პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განცხადების რეკომენდაცია ბიძინა ივანიშვილისგან არ მიმიღია - არ მჭირდებოდა არავის შეკვეთა, დაკვეთა, ზარი და ფორმულირება, რა უნდა მეთქვა" - დიმიტრი ხუნდაძე
"განცხადების რეკომენდაცია ბიძინა ივანიშვილისგან არ მიმიღია - არ მჭირდებოდა არავის შეკვეთა, დაკვეთა, ზარი და ფორმულირება, რა უნდა მეთქვა" - დიმიტრი ხუნდაძე

20 ივ­ნისს და­გეგ­მი­ლი აქ­ცია აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ქვე­დი­ნე­ბი­საა, "სირ­ცხვი­ლი­ამ“ და­გეგ­მა და ეს ფაქ­ტობ­რი­ვად, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ და­გეგ­მი­ლია, ეს სა­ერ­თოდ ცდე­ბა ყვე­ლა­ფერს, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ევ­რო­პულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას ამ­დაგ­ვა­რი მხარ­და­ჭე­რა არ სჭირ­დე­ბა.

"მათი მი­ზა­ნი რა არის იცით? არ გა­მო­ვი­და აქ­ცია, რომ მიშა საჭ­მელს არ ჭამს, შემ­დეგ ის, რომ მძი­მედ არის, შემ­დეგ გვა­რა­მი­ას მო­ე­წყი­ნა სა­კან­ში, არ გა­მო­ვი­და ეს თემა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამა­ზე არ გა­მო­დის და ახლა მო­ი­ფიქ­რეს, რომ ევ­რო­პუ­ლი მხარ­და­ჭე­რის თვალ­საზ­რი­სით სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­იკ­რი­ბოს. მინ­და გი­თხრათ, რომ იქ მის­ვლა პრაქ­ტი­კუ­ლად იქ­ნე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­და­ჭე­რა, მაგ­რამ ევ­რო­პულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას ამ­დაგ­ვა­რი მხარ­და­ჭე­რა არ ჭირ­დე­ბა, რა­ტომ იცით? ეს კალ­კუ­ლა­ცი­ას აღარ სა­ჭი­რო­ებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის 85% სრუ­ლი­ად სწო­რად, უფრო მე­ტიც უნდა იყოს, უკვე უჭირს ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს მხარს, ამას გა­დათ­ვლა და გა­მოთ­ვლა აღარ ჭირ­დე­ბა, ეს უკვე ცნო­ბი­ლია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა მყა­რად დგას ფეხ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, შე­საძ­ლოა აქ­ცი­ა­ზე მი­სუ­ლი "თა­ვე­ბი“ ვი­ღა­ცამ დათ­ვა­ლოს და სხვა მიზ­ნე­ბით გა­მო­ი­ყე­ნოს.

"შე­საძ­ლოა ეს თა­ვე­ბი ვი­ღა­ცამ გა­მო­ი­ყე­ნოს ამ ში­ნა­არ­სით, მაგ­რამ სხვა მიზ­ნით. ამი­ტომ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სჭირ­დე­ბა სიფრ­თხი­ლე. როცა სათ­ქმე­ლია, უნდა ით­ქვას, როცა სა­ჭი­როა უნდა გა­კეთ­დეს, მაგ­რამ არ უნდა გა­კეთ­დეს ის, რაც შე­საძ­ლოა სა­ზი­ა­ნო აღ­მოჩ­ნდეს, თუნ­დაც კარ­გი მიზ­ნით და­გეგ­მი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ.

გარ­და ამი­სა, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ გა­და­ცე­მა­ში ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე მის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

მისი თქმით, გან­ცხა­დე­ბა, რომ "თუ სა­ქარ­თვე­ლო სტა­ტუსს უსა­მარ­თლო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით მი­ი­ღებს, ქვე­ყა­ნამ მას­ზე უარი უნდა თქვას“, არც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და არც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სხვა ლი­დე­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცია არ ყო­ფი­ლა და მისი ბუ­ნებ­რი­ვი რე­აქ­ცია იყო.

