პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგება" - დიმიტრი ხუნდაძე
"დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგება" - დიმიტრი ხუნდაძე

"და­სავ­ლე­თი ამ ეტა­პის­თვის უკ­რა­ი­ნა­ში ომს აგებს - ვი­ტო­ვებ ეჭვს, რომ შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შის მსხვერ­პლიც კი აღ­მოჩ­ნდეს", - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატ­მა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყო­ფილ­მა წევ­რმა, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, და­სავ­ლეთ­მა შეც­დო­მა და­უშ­ვა, რო­დე­საც 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო და­ხუ­რულ კარს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდა და „ამ შეც­დო­მე­ბის გაგ­რძე­ლე­ბაა ის, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა“.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის გან­ხილ­ვის ვა­დის გა­და­დე­ბის თა­ო­ბა­ზე ევ­რო­კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბას, ხუნ­და­ძის თქმით, 6-თვი­ა­ნი ვა­დის მი­ზა­ნი იყო, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

„რა­ზეც ვსა­უბ­რობ­დით, რომ და­ვა­ლე­ბის 6-თვი­ა­ნი დრო, არა­გო­ნივ­რუ­ლი იყო, მარ­თა­ლი აღ­მოვ­ჩნდით. ეს [6-თვი­ა­ნი ვადა] ისა­ხავ­და მი­ზანს, რომ რაც არ უნდა მცდე­ლო­ბა გა­მო­ე­ჩი­ნა მმარ­თველ გუნდს, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ყვე­ლა პუნ­ქტის ასე სწრა­ფად შეს­რუ­ლე­ბა. ამას­თან, რა­საც ჩვენ ვამ­ბობ­დით, რომ ეს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და არა სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბას, არა­მედ სხვა სცე­ნარს, რისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის ჯგუ­ფი აზ­რობ­რი­ვად თან­ხვედ­რა­შია და იმ სცე­ნა­რის ერთი შე­მად­გე­ნე­ლია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ქვე­ყა­ნა­ში უნდა მოხ­დეს დესტრუქ­ცი­ის გზით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, რო­მე­ლიც იო­ლად არ ემორ­ჩი­ლე­ბა დაკ­ვე­თებს, შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს და მი­თუ­მე­ტეს ისეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს, რო­მე­ლიც ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის ერთ ჯგუფს, რომ­ლის ხმაც დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით ხმა­მაღ­ლა ის­მის, ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კარ­გი კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­დათ - უსი­ტყვოდ ყვე­ლა და­ვა­ლე­ბა სრულ­დე­ბო­და, თუმ­ცა არ სრულ­დე­ბო­და მთა­ვა­რი. თით­ქმის 20 წე­ლია ღია კა­რის პო­ლი­ტი­კის მო­ლო­დინ­ში ვართ. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არის ორ­მხრი­ვი ზე­წო­ლის ქვეშ - ერთი მხრივ და­სავ­ლეთს სა­ქარ­თვე­ლო პო­ლი­ტი­კურ თა­მაშ­ში შეჰ­ყავს ქრო­ნი­კუ­ლი ღია კა­რის რე­ჟი­მით, მე­ო­რე მხრივ - რუ­სე­თი, კი­დევ უფრო მეტი ხი­ფა­თის შემ­ქმნე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­თა და ია­რა­ღის ჟღა­რუ­ნით ეთა­მა­შე­ბა.

ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა არის უც­ვლე­ლი და ჩვენც, ყვე­ლამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად ეს კურ­სი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ჩავ­წე­რეთ. კა­რე­ბი ღიაა, მაგ­რამ რო­დე­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად გვჭირ­დე­ბა, ეს კარი ჩვენ­თვის იხუ­რე­ბა. 2008 წელს სწო­რედ ამ და­ხუ­რულ კარს მიღ­მა, რუ­სეთ­თან პი­რის­პირ აღ­მოვ­ჩნდით და ეს, ვფიქ­რობ, შეც­დო­მა იყო, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში უკვე არა­ერ­თხელ აღი­ა­რეს და ხმა­მაღ­ლა ით­ქვა, რომ ეს იყო შეც­დო­მა. ამას მოჰ­ყვა ყი­რი­მი, 2014 წელი. ვფიქ­რობ, ამ შეც­დო­მე­ბის გაგ­რძე­ლე­ბაა ის, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა. თუ შეც­დო­მა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ საფრ­თხის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ამ საფრ­თხეს არ აა­მოქ­მე­დებს, ეს შეც­დო­მა შეც­დო­მად დარ­ჩე­ბა, მაგ­რამ, რო­დე­საც რის­კია და არის რუ­სე­თი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ოკუ­პან­ტის გან­წყო­ბით და ქმე­დე­ბე­ბი­თაა, შეც­დო­მე­ბი ძვი­რი ჯდე­ბა. ვი­ტო­ვებ ეჭვს, რომ შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შის მსხვერ­პლიც კი აღ­მოჩ­ნდეს. რო­დე­საც ვხე­დავთ საკ­მა­ოდ მძი­მე გან­ვი­თა­რე­ბას უკ­რა­ი­ნა­ში, არ მო­ვე­რი­დე­ბი თქმას, რომ და­სავ­ლე­თი ამ ეტა­პის­თვის უკ­რა­ი­ნა­ში ომს აგებს, მაგ­რამ ომი უნდა დას­რულ­დეს. ზამ­თა­რი მო­დის, ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლე­ბის კუ­თხით იზ­რდე­ბა ინ­ტე­რე­სი. შე­საძ­ლოა, თა­ვად რუ­სე­თი გა­და­ვი­დეს და­სავ­ლე­თის მი­მართ სან­ქცი­ებ­ზე. ამ პი­რო­ბებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ომი დას­რულ­დეს“,- გა­ნა­ცხა­და ხუნ­და­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ვრო­კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მა­იკლ რუ­პიმ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­კო­მი­სია, რო­გორც ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ სთხო­ვა, გა­ფარ­თო­ე­ბის პა­კეტ­ში პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის შე­სა­ხებ ან­გა­რიშს 2023 წელს წა­რად­გენს, რაც მის­ცემს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მას საკ­მა­რის დროს, რომ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად იმუ­შა­ონ პრი­ო­რი­ტე­ტებ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გამწარებული
0

ეს კიდე ხმას იღებს! და საერთოდ უკრაინაზე ლაპარაკობს გუშინდელის მერე.უსირცხვილო გამყიდველი თავხედი მთელი ქვეყანა უმტკიცებს რომ სისულელეს აკეთებენ და არა მე ჭკვიანო! და ჩვენი ოთხეულიო!!!ჯერ ვერაფერს მიაღწიეს და უკვე დარბევაზე გადავიცდნენ. ეს რა ურცხვი ხალხია ეს ვინ ყოფილან რატო არ გამიხმა ხელი როცა ხმა მივეცი 

დო მაჟორი
1

ექიმი ხარ და არა სამხედრო ექსპერტი! რაშიც ვერ ერკვევი სჯობს გაჩუმდე - სიბრძნეში ჩაგეთვლება.

ავტორი:

"დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგება" - დიმიტრი ხუნდაძე

"დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგება" - დიმიტრი ხუნდაძე

"დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგებს - ვიტოვებ ეჭვს, რომ შესაძლოა, საქართველო გარკვეული პოლიტიკური თამაშის მსხვერპლიც კი აღმოჩნდეს", - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როდესაც 2008 წელს საქართველო დახურულ კარს მიღმა აღმოჩნდა და „ამ შეცდომების გაგრძელებაა ის, რაც უკრაინაში ხდება“.

რაც შეეხება საქართველოს კანდიდატის სტატუსის განხილვის ვადის გადადების თაობაზე ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებას, ხუნდაძის თქმით, 6-თვიანი ვადის მიზანი იყო, რომ ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად ყველა პუნქტის შესრულება შეუძლებელი ყოფილიყო.

