სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარეცხეთ ბოსტნეული, ხილი, მწვანილი. არ მიირთვათ ცუდად მოხარშული თუ შემწვარი ხორცი" - ექიმი გავრცელებული, მძიმე ნაწლავური ინფექციის გამო გვაფრთხილებს
"გარეცხეთ ბოსტნეული, ხილი, მწვანილი. არ მიირთვათ ცუდად მოხარშული თუ შემწვარი ხორცი" - ექიმი გავრცელებული, მძიმე ნაწლავური ინფექციის გამო გვაფრთხილებს

აკა­დე­მი­კოს ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ვით გა­დე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ის საფრ­თხე­ებ­ზე წერს...

ვახ­ტანგ გა­დე­ლია:

"მძი­მე ხი­ფა­თი, თით­ქოს არაფ­რის­გან! ვის არ გა­მო­გიც­დი­ათ ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცია. "- რა­ღა­ცამ მომ­წამ­ლა", "- მგო­ნი რა­ღაც შემყვა.." გვით­ქვამს ხში­რად. მარ­თა­ლია ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბაა - 1-2 დღე დი­ა­რეა, გუ­ლის რევა, ღე­ბი­ნე­ბა, ხან­და­ხან ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბაც, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად უკ­ვა­ლოდ გა­უვ­ლია. ცხა­დია ბა­ნა­ლურ ნაწ­ლა­ვურ ინ­ფექ­ცი­ებს და ვირუ­სებს ვგუ­ლის­ხმობ და არა ქო­ლე­რის ან თუნ­დაც დი­ზენ­ტე­რი­ის შე­მო­ტე­ვას.

ამ "მომ­წამ­ლა", "რა­ღა­ცამ მა­წყი­ნას" მი­ზე­ზი უმე­ტე­სად არის ნაწ­ლა­ვის ჩხი­რე­ბი, ში­გე­ლა, სალ­მო­ნე­ლო­ზი, კლოს­ტრი­დი­უმ დი­ფი­ცი­ლე, ენ­ტე­რო­ვირუ­სე­ბი და უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც მსუ­ბუქ, ცოტა არ იყოს არა­სე­რი­ო­ზულ და­ა­ვა­დე­ბად მიგ­ვაჩ­ნია, რად­გან ბევ­რჯერ გა­დაგ­ვი­ტა­ნია! გვახ­სოვ­დეს: ბავ­შვებ­ში დი­ა­რეა არას­დროს არ ყო­ფი­ლა მთლად მარ­ტი­ვი და­ა­ვა­დე­ბა და ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლო­ბის მი­ზეზ­თა ხუ­თე­ულ­ში მუ­დამ შე­დი­ო­და!

ახლა კი ბოლო დროს ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბულ უმ­ძი­მეს და­ა­ვა­დე­ბა­ზე მინ­და თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა მი­ვა­პყრო.

ესაა ჰე­მო­ლი­ზურ- ურე­მი­უ­ლი სინ­დრო­მი, ანუ მოკ­ლედ, აბ­რე­ვი­ა­ტუ­რით "ჰუს“-ი. და­ა­ვა­დე­ბა იწ­ვევს სის­ხლის წი­თე­ლი ბურ­თუ­ლე­ბის ერით­რო­ცი­ტე­ბის დაშ­ლას, თირკმლის მიკ­რო­ცირ­კუ­ლა­ცი­ის მოშ­ლას. უბ­რა­ლო ენით რომ ვთქვათ, თირკმლის უმ­ცი­რე­სი სის­ხლძარ­ღვე­ბის გა­ბიდნ­ვას, გა­ჭედ­ვას და თირკმე­ლე­ბის სრულ გა­მო­თიშ­ვას!

და­ა­ვა­დე­ბა იწყე­ბა საკ­მა­ოდ უწყინ­რად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ით და არის კი­დეც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცია. "ჰუს“-ს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ნაწ­ლა­ვის ჩხი­რი იწ­ვევს. იშ­ვი­ა­თად სხვა ბაქ­ტე­რი­ებ­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და შე­იძ­ლე­ბა არც თუ მძი­მედ მი­მა­ვა­ლი და­ა­ვა­დე­ბის ფონ­ზე უცებ მოხ­დეს შარ­დის ნა­წი­ლობ­რი­ვი, ან სრუ­ლი შე­კა­ვე­ბა! სა­ერ­თოდ, მი­ღე­ბუ­ლია მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კით, რომ ჰუს-ით და­ა­ვა­დე­ბულ­თა 90% ბავ­შვია. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენს კლი­ნი­კა­ში, სა­დაც გა­ნურ­ჩევ­ლად ხვდე­ბი­ან ბავ­შვე­ბიც და დი­დე­ბიც, ბავ­შვთა "ჰუს“-ის თითო-ორო­ლა შემ­თხვე­ვა მახ­სოვს, ხოლო მარ­ტო ამ ზა­ფხულს, მოზ­რდილ­თა "ჰუს“-ებმა ათე­ულს ბევ­რით გა­და­ა­ჭარ­ბა! სტა­ტის­ტი­კით, ამ და­ა­ვა­დე­ბის 6% სიკ­ვდი­ლით მთავ­რდე­ბა.

