე­ო­რე ად­გილ­ზე (ჯორ­ჯი), მე­სა­მე­ზე (შარ­ლო­ტა) და მე­ო­თხე­ზე (ლუი). პრინ­ცი ჰარი მათ ქვე­მოთ, მე­ხუ­თე ად­გილ­ზე დარ­ჩე­ბა.

14. კა­მა­თი მიმ­დი­ნა­რე­ობს იმა­ზე, თუ რა მო­უ­ვა მო­ნარ­ქი­ას ელი­სა­ბე­დის შემ­დეგ. დიდი შან­სია, რომ ყვე­ლა­ფე­რი უც­ვლე­ლად დარ­ჩეს. ბოლო გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, ბრი­ტა­ნე­ლე­ბის თით­ქმის 70 პრო­ცენ­ტი მო­ნარ­ქი­ის მომ­ხრეა. და ვი­ნა­ი­დან ჩარლზს ასა­კის გამო, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხან­მოკ­ლე მე­ფო­ბა ექ­ნე­ბა, მო­ნარ­ქია გა­აგ­რძე­ლებს ზრდას.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჟორა
0

ვუსავძივრებ ყველა მის პატივისმცემელს. აცხონოს მისი სული ღმერთმა და ნათელშიამყოფოს.

Status quo
5

პრინც ჩარლზს რა გამო..თაყვანებული სახე აქვს.

ავტორი:

რა ხდება ბრიტანეთში დედოფლის სიკვდილის შემდეგ - ოპერაცია "ლონდონის ხიდი" და ახალი მეფე: სამეფო ტახტს ჩარლზი დაიკავებს

რა ხდება ბრიტანეთში დედოფლის სიკვდილის შემდეგ - ოპერაცია "ლონდონის ხიდი" და ახალი მეფე: სამეფო ტახტს ჩარლზი დაიკავებს

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. განცხადებაში წერია: "დედოფალმა მშვიდად განისვენა ნაშუადღევს ბალმორალში. მეფე და დედოფალი კონსორტი ამ საღამოს ბალმორალში დარჩებიან და ლონდონში ხვალ დაბრუნდებიან".

ელისაბედ II ტახტზე 70 წლის წინ, 1952 წელს ავიდა და ის ბრიტანეთს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მართავდა. ელისაბედ მეორე გაერთიანებული სამეფოს გარდა, კიდევ 14 დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მათ შორის კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მეთაური იყო.

რა მოხდება ბრიტანეთში დედოფლის სიკვდილის შემდეგ... ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები, "გარდიანმა" ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში გამოაქვეყნა...

1. ოპერაცია "ლონდონის ხიდი" ამოქმედდება. Guardian-ის ცნობით, ამ გეგმას სწორედ „ლონდონის ხიდი“ ჰქვია.

2. იტყვიან კოდურ სიტყვას, "ლონდონის ხიდი ჩამოშლილია...“ Guardian-ის გამოძიების თანახმად, დედოფლის ექიმისგან გარდაცვალებაზე ამბის მიღების შემდეგ, მონარქის პირადი მდივანი - ამჟამად ედვარდ იანგი პრემიერ-მინისტრს ლიზ ტრასს დაურეკავს და ეტყვის: "ლონდონის ხიდი ჩამოშლილია". შემდეგ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაურეკავს 15 მთავრობის წარმომადგენელს, რომელთა სახელმწიფოს მეთაური დედოფალია და თანამეგობრობის 36 სახელმწიფოს, დამოუკიდებელი ყოფილი კოლონიების ასოციაციას, სადაც ის რჩება სიმბოლურ ფიგურად, რათა აცნობონ სამწუხარო ამბავი...

3. ხალხი გაიგებს როგორც თანამედროვე, ისე ძველი გზებით. მედია იქნება სრულად ინფორმირებული. ამავდროულად, სამეფო ოჯახის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩნდება განცხადება.

4. პრესას აქვს საკუთარი გეგმები. უმეტეს მსხვილ გამოცემებს წინასწარ აქვთ ნეკროლოგები მომზადებული, რომელთაც გამოაქვეყნებენ.

5. ქვეყანაში დროშები დაეშვება და ქალაქის ეკლესიებში ზარები დაირეკება. ხალხი დაიწყებს შეკრებას ბუკინგემის სასახლესთან, რადგან ერი დაკრძალვის წინ ათდღიანი გლოვის პერიოდში შედის.

6. შეიკრიბება ბრიტანეთის პარლამენტი. დედოფლის გარდაცვალების მომენტში პრინცი ჩარლზი გახდება მეფე.