"დე­პუ­ტატ­მა ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თოს არ არის მარ­ტი­ვი და ამას გარ­კვე­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. მინ­და გი­თხრათ, რომ ეს ყვე­ლა­ზე უკეთ იცის ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ, რომ მე მის­გან არ მი­მი­ღია რე­კო­მენ­და­ცია, მე ის კარ­გი ხა­ნია არ მი­ნა­ხავს. ის, რომ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი და­იც­ვა, ეს არის შენი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ამას არა­ვის შეხ­სე­ნე­ბა არ სჭირ­დე­ბა, როცა და­სა­ცა­ვია ღირ­სე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ქვეყ­ნის და მას შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ, აქ ყვე­ლამ უნდა ამო­ი­ღოს ხმა, უნდა ით­ქვას სათ­ქმე­ლი.მე არ მჭირ­დე­ბო­და არა­ვის შეკ­ვე­თა, დაკ­ვე­თა, ზარი და ფორ­მუ­ლი­რე­ბა, რა უნდა მეთ­ქვა, მე ვი­სა­უბ­რე იმა­ზე, რა­მაც ძა­ლი­ან გა­მაბ­რა­ზა და ვფიქ­რობ, რომ ეს იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­მარ­თლი­ა­ნი, იმ უსა­მარ­თლო­ბა­ზე, რაც დი­მიტ­რი ხუნ­და­ძეს კი არ შე­ე­ხო მხო­ლოდ ან მის ოჯახს, არა­მედ ეს შე­ე­ხო მთელს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ეს იყო ბუ­ნებ­რი­ვი რე­აქ­ცია ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის. მაგ­რამ ის, რომ ჩემს რე­აქ­ცი­ა­ზე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მე­უბ­ნე­ბა, რომ "რას ამ­ბობ, გა­ჩუმ­დი, რო­გორ ბე­დავ?“ მე ვფიქ­რობ, ეს არის სწო­რედ და­ნა­შა­უ­ლი, რო­დე­საც სათ­ქმე­ლია და არ ამ­ბობ. მე რაც ვთქვი კი­დევ შე­მიძ­ლია გა­ვი­მე­ო­რო და ეს ასეა, ჩემი ქვეყ­ნის ღირ­სე­ბას როცა შე­ე­ხე­ბა ვინ­მე, თუნ­დაც ეს ევ­რო­პუ­ლი უსა­მარ­თლო­ბა იყოს, მი­უ­ღე­ბე­ლია და ამა­ზე რე­აქ­ცია მექ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ.

ამას­თან, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ პრე­ზი­დენ­ტის მიერ ბრი­ფინგზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბიც შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ "ბევ­რი ურ­თი­ერთ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნათ­ქვა­მი იყო, ამ­ბობ­და ერთს და შემ­დგომ მისი ნათ­ქვა­მი პირ­ვან­დელ მის ნათ­ქვამს უპი­რის­პირ­დე­ბო­და“.

"გუ­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლის შე­ფა­სე­ბა არ არის მარ­ტი­ვი, რამ­დენ­ჯერ­მე უნდა გა­და­ხე­დო მის ნათ­ქვამს, ბევ­რი ურ­თი­ერთ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნათ­ქვა­მი იყო, ამ­ბობ­და ერთს და შემ­დგომ მისი ნათ­ქვა­მი პირ­ვან­დელ მის ნათ­ქვამს უპი­რის­პირ­დე­ბო­და. არ იყო მარ­ტი­ვი შე­სა­ფა­სე­ბე­ლი, თუმ­ცა იყო აქ­ცენ­ტე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლად მი­სი­ვე ძველ ნათ­ქვამს ას­წო­რებ­და, მა­გა­ლი­თად ის, რომ ერთ სიბ­რტყე­ში და­ა­ყე­ნა გვა­რა­მია, სა­ა­კაშ­ვი­ლი და ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, მან ეს გუ­შინ პრაქ­ტი­კუ­ლად აღი­ა­რა და გა­მო­ას­წო­რა, რომ ეს არას­წო­რი იყო და ის თავს იმარ­თლებ­და, რომ ის არ აპი­რებ­და იმას, რომ ერთ სიბ­რტყე­ში და­ე­ყე­ნე­ბი­ნა, პი­რი­ქით აქეთ დადო მმარ­თველ გუნდს ბრა­ლი, რომ ვერ იმუ­შა­ვა.