სიკ­ვდილს გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბის ნა­წი­ლი შე­იძ­ლე­ბა მძი­მე ინ­ვა­ლი­დე­ბად დარ­ჩნენ, თირკმლის ქრო­ნი­კუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბის გამო წლო­ბით დი­ა­ლიზ­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი. ყვე­ლა­ფერ ამას იწ­ვევს ეშე­რი­ხია კო­ლის შიგა ტოქ­სი­ნი. სწო­რედ ეს ტოქ­სი­ნი შლის ერით­რო­ცი­ტებს. ამი­ტო­მა­ცაა სა­ში­ში თვით­ნე­ბუ­რად ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის ხმა­რე­ბა ამ დროს მეტი შიგა ტოქ­სი­ნი თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და უფრო მძი­მე შე­დე­გი მო­აქვს. სამ­წუ­ხა­როდ, და­ა­ვა­დე­ბულ­თა დიდი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მძი­მედ წა­რი­მარ­თა, ჩვენს კლი­ნი­კა­ში, 20- 40 წლის ახალ­გაზ­რდებ­ზე მო­დის და ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვა თავ­გან­წი­რულ ბრძო­ლას ითხოვს. მარ­ტო ჩვენ­ზე არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი შე­დე­გი, ამი­ტომ დავ­მარ­ცხე­ბულ­ვართ კი­დეც.

რა უნდა იცო­დეთ ამ და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ?

არა­ნა­ი­რი სამ­კურ­ნა­ლო რე­კო­მენ­და­ცია ცხა­დია არ გა­ი­ცე­მა - და­ა­ვა­დე­ბა ინ­ტენ­სი­ურ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას ითხოვს, ამი­ტომ არა­თუ სახ­ლში, ჩვე­უ­ლებ­რივ პა­ლა­ტა­შიც კი არ მი­დის მკურ­ნა­ლო­ბა. სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ბა­ნა­ლუ­რი ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ის მკურ­ნა­ლო­ბი­სას ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ შარ­დის გა­მო­ყო­ფას. თუ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბუ­ლია გან­გა­შია ასა­ტე­ხი!

მთა­ვა­რი კი პრო­ფი­ლაქ­ტი­კაა: ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა აი­ცი­ლოთ ნაწ­ლა­ვის ჩხი­რის მოხ­ვედ­რა ორ­გა­ნიზ­მში წყალ­თან და საკ­ვებ­თან ერ­თად, პი­რის ღრუ­დან! გა­რე­ცხეთ სხვა დრო­საც და გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხულ­ში ყვე­ლა ბოსტნე­უ­ლი, ხილი, მწვა­ნი­ლი. არ მი­ირ­თვათ ცუ­დად მო­ხარ­შუ­ლი და შემ­წვა­რი ხორ­ცი. არაფ­რით არ ჭა­მოთ სა­ეჭ­ვო ჰი­გი­ე­ნის მქო­ნე ობი­ექ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი. ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა და ძა­ლი­ან გახ­შირ­და ეს უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა "ჰუს“-ი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
21

 მწვანილით გარეცხვაში მიცეს ამა დიპლომი?

vova
13

ჯავრობენ ხალხზე რო მიიხვიდე გაგფცქვნიან 

ავტორი:

"გარეცხეთ ბოსტნეული, ხილი, მწვანილი. არ მიირთვათ ცუდად მოხარშული თუ შემწვარი ხორცი" - ექიმი გავრცელებული, მძიმე ნაწლავური ინფექციის გამო გვაფრთხილებს

"გარეცხეთ ბოსტნეული, ხილი, მწვანილი. არ მიირთვათ ცუდად მოხარშული თუ შემწვარი ხორცი" - ექიმი გავრცელებული, მძიმე ნაწლავური ინფექციის გამო გვაფრთხილებს

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ნაწლავური ინფექციის საფრთხეებზე წერს...

ვახტანგ გადელია:

"მძიმე ხიფათი, თითქოს არაფრისგან! ვის არ გამოგიცდიათ ნაწლავური ინფექცია. "- რაღაცამ მომწამლა", "- მგონი რაღაც შემყვა.." გვითქვამს ხშირად. მართალია ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა - 1-2 დღე დიარეა, გულის რევა, ღებინება, ხანდახან ტემპერატურის მომატებაც, მაგრამ ძირითადად უკვალოდ გაუვლია. ცხადია ბანალურ ნაწლავურ ინფექციებს და ვირუსებს ვგულისხმობ და არა ქოლერის ან თუნდაც დიზენტერიის შემოტევას.

