პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას  - რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა უნდა აგონ უმკაცრესი პასუხი" - უკრაინის საგარეო უწყება
"უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას  - რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა უნდა აგონ უმკაცრესი პასუხი" - უკრაინის საგარეო უწყება

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და მო­ი­თხოვს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ნა­წი­ლის დე­ო­კუ­პა­ცი­ას. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის და­წყე­ბი­დან 14 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"რუ­სე­თი გა­ნაგ­რძობს აგ­რე­სი­ულ პო­ლი­ტი­კას სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, ოკუ­პა­ცი­ის ქვეშ ჰყავს აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი/სამ­ხრეთ ოსე­თი, უხე­შად არ­ღვევს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. უკ­რა­ი­ნა მტკი­ცედ უჭერს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის ფარ­გლებ­ში“, - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

ამა­ვე გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, იმის გამო, რომ მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან რუ­სეთ­მა სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აგ­რე­სი­ა­ზე არ მი­ი­ღო, 2014 წელს რუ­სეთ­მა გა­აგ­რძე­ლა აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში - და­ი­კა­ვა ყი­რი­მი და დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ოლ­ქე­ბის ნა­წი­ლი, ხოლო 2022 წლის 24 თე­ბერ­ვალს სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყო.

„დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი ვართ, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­ჩე­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის რე­ჟი­მის მკაც­რი დაც­ვი­სა და იმ ქვეყ­ნე­ბის სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რით, რომ­ლებ­ზეც მოს­კო­ვი ახორ­ცი­ე­ლებს აგ­რე­სი­ას. შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ნა­წი­ლის დე­ო­კუ­პა­ცია, ხოლო რუს­მა სამ­ხედ­რო დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა უნდა აგონ უმ­კაც­რე­სი პა­სუ­ხი“, - აღ­ნიშ­ნეს სა­მი­ნის­ტრო­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაცაცო
0

აღარ ხართ ჩვენზე გაბრაზებულები? 

კომენტარი
6

დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!

ავტორი:

"უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას  - რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა უნდა აგონ უმკაცრესი პასუხი" - უკრაინის საგარეო უწყება

"უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას  - რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა უნდა აგონ უმკაცრესი პასუხი" - უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოითხოვს ქვეყნის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაციას. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით.

"რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, ოკუპაციის ქვეშ ჰყავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოს ამ ტერიტორიებზე. უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - აცხადებენ სამინისტროში.

ამავე განცხადების მიხედვით, იმის გამო, რომ მსოფლიო საზოგადოებისგან რუსეთმა სათანადო პასუხი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე არ მიიღო, 2014 წელს რუსეთმა გააგრძელა აგრესიული ქმედებები უკრაინაში - დაიკავა ყირიმი და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილი, ხოლო 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი მოქმედებები დაიწყო.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის შეჩერება საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის მკაცრი დაცვისა და იმ ქვეყნების სრული მხარდაჭერით, რომლებზეც მოსკოვი ახორციელებს აგრესიას. შესაძლებელია საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაცია, ხოლო რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა უნდა აგონ უმკაცრესი პასუხი“, - აღნიშნეს სამინისტროში.