პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორია დატოვეს - ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტის გაგრძელების გზებზე მსჯელობა გაიმართება
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორია დატოვეს - ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტის გაგრძელების გზებზე მსჯელობა გაიმართება

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია, რო­მელ­საც "შინ ევ­რო­პის­კენ" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მარ­თავ­დნენ, დას­რულ­და. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი დღეს დი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ხმა­უ­რით, სტვე­ნი­თა და შე­ძა­ხი­ლე­ბით ცდი­ლობ­დნენ პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვას. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მათი შეკ­რე­ბის მი­ზა­ნი იყო ის, რომ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის ხალ­ხის ხმა გა­ე­გო­ნე­ბი­ნათ.

რო­გორც "სირ­ცხვი­ლი­ას" ერთ-ერ­თმა აქ­ტი­ვის­ტმა გიგა მა­ქა­რაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი შე­იკ­რი­ბე­ბი­ან და იმ­სჯე­ლე­ბენ, რო­გორ გაგ­რძელ­დეს სა­მო­მავ­ლოდ პრო­ტეს­ტი.

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, დღეს მო­რი­გი აქ­ცია არ იგეგ­მე­ბა.

"იმ­დე­ნი პო­ლი­ცი­ე­ლი მო­იყ­ვა­ნეს, არ ვიცი, ამ ხალ­ხს მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ მის­ცენ, კრი­მი­ნა­ლი ასეთ დღე­ში არ იქ­ნე­ბო­და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, თუმ­ცა, ვხე­დავთ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მარ­ტო ძა­ლოვ­ნებ­ზეა ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, მეტი არა­ვი­თა­რი რე­სურ­სი არ დარ­ჩათ. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ცერ­თი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა არ ყო­ფი­ლა, დი­ლი­თაც მხო­ლოდ ხმა­უ­რი იყო ჩვენ­გან. კი­ბე­ე­ბი­და­ნაც ამოგ­ვწი­ეს პო­ლი­ცი­ის ძა­ლით და არ მოგ­ვცეს იქ დად­გო­მის უფ­ლე­ბა, რომ შე­ნო­ბა­ში შე­სულ ღა­რი­ბაშ­ვილს აქ­ცი­ის არ­ცერ­თი მო­ნა­წი­ლე არ და­ე­ნა­ხა. ვფიქ­რობთ, რომ ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი მტკი­ცე და მარ­თა­ლია, ვფიქ­რობთ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გაგ­რძელ­დეს მშვი­დო­ბი­ა­ნად", - გა­ნა­ცხა­და მა­ქა­რაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, "რაც მეტი ადა­მი­ა­ნი იხ­მა­უ­რებს, რაც მეტი ადა­მი­ა­ნის ხმას გა­ი­გებს ივა­ნიშ­ვი­ლი, მით უფრო სწრა­ფად მოხ­სნის ღა­რი­ბაშ­ვილს და მის მთავ­რო­ბას“.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიხო
0

წარმოდგენა,, ბაკულას ღორები", დასრულდა.

ზურა
0

რაღა მაქარაშვილი და დიღმელაშვილი და რაღა კამო.

ავტორი:

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორია დატოვეს - ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტის გაგრძელების გზებზე მსჯელობა გაიმართება

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორია დატოვეს - ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტის გაგრძელების გზებზე მსჯელობა გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია, რომელსაც "შინ ევროპისკენ" ორგანიზატორები მართავდნენ, დასრულდა. აქციის მონაწილეები დღეს დილიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურით, სტვენითა და შეძახილებით ცდილობდნენ პროტესტის გამოხატვას. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი შეკრების მიზანი იყო ის, რომ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ხალხის ხმა გაეგონებინათ.

როგორც "სირცხვილიას" ერთ-ერთმა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის ორგანიზატორები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ, როგორ გაგრძელდეს სამომავლოდ პროტესტი.

აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეს მორიგი აქცია არ იგეგმება.

"იმდენი პოლიციელი მოიყვანეს, არ ვიცი, ამ ხალხს მუშაობის საშუალება რომ მისცენ, კრიმინალი ასეთ დღეში არ იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" თავიდან ბოლომდე მარტო ძალოვნებზეა ჩამოკიდებული, მეტი არავითარი რესურსი არ დარჩათ. მთელი ღამის განმავლობაში არცერთი სამართალდარღვევა არ ყოფილა, დილითაც მხოლოდ ხმაური იყო ჩვენგან. კიბეებიდანაც ამოგვწიეს პოლიციის ძალით და არ მოგვცეს იქ დადგომის უფლება, რომ შენობაში შესულ ღარიბაშვილს აქციის არცერთი მონაწილე არ დაენახა. ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროტესტი მტკიცე და მართალია, ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად", - განაცხადა მაქარაშვილმა.

მისივე თქმით, "რაც მეტი ადამიანი იხმაურებს, რაც მეტი ადამიანის ხმას გაიგებს ივანიშვილი, მით უფრო სწრაფად მოხსნის ღარიბაშვილს და მის მთავრობას“.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"