სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფესტივალის "ღამის სერენადები“ ბათუმური კონცერტები დასრულდა
ფესტივალის "ღამის სერენადები“ ბათუმური კონცერტები დასრულდა

26 აგ­ვის­ტოს ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატ­რში ფეს­ტი­ვა­ლის “ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ ბა­თუ­მუ­რი კონ­ცერ­ტე­ბი დას­რულ­და.

სცე­ნა­ზე მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე წარ­მო­შო­ბით ამე­რი­კელ­მა და ავ­სტრი­ა­ში მოღ­ვა­წე ინო­ვა­ტორ­მა პი­ა­ნის­ტმა და სა­ხელ­გან­თქმულ­მა გერ­მა­ნელ­მა კლარ­ნე­ტის­ტმა სა­ბი­ნე გროფ­მა­ი­ერ­მა ფეს­ტი­ვა­ლის სა­ბა­ზო ორ­კესტრთან „სა­ქარ­თვე­ლოს ვირ­ტუ­ო­ზე­ბი“ ერ­თად და­უ­ვი­წყა­რი სა­ფეს­ტი­ვა­ლო სა­ღა­მო აჩუ­ქა მსმე­ნელს.

ბა­თუ­მი-თბი­ლი­სის რი­გით მე-14 ფეს­ტი­ვა­ლის ბა­თუ­მუ­რი კონ­ცერ­ტე­ბის ბოლო დღეს შეს­რულ­და: მო­ცარ­ტის სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კონ­ცერ­ტი #12 ლა მა­ჟო­რი, რო­სი­ნის Una Voce Poco Fa (კა­ვა­ტი­ნა ოპე­რი­დან „სე­ვი­ლი­ე­ლი და­ლა­ქი“), მი­შელ მან­გა­ნის Pagina d’Album, შოს­ტა­კო­ვი­ჩის ვალ­სი სა­ორ­კესტრო სუ­ი­ტი­დან, გერშვი­ნის 3 პრე­ლუ­დია და Rhapsody in Blue (ცის­ფე­რი რაფ­სო­დია) კლარ­ნე­ტის, ფორ­ტე­პი­ა­ნო­სა და ორ­კესტრის­თვის.

ქე­ი­თი მა­ჰა­ნი:

“მე ვარ პი­ა­ნის­ტი ქე­ი­თი მა­ჰა­ნი. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მო­მიწ­ვი­ეს ბა­თუმ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“. ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია ვიყო აქ, ამ ულა­მა­ზეს ქა­ლაქ­ში, სა­დაც შევ­ხვდი უამ­რავ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ანს და აღ­მო­ვა­ჩი­ნე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს, კერ­ძოდ კი, ბა­თუ­მის სა­ხით. მინ­და უღ­რმე­სი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და სა­ო­ცარ მსმე­ნელს, რო­მელ­თაც ჩემი ბა­თუმ­ში ყოფ­ნა და­უ­ვი­წყარ მო­გო­ნე­ბად აქ­ცი­ეს.”

სა­ბი­ნე გროფ­მა­ი­ე­რი:

“ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ვიმ­ყო­ფე­ბი ბა­თუმ­ში, ულა­მა­ზეს ქა­ლაქ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“. ეს არ არის ჩემი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ თქვე­ნი მსმე­ნე­ლით, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან თბი­ლად მი­მი­ღო. და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა ბა­თუმ­მა, ამ ულა­მა­ზეს­მა, სა­ო­ცა­რი აკუს­ტი­კის მქო­ნე თე­ატრმა და, რაღა თქმა უნდა, მსმე­ნელ­მა.

ერთი სული მაქვს რო­დის გა­ვალ ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე. ერთი დღე მაქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი იმის­თვის, რომ და­ვათ­ვა­ლი­ე­რო ბა­თუ­მი და ტუ­რის­ტის თვა­ლით შე­ვა­ფა­სო.

დიდი მად­ლო­ბა ჩემი მე­ო­რედ მოწ­ვე­ვის­თვის ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ფეს­ტი­ვალ­ზე. ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს თქვე­ნი აუ­დი­ტო­რი­ის­თვის დაკ­ვრა და ამ ფან­ტას­ტი­ურ სა­ფეს­ტი­ვა­ლო ორ­კესტრთან ერ­თად მუ­ზი­ცი­რე­ბა.კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა და შეხ­ვედ­რამ­დე.”

გი­ორ­გი ისა­კა­ძე, ფეს­ტი­ვა­ლის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი:

“ბედ­ნი­ე­რი ვარ ბა­თუ­მე­ლი მსმე­ნე­ლის ასე­თი გულ­თბი­ლი მი­ღე­ბის გამო. ჩა­ვა­ტა­რეთ ორი სა­ფეს­ტი­ვა­ლო კონ­ცერ­ტი ქა­ლაქ ბა­თუმ­ში.

