მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარგი იქნებოდა, მართლა განდგომილები ყოფილიყვნენ...ეს არის "საოჯახო ტროიკა". გაიყვნენ, გაინაწილეს სხვადასხვა ფრონტი" - რომან გოცირიძე "ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე
"კარგი იქნებოდა, მართლა განდგომილები ყოფილიყვნენ...ეს არის "საოჯახო ტროიკა". გაიყვნენ, გაინაწილეს სხვადასხვა ფრონტი" - რომან გოცირიძე "ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე

კარ­გი იქ­ნე­ბო­და, მარ­თლა გან­დგო­მი­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ , - ასე შე­ა­ფა­სა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა, რო­მან გო­ცი­რი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ სო­ზარ სუ­ბა­რის, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის მიერ ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

რო­გორც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა აღ­ნიშ­ნა, სამი დე­პუ­ტა­ტის მიერ პარ­ტი­ის და­ტო­ვე­ბა არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მა­ნი­ფეს­ტი და დას­ტუ­რი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დის გა­კეთ­დე­ბა მმარ­თველ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას არ სურ­და.

"კარ­გი იქ­ნე­ბო­და, მარ­თლა გან­დგო­მი­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ამ სამი ადა­მი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას "ტრი­ო­თი" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. "ტრიო" კარ­გი სი­ტყვაა, ეს არის "ტრო­ი­კა". ასე უნდა ვუ­წო­დოთ მათ - სა­ო­ჯა­ხო "ტრო­ი­კა". ესე­ნი არი­ან, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბის ავ­ტო­რე­ბი, მაგ­რამ მათ ამ­ხი­ლეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. ეს და­გეგ­მა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ". რა თქმა უნდა, ეს არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სცე­ნა­რი, შე­უძ­ლე­ბე­ლია მას­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად ეს ნა­ბი­ჯი გა­და­ედ­გა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. გა­იყ­ვნენ, გა­ი­ნა­წი­ლეს სხვა­დას­ხვა ფრონ­ტი და ის, რისი თქმაც მათ ბო­ლომ­დე არ შე­ეძ­ლოთ, პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­რო­ბის გამო. ეს არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მა­ნი­ფეს­ტი, გან­ცხა­დე­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. გა­მოჩ­ნდა, რომ მათ რე­ა­ლუ­რად არ უნ­დო­დათ გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნა“, - აღ­ნიშ­ნა რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­ზა­ნია არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა:

"ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ყვე­ლას აე­ხი­ლა თვა­ლი: ამ ხალ­ხის­თვის სამ­შობ­ლო, მისი მო­მა­ვა­ლი არ არის მთა­ვა­რი, არა­მედ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­სა: და­აჯ­დნენ ბი­უ­ჯეტს, მო­ი­პა­რონ ფული, იყ­ვნენ და­უს­ჯე­ლე­ბი, ჰყავ­დეთ სა­კუ­თა­რი სა­სა­მარ­თლო, რო­მელ­საც ვის­ზეც მი­უ­თი­თებს, იმას და­ი­ჭერს. პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გან­მუხ­ტვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­კი­თხი არის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის შე­წყვე­ტა“, - გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" იმ რე­ფორ­მებს არ გა­ა­ტა­რებს, რა­საც ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ გა­ცე­მულ 12-პუნ­ქტი­ან რე­კო­მენ­და­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ და ყვე­ლა­ფე­რი ისევ ისე დარ­ჩე­ბა, რო­გორც არის, "სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში ხალ­ხს მარ­თლა სა­მო­ქა­ლა­ქო კონ­ფლიქ­ტის­კენ უბიძ­გებს და შე­დე­გად სა­კუ­თარ თავ­ზე მი­ი­ღე­ბენ რე­ვო­ლუ­ცი­ას“.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qartveli
0

kot bazilio

345
3

კუპონ, სიმართლე არ მოგწონთ და როგირც ყოველთვის ეხლა შეეცდებით წუმპე შეასხათ, გააუბრალოვოთ, ფულს დაუკავშიროთ,როგორც ყოველთვის თქვენ რაც ხართ ის სხვებს უძახოთ. არადა საქართველოში ყოველთვის არსებობდნენ და იმედია დღესაც არსებობენ ადამიანები, ვინც თავისი ქვეყნისთვის იბრძვის და სწორედ ამ ერთეული ადამიანების თავგანწირვის და ბრძოლის შედეგია საქართველო დღემდე რომ არსებობს და იარსებებს. აი დიდ ევროპას რა მომავალი ექნება შენ მაგაზე იდარდე

ავტორი:

"კარგი იქნებოდა, მართლა განდგომილები ყოფილიყვნენ...ეს არის "საოჯახო ტროიკა". გაიყვნენ, გაინაწილეს სხვადასხვა ფრონტი" - რომან გოცირიძე "ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე

"კარგი იქნებოდა, მართლა განდგომილები ყოფილიყვნენ...ეს არის "საოჯახო ტროიკა". გაიყვნენ, გაინაწილეს სხვადასხვა ფრონტი" - რომან გოცირიძე "ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე

კარგი იქნებოდა, მართლა განდგომილები ყოფილიყვნენ , - ასე შეაფასა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის მიერ ფრაქცია "ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, სამი დეპუტატის მიერ პარტიის დატოვება არის "ქართული ოცნების“ მანიფესტი და დასტური, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთდება მმართველ პოლიტიკურ ძალას არ სურდა.

"კარგი იქნებოდა, მართლა განდგომილები ყოფილიყვნენ. ამ სამი ადამიანის განცხადებას "ტრიოთი" მოიხსენიებენ. "ტრიო" კარგი სიტყვაა, ეს არის "ტროიკა". ასე უნდა ვუწოდოთ მათ - საოჯახო "ტროიკა". ესენი არიან, ფაქტობრივად, დანაშაულებრივი განცხადებების ავტორები, მაგრამ მათ ამხილეს "ქართული ოცნება“. ეს დაგეგმა "ქართულმა ოცნებამ". რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ შემუშავებული სცენარი, შეუძლებელია მასთან შეუთანხმებლად ეს ნაბიჯი გადაედგა "ქართულ ოცნებას“. გაიყვნენ, გაინაწილეს სხვადასხვა ფრონტი და ის, რისი თქმაც მათ ბოლომდე არ შეეძლოთ, პოლიტკორექტურობის გამო. ეს არის "ქართული ოცნების“ მანიფესტი, განცხადება, დამოკიდებულება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. გამოჩნდა, რომ მათ რეალურად არ უნდოდათ განაცხადის შეტანა“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, "ქართული ოცნების“ მიზანია არსებული ვითარების შენარჩუნება:

"ამ განცხადების შემდეგ ყველას აეხილა თვალი: ამ ხალხისთვის სამშობლო, მისი მომავალი არ არის მთავარი, არამედ შენარჩუნება არსებული ვითარებისა: დააჯდნენ ბიუჯეტს, მოიპარონ ფული, იყვნენ დაუსჯელები, ჰყავდეთ საკუთარი სასამართლო, რომელსაც ვისზეც მიუთითებს, იმას დაიჭერს. პოლარიზაციის განმუხტვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე შეფასებით, თუ "ქართული ოცნება" იმ რეფორმებს არ გაატარებს, რასაც ევროკომისიის მიერ გაცემულ 12-პუნქტიან რეკომენდაციაში ვკითხულობთ და ყველაფერი ისევ ისე დარჩება, როგორც არის, "საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში ხალხს მართლა სამოქალაქო კონფლიქტისკენ უბიძგებს და შედეგად საკუთარ თავზე მიიღებენ რევოლუციას“.