ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დარწმუნებული არ არის რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარების აუცილებლობაში, სენატის მიერ მიღებული შესაბამისი რეზოლუციისა და გავლენიანი პოლიტიკოსების მოწოდების მიუხედავად. ამის შესახებ სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა The New York Times ავრცელებს.
ჟურნალისტების ინფორმაციით, რამდენიმე კვირის განმავლობაში ბლინკენზე ხორციელდება ზეწოლა, რათა მან ოფიციალურად გამოაცხადოს რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ. თუმცა ბლონკენი ამ წნეხს წინააღმდეგობას უწევს, რადგან შიშობს, რომ საპასუხო ნაბიჯი აიძულებს შეერთებულ შტატებს სანქციები დაუწესოს ზოგიერთ მოკავშირე ქვეყანას, რომელიც საქმიან ურთიერთობას ინარჩუნებს რუსეთთან და ამასთან, გაანადგურებს დიპლომატიის ნარჩენებს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.
აშშ-ის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სანქციები, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესეს „აბსოლუტურად შეესაბამება შედეგებს, რომლებიც დადგებოდა რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარების შემთხვევაში, შესაბამისად, ბლინკენი მიიჩნევს, რომ პრაქტიკული შედეგები იგივეა. ამასთან, The New York Times წერს, რომ რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარება გამოიწვევს სანქციების გამკაცრებას რუსეთის წინააღმდეგ, კონკრეტულად კი შესაძლებელს გახდის ჯარიმების დაწესებას ქვეყნებისთვის, რომლებიც მოსკოვთან ბიზნესის წარმოებას აგრძელებენ. ეს ასევე საშუალებას მისცემს მოქალაქეებს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი ამერიკულ სასამართლოებში შეიტანონ.
ცნობისთვის, აშშ-ის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიაროს, საქართველოში, ჩეჩნეთში, უკრაინასა და სირიაში ჩადენილი ქმედებების გამო.
რუსეთის თანამდეროვე მმართველობის არსს იცნობთ ცუდად , ის თავადაა ტერორისტული-ბოლშევიკთა პირდაპირი შთამომავლებია, ფსბ კგბ-ა, ჩეკა , ბოლშევიკთა ელიტა ,ხოლო ბოლშევიკები დახელოვნებული ტერორისტები და არა პოლიტიკური რევოლუციონერები იყვნენ , მათ დაამხეს იმპერატორი და სახელმწიფო აირაღის ძალით, არა იდეოლოგიური, არამედ სრულიად მერკანტილური მძარცველური მიზნით , აიფარეს კი პროლეტარული მარქსისტული იდეოლოგია, რომელიც როტშილდის დაკვეთით მარქსმა შექმნა გერმანიის დასამხობად და გელფანდ პარვუსმა გადაარუსულა ლენინისათვის რუსეთის გასაძარცვავად , არანაირ სახალხო რევოლუციას ადგილი არ ქონია , მუშები რუსეთის მოსახლეობის 5 %-ს შეადგენედნენ , გლეხობა კი რუსეთის თვალუწვდენელი მიწების 75 %-ს საკუთრებაში ფლობდნენ, ანუ მემამულენი იყვენ, ფერმერები, ანუ მდიდრები და არა უქონელი პროლეტარები , როგორ იყო რევლოლუცია მუშურ გლეხურ პროლეტარული ? 1917 წლამდე ამის რამოდენიმე მცდელობა ქონდათ და აპატია ნიკოლოზმა , კიდეც გადაყვა ამ პატიებას ! ცხადია ბოლშევიკური პროპაგანდა ამას გულდასმით მალავდა, თავად ლენინი დიდგვაროვანთა შრიდან გახლდათ, არც რუსი არ იყო და მუშურ გლეხურ სოციალურ შრესთან არაფერი აკავშირებდა , მან იარაღად ბატრაკები გამოიყენა , რომელთაც ძნელია კლასი უწოდო , ავაზაკები იყვნენ, ისინი ატერორებდნენ და ძარცვავდნენ გლეხობასაც და მემამულეებსაც "რევოლუციამდეც " , შმდგომში კი შავრაზმელები , ჩეკისტები და განმაკულაკებელ ჯალათები სწორედ მათი შრიდან გამოვიდნენ , აი ამათი შთამომავლების ხელშია ახლა რუსეთი , ტერორისტებია, აბა ვინ არიან ? ნაცი მათი სარკული გარდანასახი კი არა, პირდაპირი პროდუქტია , ავაზაკებია და ციხეში უნდა გვეჯდნენ, თქვენ იძახით არა, მმართველი უნდა გახდესო ჩეკისტი მიშაო ? !
და ჩვენ?!... ჩვენ მზად ვართ??... ეს გადაწყვეტილება იმდენად რუსეთს ვერ დაარტყამს, რამდენადაც იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსებთან კავშირებს არ (ვერ) წყვეტენ.... და ნეტა რომელია მაგ ქვეყნებში ყველაზე ამაყად უპატრონო და უთვისტომო?!...