ამ "მომწამლა", "რაღაცამ მაწყინას" მიზეზი უმეტესად არის ნაწლავის ჩხირები, შიგელა, სალმონელოზი, კლოსტრიდიუმ დიფიცილე, ენტეროვირუსები და უსიამოვნო შეგრძნებების მიუხედავად მაინც მსუბუქ, ცოტა არ იყოს არასერიოზულ დაავადებად მიგვაჩნია, რადგან ბევრჯერ გადაგვიტანია! გვახსოვდეს: ბავშვებში დიარეა არასდროს არ ყოფილა მთლად მარტივი დაავადება და ბავშვთა სიკვდილობის მიზეზთა ხუთეულში მუდამ შედიოდა!

ახლა კი ბოლო დროს ძალიან გავრცელებულ უმძიმეს დაავადებაზე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო.

ესაა ჰემოლიზურ- ურემიული სინდრომი, ანუ მოკლედ, აბრევიატურით "ჰუს“-ი. დაავადება იწვევს სისხლის წითელი ბურთულების ერითროციტების დაშლას, თირკმლის მიკროცირკულაციის მოშლას. უბრალო ენით რომ ვთქვათ, თირკმლის უმცირესი სისხლძარღვების გაბიდნვას, გაჭედვას და თირკმელების სრულ გამოთიშვას!

დაავადება იწყება საკმაოდ უწყინრად ჩვეულებრივი ნაწლავური ინფექციით და არის კიდეც ჩვეულებრივი ნაწლავური ინფექცია. "ჰუს“-ს ძალიან მაღალი ალბათობით, ნაწლავის ჩხირი იწვევს. იშვიათად სხვა ბაქტერიებმაც შეიძლება გამოიწვიოს და შეიძლება არც თუ მძიმედ მიმავალი დაავადების ფონზე უცებ მოხდეს შარდის ნაწილობრივი, ან სრული შეკავება! საერთოდ, მიღებულია მსოფლიო სტატისტიკით, რომ ჰუს-ით დაავადებულთა 90% ბავშვია. ამის მიუხედავად, ჩვენს კლინიკაში, სადაც განურჩევლად ხვდებიან ბავშვებიც და დიდებიც, ბავშვთა "ჰუს“-ის თითო-ოროლა შემთხვევა მახსოვს, ხოლო მარტო ამ ზაფხულს, მოზრდილთა "ჰუს“-ებმა ათეულს ბევრით გადააჭარბა! სტატისტიკით, ამ დაავადების 6% სიკვდილით მთავრდება.

სიკვდილს გადარჩენილების ნაწილი შეიძლება მძიმე ინვალიდებად დარჩნენ, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის გამო წლობით დიალიზზე მიჯაჭვულები. ყველაფერ ამას იწვევს ეშერიხია კოლის შიგა ტოქსინი. სწორედ ეს ტოქსინი შლის ერითროციტებს. ამიტომაცაა საშიში თვითნებურად ანტიბიოტიკების ხმარება ამ დროს მეტი შიგა ტოქსინი თავისუფლდება და უფრო მძიმე შედეგი მოაქვს. სამწუხაროდ, დაავადებულთა დიდი ნაწილი, რომელიც მძიმედ წარიმართა, ჩვენს კლინიკაში, 20- 40 წლის ახალგაზრდებზე მოდის და ყოველი შემთხვევა თავგანწირულ ბრძოლას ითხოვს. მარტო ჩვენზე არაა დამოკიდებული შედეგი, ამიტომ დავმარცხებულვართ კიდეც.

რა უნდა იცოდეთ ამ დაავადების შესახებ?

არანაირი სამკურნალო რეკომენდაცია ცხადია არ გაიცემა - დაავადება ინტენსიურ მეთვალყურეობას ითხოვს, ამიტომ არათუ სახლში, ჩვეულებრივ პალატაშიც კი არ მიდის მკურნალობა. სახლის პირობებში ბანალური ნაწლავური ინფექციის მკურნალობისას ყურადღება მიაქციეთ შარდის გამოყოფას. თუ მნიშვნელოვნად შემცირებულია განგაშია ასატეხი!

მთავარი კი პროფილაქტიკაა: ყველანაირად უნდა აიცილოთ ნაწლავის ჩხირის მოხვედრა ორგანიზმში წყალთან და საკვებთან ერთად, პირის ღრუდან! გარეცხეთ სხვა დროსაც და განსაკუთრებით ზაფხულში ყველა ბოსტნეული, ხილი, მწვანილი. არ მიირთვათ ცუდად მოხარშული და შემწვარი ხორცი. არაფრით არ ჭამოთ საეჭვო ჰიგიენის მქონე ობიექტების დამზადებული საკვები. ძალიან სახიფათოა და ძალიან გახშირდა ეს უმძიმესი დაავადება "ჰუს“-ი.