„რაზეც ვსაუბრობდით, რომ დავალების 6-თვიანი დრო, არაგონივრული იყო, მართალი აღმოვჩნდით. ეს [6-თვიანი ვადა] ისახავდა მიზანს, რომ რაც არ უნდა მცდელობა გამოეჩინა მმართველ გუნდს, შეუძლებელი იყო ყველა პუნქტის ასე სწრაფად შესრულება. ამასთან, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ემსახურებოდა არა სტატუსის მოპოვებას, არამედ სხვა სცენარს, რისი განხორციელებაც გრძელდება, მაგრამ ევროპარლამენტარების ჯგუფი აზრობრივად თანხვედრაშია და იმ სცენარის ერთი შემადგენელია, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში უნდა მოხდეს დესტრუქციის გზით ხელისუფლების შეცვლა. ხელისუფლების, რომელიც იოლად არ ემორჩილება დაკვეთებს, შემოთავაზებებს და მითუმეტეს ისეთ შემოთავაზებებს, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ევროპარლამენტარების ერთ ჯგუფს, რომლის ხმაც დღეს განსაკუთრებით ხმამაღლა ისმის, ყოფილ ხელისუფლებასთან კარგი კომუნიკაცია ჰქონდათ - უსიტყვოდ ყველა დავალება სრულდებოდა, თუმცა არ სრულდებოდა მთავარი. თითქმის 20 წელია ღია კარის პოლიტიკის მოლოდინში ვართ. ჩვენი ქვეყანა არის ორმხრივი ზეწოლის ქვეშ - ერთი მხრივ დასავლეთს საქართველო პოლიტიკურ თამაშში შეჰყავს ქრონიკული ღია კარის რეჟიმით, მეორე მხრივ - რუსეთი, კიდევ უფრო მეტი ხიფათის შემქმნელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებითა და იარაღის ჟღარუნით ეთამაშება.

ევროატლანტიკური მიმართულება არის უცვლელი და ჩვენც, ყველამ საზოგადოებასთან ერთად ეს კურსი კონსტიტუციაში ჩავწერეთ. კარები ღიაა, მაგრამ როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს კარი ჩვენთვის იხურება. 2008 წელს სწორედ ამ დახურულ კარს მიღმა, რუსეთთან პირისპირ აღმოვჩნდით და ეს, ვფიქრობ, შეცდომა იყო, რომელიც ევროპაში უკვე არაერთხელ აღიარეს და ხმამაღლა ითქვა, რომ ეს იყო შეცდომა. ამას მოჰყვა ყირიმი, 2014 წელი. ვფიქრობ, ამ შეცდომების გაგრძელებაა ის, რაც უკრაინაში ხდება. თუ შეცდომა იქნება, მაგრამ საფრთხის ორგანიზატორი ამ საფრთხეს არ აამოქმედებს, ეს შეცდომა შეცდომად დარჩება, მაგრამ, როდესაც რისკია და არის რუსეთი, რომელიც მუდმივად ოკუპანტის განწყობით და ქმედებებითაა, შეცდომები ძვირი ჯდება. ვიტოვებ ეჭვს, რომ შესაძლოა, საქართველო გარკვეული პოლიტიკური თამაშის მსხვერპლიც კი აღმოჩნდეს. როდესაც ვხედავთ საკმაოდ მძიმე განვითარებას უკრაინაში, არ მოვერიდები თქმას, რომ დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგებს, მაგრამ ომი უნდა დასრულდეს. ზამთარი მოდის, ენერგომატარებლების კუთხით იზრდება ინტერესი. შესაძლოა, თავად რუსეთი გადავიდეს დასავლეთის მიმართ სანქციებზე. ამ პირობებში აუცილებელია, რომ ომი დასრულდეს“,- განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, ვროკომისიის წარმომადგენელმა მაიკლ რუპიმ ევროპარლამენტში განაცხადა, რომ ევროკომისია, როგორც ევროპულმა საბჭომ სთხოვა, გაფართოების პაკეტში პრიორიტეტების შესახებ ანგარიშს 2023 წელს წარადგენს, რაც მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, რომ საფუძვლიანად იმუშაონ პრიორიტეტებზე.