მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ერთობლივი პროექტის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ერთობლივი პროექტის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა (KIU) ჭი­ა­თუ­რის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ცენ­ტრის მოს­წავ­ლე­ებს უმას­პინ­ძლა, რომ­ლებ­მაც წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლეს მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი სას­წავ­ლო კურ­სი. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე 20-მდე უფ­როსკლა­სელს გა­და­ე­ცა სერ­ტი­ფი­კა­ტი. მათ ასე­ვე ჩა­უ­ტარ­დათ კამ­პუ­სის ტური, ახალ­გაზ­რდე­ბი გა­ეც­ნენ KIU-ს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქს.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და ჭი­ა­თუ­რის მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ ცენ­ტრს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა 2021 წელს და­ი­წყო. იგი მიზ­ნად ისა­ხავს რე­გი­ო­ნის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდას, ბა­ზარ­ზე მო­თხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და ახალ­გაზ­რდე­ბის და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ჭი­ა­თუ­რის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ცენ­ტრი რვა თვის მან­ძილ­ზე ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ერ­თობ­ლივ სას­წავ­ლო პროგ­რა­მას მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სწავ­ლე­ბის პრო­ცესს უძღვე­ბოდ­ნენ KIU-ს პრო­ფე­სო­რე­ბი გი­ორ­გი ონი­ა­ნი და ია მო­საშ­ვი­ლი.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კან­ცლე­რის მაგ­და მაღ­რა­ძის თქმით, KIU-მ და ჭი­ა­თუ­რის მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ­მა ცენ­ტრმა რე­გი­ო­ნის აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს შეს­თა­ვა­ზეს სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სი სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში, რათა ახალ­გაზ­რდე­ბი სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლიყ­ვნენ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად.

„ეს გახ­ლავთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რო­მე­ლიც წელს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და ჭი­ა­თუ­რის მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ ცენ­ტრს შო­რის და­ი­წყო. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი გახ­ლავთ, რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ მოს­წავ­ლე­ებს მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ემ­ზა­დონ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად. ამით ჩვენ ვცდი­ლობთ, გავ­ზარ­დოთ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კან­ცლერ­მა მაგ­და მაღ­რა­ძემ.

„დღეს ჩვენ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად და­ვა­ჯილ­დო­ვეთ პროგ­რა­მის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ ჭი­ა­თუ­რა­ში შევ­ქმე­ნით უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც აძ­ლევს ად­გი­ლობ­რივ ახალ­გაზ­რდებს ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, იმი­სათ­ვის, რომ შემ­დგომ­ში მათ ჰქონ­დეთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი, კა­რი­ე­რა. ვუ­ლო­ცავ კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს, ჩვე­ნი კომ­პა­ნია გა­აგ­რძე­ლებს პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რას, ინ­ვეს­ტი­რე­ბას სო­ცი­ა­ლურ-კორ­პო­რა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა თე­ი­მუ­რაზ ხო­ნე­ლი­ამ.

მა­თე­მა­ტი­კი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვა შე­ეძ­ლოთ და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლებ­მაც წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რეს შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი. პროგ­რა­მას აფი­ნან­სებს კომ­პა­ნია „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი“.

NS

ქიტესა
6

ახალგაზრდებო, არ ისწავლოთ "ოლიგარქის" მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ერთობლივი პროექტის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ერთობლივი პროექტის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ერთობლივი სასწავლო კურსი. ღონისძიების ფარგლებში პროექტის მონაწილე 20-მდე უფროსკლასელს გადაეცა სერტიფიკატი. მათ ასევე ჩაუტარდათ კამპუსის ტური, ახალგაზრდები გაეცნენ KIU-ს საუნივერსიტეტო ქალაქს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის თანამშრომლობა 2021 წელს დაიწყო. იგი მიზნად ისახავს რეგიონის მოსწავლეებისთვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაციას და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი რვა თვის მანძილზე ახორციელებდნენ ერთობლივ სასწავლო პროგრამას მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით. სწავლების პროცესს უძღვებოდნენ KIU-ს პროფესორები გიორგი ონიანი და ია მოსაშვილი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მაგდა მაღრაძის თქმით, KIU-მ და ჭიათურის მულტიფუნქციურმა ცენტრმა რეგიონის აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს შესთავაზეს სპეციალური მოსამზადებელი კურსი საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და მათემატიკაში, რათა ახალგაზრდები სათანადოდ მომზადებულიყვნენ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად.

„ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა და თანამშრომლობა, რომელიც წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის დაიწყო. პროექტის მიზანი გახლავთ, რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს მივცეთ საშუალება მოემზადონ უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად. ამით ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ განათლებაზე ხელმისაწვდომობა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის“, - აღნიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.

„დღეს ჩვენ პარტნიორებთან ერთად დავაჯილდოვეთ პროგრამის კურსდამთავრებულები. დაახლოებით ერთი წლის წინ ჭიათურაში შევქმენით უნიკალური პროექტი, საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აძლევს ადგილობრივ ახალგაზრდებს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის საშუალებას, იმისათვის, რომ შემდგომში მათ ჰქონდეთ წარმატებული მომავალი, კარიერა. ვულოცავ კურსდამთავრებულებს, ჩვენი კომპანია გააგრძელებს პროექტის მხარდაჭერას, ინვესტირებას სოციალურ-კორპორატიული პოლიტიკის ფარგლებში“, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა თეიმურაზ ხონელიამ.

მათემატიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამაში ჩართვა შეეძლოთ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შესარჩევი კონკურსი. პროგრამას აფინანსებს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“.

NS