კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იქნება მძიმე ნაბიჯი, რომელიც მიღებული იქნება რუსეთის მიერ გზავნილად, რომ დასავლეთს არ შესწევს ძალა დაიცვას თავის პარტნიორები ამ რეგიონში და გადადგას ნაბიჯი მათთან მეტი ინტეგრაციისთვის, ეს იქნება აღქმული დაახლოებით ისე, როგორც 2008 წლის ომის წინ მაპ-ის არმინიჭება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირს აქვს ასევე საშუალება, რომ გარკვეული დათქმებით მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი.
"სტატუსის არმინიჭება გაზრდის ნიჰილიზმს ხალხში და შექმნის სერიოზული უსაფრთხოების რისკებს რეგიონში. ამიტომ საქართველოს, კანდიდატის სტატუსი ისევე, როგორც უკრაინას და მოლდოვას, უნდა მიენიჭოს. თუ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ეს აღიქმება სისუსტედ და გამოიწვევს მძიმე შედეგებს. შეცდომა იქნება ნებისმიერი ფორმალური საბაბის წარდგენა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის წინაშე, რომ მაგალითად - „სასამართლო სისტემა უკეთესი უნდა გქონდეთ“. შეგახსენებთ, მოლდოვას პირდაპირ ჩაუწერეს იმ მკვლევარებმა, რომლებიც საქართველოსაც აკრიტიკებენ, რომ პოლიტიკური კორუფციაა მათ მართლმსაჯულების სისტემაში. აი, ასეთი საბაბებით თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება სტატუსის არმინიჭებაზე, ეს იქნება შეცდომა და გამოიწვევს არასასურველ შედეგებს პირველ რიგში ამ ქვეყნებისთვის და ამასთან, დასავლეთისთვის, რადგან ეს აგრესორი ქვეყნის მხრიდან სისუსტედ იქნება აღქმული,“- განაცხადა დავითულიანმა.
მოლკლედ მთელი მსოფლიო ნაცებია მხილოდ ჩვენი პარლამენტი და ბორენკა და ფარცხალაძე რომანოვი და ყაველაშვილ- ბაგრტიონი ( ცოლის გვარზე აპირებს გადასავლას აბა რაო ფარცხალაძე რომანოვი და მეო ყაველიონიო) მოკლედ აბა თქვენ იცით ქოცებო ლანძღეთ და აკრიტიკეთ ქვეყანა და ჩვენ ბალახს შვჭამთ ოღონდ სტაფილოს წვენი და ბაობაბის ჩახუტება არ დააკლდეს რუს ბორენკას.
რაზე წვალობთ!? კიდევ კარგი იმ ქველმოქმედმა სიტყვით რომ გამოვიდა გარკვევით თქვა რუსულია თუ ფრანგული ეს კანონი მე ასე მაწყობს და ნახავთ რასაც გიზამთ. არ მაძლევთ ქონების წესიერად დაგროვების საშუალებასო. და ამ დავითულიანის ბურდღუნი ვითომ პოლიტუიკური მსჯელობა ბოდიალია არ იცის რაზე ლაპარაკობს. რუსეთუმე რომ არის მე მგონი ამასაც ვერ ხვდება.