სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომღერლის კარიერიდან სახელმწიფო მოხელეობამდე - რა ქონებას ფლობს ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში?
მომღერლის კარიერიდან სახელმწიფო მოხელეობამდე -  რა ქონებას ფლობს ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში?

ბა­თუ­მის მე­რის მო­ად­გი­ლე სოფო ხალ­ვა­ში პო­ლი­ტი­კა­ში შო­უ­ბიზ­ნე­სი­დან მო­ვი­და. ბა­თუ­მე­ლი მომ­ღე­რა­ლი სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, მათ შო­რის იყო "ნუ­ცას სკო­ლა“ იმედ­ზე... ის იყო პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც 2007 წელს "ევ­რო­ვი­ზი­ის“ კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლო წა­რად­გი­ნა, სოფო ხალ­ვა­ში იყო ასე­ვე კონ­კურს "ახა­ლი ტალ­ღის“ პრი­ზი­ო­რიც. მისი პო­პუ­ლა­რო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბო­და, გვახ­სოვს, იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ხელ­ში ატა­ცე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლიც...

შემ­დეგ იყო ქორ­წი­ნე­ბა. პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ზე მყოფ­მა სოფო ხალ­ვაშ­მა ცნო­ბი­ლი ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლის რეზო ძო­ძუ­აშ­ვი­ლის ვაჟ­ზე - მი­შა­ზე იქორ­წი­ნა. წყვილს პირ­ვე­ლი შვი­ლი გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა. სოფო კა­რი­ე­რას აგ­რძე­ლებ­და, თუმ­ცა ხალ­ვა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ძვე­ლე­ბუ­რად სა­სურ­ვე­ლი აღარ იყო, ფა­ვო­რი­ტე­ბი ახლა სხვე­ბი გახ­დნენ.

2013 წელს მე­დი­ა­ში სკან­და­ლუ­რი ამ­ბა­ვი გავ­რცელ­და... თით­ქოს სოფო ხალ­ვა­ში ქმარს გა­შორ­და. მა­ლე­ვე სოფო და მიშა შე­რიგ­დნენ და სა­ცხოვ­რებ­ლად ბა­თუმ­ში გა­და­ვიდ­ნენ. მალე მე­ო­რე შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ... "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ სოფო ხალ­ვა­ში ჯერ აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­მოჩ­ნდა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მი­იწ­ვი­ეს...

ამ­ჟა­მად მომ­ღე­რა­ლი ბა­თუ­მის მე­რის მო­ად­გი­ლის პოსტს იკა­ვებს. 2018 წელს მის და­ნიშ­ვნას ექ­სპრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

“აი, თქვა ივა­ნიშ­ვილ­მა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი უნდა მო­ვიყ­ვა­ნოო და ას­რუ­ლებს და­პი­რე­ბას. ახლა მთა­ვა­რია, ”ბირ­ჟა მა­ფი­ის” მიშ­კაც და­ი­ნიშ­ნოს თბი­ლი­სის ვიცე-მე­რად”, - წერ­და მა­შინ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ახ­ლა­ხან სოფო ხალ­ვა­ში სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა, ის უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი კონ­ცერ­ტის ჩაშ­ლა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

რაც მან მოგ­ვი­ა­ნე­ბით უარ­ყო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პოს­ტით. (ნა­ხეთ, რა და­წე­რა მომ­ღე­რალ­მა)

სოფო ხალ­ვაშ­მა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2022 წლის იან­ვარ­ში შე­ავ­სო. მე­რის მო­ად­გი­ლე ბა­თუმ­ში ცხოვ­რობს, ჰყავს მე­უღ­ლე მიშა ძო­ძუ­აშ­ვი­ლი და ორი შვი­ლი ქე­თე­ვა­ნი და მა­რი­ა­მი.