თა­ვი­დან დაგ­ვი­წუ­ნა ჩვენ პო­ლი­ტი­კო­სებს რე­ზო­ლუ­ცი­ის შე­ფა­სე­ბა და შემ­დეგ თვი­თონ­ვე აღი­ა­რა, რომ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი აც­დე­ნი­ლი სა­კი­თხე­ბი იყო, მა­გა­ლი­თად იგი­ვე სან­ქცი­რე­ბის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ერთი მისი ნათ­ქვა­მი მე­ო­რეს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯკვჰკაჯჰლბლაბალ
3

რაში გჭირდება ვინმეს მოწოდება, შეუქცევადი მონა ხარ!

grisha
3

ბატონ დიმიტრის არავის მითითება და ბრძანება არ ჭირდება, და ვერც ბატონი ბიძინა უბრძანებს რამეს მას. ის მხოლოდ უფალს ემორჩილება. ყვეალას გვახსოვს როდესაც მაჟორიტარული სისტემის გაუქმება უნდოდა ქართულ ოცნებას ის როგორ მამაცად აღუდგა წინ როგორც ქართულ ოცნებას ისე ბატონ ბიძინას და ევროპის წინაშე დადებული პირობა ყველას თავზე გადაახია და კომიტეტის თავჯდომარის თანამდებობაზე დაწინაურებაც დაიმსახურა

ავტორი:

"განცხადების რეკომენდაცია ბიძინა ივანიშვილისგან არ მიმიღია - არ მჭირდებოდა არავის შეკვეთა, დაკვეთა, ზარი და ფორმულირება, რა უნდა მეთქვა" - დიმიტრი ხუნდაძე

"განცხადების რეკომენდაცია ბიძინა ივანიშვილისგან არ მიმიღია - არ მჭირდებოდა არავის შეკვეთა, დაკვეთა, ზარი და ფორმულირება, რა უნდა მეთქვა" - დიმიტრი ხუნდაძე

20 ივნისს დაგეგმილი აქცია აბსოლუტურად სხვა ქვედინებისაა, "სირცხვილიამ“ დაგეგმა და ეს ფაქტობრივად, "ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილია, ეს საერთოდ ცდება ყველაფერს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპულ ინტეგრაციას ამდაგვარი მხარდაჭერა არ სჭირდება.

"მათი მიზანი რა არის იცით? არ გამოვიდა აქცია, რომ მიშა საჭმელს არ ჭამს, შემდეგ ის, რომ მძიმედ არის, შემდეგ გვარამიას მოეწყინა საკანში, არ გამოვიდა ეს თემა, საზოგადოება ამაზე არ გამოდის და ახლა მოიფიქრეს, რომ ევროპული მხარდაჭერის თვალსაზრისით საზოგადოება შეიკრიბოს. მინდა გითხრათ, რომ იქ მისვლა პრაქტიკულად იქნება "ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, მაგრამ ევროპულ ინტეგრაციას ამდაგვარი მხარდაჭერა არ ჭირდება, რატომ იცით? ეს კალკულაციას აღარ საჭიროებს, საზოგადოების 85% სრულიად სწორად, უფრო მეტიც უნდა იყოს, უკვე უჭირს ევროპულ ღირებულებებს მხარს, ამას გადათვლა და გამოთვლა აღარ ჭირდება, ეს უკვე ცნობილია და საზოგადოება მყარად დგას ფეხზე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე განცხადებით, შესაძლოა აქციაზე მისული "თავები“ ვიღაცამ დათვალოს და სხვა მიზნებით გამოიყენოს.

"შესაძლოა ეს თავები ვიღაცამ გამოიყენოს ამ შინაარსით, მაგრამ სხვა მიზნით. ამიტომ ქართულ საზოგადოებას სჭირდება სიფრთხილე. როცა სათქმელია, უნდა ითქვას, როცა საჭიროა უნდა გაკეთდეს, მაგრამ არ უნდა გაკეთდეს ის, რაც შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს, თუნდაც კარგი მიზნით დაგეგმილი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გარდა ამისა, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, განცხადება, რომ "თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას“, არც ბიძინა ივანიშვილისა და არც "ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების რეკომენდაცია არ ყოფილა და მისი ბუნებრივი რეაქცია იყო.