სრუ­ლი­ად გან­ხორ­ცი­ელ­და ჩა­ნა­ფიქ­რი ატ­მოს­ფე­რუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბი­სა, მდი­და­რი პროგ­რა­მით წარვსდე­ქით მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე. შეს­რულ­და კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის შე­დევ­რე­ბი – ბახი, მო­ცარ­ტი, რო­სი­ნი, ბრამ­სი და აგ­რეთ­ვე ჯორჯ გერშვი­ნის, ლე­ო­ნარდ ბერნშტა­ი­ნის, ენიო მან­გა­ნის მუ­სი­კა­ლუ­რი რო­მან­ტიზ­მით აღ­სავ­სე ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. მსმე­ნე­ლის მო­თხოვ­ნით მრა­ვა­ლი სა­ბი­სო კლა­სი­კუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კის ბრწყინ­ვა­ლე მი­ნი­ა­ტუ­რე­ბი შე­ას­რუ­ლეს სო­ლის­ტებ­მა.

დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­ხა­ვუ­ხა­დო ჩვენს მხარ­დამ­ჭე­რებს – ქა­ლაქ ბა­თუ­მის მე­რი­ას, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რის და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ას, საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს, იტა­ლი­ის სა­ელ­ჩოს, საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს­თან არ­სე­ბულ ფრან­გულ ინ­სტი­ტუტს.”

27 სექ­ტემ­ბერს 17:00 სა­ათ­ზე ბა­თუმ­ში, მწე­რალ­თა სახ­ლში ლი­ა­ნა ისა­კა­ძის წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა.

ბა­თუ­მი­დან ფეს­ტი­ვა­ლი თბი­ლის­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს და ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში 17, 18 სექ­ტემ­ბერს სა­კონ­ცერ­ტო სა­ღა­მო­ე­ბი იტა­ლია-სა­ქარ­თვე­ლოს და საფ­რან­გე­თი-სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის 30 წლის იუ­ბი­ლეს მი­ე­ძღვნე­ბა.

ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია ლი­ა­ნა ისა­კა­ძე, სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი ისა­კა­ძე, დი­რექ­ტო­რი ნინა ცა­გა­რე­ლი. ფეს­ტი­ვალ „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია კომ­პა­ნია „არტ ალი­ან­სი“.

ბა­თუ­მი-თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: ქა­ლაქ ბა­თუ­მის მე­რია; აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რია, იტა­ლი­ის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში, საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში, საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს­თან არ­სე­ბუ­ლი ფრან­გუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი.

ფეს­ტი­ვა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მზღვე­ვე­ლია კო­პა­ნია „არდი“.

ფეს­ტი­ვა­ლის მას­პინ­ძე­ლია სას­ტუმ­რო ჰილ­ტონ გარ­დენ ინნ თბი­ლი­სი.

პარტნი­ო­რე­ბი: ხა­რის­ხი­სა და დი­ზა­ი­ნის სა­უ­კე­თე­სო გა­რან­ტი ავე­ჯის სახ­ლი „ნიტა“, კომ­პა­ნია „ფუ­და­ლი­ან­სი“, პარ­ფი­უ­მე­რულ მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი „ლუ­ტე­ცია“, პარ­ფი­უ­მე­რი­ის ბუ­ტი­კი „არო­მა­ტე­კა“, კომ­პა­ნია “სა­რა­ჯიშ­ვი­ლი“, „ხომ­ლის მა­რა­ნი“, მეღ­ვი­ნე­ო­ბა “თი­ეს­ვი“, „HOTSALE”-ge პრე­მი­უმ მი­მარ­თუ­ლე­ბა“,“ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია „პსპ“.

სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭე­რი: აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არხი, ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი2“, ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დი“, „პოს ტვ“, მე­დი­აჰოლ­დინ­გი „ჯორ­ჯი­ან თა­იმ­სი“, სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­ვი­ზია „ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა“, „არ­ტა­რეა“- პირ­ვე­ლი არხი კულ­ტუ­რა­ზე, „ტვ25“, მე­დია და ციფ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო „კლიპ არტი“, ამ­ბე­ბი.ჯი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „პრა­იმ ტა­ი­მი“,“ევორ­დი“, „ჯორ­ჯი­ან პრე­სი“ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გა­ზეთ“Georgia Today“, ყო­ველ­დღი­უ­რი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გა­ზე­თი „Messenger“, ჟურ­ნა­ლი „სარ­კე“, გა­ზე­თი „აჭა­რა“, რა­დიო „ფორ­ტუ­ნა“ და ვებ-სა­ი­ტი ფორ­ტუ­ნა.ჯი

ავტორი:

ფესტივალის "ღამის სერენადები“ ბათუმური კონცერტები დასრულდა

ფესტივალის "ღამის სერენადები“ ბათუმური კონცერტები დასრულდა

26 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფესტივალის “ღამის სერენადების“ ბათუმური კონცერტები დასრულდა.

სცენაზე მსმენელის წინაშე წარმოშობით ამერიკელმა და ავსტრიაში მოღვაწე ინოვატორმა პიანისტმა და სახელგანთქმულმა გერმანელმა კლარნეტისტმა საბინე გროფმაიერმა ფესტივალის საბაზო ორკესტრთან „საქართველოს ვირტუოზები“ ერთად დაუვიწყარი საფესტივალო საღამო აჩუქა მსმენელს.

