პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საინტერესო ფაქტები ერიხ მარია რემარკის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან
საინტერესო ფაქტები ერიხ მარია რემარკის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან

ერიხ მა­რია რე­მარ­კის მდი­და­რი ბი­ოგ­რა­ფია მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო და მომ­ხიბ­ვლე­ლია. თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მან მო­ას­წრო რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა, ყვე­ლა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა, მაგ­რამ პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა მის ცხოვ­რე­ბა­ზე უდი­დე­სი გავ­ლე­ნა იქო­ნია. სწო­რედ სამ­ხედ­რო მოღ­ვა­წე­ო­ბი­სას გან­ცდი­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და­ე­დო სა­ფუძ­ვლად მის ცნო­ბილ ნა­წარ­მო­ე­ბებს.

რო­მან­ტი­კო­სი, ქა­ლე­ბი­სა და კალ­ვა­დო­სის მოყ­ვა­რუ­ლი მწე­რა­ლი, რომ­ლის ბე­დიც პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის ჯო­ჯო­ხე­თურ ღუ­მელ­ში გა­მო­იწ­რთო, ერ­ნესტ ჰე­მინ­გუ­ე­ის­თან ერ­თად მე-20 სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი და­კარ­გუ­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­და.

მოდი გა­ვიხ­სე­ნოთ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი რე­მარ­კის ცხოვ­რე­ბი­დან და მისი გა­მორ­ჩე­უ­ლი წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღემ­დე მსოფ­ლიო ბესტსე­ლერ­თა სი­ა­შია:

ფაქ­ტი # 1

რე­მარ­კის მოკ­ლე ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მან 19 წლის ასაკ­ში თა­ვი­სი მე­ო­რე სა­ხე­ლი შეც­ვა­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლად მას - ერიხ პა­უ­ლი ერ­ქვა. „პა­უ­ლი“ – „მა­რი­ა­თი“ დე­დის პა­ტივ­სა­ცე­მად ჩა­ა­ნაც­ვლა, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ფაქ­ტი # 2

რე­მარ­კმა მუ­შა­ო­ბა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ჟან­რებ­ში ამ­ჯო­ბი­ნა. თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი რო­მა­ნი შექ­მნა, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით მეტი - მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის მოკ­ლე მო­თხრო­ბე­ბი, პი­ე­სე­ბი და ნო­ვე­ლე­ბი. მას ასე­ვე და­წე­რი­ლი აქვს სცე­ნა­რე­ბი ფილ­მე­ბის­თვის. ერთ-ერთი ასე­თი ფილ­მი, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვლად რე­მარ­კის რო­მა­ნი და­ე­დო - „ჟამი სი­ცო­ცხლი­სა და ჟამი სიკ­ვდი­ლი­სა“ გახ­ლავთ. ამ წიგ­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ა­ში მწე­რალ­მა ეპი­ზო­დურ როლ­შიც კი ითა­მა­შა.

რო­მა­ნი მოგ­ვი­თხრობს ოც­და­სა­მი წლის გერ­მა­ნელ ჯა­რის­კაც­ზე, ერნსტ გრე­ბერ­ზე, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბის დღი­დან ფრონტზე იმ­ყო­ფე­ბა. ორ­წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ სამ­კვი­რი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბით გერ­მა­ნი­ა­ში, მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ვერ­დენ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი გრე­ბე­რი მწა­რე სი­ნამ­დვი­ლის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა - მისი სახ­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად ნან­გრე­ვე­ბად ქცე­უ­ლა, მშობ­ლე­ბი კი უკ­ვა­ლოდ და­კარ­გუ­ლან. თავ­გზა­აბ­ნე­ულ ერნსტს ახ­სენ­დე­ბა იმ ექი­მის მი­სა­მარ­თი, რო­მე­ლიც დე­და­მისს მკურ­ნა­ლობ­და. ექი­მი უკვე სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში წა­ეყ­ვა­ნათ გეს­ტა­პო­ე­ლებს...

ფაქ­ტი # 3

რე­მარკს უც­ნა­უ­რო­ბე­ბიც ახა­სი­ა­თებ­და. ის კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ცნობ­და სა­ბეჭდ მან­ქა­ნებს და ტექ­სტებს ხე­ლით წერ­და. მას არც ბუმ­ბუ­ლის კალ­მე­ბი უყ­ვარ­და, ამი­ტომ ჩვე­უ­ლებ­რივ ფან­ქარს იყე­ნებ­და.

ფაქ­ტი # 4

ახალ­გაზ­რდა მწერ­ლის მიერ ფრონტზე თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და­ე­დო სა­ფუძ­ვლად რო­მანს „და­სავ­ლე­თის ფრონ­ტი უც­ვლე­ლია“. წიგ­ნი სწრა­ფად­ვე გახ­და ბესტსე­ლე­რი და ავ­ტორს პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა. მხო­ლოდ გერ­მა­ნულ ენა­ზე ის 1 500 000 ეგ­ზემპლა­რად და­ი­ბეჭ­და და მოკ­ლე დრო­ში, 36 ენა­ზე ითარ­გმნა. ერთი წლის შემ­დეგ რო­მა­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცია გა­და­ი­ღეს. ფილმმა ორი ოს­კა­რი მი­ი­ღო.

ფაქ­ტი # 5

პირ­ველ ცოლ­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ მწე­რა­ლი მას­ზე ხე­ლახ­ლა და­ქორ­წინ­და, თუმ­ცა ფიქ­ცი­უ­რად. ამან მას ცო­ლის გერ­მა­ნი­ი­დან გაყ­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა, სა­ი­და­ნაც თა­ვად უკვე წა­მო­სუ­ლი იყო. რე­მარ­კმა ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შტა­ტებ­ში გა­დას­ვლი­დან მხო­ლოდ 8 წლის შემ­დეგ მი­ი­ღო.

ფაქ­ტი # 6

რო­მა­ნი „ტრი­უმ­ფა­ლუ­რი თაღი“ პირ­ვე­ლად 1945 წელს ინ­გლი­სურ ენა­ზე გა­მო­ი­ცა, მომ­დევ­ნო წელს კი გერ­მა­ნუ­ლა­დაც. „ქვეყ­ნად ად­გი­ლი ყვე­ლა­ფერს მო­ე­ნა­ხე­ბა, ადა­მი­ა­ნის ად­გი­ლი კი არ­სად არის!“ – ეს ტკი­ვი­ლი დაჰ­ყვე­ბა ერიხ მა­რია რე­მარ­კის რო­მა­ნის „ტრი­უმ­ფა­ლუ­რი თა­ღის“ გმირს – გერ­მა­ნელ ექიმს, საფ­რან­გეთ­ში რომ გა­მოჰ­ქ­ცე­ვია ფა­შისტ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს. რო­მა­ნის გმი­რე­ბი და­ღუ­პუ­ლი გე­მის გა­დარ­ჩე­ნილ მე­ზღვა­უ­რებს ჰგვა­ნან, რომ­ლე­ბიც და­ნის­ლუ­ლი ზღვის ზე­და­პირ­ზე და­ცუ­რა­ვენ. ამ ნის­ლი­და­ნაც მო­ჩანს ტრი­უმ­ფა­ლუ­რი თაღი, რომ­ლის­კე­ნაც სწრაფ­ვა, ამავდრო­უ­ლად, გა­დარ­ჩე­ნის­თვის ბრძო­ლას მოგ­ვა­გო­ნებს. ფა­შიზ­მის­გან გა­გი­ჟე­ბუ­ლი ევ­რო­პა თით­ქოს ტრი­უმ­ფა­ლუ­რი თა­ღის ქვეშ მომ­წყვდე­უ­ლა. ეს რო­მა­ნი კი­დევ ერთხელ გვა­ფიქ­რებს დიდ სიყ­ვა­რულ­სა და არა­ნაკ­ლებ დიდ სი­ძულ­ვილ­ზე, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას მრა­ვა­ლი მარ­ცხი­სა და გუ­ლის­ტკე­ნის შემ­დე­გაც არ უშინ­დე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი.

ფაქ­ტი # 7

მო­რი­გი მყი­სი­ე­რი ბესტსე­ლე­რი, რო­მელ­მაც თით­ქმის 5 მლნ გა­ყიდ­ვებს მი­აღ­წია, გახ­ლავთ „აჩ­რდი­ლე­ბი სა­მო­თხე­ში“. რო­მა­ნი რე­მარ­კმა ნიუ-იორკში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში და­წე­რა. მწერ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი მის რო­მან­ში გა­მორ­ჩე­ულ როლს ას­რუ­ლებს.

ფაქ­ტი # 8

1943 წელს ნა­ცის­ტებ­მა რე­მარ­კის უმ­ცრო­სი და - ელფ­რი­დე შოლ­ცი და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში მე­უღ­ლეს­თან და ორ შვილ­თან ერ­თად დარ­ჩა. სა­სა­მარ­თლომ ელფ­რი­დე დამ­ნა­შა­ვედ ცნო. სა­სა­მარ­თლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რო­ლანდ ფრე­ის­ლერ­მა მას უთხრა: „სამ­წუ­ხა­როდ, თქვე­ნი ძმა ჩვენ­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლია, თუმ­ცა თქვენ ვერ გაგ­ვექ­ცე­ვით“. შოლცს 1943 წლის 16 დე­კემ­ბერს გი­ლი­ო­ტი­ნა­ზე მოჰ­კვე­თეს თავი. ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ­მა რე­მარ­კმა დის ბე­დის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შე­ი­ტყო და მას რო­მა­ნი - „სი­ცო­ცხლის ნა­პერ­წკა­ლი“ მი­უ­ძღვნა.

ფაქ­ტი # 9

რო­მა­ნის „ნა­სეს­ხე­ბი სი­ცო­ცხლე“ შთა­გო­ნე­ბის წყა­რო მრბო­ლე­ლი ალ­ფონ­სო დე პორ­ტა­გო გახ­ლდათ. ვნე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია 1948 წელს ავ­ტორ­ბო­ლის ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბა. 1977 წელს წიგ­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცია გა­და­ი­ღეს, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს ალ პა­ჩი­ნომ და მარ­თა კე­ლერ­მა.

ფაქ­ტი # 10

1948 წელს რე­მარ­კი შვე­ი­ცა­რი­ა­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც სი­ცო­ცხლის დარ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ლი გა­ა­ტა­რა. მწე­რალს „ტრი­უმ­ფა­ლურ თაღ­სა“ და მომ­დევ­ნო ნა­წარ­მო­ებს - „სი­ცო­ცხლის ნა­პერ­წკალს“ შო­რის 7-წლი­ა­ნი შუ­ა­ლე­დი ჰქონ­და.

გა­მო­ჩე­ნი­ლი მწე­რა­ლი 72 წლის ასაკ­ში შვე­ი­ცა­რი­ის ქა­ლაქ ლო­კარ­ნო­ში მდე­ბა­რე ჰოს­პი­ტალ „სან­კტ-ანეს­ში“, 1970 წლის 25 სექ­ტემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა.

ავ­ტო­რი: თეა ინა­სა­რი­ძე

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგის სენაკელისგან
0

მართლაც ჩემთვისაც სამი მეგობარი შეუცვლელია

გიორგი
0

საერᲗოდ Ძალიან მომწონს მაგრამ ᲩემᲗვის სამი მეგობარი Შეუცვლელია

ავტორი:

საინტერესო ფაქტები ერიხ მარია რემარკის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან

საინტერესო ფაქტები ერიხ მარია რემარკის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან

ერიხ მარია რემარკის მდიდარი ბიოგრაფია მის შემოქმედებაზე არანაკლებ საინტერესო და მომხიბვლელია. თავისი ცხოვრების მანძილზე მან მოასწრო რამდენიმე პროფესიის დაუფლება, ყველაზე განსხვავებული საქმეების კეთება, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს განვითარებულმა მოვლენებმა მის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია. სწორედ სამხედრო მოღვაწეობისას განცდილი შთაბეჭდილებები დაედო საფუძვლად მის ცნობილ ნაწარმოებებს.

რომანტიკოსი, ქალებისა და კალვადოსის მოყვარული მწერალი, რომლის ბედიც პირველი მსოფლიო ომის ჯოჯოხეთურ ღუმელში გამოიწრთო, ერნესტ ჰემინგუეისთან ერთად მე-20 საუკუნის პირველი დაკარგული თაობის წარმომადგენელი გახდა.

მოდი გავიხსენოთ საინტერესო ფაქტები რემარკის ცხოვრებიდან და მისი გამორჩეული წიგნები, რომლებიც დღემდე მსოფლიო ბესტსელერთა სიაშია:

ფაქტი # 1

რემარკის მოკლე ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ მან 19 წლის ასაკში თავისი მეორე სახელი შეცვალა. თავდაპირველად მას - ერიხ პაული ერქვა. „პაული“ – „მარიათი“ დედის პატივსაცემად ჩაანაცვლა, რომელიც იმ პერიოდში გარდაიცვალა.

ფაქტი # 2

რემარკმა მუშაობა ფართომასშტაბიან ჟანრებში ამჯობინა. თავისი ცხოვრების მანძილზე მან რამდენიმე ათეული რომანი შექმნა, მაგრამ გაცილებით მეტი - მცირე რაოდენობის მოკლე მოთხრობები, პიესები და ნოველები. მას ასევე დაწერილი აქვს სცენარები ფილმებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ფილმი, რომელსაც საფუძვლად რემარკის რომანი დაედო - „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა“ გახლავთ. ამ წიგნის ეკრანიზაციაში მწერალმა ეპიზოდურ როლშიც კი ითამაშა.

რომანი მოგვითხრობს ოცდასამი წლის გერმანელ ჯარისკაცზე, ერნსტ გრებერზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღიდან ფრონტზე იმყოფება. ორწლიანი ლოდინის შემდეგ სამკვირიანი შვებულებით გერმანიაში, მშობლიურ ქალაქ ვერდენში დაბრუნებული გრებერი მწარე სინამდვილის წინაშე აღმოჩნდება - მისი სახლი საჰაერო თავდასხმების შედეგად ნანგრევებად ქცეულა, მშობლები კი უკვალოდ დაკარგულან. თავგზააბნეულ ერნსტს ახსენდება იმ ექიმის მისამართი, რომელიც დედამისს მკურნალობდა. ექიმი უკვე საკონცენტრაციო ბანაკში წაეყვანათ გესტაპოელებს...

ფაქტი # 3

რემარკს უცნაურობებიც ახასიათებდა. ის კატეგორიულად არ ცნობდა საბეჭდ მანქანებს და ტექსტებს ხელით წერდა. მას არც ბუმბულის კალმები უყვარდა, ამიტომ ჩვეულებრივ ფანქარს იყენებდა.

ფაქტი # 4

ახალგაზრდა მწერლის მიერ ფრონტზე თვენახევრის განმავლობაში მიღებული სამხედრო შთაბეჭდილებები დაედო საფუძვლად რომანს „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“. წიგნი სწრაფადვე გახდა ბესტსელერი და ავტორს პოპულარობა მოუტანა. მხოლოდ გერმანულ ენაზე ის 1 500 000 ეგზემპლარად დაიბეჭდა და მოკლე დროში, 36 ენაზე ითარგმნა. ერთი წლის შემდეგ რომანის ეკრანიზაცია გადაიღეს. ფილმმა ორი ოსკარი მიიღო.

ფაქტი # 5

პირველ ცოლთან დაშორების შემდეგ მწერალი მასზე ხელახლა დაქორწინდა, თუმცა ფიქციურად. ამან მას ცოლის გერმანიიდან გაყვანის შესაძლებლობა მისცა, საიდანაც თავად უკვე წამოსული იყო. რემარკმა ამერიკის მოქალაქეობა შტატებში გადასვლიდან მხოლოდ 8 წლის შემდეგ მიიღო.

ფაქტი # 6

რომანი „ტრიუმფალური თაღი“ პირველად 1945 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა, მომდევნო წელს კი გერმანულადაც. „ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება, ადამიანის ადგილი კი არსად არის!“ – ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის „ტრიუმფალური თაღის“ გმირს – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან, რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ. ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი, რომლისკენაც სწრაფვა, ამავდროულად, გადარჩენისთვის ბრძოლას მოგვაგონებს. ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მომწყვდეულა. ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ დიდ სიძულვილზე, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი.

ფაქტი # 7

მორიგი მყისიერი ბესტსელერი, რომელმაც თითქმის 5 მლნ გაყიდვებს მიაღწია, გახლავთ „აჩრდილები სამოთხეში“. რომანი რემარკმა ნიუ-იორკში ცხოვრების პერიოდში დაწერა. მწერლის საცხოვრებელი კორპუსი მის რომანში გამორჩეულ როლს ასრულებს.

ფაქტი # 8

1943 წელს ნაცისტებმა რემარკის უმცროსი და - ელფრიდე შოლცი დააკავეს, რომელიც გერმანიაში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად დარჩა. სასამართლომ ელფრიდე დამნაშავედ ცნო. სასამართლოს წარმომადგენელმა როლანდ ფრეისლერმა მას უთხრა: „სამწუხაროდ, თქვენი ძმა ჩვენთვის მიუწვდომელია, თუმცა თქვენ ვერ გაგვექცევით“. შოლცს 1943 წლის 16 დეკემბერს გილიოტინაზე მოჰკვეთეს თავი. ემიგრაციაში მყოფმა რემარკმა დის ბედის შესახებ მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეიტყო და მას რომანი - „სიცოცხლის ნაპერწკალი“ მიუძღვნა.

ფაქტი # 9

რომანის „ნასესხები სიცოცხლე“ შთაგონების წყარო მრბოლელი ალფონსო დე პორტაგო გახლდათ. ვნებისა და სიყვარულის ისტორია 1948 წელს ავტორბოლის ფონზე ვითარდება. 1977 წელს წიგნის ეკრანიზაცია გადაიღეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ალ პაჩინომ და მართა კელერმა.

ფაქტი # 10

1948 წელს რემარკი შვეიცარიაში დაბრუნდა, სადაც სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი გაატარა. მწერალს „ტრიუმფალურ თაღსა“ და მომდევნო ნაწარმოებს - „სიცოცხლის ნაპერწკალს“ შორის 7-წლიანი შუალედი ჰქონდა.

გამოჩენილი მწერალი 72 წლის ასაკში შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში მდებარე ჰოსპიტალ „სანკტ-ანესში“, 1970 წლის 25 სექტემბერს გარდაიცვალა.

ავტორი: თეა ინასარიძე