სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთხოვდა მესაუბრა ფილოსოფიურ და რელიგიურ თემებზე, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხით იყო გატაცებული" - მასწავლებელი უჯარმაში დაღუპულ ძმებზე წერს და მათგან ერთ-ერთის ნახატებს აქვეყნებს
"მთხოვდა მესაუბრა ფილოსოფიურ და რელიგიურ თემებზე, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხით იყო გატაცებული" - მასწავლებელი უჯარმაში დაღუპულ ძმებზე წერს და მათგან ერთ-ერთის ნახატებს აქვეყნებს

18 აგ­ვის­ტოს ღა­მით, უჯარ­მა­ში, მდი­ნა­რე იო­რის არხში, 16 და 21 წლის ძმე­ბის ცხედ­რე­ბი იპო­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლი ძმე­ბი ნიკა და ივი­კო მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლე­ბი, მა­მი­დაშ­ვილ­თან ერ­თად, მდი­ნა­რე­ზე სა­ბა­ნა­ოდ წა­ვიდ­ნენ, რა დრო­საც, ერთ-ერთ ძმას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფეხი და­უც­და, მე­ო­რე კი წყალ­ში მის გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვი­და.

ნინო ჯა­ლა­ღო­ნია ბი­ჭე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­ლდათ. ქალი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძმებ­ზე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ ორი­ვე ძმა ნი­ჭი­ე­რი და ერუ­დი­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ. მას­წავ­ლე­ბე­ლი ერთ-ერთი ძმის, ივი­კოს ნა­ხა­ტებს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ მათ ნაშ­რო­მებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ფენს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში...

ნინო ჯა­ლა­ღო­ნია:

"უჯარ­მა­ში, მდი­ნა­რე იო­რის არხში მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. ჩემ­თვის ორ­მა­გად მძი­მეა ამ უბე­დუ­რე­ბის გა­აზ­რე­ბა. და­ღუ­პუ­ლი ძმე­ბი გახ­ლდათ ჩემი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, თბი­ლის­ში ჩემი მე­ზობ­ლე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, შვი­ლე­ბი... თით­ქოს და­ცა­რი­ელ­და სამ­ყა­რო, გული სევ­დას ვერ იტევს, ცა ჩა­მო­იქ­ცა, მწუხ­რის ზე­წა­რი გა­და­ე­ფი­ნა ქვე­ყა­ნას...

დიახ, ორი­ვე ჩემი აღ­ზრდი­ლია. უფ­რო­სი: ნი­კო­ლოზ მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლი თ. ს. უ. მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტი იყო, სტი­პენ­დი­ან­ტი. უკი­დუ­რე­სად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ერუ­დი­რე­ბუ­ლი, ღრმა ინ­ტე­ლექ­ტის მა­ტა­რე­ბე­ლი. თით­ქოს ეჩ­ქა­რე­ბო­და, უკვე მე­სა­მე­კურ­სე­ლი დი­სერ­ტა­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და, დარ­ჩა არა­ერ­თი გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბე­ლი ნაშ­რო­მი.

მე­ო­რე, უმ­ცრო­სი ძმა ივა­ნე მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლი მე-12 კლას­ში გა­და­ვი­და. ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ნი­ჭის პატ­რო­ნი. ყო­ველ მე­ცა­დი­ნე­ო­ბა­ზე გა­ო­ცე­ბუ­ლი შევ­ყუ­რებ­დი. მისი უნა­რი, 16 წლის ბი­ჭის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აღე­მა­ტე­ბო­და. იყო უაღ­რე­სად შრო­მის­მოყ­ვა­რე, პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ხა­ტავ­და, გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნით აწყობ­და პერ­სო­ნა­ჟებს, სხვა ხედ­ვა ჰქონ­და. დღე და ღამე მუ­შა­ობ­და, ცდი­ლობ­და მო­ეს­წრო, და­ემ­თავ­რე­ბი­ნა ნა­მუ­შევ­რე­ბი და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

ღმერ­თო, რა ძნე­ლია ჩემ­თვის მათ­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი. 16 წლის ბიჭს გა­და­კი­თხუ­ლი ჰქონ­და სა­ზღვარ­გა­რე­თის ლი­ტე­რა­ტუ­რა: დან­ტე"ღვთა­ებ­რი­ვი კო­მე­დია", გო­ე­თეს "ფა­უს­ტი" და ა.შ. თით­ქოს წი­ნათ­გრძნო­ბა ჰქონ­და, ქვეც­ნო­ბი­ე­რად გრძნობ­და, ემ­ზა­დე­ბო­და იმ სამ­ყა­რო­ში გა­დას­ვლის­თვის. ხში­რად მთხოვ­და მე­სა­უბ­რა ფი­ლო­სო­ფი­ურ და რე­ლი­გი­ურ თე­მებ­ზე, ასე­ვე სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის სა­კი­თხით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი.