ბათუმი-თბილისის რიგით მე-14 ფესტივალის ბათუმური კონცერტების ბოლო დღეს შესრულდა: მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი #12 ლა მაჟორი, როსინის Una Voce Poco Fa (კავატინა ოპერიდან „სევილიელი დალაქი“), მიშელ მანგანის Pagina d’Album, შოსტაკოვიჩის ვალსი საორკესტრო სუიტიდან, გერშვინის 3 პრელუდია და Rhapsody in Blue (ცისფერი რაფსოდია) კლარნეტის, ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის.

ქეითი მაჰანი:

“მე ვარ პიანისტი ქეითი მაჰანი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომიწვიეს ბათუმში საერთაშორისო ფესტივალზე „ღამის სერენადები“. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო აქ, ამ ულამაზეს ქალაქში, სადაც შევხვდი უამრავ არაჩვეულებრივ ადამიანს და აღმოვაჩინე განსაკუთრებული ადგილი საქართველოს, კერძოდ კი, ბათუმის სახით. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს და საოცარ მსმენელს, რომელთაც ჩემი ბათუმში ყოფნა დაუვიწყარ მოგონებად აქციეს.”

საბინე გროფმაიერი:

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები ბათუმში, ულამაზეს ქალაქში საერთაშორისო ფესტივალზე „ღამის სერენადები“. ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი. აღფრთოვანებული ვარ თქვენი მსმენელით, რომელმაც ძალიან თბილად მიმიღო. დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა ბათუმმა, ამ ულამაზესმა, საოცარი აკუსტიკის მქონე თეატრმა და, რაღა თქმა უნდა, მსმენელმა.

ერთი სული მაქვს როდის გავალ ზღვის სანაპიროზე. ერთი დღე მაქვს თავისუფალი იმისთვის, რომ დავათვალიერო ბათუმი და ტურისტის თვალით შევაფასო.

დიდი მადლობა ჩემი მეორედ მოწვევისთვის ამ არაჩვეულებრივ ფესტივალზე. ძალიან მსიამოვნებს თქვენი აუდიტორიისთვის დაკვრა და ამ ფანტასტიურ საფესტივალო ორკესტრთან ერთად მუზიცირება.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და შეხვედრამდე.”

გიორგი ისაკაძე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი:

“ბედნიერი ვარ ბათუმელი მსმენელის ასეთი გულთბილი მიღების გამო. ჩავატარეთ ორი საფესტივალო კონცერტი ქალაქ ბათუმში.

სრულიად განხორციელდა ჩანაფიქრი ატმოსფერული კონცერტებისა, მდიდარი პროგრამით წარვსდექით მსმენელის წინაშე. შესრულდა კლასიკური მუსიკის შედევრები – ბახი, მოცარტი, როსინი, ბრამსი და აგრეთვე ჯორჯ გერშვინის, ლეონარდ ბერნშტაინის, ენიო მანგანის მუსიკალური რომანტიზმით აღსავსე ნაწარმოებები. მსმენელის მოთხოვნით მრავალი საბისო კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ბრწყინვალე მინიატურები შეასრულეს სოლისტებმა.

დიდი მადლობა მინდა გახავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს – ქალაქ ბათუმის მერიას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, საფრანგეთის საელჩოს, იტალიის საელჩოს, საფრანგეთის საელჩოსთან არსებულ ფრანგულ ინსტიტუტს.”

27 სექტემბერს 17:00 საათზე ბათუმში, მწერალთა სახლში ლიანა ისაკაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

ბათუმიდან ფესტივალი თბილისში გადაინაცვლებს და ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში 17, 18 სექტემბერს საკონცერტო საღამოები იტალია-საქართველოს და საფრანგეთი-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს მიეძღვნება.

ფესტივალის დამფუძნებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, დირექტორი ნინა ცაგარელი. ფესტივალ „ღამის სერენადების“ ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“.

ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ მხარდამჭერები არიან: ქალაქ ბათუმის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქალაქ თბილისის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსთან არსებული ფრანგული ინსტიტუტი.

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია კოპანია „არდი“.

ფესტივალის მასპინძელია სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

პარტნიორები: ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, კომპანია „ფუდალიანსი“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, პარფიუმერიის ბუტიკი „არომატეკა“, კომპანია “სარაჯიშვილი“, „ხომლის მარანი“, მეღვინეობა “თიესვი“, „HOTSALE”-ge პრემიუმ მიმართულება“,“ფარმაცევტული კომპანია „პსპ“.

საინფორმაციო მხარდამჭერი: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოს ტვ“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, „არტარეა“- პირველი არხი კულტურაზე, „ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, ამბები.ჯი საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“,“ევორდი“, „ჯორჯიან პრესი“ ინგლისურენოვანი გაზეთ“Georgia Today“, ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთი „Messenger“, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.ჯი