ხალ­ვაშ­მა 2018 წელს ბა­თუმ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე, 84,8 კვ.მ. ბინა 139 450 ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

მიშა ძო­ძუ­აშ­ვილ­მა კი 2008 წელს ლის­ზე მდე­ბა­რე 11 250 კვ.მ. ნაკ­ვეთ­ში 135 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

ხალ­ვა­შის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 2007 წელს შე­ძე­ნი­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა მერ­სე­დე­სი C კლა­სი, რო­მელ­შიც მომ­ღე­რალ­მა 7 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

მი­ხე­ილ ძო­ძუ­აშ­ვილ­მა 2013 წელს შე­ი­ძი­ნა ბე­ტონმრე­ვი KAMAZ - KAMAZ 5320, რო­მელ­შიც 6000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და და 3 ათას დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ტრაქ­ტო­რი.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას სოფო ხალ­ვაშს "თი­ბი­სი ბან­კის" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 2753 ლარი ჰქონ­და, საკ­რე­დი­ტო ან­გა­რიშ­ზე 7499 ლარი.

მი­ხე­ილ ძო­ძუ­აშ­ვილს "თი­ბი­სი ბან­კის" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 4442 ლარი, საკ­რე­დი­ტო ან­გა­რიშ­ზე 47 785 ლარი, დე­პო­ზი­ტი 25 459 დო­ლა­რი.

ხალ­ვა­ში პი­რა­დი და­ნა­ზო­გის სა­ხით 17 400 ლარი აქვს, მიშა ძო­ძუ­აშ­ვილს კი - 21 500 დო­ლა­რი.

მიშა ძო­ძუ­აშ­ვი­ლი "შპს ადო-გ ინ­შა­ათ თა­ჯ­ჰი­ზათ ვე გუ­რაშ­დირ­მას სა­ქარ­თვე­ლოს“ ბა­თუ­მის ფი­ლი­ა­ლის დი­რექ­ტო­რია, სა­ი­და­ნაც ხელ­ფა­სის სა­ხით 2015 წლი­დან 2022 წლამ­დე 56 528 ლარი მი­ი­ღო.

ძო­ძუ­აშ­ვი­ლი შპს "კუ­ბიკ თა­უ­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო აჭა­რას პარტნი­ო­რია", მისი შე­მო­სა­ვა­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ 9800 ლარი იყო.

მი­ხე­ილ ძო­ძუ­აშ­ვილ­მა გა­სულ წელს დე­დის­გან სა­ჩუქ­რის სა­ხით 12 500 დო­ლა­რი მი­ი­ღო. 2021 წლის სა­ხელ­ფა­სო შე­მო­სა­ვალ­მა 66 328 ლარი შე­ად­გი­ნა.

სოფო ხალ­ვაშს 2022 წელს შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბა მი­თი­თე­ბუ­ლი არ აქვს. 2021 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში კი ვკი­თხუ­ლობთ, რომ მე­რის მო­ად­გი­ლის სა­ხელ­ფა­სო სარ­გომ 31 987 ლარი შე­ად­გი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nata li
16

სოფო ბათუმის მერიაში კულტურას კურირებს და გზები და ტრანსპორტი არ ეხება, არ იცით ბათუმელებმა? ძალიან კარგი მომღერალი და ძალიან საყვარელი გოგოა. ოჯახიც მშვენიერი ყავს. წარმატებები სოფოს ყველა სფეროში, გასკდით გულზე ჭორიკანები

მანი
35

ნიჭიერი თავის საქმეშია არა პოლიტიკაში საერთოდ აზრზეა რა როგორ უნდა აკეთოს ხალვაში ეკლდა საქართველოს ფული და სახელი აინტერესებთ მხოლოდ ხალხი და საქმე ფეხებზე არ კიდიათ 

ავტორი:

მომღერლის კარიერიდან სახელმწიფო მოხელეობამდე - რა ქონებას ფლობს ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში?

მომღერლის კარიერიდან სახელმწიფო მოხელეობამდე -  რა ქონებას ფლობს ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში?

ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში პოლიტიკაში შოუბიზნესიდან მოვიდა. ბათუმელი მომღერალი სხვადასხვა მუსიკალური პროექტებით გახდა ცნობილი, მათ შორის იყო "ნუცას სკოლა“ იმედზე... ის იყო პირველი ქართველი შემსრულებელი, რომელმაც 2007 წელს "ევროვიზიის“ კონკურსზე საქართველო წარადგინა, სოფო ხალვაში იყო ასევე კონკურს "ახალი ტალღის“ პრიზიორიც. მისი პოპულარობა ყოველწლიურად იზრდებოდა, გვახსოვს, იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელში ატაცებული მომღერალიც...