"დეპუტატმა ასეთი განცხადება გააკეთოს არ არის მარტივი და ამას გარკვეული პასუხისმგებლობა სჭირდება. მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაზე უკეთ იცის ბატონმა ბიძინამ, რომ მე მისგან არ მიმიღია რეკომენდაცია, მე ის კარგი ხანია არ მინახავს. ის, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები დაიცვა, ეს არის შენი პასუხისმგებლობა, ამას არავის შეხსენება არ სჭირდება, როცა დასაცავია ღირსება საზოგადოების, ქვეყნის და მას შეურაცხყოფას აყენებენ, აქ ყველამ უნდა ამოიღოს ხმა, უნდა ითქვას სათქმელი.მე არ მჭირდებოდა არავის შეკვეთა, დაკვეთა, ზარი და ფორმულირება, რა უნდა მეთქვა, მე ვისაუბრე იმაზე, რამაც ძალიან გამაბრაზა და ვფიქრობ, რომ ეს იყო აბსოლუტურად სამართლიანი, იმ უსამართლობაზე, რაც დიმიტრი ხუნდაძეს კი არ შეეხო მხოლოდ ან მის ოჯახს, არამედ ეს შეეხო მთელს საზოგადოებას. ეს იყო ბუნებრივი რეაქცია ყველა პასუხისმგებლობიანი ადამიანის. მაგრამ ის, რომ ჩემს რეაქციაზე სახალხო დამცველი მეუბნება, რომ "რას ამბობ, გაჩუმდი, როგორ ბედავ?“ მე ვფიქრობ, ეს არის სწორედ დანაშაული, როდესაც სათქმელია და არ ამბობ. მე რაც ვთქვი კიდევ შემიძლია გავიმეორო და ეს ასეა, ჩემი ქვეყნის ღირსებას როცა შეეხება ვინმე, თუნდაც ეს ევროპული უსამართლობა იყოს, მიუღებელია და ამაზე რეაქცია მექნება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამასთან, დიმიტრი ხუნდაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ პრეზიდენტის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ "ბევრი ურთიერთ საწინააღმდეგო ნათქვამი იყო, ამბობდა ერთს და შემდგომ მისი ნათქვამი პირვანდელ მის ნათქვამს უპირისპირდებოდა“.

"გუშინდელი პრეზიდენტის გამოსვლის შეფასება არ არის მარტივი, რამდენჯერმე უნდა გადახედო მის ნათქვამს, ბევრი ურთიერთ საწინააღმდეგო ნათქვამი იყო, ამბობდა ერთს და შემდგომ მისი ნათქვამი პირვანდელ მის ნათქვამს უპირისპირდებოდა. არ იყო მარტივი შესაფასებელი, თუმცა იყო აქცენტები გაკეთებული, რომელიც პრაქტიკულად მისივე ძველ ნათქვამს ასწორებდა, მაგალითად ის, რომ ერთ სიბრტყეში დააყენა გვარამია, სააკაშვილი და ბატონო ბიძინა, მან ეს გუშინ პრაქტიკულად აღიარა და გამოასწორა, რომ ეს არასწორი იყო და ის თავს იმართლებდა, რომ ის არ აპირებდა იმას, რომ ერთ სიბრტყეში დაეყენებინა, პირიქით აქეთ დადო მმართველ გუნდს ბრალი, რომ ვერ იმუშავა.

თავიდან დაგვიწუნა ჩვენ პოლიტიკოსებს რეზოლუციის შეფასება და შემდეგ თვითონვე აღიარა, რომ რეზოლუციაში ძალიან ბევრი აცდენილი საკითხები იყო, მაგალითად იგივე სანქცირების თემასთან დაკავშირებით. ერთი მისი ნათქვამი მეორეს ეწინააღმდეგებოდა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე იხილეთ: