პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
21 ათასად შეძენილი მაჯის საათი, ანგარიში ამერიკის ბანკში და შპს-ს მფლობელობა - რა ქონებას ფლობენ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური და მისი იურისტი მეუღლე?
21 ათასად შეძენილი მაჯის საათი, ანგარიში ამერიკის ბანკში და შპს-ს მფლობელობა - რა ქონებას ფლობენ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური და მისი იურისტი მეუღლე?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რი პარ­ლა­მენ­ტში პო­ლი­ცი­ი­დან მო­ვი­და. ჯერ შს სა­მი­ნის­ტროს საქ­მე­თა მმარ­თვე­ლო­ბის სა­ფელ­დე­გე­რო სამ­მარ­თვე­ლოს მომ­სა­ხუ­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტო­რი, შემ­დეგ ყაზ­ბე­გის რა­ი­ნუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იყო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პო­ლი­ცი­ის ხა­ზით.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ინც მო­უხ­და დე­და­ქა­ლაქ­ში გა­და­ბარ­გე­ბა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გამ­გზავ­რე­ბაც. 2020 წლი­დან კი პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა გა­და­წყვი­ტა და ამ­ჟა­მად მმარ­თველ გუნდს წარ­მო­ად­გენს.

მთი­ან ყაზ­ბეგ­ში, სო­ფელ არ­შა­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, სკო­ლაც იქ და­ამ­თავ­რა. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში მი­ი­ღო და ისევ უკან დაბ­რუნ­და. ამ­ბობს, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად რთუ­ლი რე­გი­ო­ნია, არა­კე­თილ­მო­სურ­ნე მე­ზობ­ლე­ბი გვე­სა­ზღვრე­ბი­ან და დიდ­ხანს არ მინ­დო­და ამ კუ­თხის და­ტო­ვე­ბაო.

ალუ­და ღუ­დუ­შა­ურს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი ჰყავს - 5 წლის გო­გო­ნა და 3 წლის ვაჟი. დე­პუ­ტა­ტის ორი­ვე შვი­ლი ამე­რი­კა­ში, ნიუ-იორკში და­ი­ბა­და. რო­გორც ჟურ­ნალ "გზის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ალუ­და ჰყვე­ბა, მე­უღ­ლე სა­ლო­მე კა­ცა­ძე სა­სა­მარ­თლო­ში გა­იც­ნო.

"მა­შინ უკვე ად­ვო­კა­ტი ვი­ყა­ვი, ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სებს ვი­ცავ­დი და სა­ბუ­თე­ბის წარ­დგე­ნის დროს სა­სა­მარ­თლო­ში გა­ვი­ცა­ნი. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, შე­მიყ­ვარ­და და დავ­ქორ­წინ­დით კი­დეც. პრო­ფე­სი­ით სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია. ჩემ­სა­ვით, ისიც სულ სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა­შია, ახლა იუ­რი­დი­ულს ამ­თავ­რებს, თან ერთ-ერთი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის იუ­რის­ტია. სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია, თა­ნაც - იმე­რე­ლი: დიპ­ლო­მა­ტი­ის ცოდ­ნა და გე­ნე­ტი­კა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, სამ მო­ხე­ვეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ა­ბა­ლან­სოს. კარ­გად გა­მოს­დის, გვიძ­ლებს" - ამ­ბობს ალუ­და.

რო­გო­რია წყვი­ლის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა?

ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2022 წელს შე­ავ­სო. რო­გორც ირ­კვე­ვა დე­პუ­ტა­ტი ფლობს 2 ბი­ნას თბი­ლის­ში, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე, მათ­გან ერთი ჩუ­ქე­ბით აქვს მი­ღე­ბუ­ლი, ხოლო მე­ო­რე ბი­ნა­ში 47 580 გა­და­ი­ხა­და. ასე­ვე მის სა­კუთ­რე­ბა­შია მი­წის ნაკ­ვე­თი სო­ფელ წე­რო­ვან­ში, რო­მე­ლიც 37 000 დო­ლა­რად იყი­და და მი­წის ნაკ­ვე­თი ყაზ­ბე­გის რა­ი­ონ­ში.

ღუ­დუ­შა­უ­რის მფლო­ბე­ლო­ბა­შია ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბის კო­ლექ­ცია. ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 2 სა­ა­თი ნა­ჩუ­ქა­რია, ხოლო ორი - შე­ძე­ნი­ლი აქვს, ერთი 21 000 დო­ლა­რად, მე­ო­რე კი - 12 000 დო­ლა­რად.

დე­პუ­ტა­ტის მე­უღ­ლის სა­ლო­მე კა­ცა­ძის სა­ხელ­ზეა ავ­ტო­მო­ბი­ლი TOYOTA RAV4 რო­მე­ლიც 2019 წელს 15 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნეს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნა­ზოგს, ალუ­და ღუ­დუ­შა­ურს უფიქ­სირ­დე­ბა და­ნა­ზო­გი 44 000 ევ­როს ოდე­ნო­ბით, ასე­ვე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გას­ხვი­სე­ბით მი­ღე­ბუ­ლი 192 000 დო­ლა­რი, ხოლო სა­ლო­მე კა­ცა­ძის სა­ხელ­ზე და­ნა­ზო­გის სა­ხით ფიქ­სირ­დე­ბა 14500 დო­ლა­რი.

ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რი არის შპს ჯეო კონ­სალ­ტინგ-ის 100 პრო­ცენ­ტი­ა­ნი წი­ლის მფლო­ბე­ლი.

შე­მო­სავ­ლის სა­ხით დე­პუ­ტატს სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­სულ წელს მი­ღე­ბუ­ლი აქვს 46310 დო­ლა­რი, ხოლო სა­ლო­მე კა­ცა­ძეს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრში მარ­კე­ტინ­გი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტად მუ­შა­ობ­და, 2021 წელს მი­ღე­ბუ­ლი აქვს ანა­ზღა­უ­რე­ბა 7152, ასე­ვე შპს ვი­კი­ში იუ­რის­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის­თვის 6000 ლარი.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს, ალუ­და ღუ­დუ­შა­ურს სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 106,41 ლარი ერი­ცხე­ბო­და. ამე­რი­კის ბან­კის სა­დე­ბე­ტო ან­გა­რიშ­ზე - 9302 დო­ლა­რი. მე­უღ­ლეს, სა­ლო­მე კა­ცა­ძეს თი­ბი­სი ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 730,82 ლარი ჰქონ­და, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე - 72,2 ლარი.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
3

ღუდუშაურებისა ყოფილა წუთისოფლის ცდუნებები.

გიო
7

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ღუდუშაური შენი პროტეჟეა?

ავტორი:

21 ათასად შეძენილი მაჯის საათი, ანგარიში ამერიკის ბანკში და შპს-ს მფლობელობა - რა ქონებას ფლობენ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური და მისი იურისტი მეუღლე?

21 ათასად შეძენილი მაჯის საათი, ანგარიში ამერიკის ბანკში და შპს-ს მფლობელობა - რა ქონებას ფლობენ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური და მისი იურისტი მეუღლე?

"ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური პარლამენტში პოლიციიდან მოვიდა. ჯერ შს სამინისტროს საქმეთა მმართველობის საფელდეგერო სამმართველოს მომსახურების განყოფილების ინსპექტორი, შემდეგ ყაზბეგის რაინული განყოფილების უფროსის მოადგილე იყო ადმინისტრაციული პოლიციის ხაზით.

მოგვიანებით მაინც მოუხდა დედაქალაქში გადაბარგება და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებაც. 2020 წლიდან კი პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა და ამჟამად მმართველ გუნდს წარმოადგენს.

მთიან ყაზბეგში, სოფელ არშაში დაიბადა და გაიზარდა, სკოლაც იქ დაამთავრა. უმაღლესი განათლება დედაქალაქში მიიღო და ისევ უკან დაბრუნდა. ამბობს, გეოგრაფიულად რთული რეგიონია, არაკეთილმოსურნე მეზობლები გვესაზღვრებიან და დიდხანს არ მინდოდა ამ კუთხის დატოვებაო.

ალუდა ღუდუშაურს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს - 5 წლის გოგონა და 3 წლის ვაჟი. დეპუტატის ორივე შვილი ამერიკაში, ნიუ-იორკში დაიბადა. როგორც ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში ალუდა ჰყვება, მეუღლე სალომე კაცაძე სასამართლოში გაიცნო.

"მაშინ უკვე ადვოკატი ვიყავი, ერთ-ერთი კომპანიის ინტერესებს ვიცავდი და საბუთების წარდგენის დროს სასამართლოში გავიცანი. ძალიან მომეწონა, შემიყვარდა და დავქორწინდით კიდეც. პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. ჩემსავით, ისიც სულ სწავლა-განათლებაშია, ახლა იურიდიულს ამთავრებს, თან ერთ-ერთი კერძო კომპანიის იურისტია. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, თანაც - იმერელი: დიპლომატიის ცოდნა და გენეტიკა საშუალებას აძლევს, სამ მოხევესთან ურთიერთობა დააბალანსოს. კარგად გამოსდის, გვიძლებს" - ამბობს ალუდა.

როგორია წყვილის ქონებრივი მდგომარეობა?

ალუდა ღუდუშაურმა ქონებრივი დეკლარაცია 2022 წელს შეავსო. როგორც ირკვევა დეპუტატი ფლობს 2 ბინას თბილისში, შარტავას ქუჩაზე, მათგან ერთი ჩუქებით აქვს მიღებული, ხოლო მეორე ბინაში 47 580 გადაიხადა. ასევე მის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი სოფელ წეროვანში, რომელიც 37 000 დოლარად იყიდა და მიწის ნაკვეთი ყაზბეგის რაიონში.

ღუდუშაურის მფლობელობაშია ძვირადღირებული საათების კოლექცია. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2 საათი ნაჩუქარია, ხოლო ორი - შეძენილი აქვს, ერთი 21 000 დოლარად, მეორე კი - 12 000 დოლარად.

დეპუტატის მეუღლის სალომე კაცაძის სახელზეა ავტომობილი TOYOTA RAV4 რომელიც 2019 წელს 15 000 დოლარად შეიძინეს.

რაც შეეხება დანაზოგს, ალუდა ღუდუშაურს უფიქსირდება დანაზოგი 44 000 ევროს ოდენობით, ასევე უძრავი ქონების გასხვისებით მიღებული 192 000 დოლარი, ხოლო სალომე კაცაძის სახელზე დანაზოგის სახით ფიქსირდება 14500 დოლარი.

ალუდა ღუდუშაური არის შპს ჯეო კონსალტინგ-ის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი.

შემოსავლის სახით დეპუტატს საპარლამენტო საქმიანობიდან გასულ წელს მიღებული აქვს 46310 დოლარი, ხოლო სალომე კაცაძეს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტად მუშაობდა, 2021 წელს მიღებული აქვს ანაზღაურება 7152, ასევე შპს ვიკიში იურისტის პოზიციაზე მუშაობისთვის 6000 ლარი.

დეკლარაციის შევსების დროს, ალუდა ღუდუშაურს საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე 106,41 ლარი ერიცხებოდა. ამერიკის ბანკის სადებეტო ანგარიშზე - 9302 დოლარი. მეუღლეს, სალომე კაცაძეს თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 730,82 ლარი ჰქონდა, ხოლო საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე - 72,2 ლარი.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"