7. სამეფო ტახტს დაიკავებს ჩარლზი, ახალი მონარქის პოზიციის გასამყარებლად რამდენიმე რიტუალი გაიმართება. მეორე დღეს, დილის 11 საათზე, ჩარლზი გამოცხადდება მეფედ და ის დადებს ფიცს, რომელსაც ერთობის დეკლარაცია ეწოდება. თუმცა, კორონაცია რამდენიმე თვის განმავლობაში არ შედგება, რადგან გლოვის პერიოდი გაგრძელდება და ცერემონიის მომზადებისთვის დრო არის საჭირო.

8. ჩარლზი აირჩევს სახელს - ბრიტანელი მონარქები ტახტზე ასვლისას უფლებას იტოვებენ, აირჩიონ საკუთარი სახელი. იყო ვარაუდი, რომ ჩარლზი სხვა სახელს აირჩევდა - შესაძლოა, ჯორჯი - ბაბუის პატივსაცემად ან ფილიპე - მამის, რადგან პირველი ორი მეფე დაკავშირებული იყო ინგლისის სამოქალაქო ომებთან. მაგრამ დიდი შანსია, ჩარლზი შეინარჩუნებს თავის სახელს და გახდება მეფე ჩარლზ III. მიუხედავად იმისა, რომ ასევე იყო დებატები ჩარლზის მეუღლის ტიტულის შესახებ, მას დედოფალი კამილა დაარქვეს.

9. შეიძლება თუ არა უილიამი გახდეს მეფე? - არსებობს ასეთი ვარაუდიც, რომ ჩარლზი დატოვებს ტახტს უფრო პოპულარული შვილის სასარგებლოდ. მაგრამ, სავარაუდოდ, ჩარლზი შეასრულებს იმ მოვალეობას, რომელსაც იმაზე დიდხანს ელოდა, ვიდრე რომელიმე სხვა ბრიტანელი მემკვიდრე. ის 3 წლიდან მემკვიდრეა.

10. მეფე ჩარლზი მოინახულებს მშობლიურ კუთხეებს. მას შემდეგ, რაც ჩარლზი მეფედ გამოცხადდება, ის გეგმავს ბრიტანეთის კუნძულების, ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ტურნეს დაწყებას, რათა შეხვდეს ლიდერებს და დაესწროს მსახურებებს. ჩარლზი ხალხს შეხვდება.

11. მას შემდეგ რაც ჩარლზი ლონდონში დაბრუნდება, დედოფლის სასახლე ბუკინგემის სასახლიდან ნელი მსვლელობით გაემგზავრება ვესტმინსტერში... ვესტმინსტერში ჩასვლის შემდეგ, საზოგადოებას მიეცემა უფლება, ეწვიოს და პატივი მიაგოს დედოფალს რამდენიმე დღის განმავლობაში.

12. ინგლისელებისთვის დედოფლის დაკრძალვა, სავარაუდოდ, ეროვნული დღესასწაული იქნება. დედოფალს ვესტმინსტერის დარბაზიდან ვესტმინსტერის სააბატოში გადაასვენებენ წირვისთვის, რომელიც ტელევიზიით გადაიცემა, მაგრამ კამერები ლოცვის დროს სამეფო ოჯახის დამწუხრებული სახეების ჩვენებისგან თავს შეიკავებენ, იუწყება Guardian. დედოფალ ელისაბედს უინძორის ციხესიმაგრეში დაკრძალავენ, მემორიალურ სამლოცველოში.

13. როგორც კი ჩარლზი ხდება მეფე, უილიამი დაიკავებს მემკვიდრის თანამდებობას. ის ასევე მიიღებს უელსის პრინცის ტიტულს, რომელიც ტრადიციულად ენიჭება ტახტის შემდეგი ხაზის მემკვიდრეს. ეს ქეითს უელსის პრინცესად აქცევს, მაგრამ იმის გამო, რომ ეს იყო დიანას ტიტული, მან შესაძლოა სხვა აირჩიოს თავისი გარდაცვლილი დედამთილის პატივისცემის გამო. დედოფლის გარდაცვალება უილიამისა და ქეითის შვილებს სამეფო ტახტზე ასე გადაანაწილებს - მეორე ადგილზე (ჯორჯი), მესამეზე (შარლოტა) და მეოთხეზე (ლუი). პრინცი ჰარი მათ ქვემოთ, მეხუთე ადგილზე დარჩება.

14. კამათი მიმდინარეობს იმაზე, თუ რა მოუვა მონარქიას ელისაბედის შემდეგ. დიდი შანსია, რომ ყველაფერი უცვლელად დარჩეს. ბოლო გამოკითხვის თანახმად, ბრიტანელების თითქმის 70 პროცენტი მონარქიის მომხრეა. და ვინაიდან ჩარლზს ასაკის გამო, სავარაუდოდ, ხანმოკლე მეფობა ექნება, მონარქია გააგრძელებს ზრდას.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"