სულ მიკ­ვირ­და და ვფიქ­რობ­დი, თუ რა­ტომ აიკ­ვი­ა­ტა ეს თე­მე­ბი?

გთა­ვა­ზობთ, ივი­კოს ბოლო ორი თვის ნა­მუ­შევ­რებს. გთხოვთ, ყუ­რა­დღე­ბით და­ათ­ვა­ლი­ე­როთ ყვე­ლა დე­ტა­ლი:

1. ადა­მი­სა და ევას შეხ­ვედ­რა სა­მო­თხე­ში. ეს ნაშ­რო­მი ტი­ლო­ზე აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

2. ბა­რა­თაშ­ვი­ლი-თავ­ზე და­აკ­ვირ­დი ყო­რანს, მე­ო­რე მხა­რეს ტა­ძა­რი ლექ­სი­დან "ხა­ტის წინ", დაბ­ლა "მე­რა­ნი".

3. გა­კტი­ო­ნი--"ლურ­ჯა ცხე­ნე­ბი", უკან "რო­მე­ლი სა­ა­თია", გვერ­დით "სი­ლაჟ­ვარ­დე ანუ ვარ­დი სი­ლა­ში".

4. რუს­თა­ვე­ლი-ტან­ზე პერ­სო­ნა­ჟე­ბი და ეპი­ზო­დე­ბია გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი.

ეს, ივი­კოს ნა­ხა­ტე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია. ესე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ შე­ფა­სე­ბუ­ლია უნი­კა­ლურ ნაშ­რო­მე­ბად. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შია.

გა­მოვ­დი­ვარ ინი­ცი­ა­ტი­ვით, მო­ე­წყოს ნიკა და ივას ნაშ­რო­მე­ბის გა­მო­ფე­ნა ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში, რათა გა­იც­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს ბი­ჭე­ბი. ივი­კო ხომ ამა­ზე ოც­ნე­ბობ­და. ამ საქ­მეს მე ჩა­ვუდ­გე­ბი სა­თა­ვე­ში, პი­რა­დად მე ვუ­ხელ­მძღვა­ნე­ლებ და ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან.

გზას და­გი­ლო­ცავთ ჩემო მოს­წავ­ლე­ე­ბო, შვი­ლე­ბო, მშვი­დად გა­ნის­ვე­ნეთ ძმე­ბო, ნუ გე­ში­ნი­ათ, იცო­დეთ: "მზე ჩას­ვლის შემ­დე­გაც რჩე­ბა მნა­თო­ბად". შეხ­ვედ­რამ­დე, თქვე­ნი ნინო მას­წავ­ლე­ბე­ლი!"

იხი­ლეთ ასე­ვე:

აფხიარცა
0

რა ტრაგედიაა, ასეთი ბიჭები აღარ არიან.. რამ უნდა ანუგეშოს მათი უბედური მშობლები :( ხალხო, გაუფრთხილდით თავებს და თქვენს ახლობლებს. არხებში ბანაობა ძალიან საშიშია, უკვე მერამდენედ ხდება ასეთი საშინელება... 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"მთხოვდა მესაუბრა ფილოსოფიურ და რელიგიურ თემებზე, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხით იყო გატაცებული" - მასწავლებელი უჯარმაში დაღუპულ ძმებზე წერს და მათგან ერთ-ერთის ნახატებს აქვეყნებს

"მთხოვდა მესაუბრა ფილოსოფიურ და რელიგიურ თემებზე, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხით იყო გატაცებული" - მასწავლებელი უჯარმაში დაღუპულ ძმებზე წერს და მათგან ერთ-ერთის ნახატებს აქვეყნებს

18 აგვისტოს ღამით, უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 21 წლის ძმების ცხედრები იპოვეს. გარდაცვლილი ძმები ნიკა და ივიკო მახარობლიშვილები, მამიდაშვილთან ერთად, მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას, სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.

ნინო ჯალაღონია ბიჭების მასწავლებელი გახლდათ. ქალი სოციალურ ქსელში ძმებზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ორივე ძმა ნიჭიერი და ერუდირებული ახალგაზრდები იყვნენ. მასწავლებელი ერთ-ერთი ძმის, ივიკოს ნახატებს აქვეყნებს და წერს, რომ მათ ნაშრომებს აუცილებლად გამოფენს ხელოვნების მუზეუმში...

ნინო ჯალაღონია:

"უჯარმაში, მდინარე იორის არხში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ჩემთვის ორმაგად მძიმეა ამ უბედურების გააზრება. დაღუპული ძმები გახლდათ ჩემი აბიტურიენტები, თბილისში ჩემი მეზობლები, ახლობლები, ოჯახის წევრები, შვილები... თითქოს დაცარიელდა სამყარო, გული სევდას ვერ იტევს, ცა ჩამოიქცა, მწუხრის ზეწარი გადაეფინა ქვეყანას...

დიახ, ორივე ჩემი აღზრდილია. უფროსი: ნიკოლოზ მახარობლიშვილი თ. ს. უ. მესამე კურსის სტუდენტი იყო, სტიპენდიანტი. უკიდურესად განათლებული, ერუდირებული, ღრმა ინტელექტის მატარებელი. თითქოს ეჩქარებოდა, უკვე მესამეკურსელი დისერტაციაზე მუშაობდა, დარჩა არაერთი გამოუქვეყნებელი ნაშრომი.

მეორე, უმცროსი ძმა ივანე მახარობლიშვილი მე-12 კლასში გადავიდა. ფენომენალური ნიჭის პატრონი. ყოველ მეცადინეობაზე გაოცებული შევყურებდი. მისი უნარი, 16 წლის ბიჭის შესაძლებლობას აღემატებოდა. იყო უაღრესად შრომისმოყვარე, პუნქტუალური, კეთილსინდისიერი. პროფესიონალურად ხატავდა, გრაფიკული დიზაინით აწყობდა პერსონაჟებს, სხვა ხედვა ჰქონდა. დღე და ღამე მუშაობდა, ცდილობდა მოესწრო, დაემთავრებინა ნამუშევრები და დაეტოვებინა.

ღმერთო, რა ძნელია ჩემთვის მათზე წარსულში საუბარი. 16 წლის ბიჭს გადაკითხული ჰქონდა საზღვარგარეთის ლიტერატურა: დანტე"ღვთაებრივი კომედია", გოეთეს "ფაუსტი" და ა.შ. თითქოს წინათგრძნობა ჰქონდა, ქვეცნობიერად გრძნობდა, ემზადებოდა იმ სამყაროში გადასვლისთვის. ხშირად მთხოვდა მესაუბრა ფილოსოფიურ და რელიგიურ თემებზე, ასევე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხით იყო გატაცებული.

სულ მიკვირდა და ვფიქრობდი, თუ რატომ აიკვიატა ეს თემები?

გთავაზობთ, ივიკოს ბოლო ორი თვის ნამუშევრებს. გთხოვთ, ყურადღებით დაათვალიეროთ ყველა დეტალი:

1. ადამისა და ევას შეხვედრა სამოთხეში. ეს ნაშრომი ტილოზე აქვს შესრულებული.

2. ბარათაშვილი-თავზე დააკვირდი ყორანს, მეორე მხარეს ტაძარი ლექსიდან "ხატის წინ", დაბლა "მერანი".

3. გაკტიონი--"ლურჯა ცხენები", უკან "რომელი საათია", გვერდით "სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში".

4. რუსთაველი-ტანზე პერსონაჟები და ეპიზოდებია გაცოცხლებული.

ეს, ივიკოს ნახატების არასრული ჩამონათვალია. ესენი სპეციალისტების მიერ შეფასებულია უნიკალურ ნაშრომებად. თითოეული მათგანი ხელოვნების ნიმუშია.

გამოვდივარ ინიციატივით, მოეწყოს ნიკა და ივას ნაშრომების გამოფენა ხელოვნების მუზეუმში, რათა გაიცნოს საზოგადოებამ ეს ბიჭები. ივიკო ხომ ამაზე ოცნებობდა. ამ საქმეს მე ჩავუდგები სათავეში, პირადად მე ვუხელმძღვანელებ და ბოლომდე მივიყვან.

გზას დაგილოცავთ ჩემო მოსწავლეებო, შვილებო, მშვიდად განისვენეთ ძმებო, ნუ გეშინიათ, იცოდეთ: "მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად". შეხვედრამდე, თქვენი ნინო მასწავლებელი!"

იხილეთ ასევე: