პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანექსიის განხორციელება გაერო-ს წესდების უხეში დარღვევა იქნება და არ დავუშვებთ, რომ ეს დაუსჯელი დარჩეს" - პრაისი ლავროვის განცხადებაზე
"ანექსიის განხორციელება გაერო-ს წესდების უხეში დარღვევა იქნება და არ დავუშვებთ, რომ ეს დაუსჯელი დარჩეს" - პრაისი ლავროვის განცხადებაზე

ჩვენ­თვის ეს კო­მენ­ტა­რე­ბი მხო­ლოდ იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ რუ­სე­თი მი­ის­წრაფ­ვის ანექ­სი­ის­კენ. ეს კო­მენ­ტა­რე­ბი კი­დევ ერთხელ გვახ­სე­ნებს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის უკა­ნო­ნო, გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი ომის სა­ბო­ლოო მი­ზან­სა და ამო­ცა­ნებს, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ­მა, ნედ პრა­ის­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რას აცხა­დებს რუ­სე­თი, ეს ომი სხვა არა­ფე­რია, თუ არა ტე­რი­ტო­რი­ის და­პყრო­ბის მიზ­ნით წარ­მო­ე­ბუ­ლი ომი. "ეს არის ის, რის შე­სა­ხე­ბაც 24 თე­ბერ­ვლამ­დე ვაფრ­თხი­ლებ­დით და მას შემ­დე­გაც ვსა­უბ­რობთ”, - აღ­ნიშ­ნა ნედ პრა­ის­მა.

მისი თქმით, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ანექ­სი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­უს­ჯე­ლი არ დარ­ჩე­ბა.

"ჩვენ მკა­ფი­ოდ ვა­ცხა­დებთ, რომ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ანექ­სი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იქ­ნე­ბა გა­ე­რო-ს წეს­დე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვა და ჩვენ არ და­ვუშ­ვებთ, რომ ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­რე­შე დარ­ჩეს, და­უს­ჯე­ლი დარ­ჩეს. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ უკ­რა­ი­ნის, მისი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რას. არც ერთი სა­ხელ­მწი­ფოს, რაც არ უნდა დიდი იყოს, არ უნდა შე­ეძ­ლოს, რომ ძა­ლით შეც­ვა­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზღვრე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ნედ პრა­ის­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, სერ­გეი ლავ­როვ­მა გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ე.წ. "სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ის“ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ამო­ცა­ნე­ბი შე­იც­ვა­ლა და "დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კებს გას­ცდა“.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
2

გაეროს წესდების უხეში დარღვევის უფრო სწორედ კი" ფეხებზე დაკიდების" შემთხვევები აშშ-ს მხრიდან.

1964 წ . სამხრეთ ვიეტნამში სამხედრო ინტერვენცია.

1999 წ. იუგოსლავიის დაბომბვა.

2003 ერაყში შეჭრა,გაეროს სანქციის გარეშე .

2014 ინტერვენცია სირიაში,ასევე გაეროს სანქციის გარეშე.

ეს რაც მახსოვს ,თუ ჩავუჯებით სია გვარიანიად გრძელი გამოვა. ასე რომ რუსეთისთვის გაეროს წესდების შეხსენება დაახლოებით იგივეა ,რაც "ყვავმა ყვავს უთხრაო..."

 

ნიკუ
2

ფაქტია სახეზე, ომი და ნგრევა , მერე? რით შეაშინეთ რუსეთი? რუსეთი იმას აკეთებს რასაც თქვენ აკეთებდით წინა წლებში. ახლა კარგი ბიჭები გახდით? მოკლედ სულ არიეთ სამყარო. ერთი ჭკვიანი არავინ გამოჩნდა , რომ მსოფლიოს მშვიდობისკენ უბიძგოს. ჩვენ ერთი ციდა ქვეყანა, შინაური და გარეული მტრობით სავსე. რამდენს ვუძლებთ? როგორმე თავი უნდა გადავირჩინოთ, რუსის ჩექმა არ უნდა შემოვუშვათ ჩვენს მიწაზე. ხალხი უნდა მივხვდეთ იმას რომ , ჩვენი თავის პატრონები ჩვენ უნდა ვიყოთ და არავინ სხვა. ამაყი ერი ვართო და რამდენს გვიბაკუნებენ ფეხებს? რატომ ? არ გინდათ მიხვდეთ? აბა რის გულისთვის გვიტევენ ყოველი კუთხიდან. ჩვენ არ გვინდა და ვერ შევძლებთ ომს. ომი ვიცით რაც არის , კიდევ ტერიტორიების დაკარგვა და ლტოლვილები , დაღუპულებზე არაფერს ვამბობ. აი ომი რას მოიტანს. უკრაინა წამოეგო დაგებულ მახეს. მთავრობის სულელური სიამაყის გამო . მთავრობებიდან ომში არავინ იღუპება, იღუპება უბრალო ადამიანები. ჭკუა ვიხმაროთ და მივხვდეთ რა გვინდა და ჩვენი ქვეყანა არავის გავათელინოთ . ფოჩიან კამფეტებზე ნუ გვექნება სწორება. ის დამღუპველია. სიცოცხლეც წარმავალია და წამია , სამშობლო კი სანუკვარი. 

ავტორი:

"ანექსიის განხორციელება გაერო-ს წესდების უხეში დარღვევა იქნება და არ დავუშვებთ, რომ ეს დაუსჯელი დარჩეს" - პრაისი ლავროვის განცხადებაზე

"ანექსიის განხორციელება გაერო-ს წესდების უხეში დარღვევა იქნება და არ დავუშვებთ, რომ ეს დაუსჯელი დარჩეს" - პრაისი ლავროვის განცხადებაზე

ჩვენთვის ეს კომენტარები მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი მიისწრაფვის ანექსიისკენ. ეს კომენტარები კიდევ ერთხელ გვახსენებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი ომის საბოლოო მიზანსა და ამოცანებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რას აცხადებს რუსეთი, ეს ომი სხვა არაფერია, თუ არა ტერიტორიის დაპყრობის მიზნით წარმოებული ომი. "ეს არის ის, რის შესახებაც 24 თებერვლამდე ვაფრთხილებდით და მას შემდეგაც ვსაუბრობთ”, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, ძალის გამოყენებით ანექსიის განხორციელება დაუსჯელი არ დარჩება.

"ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ძალის გამოყენებით ანექსიის განხორციელება იქნება გაერო-ს წესდების უხეში დარღვევა და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს წინააღმდეგობის გარეშე დარჩეს, დაუსჯელი დარჩეს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის, მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. არც ერთი სახელმწიფოს, რაც არ უნდა დიდი იყოს, არ უნდა შეეძლოს, რომ ძალით შეცვალოს საერთაშორისო საზღვრები“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ე.წ. "სპეციალური ოპერაციის“ გეოგრაფიული ამოცანები შეიცვალა და "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს გასცდა“.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"