პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპოზიციას ძალიან ჭკვიანური მოქმედება სჭირდება, რომ ქუჩაში დაწყებული პროტესტი სახლებში არ შეაბრუნოს" - რა აჩვენა გუშინდელმა აქციამ და რას უნდა ველოდოთ 24-ში?
"ოპოზიციას ძალიან ჭკვიანური მოქმედება სჭირდება, რომ ქუჩაში დაწყებული პროტესტი სახლებში არ შეაბრუნოს" - რა აჩვენა გუშინდელმა აქციამ და რას უნდა ველოდოთ 24-ში?

ოპო­ზი­ცი­ას ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნუ­რი მოქ­მე­დე­ბა სჭირ­დე­ბა, რომ ქუ­ჩა­ში და­წყე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტი ისევ სახ­ლებ­ში არ შე­აბ­რუ­ნოს, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა, ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, გუ­შინ­დელ­მა აქ­ცი­ამ "შინ ევ­რო­პის­კენ“ აჩ­ვე­ნა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა პრო­ტესტს გა­მოთ­ქვამს იმ პო­ლი­ტი­კის მი­მართ, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახორ­ცი­ე­ლებს.

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის აზრი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს.

"რო­დე­საც აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მხრი­დან სწო­რი მე­სი­ჯე­ბი მი­დის, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცია არის. ამი­ტომ, აქ­ცია ძა­ლი­ან მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი იყო. ასე­თი მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია კარ­გა ხა­ნია არ მი­ნა­ხავს. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ევ­რო­პუ­ლი ორი­ენ­ტი­რის ტემ­პი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე­ვე, ეს იყო პრო­ტეს­ტი იმ პო­ლი­ტი­კის მი­მართ, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახორ­ცი­ე­ლებს.

აქ­ცია თით­ქმის ყვე­ლა წამ­ყვან­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­ა­შუ­ქა. მე­ო­რე მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აღარ აქვს საქ­მე ისე, რო­გორც თუნ­დაც 6 თვის წინ ჰქონ­და. ვი­თა­რე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტი საკ­მა­ოდ იზ­რდე­ბა და ძა­ლი­ან ახ­ლოს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმას­თან, რომ პრობ­ლე­მე­ბი გა­და­ლა­ხოს და ოპო­ზი­ცი­უ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი გა­ერ­თი­ან­დეს. ვფიქ­რობ, ეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყუ­რად უნდა იღოს და შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი მი­ი­ღოს.

დიდი ალ­ბა­თო­ბით, კან­დი­და­ტის სტა­ტუსს არ მოგ­ვა­ნი­ჭე­ბენ. თუ ოპო­ზი­ცი­ამ ისევ ძვე­ლი მე­თო­დით გა­აგ­რძე­ლა ბრძო­ლა, და­ი­წყო პერ­მა­ნენ­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბი და ა.შ. მა­შინ ის იმ მუხტსაც ჩა­ახ­შობს, რო­მე­ლიც გუ­შინ­დელ აქ­ცი­ა­ზე გაჩ­ნდა. ოპო­ზი­ცი­ას ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნუ­რი მოქ­მე­დე­ბა სჭირ­დე­ბა, რომ ქუ­ჩა­ში და­წყე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტი ისევ სახ­ლე­ბის არ შე­აბ­რუ­ნოს“,-გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

ამას­თან, მან სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა შე­ა­ფა­სა, რომ­ლის აზ­რით,"უნდა შე­იქ­მნას ტექ­ნი­კუ­რი მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი ერის ნე­ბის გა­მომ­ხატ­ველ არ­ჩევ­ნებს ევ­რო­კავ­ში­რის კონ­ტრო­ლის ქვეშ ჩა­ა­ტა­რებს“.