შემდეგ იყო ქორწინება. პოპულარობის პიკზე მყოფმა სოფო ხალვაშმა ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელის რეზო ძოძუაშვილის ვაჟზე - მიშაზე იქორწინა. წყვილს პირველი შვილი გოგონა შეეძინა. სოფო კარიერას აგრძელებდა, თუმცა ხალვაში "ნაციონალური" ხელისუფლებისთვის ძველებურად სასურველი აღარ იყო, ფავორიტები ახლა სხვები გახდნენ.

2013 წელს მედიაში სკანდალური ამბავი გავრცელდა... თითქოს სოფო ხალვაში ქმარს გაშორდა. მალევე სოფო და მიშა შერიგდნენ და საცხოვრებლად ბათუმში გადავიდნენ. მალე მეორე შვილი შეეძინათ... "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სოფო ხალვაში ჯერ აჭარის ტელევიზიაში გამოჩნდა, მოგვიანებით კი, ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობებზე მიიწვიეს...

ამჟამად მომღერალი ბათუმის მერის მოადგილის პოსტს იკავებს. 2018 წელს მის დანიშვნას ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“აი, თქვა ივანიშვილმა პროფესიონალები უნდა მოვიყვანოო და ასრულებს დაპირებას. ახლა მთავარია, ”ბირჟა მაფიის” მიშკაც დაინიშნოს თბილისის ვიცე-მერად”, - წერდა მაშინ სააკაშვილი.

ახლახან სოფო ხალვაში სკანდალში გაეხვა, ის უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩაშლაში დაადანაშაულეს.

რაც მან მოგვიანებით უარყო სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით. (ნახეთ, რა დაწერა მომღერალმა)

სოფო ხალვაშმა ქონებრივი დეკლარაცია 2022 წლის იანვარში შეავსო. მერის მოადგილე ბათუმში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე მიშა ძოძუაშვილი და ორი შვილი ქეთევანი და მარიამი.

ხალვაშმა 2018 წელს ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, 84,8 კვ.მ. ბინა 139 450 ლარად შეიძინა.

მიშა ძოძუაშვილმა კი 2008 წელს ლისზე მდებარე 11 250 კვ.მ. ნაკვეთში 135 000 დოლარი გადაიხადა.

ხალვაშის მფლობელობაშია 2007 წელს შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა მერსედესი C კლასი, რომელშიც მომღერალმა 7 ათასი დოლარი გადაიხადა.

მიხეილ ძოძუაშვილმა 2013 წელს შეიძინა ბეტონმრევი KAMAZ - KAMAZ 5320, რომელშიც 6000 დოლარი გადაიხადა და 3 ათას დოლარად ღირებული ტრაქტორი.

დეკლარაციის შევსებისას სოფო ხალვაშს "თიბისი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 2753 ლარი ჰქონდა, საკრედიტო ანგარიშზე 7499 ლარი.

მიხეილ ძოძუაშვილს "თიბისი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 4442 ლარი, საკრედიტო ანგარიშზე 47 785 ლარი, დეპოზიტი 25 459 დოლარი.

ხალვაში პირადი დანაზოგის სახით 17 400 ლარი აქვს, მიშა ძოძუაშვილს კი - 21 500 დოლარი.

მიშა ძოძუაშვილი "შპს ადო-გ ინშაათ თაჯჰიზათ ვე გურაშდირმას საქართველოს“ ბათუმის ფილიალის დირექტორია, საიდანაც ხელფასის სახით 2015 წლიდან 2022 წლამდე 56 528 ლარი მიიღო.

ძოძუაშვილი შპს "კუბიკ თაუერი საქართველო აჭარას პარტნიორია", მისი შემოსავალი ორი წლის განმავლობაში მხოლოდ 9800 ლარი იყო.

მიხეილ ძოძუაშვილმა გასულ წელს დედისგან საჩუქრის სახით 12 500 დოლარი მიიღო. 2021 წლის სახელფასო შემოსავალმა 66 328 ლარი შეადგინა.

სოფო ხალვაშს 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში ხელფასის ოდენობა მითითებული არ აქვს. 2021 წლის დეკლარაციაში კი ვკითხულობთ, რომ მერის მოადგილის სახელფასო სარგომ 31 987 ლარი შეადგინა.