მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედია, შესრულებად პირობებს წარმოგვიდგენენ - რომ გითხრან, სპილო ხარ და აღარ იყო სპილო, თუ არ ვარ, როგორ უნდა გადავიქცე იმად, რაც არ ვყოფილვარ" - დავითულიანი
"იმედია, შესრულებად პირობებს წარმოგვიდგენენ - რომ გითხრან, სპილო ხარ და აღარ იყო სპილო, თუ არ ვარ, როგორ უნდა გადავიქცე იმად, რაც არ ვყოფილვარ" - დავითულიანი

იმე­დი მაქვს, შეს­რუ­ლე­ბად პი­რო­ბებს წარ­მოგ­ვიდ­გე­ნენ - რომ გი­თხრან, სპი­ლო ხარ და აღარ იყო სპი­ლო, თუ არ ვარ, რო­გორ უნდა გა­და­ვიქ­ცე იმად, რაც არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, რო­გორ გან­ვი­კურ­ნო იმის­გან, რაც არას­დროს არ მჭირ­და?! - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ბექა და­ვი­თუ­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას, რამ­დე­ნად მზად იქ­ნე­ბა მმარ­თვე­ლი გუნ­დი შე­ას­რუ­ლოს პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა კან­დი­და­ტის სტა­ტუსს მოჰ­ყვეს.

და­ვი­თუ­ლი­ა­ნი აცხა­დებს, რომ შეს­რუ­ლე­ბა­დი იქ­ნე­ბა პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი სფე­რო­ე­ბის რე­ფორ­მი­რე­ბას შე­იძ­ლე­ბა მო­ი­თხოვ­დეს, ხოლო შე­უს­რუ­ლე­ბა­დია პი­რო­ბა, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი გზა არ არ­სე­ბობს.

ამას­თან, და­ვი­თუ­ლი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას და აღ­ნიშ­ნა, რომ იმე­დი აქვს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ფაქ­ტო­რით არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

"ამას ად­რეც ვამ­ბობ­დი, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექ­სტში. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, რომ ეს სტა­ტუ­სი მო­ვი­პო­ვოთ. გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში მი­სა­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე სამ­წუ­ხა­როდ, გუ­შინ გაჟ­ღერ­და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქვეყ­ნის ლი­დე­რის მხრი­დან და არა მხო­ლოდ გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­ერ­თოდ გე­ოგ­რა­ფია და­სა­ხელ­და გა­დამ­წყვეტ ფაქ­ტო­რად.

მე იმე­დი მაქვს ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი ნა­წი­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი, იქ­ნე­ბა უფრო მა­ღა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის და მხო­ლოდ გე­ოგ­რა­ფი­ით ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ი­ღე­ბენ, რად­გან ჩვენ ერთხელ უკვე დაგვტო­ვა ევ­რო­პამ მე- 20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, ერთხელ ვერ გა­ბე­და და ვერ მოგ­ვა­ნი­ჭა მაპი, რა­საც 2008 წლის ომი მოჰ­ყვა და იმე­დი მაქვს, მე­სა­მედ ამ შეც­დო­მას და­სავ­ლე­თი არ და­უშ­ვებს კავ­კა­სი­ა­ში. არც ჩვენ და არც მათ სხვა გზა არ აქვთ, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი უნდა მოგ­ვა­ნი­ჭონ ვი­ნა­ი­დან, თუ ამას არ მოგ­ვა­ნი­ჭე­ბენ, ეს იქ­ნე­ბა პირ­და­პი­რი სიგ­ნა­ლი რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა ძა­ლე­ბის­თვის, რომ პრინ­ცი­პუ­ლი არ არის და­სავ­ლე­თის­თვის კავ­კა­სია,"- გა­ნა­ცხა­და და­ვი­თუ­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
0

შვილო პარლამენტის წევრი რომ ბრძანდებით ,სხვა ლექსიკა შენს ტვინს არ გააჩნია.რას ბოდიალობ რა გინდა ,სპილო არა მაგრამ ერთი უტვინო პარლამენტარი ხარ.გაჩუმდი ხმას ნუ იღებ შენ და შენისთანები.ქვეყანა დაანგრიეთ და კიდევ დიდგულზე ხარ.

ჰოო
6

იმავე კონტეინერით უნდა გაგეგზავნათ მიშა უკან, ვითომ არ გადმოკვეთა საზღვარი. მერე გენახათ ევროპაში ჩვენი ქება-დიდება და მაპზე უკეთესები

ავტორი:

"იმედია, შესრულებად პირობებს წარმოგვიდგენენ - რომ გითხრან, სპილო ხარ და აღარ იყო სპილო, თუ არ ვარ, როგორ უნდა გადავიქცე იმად, რაც არ ვყოფილვარ" - დავითულიანი

"იმედია, შესრულებად პირობებს წარმოგვიდგენენ - რომ გითხრან, სპილო ხარ და აღარ იყო სპილო, თუ არ ვარ, როგორ უნდა გადავიქცე იმად, რაც არ ვყოფილვარ" - დავითულიანი

იმედი მაქვს, შესრულებად პირობებს წარმოგვიდგენენ - რომ გითხრან, სპილო ხარ და აღარ იყო სპილო, თუ არ ვარ, როგორ უნდა გადავიქცე იმად, რაც არასდროს ვყოფილვარ, როგორ განვიკურნო იმისგან, რაც არასდროს არ მჭირდა?! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად მზად იქნება მმართველი გუნდი შეასრულოს პირობები, რომელიც შესაძლოა კანდიდატის სტატუსს მოჰყვეს.

დავითულიანი აცხადებს, რომ შესრულებადი იქნება პირობები, რომელიც გარკვეული სფეროების რეფორმირებას შეიძლება მოითხოვდეს, ხოლო შეუსრულებადია პირობა, რომლის შესრულების სამართლებრივი გზა არ არსებობს.

ამასთან, დავითულიანი გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, გადაწყვეტილება გეოგრაფიული ფაქტორით არ იქნება მიღებული.

"ამას ადრეც ვამბობდი, რომ გადაწყვეტილებას მიიღებენ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს სტატუსი მოვიპოვოთ. გეოპოლიტიკურ ჭრილში მისაღებ გადაწყვეტილებაზე სამწუხაროდ, გუშინ გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერის მხრიდან და არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, საერთოდ გეოგრაფია დასახელდა გადამწყვეტ ფაქტორად.

მე იმედი მაქვს ღირებულებითი ნაწილი, რომ საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი, იქნება უფრო მაღალი მნიშვნელობის და მხოლოდ გეოგრაფიით ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, რადგან ჩვენ ერთხელ უკვე დაგვტოვა ევროპამ მე- 20 საუკუნის დასაწყისში, ერთხელ ვერ გაბედა და ვერ მოგვანიჭა მაპი, რასაც 2008 წლის ომი მოჰყვა და იმედი მაქვს, მესამედ ამ შეცდომას დასავლეთი არ დაუშვებს კავკასიაში. არც ჩვენ და არც მათ სხვა გზა არ აქვთ, კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვანიჭონ ვინაიდან, თუ ამას არ მოგვანიჭებენ, ეს იქნება პირდაპირი სიგნალი რეგიონში არსებული სხვა ძალებისთვის, რომ პრინციპული არ არის დასავლეთისთვის კავკასია,"- განაცხადა დავითულიანმა.