"თუ ოპო­ზი­ცი­ას იმის ძალა ეყო­ფა, რომ ტექ­ნი­კურ მთავ­რო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნოს საქ­მე, მა­შინ აქ არა­ვი­თა­რი ევ­რო­პუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ იქ­ნე­ბა. რო­გორც წესი, რო­დე­საც ამ დო­ნე­ზე არის მი­სუ­ლი ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა, იქ ყო­ველ­თვის ხდე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა. ამი­ტომ, თუ ტექ­ნი­კურ მთავ­რო­ბამ­დე მი­ვი­და საქ­მე, მერე სა­უ­ბა­რი ევ­რო­პულ არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე და ა.შ. ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. ისე­თი­ვე არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა, რო­გო­რიც იყო 2003 წელს ან 2012 წელს. სამ­წუ­ხა­როდ, შე­იძ­ლე­ბა ზუს­ტად იგი­ვე პრო­ტეს­ტი გაგ­რძელ­დეს, რაც ამ პე­რი­ოდ­ში იყო“,-გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

მისი შე­ფა­სე­ბით, ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში პერ­მა­ნენ­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბის დრო არ არის.

"საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია შე­იძ­ლე­ბა 24 ივ­ნისს იყოს, მაგ­რამ პერ­მა­ნენ­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბის დრო არ არის, რად­გან პო­ლი­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან ცუდი პე­რი­ო­დია. თუ ეს აქ­ცი­ე­ბი ჩაფ­ლავ­დე­ბა, არა­ვი­თარ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე სა­უ­ბა­რი არ იქ­ნე­ბა. რო­დე­საც ოპო­ზი­ცია შე­ხე­დავს, რომ ზღვა ხალ­ხი მო­ა­წყდა, მა­შინ­ვე რა­დი­კა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბის­კენ წას­ვლას იწყებს. იმას აღარ უკ­ვირ­დე­ბა, რომ ეს ხალ­ხი ერთხელ კი მო­ვი­და, მაგ­რამ თა­ნახ­მაა, რომ ივ­ლი­სი და აგ­ვის­ტო ია­როს?!

ზო­გა­დად, გუ­შინ­დე­ლი აქ­ცია ოპო­ზი­ცი­ის­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა, ამას აქვს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა. თუ პერ­მა­ნენ­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყე­ბა, იმ­დე­ნად დიდი იქ­ნე­ბა იმედ­გაც­რუ­ე­ბა, რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი კი არა, სა­ერ­თოდ, ოპო­ზი­ცია გა­ნულ­დე­ბა, რად­გან გუ­შინ­დე­ლი შეკ­რე­ბა ერთჯე­რა­დი, კარ­გი აქ­ცია იყო, სწო­რად და­გეგ­მი­ლი და სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წაყ­ვა­ნი­ლი. ამი­ტომ, სა­ჭი­როა ზუს­ტი, ფრთხი­ლი და გათ­ვლი­ლი სტრა­ტე­გია, რომ შე­დეგს მი­აღ­წი­ონ“,-გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

ფო­ტო­ე­ბი: ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აჩი
0

ეს მიტინგი ოპოზიციამ არ მიიწეროს, თორემ ხალხს მართლა ვერასოდეს ვერაფერს დააჯერებენ, ამ ვაიექსპერტებმა კი დაანებონ სათავისო აზრების ფრქვევას თავი, ამაზე დიდი მიტინგი მოსახლეობამ გამართა (პატრიარქის მხარდასაჭერად და თავისი აზრის დასაფიქსირებლად სწორედ ოპოზიციის წინააღმდეგ), 2012 წლის აქციები კი სიდიდით შეუდარებელი იყო.

ნიკოლოზი
0

თქვენ როგორც გაწყობთ ეგეთ სახელებს ნუ არქმევთ, ეს იყო აქცია მოსახლეობის მხრიდან ევროპული ორიენტაციის დაფიქსირების და არა ხელისუფლების პროტესტის, შეცდომაში ნუ შეგყავთ ხალხი!

ავტორი:

"ოპოზიციას ძალიან ჭკვიანური მოქმედება სჭირდება, რომ ქუჩაში დაწყებული პროტესტი სახლებში არ შეაბრუნოს" - რა აჩვენა გუშინდელმა აქციამ და რას უნდა ველოდოთ 24-ში?

"ოპოზიციას ძალიან ჭკვიანური მოქმედება სჭირდება, რომ ქუჩაში დაწყებული პროტესტი სახლებში არ შეაბრუნოს" - რა აჩვენა გუშინდელმა აქციამ და რას უნდა ველოდოთ 24-ში?

ოპოზიციას ძალიან ჭკვიანური მოქმედება სჭირდება, რომ ქუჩაში დაწყებული პროტესტი ისევ სახლებში არ შეაბრუნოს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი შეფასებით, გუშინდელმა აქციამ "შინ ევროპისკენ“ აჩვენა, რომ საზოგადოება პროტესტს გამოთქვამს იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს.

ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობის აზრი უნდა გაითვალისწინოს.

"როდესაც აქციის ორგანიზატორების მხრიდან სწორი მესიჯები მიდის, საზოგადოებაში შესაბამისი რეაქცია არის. ამიტომ, აქცია ძალიან მრავალრიცხოვანი იყო. ასეთი მასშტაბური აქცია კარგა ხანია არ მინახავს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ევროპული ორიენტირის ტემპი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ეს იყო პროტესტი იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს.

აქცია თითქმის ყველა წამყვანმა მედიასაშუალებამ გააშუქა. მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას აღარ აქვს საქმე ისე, როგორც თუნდაც 6 თვის წინ ჰქონდა. ვითარება აჩვენებს, რომ მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი საკმაოდ იზრდება და ძალიან ახლოს არის საზოგადოება იმასთან, რომ პრობლემები გადალახოს და ოპოზიციური ამომრჩეველი გაერთიანდეს. ვფიქრობ, ეს საქართველოს ხელისუფლებამ ყურად უნდა იღოს და შესაბამისი ზომები მიიღოს.

დიდი ალბათობით, კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ. თუ ოპოზიციამ ისევ ძველი მეთოდით გააგრძელა ბრძოლა, დაიწყო პერმანენტული აქციები და ა.შ. მაშინ ის იმ მუხტსაც ჩაახშობს, რომელიც გუშინდელ აქციაზე გაჩნდა. ოპოზიციას ძალიან ჭკვიანური მოქმედება სჭირდება, რომ ქუჩაში დაწყებული პროტესტი ისევ სახლების არ შეაბრუნოს“,-განაცხადა ძაბირაძემ.

ამასთან, მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეაფასა, რომლის აზრით,"უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს“.

"თუ ოპოზიციას იმის ძალა ეყოფა, რომ ტექნიკურ მთავრობამდე მიიყვანოს საქმე, მაშინ აქ არავითარი ევროპული არჩევნები არ იქნება. როგორც წესი, როდესაც ამ დონეზე არის მისული ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა, იქ ყოველთვის ხდება ხელისუფლების ცვლილება. ამიტომ, თუ ტექნიკურ მთავრობამდე მივიდა საქმე, მერე საუბარი ევროპულ არჩევნების ჩატარებაზე და ა.შ. ეს გამორიცხულია. ისეთივე არჩევნები ჩატარდება, როგორიც იყო 2003 წელს ან 2012 წელს. სამწუხაროდ, შეიძლება ზუსტად იგივე პროტესტი გაგრძელდეს, რაც ამ პერიოდში იყო“,-განაცხადა ძაბირაძემ.

მისი შეფასებით, ახლა საქართველოში პერმანენტული აქციების დრო არ არის.

"საპროტესტო აქცია შეიძლება 24 ივნისს იყოს, მაგრამ პერმანენტული აქციების დრო არ არის, რადგან პოლიტიკურად ძალიან ცუდი პერიოდია. თუ ეს აქციები ჩაფლავდება, არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ იქნება. როდესაც ოპოზიცია შეხედავს, რომ ზღვა ხალხი მოაწყდა, მაშინვე რადიკალური ქმედებებისკენ წასვლას იწყებს. იმას აღარ უკვირდება, რომ ეს ხალხი ერთხელ კი მოვიდა, მაგრამ თანახმაა, რომ ივლისი და აგვისტო იაროს?!

ზოგადად, გუშინდელი აქცია ოპოზიციისთვის წარმატებული იყო, მაგრამ როგორ გაგრძელდება, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ პერმანენტული აქციები დაიწყება, იმდენად დიდი იქნება იმედგაცრუება, რომ რიგგარეშე არჩევნები კი არა, საერთოდ, ოპოზიცია განულდება, რადგან გუშინდელი შეკრება ერთჯერადი, კარგი აქცია იყო, სწორად დაგეგმილი და სწორი მიმართულებით წაყვანილი. ამიტომ, საჭიროა ზუსტი, ფრთხილი და გათვლილი სტრატეგია, რომ შედეგს მიაღწიონ“,-განაცხადა ძაბირაძემ.

ფოტოები: ინტერპრესნიუსი