პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიცანი - ეს იყო გენინსპექციის დირექტორის მოადგილე, გიორგი ღამბაშიძე. ბიჭო რას აკეთებ: "იქ ხომ არ გაქვს-მეთქი...“ - გოგაშვილის თქმით, მის სახლში იარაღი სწორედ ღამბაშიძემ ჩადო
"ვიცანი - ეს იყო გენინსპექციის დირექტორის მოადგილე, გიორგი ღამბაშიძე. ბიჭო რას აკეთებ: "იქ ხომ არ გაქვს-მეთქი...“ - გოგაშვილის თქმით, მის სახლში იარაღი სწორედ ღამბაშიძემ ჩადო

სოსო გო­გაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მის სახ­ლში ია­რა­ღი გე­ნინ­სპექ­ცი­ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ღამ­ბა­ში­ძემ ჩადო.

სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, სოსო გო­გაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მის სახ­ლში ია­რა­ღი გე­ნინ­სპექ­ცი­ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ღამ­ბა­ში­ძემ ჩადო.

რო­გორც გო­გაშ­ვილ­მა დღეს, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, იქამ­დე, ვიდ­რე ია­რაღს სახ­ლში ჩა­დებ­დნენ, "ხელ­ზე შე­ა­ხეს“.

"ღა­მის ორ სა­ათ­ზე, ჩვენს სახ­ლში მოხ­და შე­მოჭ­რა. ეს არ მომ­ხდა­რა წე­სე­ბის დაც­ვით, ან გაფრ­თხი­ლე­ბით. მე მათ გან­ვუ­მარ­ტე, რომ მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი მყავ­და - 4 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი და 10 წლის შვი­ლი. ვუ­თხა­რი, უკან ოთახ­ში გა­ვიყ­ვან და გა­გი­ღებთ კარს-თქო. მათ გა­აგ­რძე­ლეს კა­რე­ბის შე­მონ­გრე­ვა... იქ არის ორი კარი, პირ­ვე­ლი დო­ნის და მე­ო­რე დო­ნის. მე­ო­რე დო­ნის კა­რე­ბი გა­ვუ­ღე და კი­ბე­ებ­ზე უნდა ამო­სუ­ლიყ­ვნენ სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ამ დროს, ეს კა­რე­ბი ფეთ­ქდე­ბა, ესე­ნი შე­მო­დი­ან, მე კა­რებს ვა­ღებ და ვე­უბ­ნე­ბი, არ შე­მო­ან­გრი­ონ. მე და ჩემი შვი­ლი ვი­დე­ქით იქ. ისი­ნი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გვა­კა­ვე­ბენ მეც და ჩემს შვილ­საც {უფ­რო­სი შვი­ლი}, მათ ამის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ, მათ ჰქონ­დათ გან­ჩი­ნე­ბა ჩხრე­კა­ზე. ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბით იყო ჩვე­ნი და­კა­ვე­ბა. ნი­კას {უფ­როს შვილს} ადე­ბენ პლასტმა­სის ბორ­კი­ლებს და მეც. 5-5 კაცი, ზე­მო­დან მუხ­ლე­ბით გვახ­რჩობს... ხდე­ბა ჩვე­ნი, ჩემი და ჩემი შვი­ლის მი­წა­ზე და­ფიქ­სი­რე­ბა, ამ დროს ხდე­ბა სახ­ლში შეჭ­რა, ჩემი მე­უღ­ლის ტე­რო­რის ქვეშ ყოფ­ნა, ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა და თმე­ბით თრე­ვა. ამავდრო­უ­ლად, ჩემი შვი­ლი იწყებს ღე­ბი­ნე­ბას სტრე­სის ფონ­ზე, 4 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი უნებ­ლიე შარ­დვას. არა­ვის არა­ფე­რი არ ეს­მის.

ჩვენ მი­წა­ზე ვართ გარ­თხმუ­ლი, ამ დროს ხე­ლე­ბი მაქვს ამობ­რუ­ნე­ბუ­ლი და ვგრძნობ რკი­ნის შე­ხე­ბას. გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი ვარ უსაფრ­თხო­ე­ბის, ვიცი რა­საც აკე­თე­ბენ, ხელ­ზე მა­ხე­ბენ ია­რაღს, რო­მე­ლიც შემ­დეგ უნდა ჩა­დონ. თვი­დან ვერ მივ­ხვდი, რა ია­რა­ღი იყო, ვერ და­ვი­ნა­ხე. რო­დე­საც ვიგ­რძე­ნი რა­საც აკე­თებ­დნენ, ვე­ცა­დე ხე­ლე­ბი გა­მე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა. ამ დროს გვერ­დით გა­ვი­ხე­დე და ვინც ამას აკე­თებ­და ვი­ცა­ნი - ეს იყო გე­ნინ­სპექ­ცი­ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, გი­ორ­გი ღამ­ბა­ში­ძე. ბიჭო რას აკე­თებ: "იქ ხომ არ გაქვს-მეთ­ქი“, და­ვუ­ძა­ხე. ამის შემ­დეგ, მან მთე­ლი ძა­ლით ამო­მარ­ტყა ყბა­ში წიხ­ლი, შემ­დეგ დე­დის მი­სა­მარ­თით შე­ვა­გი­ნე. რო­გორც კი შე­ვა­გი­ნე, გი­ორ­გი ღამ­ბა­ში­ძეს ხელ­ში ეჭი­რა ლუ­ლით პა­ტა­რა ია­რა­ღი, მარ­ცხე­ნა მხა­რე­ზე ვინც ია­რაღს მის­ვამ­და, ის დიდი ავ­ტო­მა­ტი იყო. ამას რომ შე­ვა­გი­ნე, იმან ფერ­დში მო­მარ­ტყა. 2 დღეა ვე­უბ­ნე­ბი, გა­და­მი­ღეთ ექოს­კო­პია და რენტგე­ნი-თქო და არ გა­და­მი­ღეს. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი. ასე­ვე, ნიკა ყვი­რო­და, მა­მას არ და­არ­ტყა­თო. მე იმათ ვე­უბ­ნე­ბი, ბავ­შვს არ და­არ­ტყა. ის­ტე­რი­კა­შია მე­უღ­ლე, მთე­ლი ოჯა­ხი სტრეს­ში იყო. ამის შემ­დეგ, რო­დე­საც ად­გნენ და გა­მო­ი­ტა­ნეს ე.წ. ფაქ­ტე­ბი, შე­ვარ­დნენ სახ­ლში, ერთი გი­ორ­გი ღამ­ბა­ში­ძე იყო და ავარ­დნენ მე­ო­რე სარ­თულ­ზე. მე­ო­რე სარ­თულ­ზე ას­ვლის შემ­დეგ, თეამ {სოსო გო­გაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე} და­ი­ნა­ხა, რომ ეს ხალ­ხი სა­ძი­ნე­ბელ­ში რა­ღაც ნივ­თებს ტე­ნი­და სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე. თეამ და­უ­წყო ყვი­რი­ლი და რო­დე­საც და­ი­ნა­ხეს, რომ ესე­ნი მი­ად­გნენ, ღამ­ბა­ში­ძემ და­ი­წყო ყვი­რი­ლი: "რა­ტომ ამო­უშ­ვით თქვე ჩე...ებო, ხომ გი­თხა­რი­თო!“ ძა­ლა­დო­ბით გა­მო­ათ­რი­ეს მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან და პირ­ველ­ზე ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. თეას ყვი­რი­ლი მეს­მის, რომ და­ა­ლა­გეს სოსო რა­ღა­ცე­ბი, რა აზრი აქვს ახლა“. მივ­ხვდი რა­საც აკე­თებ­დნენ“, - გა­ნა­ცხა­და გო­გაშ­ვილ­მა პრო­ცეს­ზე, რო­მელ­ზეც მის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მსჯე­ლო­ბენ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
სად ხართ
1

რა სირცხვილია ეს კაცი, ღმერთო, ვერც ვუყურებ...ნუ ცოლი, შვილები ცალკე თემაა :( ანუ ვერც ხვდებიან რა მოხდა ესაა ყველაზე დიდი უბედურება

ავტორი:

"ვიცანი - ეს იყო გენინსპექციის დირექტორის მოადგილე, გიორგი ღამბაშიძე. ბიჭო რას აკეთებ: "იქ ხომ არ გაქვს-მეთქი...“ - გოგაშვილის თქმით, მის სახლში იარაღი სწორედ ღამბაშიძემ ჩადო

"ვიცანი - ეს იყო გენინსპექციის დირექტორის მოადგილე, გიორგი ღამბაშიძე. ბიჭო რას აკეთებ: "იქ ხომ არ გაქვს-მეთქი...“ - გოგაშვილის თქმით, მის სახლში იარაღი სწორედ ღამბაშიძემ ჩადო

სოსო გოგაშვილის განცხადებით, მის სახლში იარაღი გენინსპექციის დირექტორის მოადგილე გიორგი ღამბაშიძემ ჩადო.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებით, მის სახლში იარაღი გენინსპექციის დირექტორის მოადგილე გიორგი ღამბაშიძემ ჩადო.

როგორც გოგაშვილმა დღეს, სასამართლო პროცესზე განაცხადა, იქამდე, ვიდრე იარაღს სახლში ჩადებდნენ, "ხელზე შეახეს“.

"ღამის ორ საათზე, ჩვენს სახლში მოხდა შემოჭრა. ეს არ მომხდარა წესების დაცვით, ან გაფრთხილებით. მე მათ განვუმარტე, რომ მცირეწლოვანი ბავშვები მყავდა - 4 წლის შვილიშვილი და 10 წლის შვილი. ვუთხარი, უკან ოთახში გავიყვან და გაგიღებთ კარს-თქო. მათ გააგრძელეს კარების შემონგრევა... იქ არის ორი კარი, პირველი დონის და მეორე დონის. მეორე დონის კარები გავუღე და კიბეებზე უნდა ამოსულიყვნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები. ამ დროს, ეს კარები ფეთქდება, ესენი შემოდიან, მე კარებს ვაღებ და ვეუბნები, არ შემოანგრიონ. მე და ჩემი შვილი ვიდექით იქ. ისინი დაუყოვნებლივ გვაკავებენ მეც და ჩემს შვილსაც {უფროსი შვილი}, მათ ამის უფლება არ ჰქონდათ, მათ ჰქონდათ განჩინება ჩხრეკაზე. ძალადობრივი მეთოდებით იყო ჩვენი დაკავება. ნიკას {უფროს შვილს} ადებენ პლასტმასის ბორკილებს და მეც. 5-5 კაცი, ზემოდან მუხლებით გვახრჩობს... ხდება ჩვენი, ჩემი და ჩემი შვილის მიწაზე დაფიქსირება, ამ დროს ხდება სახლში შეჭრა, ჩემი მეუღლის ტერორის ქვეშ ყოფნა, ფიზიკური შეურაცხყოფა და თმებით თრევა. ამავდროულად, ჩემი შვილი იწყებს ღებინებას სტრესის ფონზე, 4 წლის შვილიშვილი უნებლიე შარდვას. არავის არაფერი არ ესმის.

ჩვენ მიწაზე ვართ გართხმული, ამ დროს ხელები მაქვს ამობრუნებული და ვგრძნობ რკინის შეხებას. გამოცდილება მაქვს, ვიცე-პოლკოვნიკი ვარ უსაფრთხოების, ვიცი რასაც აკეთებენ, ხელზე მახებენ იარაღს, რომელიც შემდეგ უნდა ჩადონ. თვიდან ვერ მივხვდი, რა იარაღი იყო, ვერ დავინახე. როდესაც ვიგრძენი რასაც აკეთებდნენ, ვეცადე ხელები გამეთავისუფლებინა. ამ დროს გვერდით გავიხედე და ვინც ამას აკეთებდა ვიცანი - ეს იყო გენინსპექციის დირექტორის მოადგილე, გიორგი ღამბაშიძე. ბიჭო რას აკეთებ: "იქ ხომ არ გაქვს-მეთქი“, დავუძახე. ამის შემდეგ, მან მთელი ძალით ამომარტყა ყბაში წიხლი, შემდეგ დედის მისამართით შევაგინე. როგორც კი შევაგინე, გიორგი ღამბაშიძეს ხელში ეჭირა ლულით პატარა იარაღი, მარცხენა მხარეზე ვინც იარაღს მისვამდა, ის დიდი ავტომატი იყო. ამას რომ შევაგინე, იმან ფერდში მომარტყა. 2 დღეა ვეუბნები, გადამიღეთ ექოსკოპია და რენტგენი-თქო და არ გადამიღეს. ძალიან ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. ასევე, ნიკა ყვიროდა, მამას არ დაარტყათო. მე იმათ ვეუბნები, ბავშვს არ დაარტყა. ისტერიკაშია მეუღლე, მთელი ოჯახი სტრესში იყო. ამის შემდეგ, როდესაც ადგნენ და გამოიტანეს ე.წ. ფაქტები, შევარდნენ სახლში, ერთი გიორგი ღამბაშიძე იყო და ავარდნენ მეორე სართულზე. მეორე სართულზე ასვლის შემდეგ, თეამ {სოსო გოგაშვილის მეუღლე} დაინახა, რომ ეს ხალხი საძინებელში რაღაც ნივთებს ტენიდა სხვადასხვა ადგილზე. თეამ დაუწყო ყვირილი და როდესაც დაინახეს, რომ ესენი მიადგნენ, ღამბაშიძემ დაიწყო ყვირილი: "რატომ ამოუშვით თქვე ჩე...ებო, ხომ გითხარითო!“ ძალადობით გამოათრიეს მეორე სართულიდან და პირველზე ჩამოიყვანეს. თეას ყვირილი მესმის, რომ დაალაგეს სოსო რაღაცები, რა აზრი აქვს ახლა“. მივხვდი რასაც აკეთებდნენ“, - განაცხადა გოგაშვილმა პროცესზე, რომელზეც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

იხილეთ ასევე: