პუტინის "შეცდომის" მიუხედავად, რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა, დაუშვა "ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა" უკრაინაში შეჭრით და ახლა "იზოლირებულია”, თუმცა ამავდროულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი არ იყოს დამცირებული, რათა დიპლომატიური გამოსავალი მოიძებნოს მას შემდეგ, რაც უკრაინაში ბრძოლა შეჩერდება.
"ვფიქრობ, მან საკუთარი თავი იზოლაციაში მოაქცია, რომლისგანაც თავის დაღწევა ნამდვილად რთულია. დარწმუნებული ვარ, საფრანგეთი შეძლებს მედიატორის როლის შესრულებას“, - განაცხადა მაკრონმა.
ამათ "აქეთ" დემოკრატია არა სჭირდებათ, არც საბაზრო ეკონომიკა, მხოლოდ ნედლეული და გზა ! ისიც კარგად იციან დემოკრატია ლგბტ პრაიდის გამართვა კი არა, ხალხის უმრავლესობის მიერ ქვეყნის არჩევნებით, პლებისციტით და რეფერენდუმით მართვაა !
ეს არის ახლა დიპლომატი, მაგ ნათქვამით თვითონ დაამცირა უკვე. რა გამოვიდა რუსეთი დამცირებულია, წაგებულია, მიწასთამ გასწორებულია. დამარცხების მერეც შეიძლება ღირსება აყრილი არ იყო. ამან გამოუწერა უკვე , რომ დამცირებული და მიწასთან გასწორებულია.აცალონ კაცს დამარცხება ისე აღიაროს როგორც თვითონ გაეხარდება.