პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეზირებისთვის მთავარია ბიძინა ივანიშვილის ქებაში ერთმანეთს შეეჯიბრონ... ეჯიბრებიან, ვინ უფრო მაგარი ქლესაა“ - დავით ბერძენიშვილი
"ვეზირებისთვის მთავარია ბიძინა ივანიშვილის ქებაში ერთმანეთს შეეჯიბრონ... ეჯიბრებიან, ვინ უფრო მაგარი ქლესაა“ - დავით ბერძენიშვილი

"კარ­გად ვხე­დავ, რომ რე­ზო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ შე­ფა­სე­ბა­ში რიგ­ში და­ე­წყნენ. პირ­ვე­ლი ვე­ზი­რო­ბა ყვე­ლას და­ას­წრო ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, მერე აჰ­ყვა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, მერე კახა კა­ლა­ძემ ყვე­ლა­ფე­რი თავ­ზე და­ი­ყა­რა და ყვე­ლა­ფე­რი იკად­რა", - ამის შე­სა­ხებ "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით მი­ღე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა.

პო­ლი­ტი­კოს­მა გა­და­ცე­მა­ში შე­აფ­სა ის, თუ რა გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­და რე­ზო­ლუ­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­დან.

"კახა კა­ლა­ძემ ყვე­ლა­ფე­რი თავ­ზე და­ი­ყა­რა და ყვე­ლა­ფე­რი იკად­რა. კახა კა­ლა­ძე ერ­თა­დერ­თი ელექ­ტო­რა­ლუ­რი ფი­გუ­რა ჰყავთ, თბი­ლი­სის მე­რო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მე­რია. და­ნარ­ჩენს კი, პულ­სი არ ესინ­ჯე­ბა. ნა­ხეთ მათი რე­ი­ტინ­გე­ბი, ხომ ვი­ცით კო­ბა­ხი­ძის რე­ი­ტინ­გი რა­საც წარ­მო­ად­გენს?!“, - გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე რე­ზო­ლუ­ცი­ის კონ­ტექ­სტში სა­უბ­რი­სას უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, რად­გა­ნაც მის­მა გუნ­დმა ვერ მო­ა­ხერ­ხა მისი დაც­ვა.

"კი, ძა­ლი­ან გა­შოლ­ტავ­და [გუნდს]. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს კი, ორ­ჯერ ორი რამ­დე­ნია, უნდა ას­წავ­ლო“, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა

მან ასე­ვე ისა­უბ­რა "გორ­ბის“ კვლე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ლო­დინ­შია იმი­სია, რომ მი­ი­ღოს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი.

მის­ვე მო­საზ­რე­ბით, ბოლო პე­რი­ოდ­ში ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბის მსურ­ველ­თა რი­ცხვი ქვე­ყა­ნა­ში თვი­თონ "გორ­ბის“ გა­მო­კი­თხვაც კი, გაზ­რდი­ლია.

"ყვე­ლამ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ შეგ­ვიძ­ლია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, შინ და გა­რეთ, ჭერ­ქვეშ, ქუ­ჩა­ში, ცი­ხე­ში - ყვე­ლას შეგ­ვიძ­ლია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. ყვე­ლას მოგ­ვე­თხო­ვე­ბა ვი­ყოთ მხნედ. ჩვე­ნი მთა­ვა­რი სა­კი­თხია რა არის? და­ვი­ნა­ხეთ, რომ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, ნო­მერ პირ­ვე­ლი, მე­ო­რე, მეშ­ვი­დე, ოთხმოც­და­მე­სა­მე ვე­ზი­რე­ბის­თვის მთა­ვა­რია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქე­ბა­ში ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯიბ­რონ და ეს ქება, თუ მო­ი­თხოვს ევ­რო­კავ­ში­რის ლან­ძღვა-გი­ნე­ბას, 300 დე­პუ­ტა­ტის მი­წა­ში ჩა­დე­ბას, ჩა­დე­ბენ“, -გა­ნა­ცხა­და და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა და იქვე აღ­ნიშ­ნა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა უარი ვერ თქვას იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, რა­საც მი­ი­ღებს ევ­რო­კავ­ში­რი.

"ესე­ნი ახლა ერ­თმა­ნეთს, რომ ეჯიბ­რე­ბი­ან, ვინ უფრო მა­გა­რი ქლე­საა“, - აღ­ნიშ­ნა მან.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
5555
0

აგხდინათ ბიძინამ ოცნებები ?! რაღა გაქვთ საწუწუნო , მიშა ხომ მოგაცილათ ?! ბიძინამ კი არა , თქვენ , ზუსტადაც თქვენ, მაშინდელმა ოპიზიციამ ჩააგდეთ ეს ქვეყანა ამ დღეში თორემ, , უთქვენოთ თავის გამოგზავნილ ცოცხებს რუსეთი უკან წაიღებდა ... ახლა ზიან და იწირპლებიან .... ბოდიში რა .... ამათ უნდოდათ მარტო მიშა მოეცილებინათ , სკამები დაერიგებინათ მაგრამ, რუსეთმა არა ბატონო , მიშა იმისთვის არ მოგვიცილებია თქვენ იგულავოთო , ჩვენ უნდა ვიგულავოთო ... 👹👹👹👹👹👹👹

ნოე
2

კარგით რა,ბატონო დავით,კარგით რა?

ავტორი:

"ვეზირებისთვის მთავარია ბიძინა ივანიშვილის ქებაში ერთმანეთს შეეჯიბრონ... ეჯიბრებიან, ვინ უფრო მაგარი ქლესაა“ - დავით ბერძენიშვილი

"ვეზირებისთვის მთავარია ბიძინა ივანიშვილის ქებაში ერთმანეთს შეეჯიბრონ... ეჯიბრებიან, ვინ უფრო მაგარი ქლესაა“ - დავით ბერძენიშვილი

"კარგად ვხედავ, რომ რეზოლუციის შემდეგ შეფასებაში რიგში დაეწყნენ. პირველი ვეზირობა ყველას დაასწრო ირაკლი კობახიძემ, მერე აჰყვა ირაკლი ღარიბაშვილი, მერე კახა კალაძემ ყველაფერი თავზე დაიყარა და ყველაფერი იკადრა", - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა.

პოლიტიკოსმა გადაცემაში შეაფსა ის, თუ რა განცხადებები გაკეთდა რეზოლუციასთან მიმართებაში მმართველი პარტიიდან.

"კახა კალაძემ ყველაფერი თავზე დაიყარა და ყველაფერი იკადრა. კახა კალაძე ერთადერთი ელექტორალური ფიგურა ჰყავთ, თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვებული მერია. დანარჩენს კი, პულსი არ ესინჯება. ნახეთ მათი რეიტინგები, ხომ ვიცით კობახიძის რეიტინგი რასაც წარმოადგენს?!“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მან ასევე რეზოლუციის კონტექსტში საუბრისას უპასუხა შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებულია, რადგანაც მისმა გუნდმა ვერ მოახერხა მისი დაცვა.

"კი, ძალიან გაშოლტავდა [გუნდს]. ირაკლი ღარიბაშვილს კი, ორჯერ ორი რამდენია, უნდა ასწავლო“, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა

მან ასევე ისაუბრა "გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მოლოდინშია იმისია, რომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

მისვე მოსაზრებით, ბოლო პერიოდში ევროკავშირში წევრობის მსურველთა რიცხვი ქვეყანაში თვითონ "გორბის“ გამოკითხვაც კი, გაზრდილია.

"ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ შეგვიძლია წინააღმდეგობა, შინ და გარეთ, ჭერქვეშ, ქუჩაში, ციხეში - ყველას შეგვიძლია წინააღმდეგობა. ყველას მოგვეთხოვება ვიყოთ მხნედ. ჩვენი მთავარი საკითხია რა არის? დავინახეთ, რომ ამ ხელისუფლებისთვის, ნომერ პირველი, მეორე, მეშვიდე, ოთხმოცდამესამე ვეზირებისთვის მთავარია ბიძინა ივანიშვილის ქებაში ერთმანეთს შეეჯიბრონ და ეს ქება, თუ მოითხოვს ევროკავშირის ლანძღვა-გინებას, 300 დეპუტატის მიწაში ჩადებას, ჩადებენ“, -განაცხადა დავით ბერძენიშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება“ იძულებული გახდება უარი ვერ თქვას იმ გადაწყვეტილებაზე, რასაც მიიღებს ევროკავშირი.

"ესენი ახლა ერთმანეთს, რომ ეჯიბრებიან, ვინ უფრო მაგარი ქლესაა“, - აღნიშნა მან.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"