მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაითვალისწინონ ადამიანის ბედი და სიცოცხლე... ხვალ რომ რამე დაემართოს მიშას, აუცილებლად ვაპირებ რატი ბრეგაძეს თვალებში ჩავხედო" - დავით სააკაშვილი
"გაითვალისწინონ ადამიანის ბედი და სიცოცხლე... ხვალ რომ რამე დაემართოს მიშას, აუცილებლად ვაპირებ რატი ბრეგაძეს თვალებში ჩავხედო" - დავით სააკაშვილი

მი­შას რამე რომ და­ე­მარ­თოს, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ვინ უნდა აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, თუ არა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, ბა­ტონ­მა ბრე­გა­ძემ? პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბი­ან რო­გორც ამ ქვეყ­ნის ფორ­მა­ლუ­რი, ისე არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლე­ბი, მათ შო­რის, რა თქმა უნდა, ივა­ნიშ­ვი­ლი, - ამის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "პო­ლიტ-ქა­ლაქ­ში“ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმამ, და­ვით სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უნდა გა­დარ­ჩეს, რად­გან "ის არის ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რია და აწ­მყო“. ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ძმის შე­ფა­სე­ბით, არ შე­იძ­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­ზი­დენ­ტებს ვკლავ­დეთ, რად­გან "ეს არის გაგ­რძე­ლე­ბა იმ უბე­დუ­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც ჩვენ გვჭირს“.

”აქ სა­უ­ბა­რი არ არის მის გა­მარ­თლე­ბა­ზე, მის­თვის სას­ჯე­ლის თუნ­დაც გა­და­ვა­დე­ბა­ზე ან სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­უქ­მე­ბა­ზე და სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნა­ზე. აქ სა­უ­ბა­რია ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე­ზე. მიშა არის მძი­მედ ავად და სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ადა­მი­ანს მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ იმ­კურ­ნა­ლოს, ხოლო შემ­დეგ, რო­დე­საც და­დას­ტურ­დე­ბა, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ გა­აგ­რძე­ლოს და მო­ი­ხა­დოს სას­ჯე­ლი, ის, რა თქმა უნდა დაბ­რუნ­დე­ბა. არა­ვინ არა­ვის გა­ურ­ბის. მე მინ­და ვი­ცხოვ­რო ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ისე­თი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბა, რო­მელ­საც სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა ჰქვია, არის ძა­ლი­ან კარ­გად და­ცუ­ლი. მინ­და ვი­ცხოვ­რო თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც გა­მე­ფე­ბუ­ლია სი­კე­თე.

რე­ა­ლუ­რად, რა თქმა უნდა, სა­სა­მარ­თლომ უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ხომ კარ­გად ვი­ცით? ვინ და რო­გორ იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ამ სიღ­რმე­ებ­ში არ შე­ვალ და პო­ზი­ცი­ას არ გა­მოვ­ხა­ტავ, აქ სა­უ­ბა­რი გვაქვს ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა­ზე. ადა­მი­ა­ნი არ არის კარ­გად და ძა­ლი­ან ვთხოვ ყვე­ლას, ვინც რა­მეს წყვეტს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ადა­მი­ა­ნის ბედი და მისი სი­ცო­ცხლე და ძა­ლი­ან ვთხოვ ყვე­ლას, თუნ­დაც ბრე­გა­ძეს, რომ აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ხვალ რომ რამე და­ე­მარ­თოს მი­შას, მე აუ­ცი­ლებ­ლად ვა­პი­რებ თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დო [რატი ბრე­გა­ძეს]. ერთი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და მო­მე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მას­თან შეხ­ვედ­რის. მის ოჯახს ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ, მა­მა­მი­სი ძა­ლი­ან ხში­რად და­დი­ო­და ჩემს სამ­სა­ხურ­ში, ვმე­გობ­რობ­დით, ასე რომ მას­თან შეხ­ვედ­რა არ გა­მი­ჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით სა­ა­კაშ­ვილ­მა

რო­გორც მან გან­მარ­ტა, თუკი ყო­ფილ პრე­ზი­დენტს რამე და­ე­მარ­თე­ბა, ამის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბა რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ისე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს.

"სა­ა­კაშ­ვილს რამე რომ და­ე­მარ­თოს, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო, რად­გან სწო­რედ ის არის ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბის - სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის დაც­ვის გა­რან­ტი. პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ვინ უნდა აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, თუ არა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, ბა­ტონ­მა ბრე­გა­ძემ? პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბი­ან რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი, ისე ამ ქვეყ­ნის არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლე­ბი, მათ შო­რის, რა თქმა უნდა, ივა­ნიშ­ვი­ლი.

ჩვენ, ქარ­თვე­ლებს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლი არ უნდა გვა­მოძ­რა­ვებ­დეს, არა­მედ უნდა გვა­მოძ­რა­ვებ­დეს სი­კე­თე. ჩვენ უნდა ვი­ცხოვ­როთ ერთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე კარ­გი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და გა­მორ­ჩე­უ­ლია არამ­ხო­ლოდ თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით, არა­მედ ის­ტო­რი­ით, კულ­ტუ­რით, პატ­რი­ო­ტიზ­მით და ვაჟ­კა­ცო­ბით. ყო­ვე­ლი­ვე ამის გაგ­რძე­ლე­ბა უნდა იყოს ის, რომ ეს სი­ძულ­ვი­ლი უნდა დამ­თავ­რდეს. ყვე­ლა­ფერ­ში პრაგ­მა­ტუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბახვა
2

თრთოდე, რატი ბრეგვაძე! მუქი სათვალით იარე, ემანდ დავითმა თვალი თვალში არ გაგიყაროს.

otari
1

აბა ამის ძმას საიდან ექნება სინდისი??

ავტორი:

"გაითვალისწინონ ადამიანის ბედი და სიცოცხლე... ხვალ რომ რამე დაემართოს მიშას, აუცილებლად ვაპირებ რატი ბრეგაძეს თვალებში ჩავხედო" - დავით სააკაშვილი

"გაითვალისწინონ ადამიანის ბედი და სიცოცხლე... ხვალ რომ რამე დაემართოს მიშას, აუცილებლად ვაპირებ რატი ბრეგაძეს თვალებში ჩავხედო" - დავით სააკაშვილი

მიშას რამე რომ დაემართოს, პასუხისმგებელი იქნება სახელმწიფო, ხელისუფლება და ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არა იუსტიციის მინისტრმა, ბატონმა ბრეგაძემ? პასუხისმგებელი იქნებიან როგორც ამ ქვეყნის ფორმალური, ისე არაფორმალური მმართველები, მათ შორის, რა თქმა უნდა, ივანიშვილი, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "პოლიტ-ქალაქში“ მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს, რადგან "ის არის ამ ქვეყნის ისტორია და აწმყო“. ყოფილი პრეზიდენტის ძმის შეფასებით, არ შეიძლება, რომ საქართველოში პრეზიდენტებს ვკლავდეთ, რადგან "ეს არის გაგრძელება იმ უბედურებისა, რომელიც ჩვენ გვჭირს“.

”აქ საუბარი არ არის მის გამართლებაზე, მისთვის სასჯელის თუნდაც გადავადებაზე ან სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებაზე და სხვა გადაწყვეტილების გამოტანაზე. აქ საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე. მიშა არის მძიმედ ავად და საუბარია იმაზე, რომ ადამიანს მიეცეს საშუალება, რომ იმკურნალოს, ხოლო შემდეგ, როდესაც დადასტურდება, რომ მისი მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ გააგრძელოს და მოიხადოს სასჯელი, ის, რა თქმა უნდა დაბრუნდება. არავინ არავის გაურბის. მე მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ისეთი ფუნდამენტური უფლება, რომელსაც სიცოცხლის უფლება ჰქვია, არის ძალიან კარგად დაცული. მინდა ვიცხოვრო თანამედროვე ევროპულ ქვეყანაში, სადაც გამეფებულია სიკეთე.

რეალურად, რა თქმა უნდა, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ ყველაფერი ხომ კარგად ვიცით? ვინ და როგორ იღებს გადაწყვეტილებას, ამ სიღრმეებში არ შევალ და პოზიციას არ გამოვხატავ, აქ საუბარი გვაქვს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე. ადამიანი არ არის კარგად და ძალიან ვთხოვ ყველას, ვინც რამეს წყვეტს, გაითვალისწინონ ადამიანის ბედი და მისი სიცოცხლე და ძალიან ვთხოვ ყველას, თუნდაც ბრეგაძეს, რომ აიღოს პასუხისმგებლობა. ხვალ რომ რამე დაემართოს მიშას, მე აუცილებლად ვაპირებ თვალებში ჩავხედო [რატი ბრეგაძეს]. ერთი პროფესიის ადამიანები ვართ და მომეცემა საშუალება მასთან შეხვედრის. მის ოჯახს ძალიან კარგად ვიცნობ, მამამისი ძალიან ხშირად დადიოდა ჩემს სამსახურში, ვმეგობრობდით, ასე რომ მასთან შეხვედრა არ გამიჭირდება“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა

როგორც მან განმარტა, თუკი ყოფილ პრეზიდენტს რამე დაემართება, ამის პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ხელისუფლებას, ისე ბიძინა ივანიშვილს.

"სააკაშვილს რამე რომ დაემართოს, პასუხისმგებელი იქნება სახელმწიფო, რადგან სწორედ ის არის ადამიანის ფუნდამენტური უფლების - სიცოცხლის უფლების დაცვის გარანტი. პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება. ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არა იუსტიციის მინისტრმა, ბატონმა ბრეგაძემ? პასუხისმგებელი იქნებიან როგორც ფორმალური, ისე ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველები, მათ შორის, რა თქმა უნდა, ივანიშვილი.

ჩვენ, ქართველებს ერთმანეთის მიმართ სიძულვილი არ უნდა გვამოძრავებდეს, არამედ უნდა გვამოძრავებდეს სიკეთე. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთ ქვეყანაში, რომელიც ყველაზე კარგი, არაჩვეულებრივი და გამორჩეულია არამხოლოდ თავისი ბუნებით, არამედ ისტორიით, კულტურით, პატრიოტიზმით და ვაჟკაცობით. ყოველივე ამის გაგრძელება უნდა იყოს ის, რომ ეს სიძულვილი უნდა დამთავრდეს. ყველაფერში პრაგმატული ურთიერთობა უნდა იყოს“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა.