პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხეა მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის" - ნატო
"რუსეთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხეა მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის" - ნატო

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და პირ­და­პი­რი საფრ­თხე მო­კავ­ში­რე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ზო­ნა­ში მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს 2022 წლის სტრა­ტე­გი­ულ კონ­ცეფ­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"რუ­სე­თი ცდი­ლობს იძუ­ლე­ბის, დი­ვერ­სი­ის, აგ­რე­სი­ის და ანექ­სი­ის გზით გავ­ლე­ნი­სა და პირ­და­პი­რი კონ­ტრო­ლის სფე­რო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ის იყე­ნებს ჩვე­უ­ლებ­რივ, კი­ბერ და ჰიბ­რი­დულ სა­შუ­ა­ლე­ბებს ჩვენ­სა და ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მისი მზად­ყოფ­ნა გა­მო­ი­ყე­ნოს ძალა თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, ძირს უთხრის წე­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რიგს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

კონ­ცეფ­ცი­ა­ში ასე­ვე ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ნატო არ ეს­წრაფ­ვის რუ­სეთ­თან კონფრონ­ტა­ცი­ას და არ წარ­მო­ად­გენს საფრ­თხეს რუ­სე­თის­თვის, თუმ­ცა მის მტრულ ქმე­დე­ბებს ერ­თობ­ლი­ვად უპა­სუ­ხებს.

"ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ რუ­სე­თის საფრ­თხე­ებ­სა და მტრულ ქმე­დე­ბებს ერ­თობ­ლი­ვად და პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი გზით ვუ­პა­სუ­ხოთ. ჩვენ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ვაძ­ლი­ე­რებთ ყვე­ლა მო­კავ­ში­რის შე­კა­ვე­ბას და თავ­დაც­ვას, გა­ვაძ­ლი­ე­რებთ ჩვენს მე­დე­გო­ბას რუ­სუ­ლი იძუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და მხარს და­ვუ­ჭერთ ჩვენს პარტნი­ო­რებს სა­ზი­ა­ნო ჩა­რე­ვი­სა და აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. მისი მტრუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და ქმე­დე­ბე­ბის ფონ­ზე, ჩვენ ვერ მი­ვიჩ­ნევთ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას ჩვენს პარტნი­ო­რად“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

ამას­თან, ალი­ან­სი ხაზს უს­ვამს, რომ მზად არის რუ­სეთ­თან ღია კო­მუ­ნი­კა­ცი­ის არ­ხე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

"თუმ­ცა, ჩვენ მზად ვართ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მოს­კოვ­თან ღია კო­მუ­ნი­კა­ცი­ის არ­ხე­ბი რის­კე­ბის მარ­თვი­სა და შემ­ცი­რე­ბის, ეს­კა­ლა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბი­სა და გამჭვირ­ვა­ლო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით. ჩვენ გვსურს სტა­ბი­ლუ­რო­ბა და პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბა ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში და ნატო-სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შო­რის. ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, შე­ა­ჩე­რებს თუ არა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია თა­ვის აგ­რე­სი­ულ ქცე­ვას და სრუ­ლად შე­ას­რუ­ლებს თუ არა სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბას“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

გიგა
0

აი აქ, ნამდვილად პირიქით მგონია

ავტორი:

"რუსეთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხეა მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის" - ნატო

"რუსეთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხეა მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის" - ნატო

რუსეთის ფედერაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს 2022 წლის სტრატეგიულ კონცეფციაშია აღნიშნული.

"რუსეთი ცდილობს იძულების, დივერსიის, აგრესიის და ანექსიის გზით გავლენისა და პირდაპირი კონტროლის სფეროების ჩამოყალიბებას. ის იყენებს ჩვეულებრივ, კიბერ და ჰიბრიდულ საშუალებებს ჩვენსა და ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ. მისი მზადყოფნა გამოიყენოს ძალა თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

კონცეფციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ნატო არ ესწრაფვის რუსეთთან კონფრონტაციას და არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, თუმცა მის მტრულ ქმედებებს ერთობლივად უპასუხებს.

"ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის საფრთხეებსა და მტრულ ქმედებებს ერთობლივად და პასუხისმგებლიანი გზით ვუპასუხოთ. ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ ყველა მოკავშირის შეკავებას და თავდაცვას, გავაძლიერებთ ჩვენს მედეგობას რუსული იძულების წინააღმდეგ და მხარს დავუჭერთ ჩვენს პარტნიორებს საზიანო ჩარევისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი მტრული პოლიტიკისა და ქმედებების ფონზე, ჩვენ ვერ მივიჩნევთ რუსეთის ფედერაციას ჩვენს პარტნიორად“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, ალიანსი ხაზს უსვამს, რომ მზად არის რუსეთთან ღია კომუნიკაციის არხების შესანარჩუნებლად.

"თუმცა, ჩვენ მზად ვართ შევინარჩუნოთ მოსკოვთან ღია კომუნიკაციის არხები რისკების მართვისა და შემცირების, ესკალაციის თავიდან აცილებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით. ჩვენ გვსურს სტაბილურობა და პროგნოზირებადობა ევროატლანტიკურ სივრცეში და ნატო-სა და რუსეთის ფედერაციას შორის. ჩვენს ურთიერთობაში ნებისმიერი ცვლილება დამოკიდებულია იმაზე, შეაჩერებს თუ არა რუსეთის ფედერაცია თავის აგრესიულ ქცევას და სრულად შეასრულებს თუ არა საერთაშორისო კანონმდებლობას“,- აღნიშნულია დოკუმენტში.