პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გადაადგილებებია მოსალოდნელი ოპოზიციაში? - "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ერთ კოალიციაში გაერთიანების შესაძლებლობას ჯერჯერობით უარყოფენ
რა გადაადგილებებია მოსალოდნელი ოპოზიციაში? - "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ერთ კოალიციაში გაერთიანების შესაძლებლობას ჯერჯერობით უარყოფენ

კუ­ლუ­ა­რუ­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, შე­საძ­ლოა სექ­ტემ­ბრი­დან "ლე­ლომ“ და "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა“ ერთი კო­ა­ლი­ცია შექ­მნან. ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას იმას უკავ­ში­რე­ბენ, რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, უმ­რავ­ლე­სო­ბა 5%-იანი სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რის და­წე­ვას არ აპი­რებს. არ გა­მო­რი­ცხა­ვენ იმა­საც, რომ ამ კო­ა­ლი­ცი­ას მო­მა­ვალ­ში ელე­ნე ხოშ­ტა­რია და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბაც“ შე­უ­ერ­თდნენ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად ambebi.ge "ლე­ლოს“ და "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელს“ და­უ­კავ­შირ­და. ორი­ვე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე მო­ა­რულ ხმებს ჯერ­ჯე­რო­ბით უარ­ყოფს.

"არ ვიცი, ვინ გა­ავ­რცე­ლა ეს ინ­ფორ­მა­ცია, რას ნიშ­ნავს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა?.. "ლელო“ თა­ნამ­შრომ­ლობს ყვე­ლა პრო­და­სავ­ლურ პარ­ტი­ას­თან იმის­თვის, რომ ამ ქვე­ყა­ნას ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა და­ვუბ­რუ­ნოთ. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, ამ ეტაპ­ზე პარ­ტია "ლელო“ არა­ვის­თან ერ­თი­ან­დე­ბა“, - გვი­თხრა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "ლე­ლოს“ წევ­რმა საბა ბუ­ა­ძემ.

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელ­შიც“ გვი­თხრეს, რომ ისი­ნი არა­ვის­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბას არ აპი­რე­ბენ, ერ­თა­დერ­თი, ევ­რო­კო­მი­სი­ის 12 პუნ­ქტის ირ­გვლივ ოპო­ზი­ცი­ა­ში ყვე­ლა­ნი ერ­თი­ან­დე­ბი­ან, პარ­ტი­უ­ლი ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბა აქვთ და მარ­თა­ვენ შეხ­ვედ­რებს სა­მო­ქა­ლა­ქო თუ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

"რო­გორც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, პარ­ლა­მენ­ტში იგი­ვე­ნა­ი­რად გვაქვს შექ­მნი­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბი, ასე რომ, ერთ პარ­ტი­ად გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ან კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნას ამ ეტაპ­ზე არ ვა­დას­ტუ­რებთ“, - გვი­თხრეს პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
0

შესაკრებთა ადგილების გადანაცვლებით, პოლიტიკაში კი არა, არამედ მათემატიკაშიც ჯამი არ იცვლება! 😀

!!!
0

ვატატყია ხალხი

ავტორი:

რა გადაადგილებებია მოსალოდნელი ოპოზიციაში? - "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ერთ კოალიციაში გაერთიანების შესაძლებლობას ჯერჯერობით უარყოფენ

რა გადაადგილებებია მოსალოდნელი ოპოზიციაში? - "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ერთ კოალიციაში გაერთიანების შესაძლებლობას ჯერჯერობით უარყოფენ

კულუარულად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა სექტემბრიდან "ლელომ“ და "სტრატეგია აღმაშენებელმა“ ერთი კოალიცია შექმნან. ამ გაერთიანებას იმას უკავშირებენ, რომ, სავარაუდოდ, უმრავლესობა 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწევას არ აპირებს. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ამ კოალიციას მომავალში ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძის "გირჩი - მეტი თავისუფლებაც“ შეუერთდნენ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ambebi.ge "ლელოს“ და "სტრატეგია აღმაშენებელს“ დაუკავშირდა. ორივე ოპოზიციური პარტია გაერთიანებაზე მოარულ ხმებს ჯერჯერობით უარყოფს.

"არ ვიცი, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, რას ნიშნავს გაერთიანება?.. "ლელო“ თანამშრომლობს ყველა პროდასავლურ პარტიასთან იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა დავუბრუნოთ. რაც შეეხება გაერთიანებას, ამ ეტაპზე პარტია "ლელო“ არავისთან ერთიანდება“, - გვითხრა პოლიტიკური პარტია "ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ.

"სტრატეგია აღმაშენებელშიც“ გვითხრეს, რომ ისინი არავისთან გაერთიანებას არ აპირებენ, ერთადერთი, ევროკომისიის 12 პუნქტის ირგვლივ ოპოზიციაში ყველანი ერთიანდებიან, პარტიული ურთიერთთანამშრომლობა აქვთ და მართავენ შეხვედრებს სამოქალაქო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

"როგორც "ქართულ ოცნებას“, პარლამენტში იგივენაირად გვაქვს შექმნილი სამუშაო ჯგუფები, ასე რომ, ერთ პარტიად გაერთიანებას ან კოალიციის შექმნას ამ ეტაპზე არ ვადასტურებთ“, - გვითხრეს პარტიის პრესსამსახურში.